воскресенье, 9 февраля 2014 г.

ციტატები სამებაზე

                       



სამება - ესაა დამახინჯება, რომელიც ნასესხებია წარმართული რელიგიიდან და შერწყმული იქნა ქრისტიანულ რწმენასთან (A Dictionary of Religious Knowledge).

სიტყვა <<სამება>> არ გვხვდება ბიბლიაში... ოფიციალურად თეოლოგიაში ის გაჩნდა არა უადრეს მე-4 საუკუნისა (The Illustrated Bible Dictionary).

ახალ აღთქმაში არ არის როგორც თვითონ სიტყა <<სამება>>, ასევე მისი დოგმატის აშკარა გამოხატულება... ქრისტიანულ კანონებში არ არსებობს არცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომ ღმერთი სამერთობაა (ახალი ბრიტანული ენციკლოპედია).

თეოლოგები თანხმდებიან, რომ ახალ აღთქმაში არ არის ნათლად გადმოცემული შეხედულება სამების დოგმატის შესახებ (The Encyclopedia of Religion).

რაც შეეხება ახალ აღთქმას, მასში ვერ იპოვით სამების რეალურ დოგმატს (ბერნხარდ ლოზე, Epochen der Dogmengeschichte).



ბიბლიაში არ არსებობს  ნათლად გამოკვეთილი მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ერთნაირები არიან არსით (კარლ ბარტი, The New International Dictionary of New Testament Theology).

იესო და პავლე, როგორც ჩანს, არ იცნობდნენ სამების დოგმატს... ისინი არაფერს ამბობენ მის შესახებ (ვოშბერნ კოპკინზი, Origin and Evolution of Religion).

[სამერთობის იდეა] წარმოადგენს პირდაპირ და კონკრეტულ განდგომილებას, შემოქმედის, აბსოლუტური ერთარსების კონცეპციიდან (ი. ჰერცი, ხუთწიგნეული და გაფთაროთი).

თავიდან ქრისტიანულ რწმენაში არ არსებობდა იდეა სამების შესახებ... როგორც ახალი აღთქმიდან და სხვა ქრისტიანული წერილებიდან ჩანს, სამების იდეა არ არსებობდა არც მოციქულების დროს და არ მათ მერე (Encyclopaedia of Religion and Ethics).

იუდაიზმი და ქრისტიანობა, რომელიც მის საფუძველზე წარმოიშვა, მკაცრად უნიტარულები იყვნენ. გზა იერუსალიმიდან - ნიკეამდე გრძელი და მოლიპული იყო. მეოთხე საუკუნის ტრინიტარიზმი კი არ ასახავს ადრეულ ქრისტიანულ შეხედულებას ღვთის ბუნებაზე, არამედ პირიქით, ის არის განდგომილება ძველი ქრისტიანების მრწამსისგან (The Encyclopedia Americana).

ახალი აღთქმის მწერლები თუ თვლიდნენ, რომ მორწმუნეებს იესო აუცილებლად  ღმერთად უნდა ჩაეთვალათ, მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ახალ აღთქმაში აბსოლუტურად არ არსებობს მინიშნებაც კი ამის შესახებ? (ჯონ რაილენდზის ბიბლიოთეკის ბიულეტენი).

ლოგოსისა და სამების სწავლებას ფორმა მისცეს ბერძენმა მამებმა, რომლებზეც... პირდაპირ ან ირიბად დიდ გავლენას ახდენდა პლატონის ფილოსოფია... ის ფაქტი, რომ შეცდომები და დამახინჯებები ზუსტად ამ წყაროდან შეიპარა ეკლესიაში, უდავოა (The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge).

დროთა განმავლობაში ეს ორი ფიგურა [ღმერთი და იესო] ისე "შეერთდნენ", რომ მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი გახდა. შესაძლებელია, ზუსტად ტეტრაგრამატონის ამოღებამ გამოიწვია  დავა ქრისტიანთა და ტრინიტართა შორის, რომელიც, ჩვენი ერის 1-ელ საუკუნეში ეკლესიას აზანზარებდა. როგორც არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, ტეტრაგრამატონის ამოღებამ შექმნა რელიგიური ატმოსფერო, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა იმ ატმოსფეროსგან, რომელიც ახალი აღთქმის 1-ელ საუკუნეში მეფობდა (ჯორჯ ჰოვარდი, Biblical Archaeology Review, 03/1978).

[ეკლესიის] მამებმა, ფილოსოფიური ლექსიკის საცავებში დაიწყეს ორი საჭირო ტერმინის ძებნა: პირველი – სამების აშკარად ერთმანეთისგან განსხვავებული სახეების აღსაწერად, ხოლო მეორე – ვითომდა მათი ერთობის ასახსნელად (გარი ვოლფსონი).

[ეკლესიაში] მიმდინარეობდა დავები, იმის შესახებ, როგორი დამოკიდებულებაა - "სიტყვას" (ანუ ღვთის ძე, იესო), და თვით  ღმერთს (ეხლა ამბობენ - მამა), შორის, რომლის სახელიც იაჰვე, დავიწყებული იყო (Garraty J., Gay P., The Columbia History of the World).

არიანულ დავებამდე, არც აღმოსავლეთის და არც დასავლეთის ეკლესიებში, არ იყო არცერთი თეოლოგი, რომელსაც ეჭვი მაინც შეეპარებოდა იმაში, რომ ძე, ამა თუ იმ გაგებით მამაზე დაბლა იდგა (Hanson R., The Search for the Christian Doctrine of God).


ებრაელებს არ სჭირდებოდათ შეხედულების შეცვლა ღმერთის ბუნებაზე. ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებოდათ, უნდა ეღიარებინათ, რომ იესო იყო მესია და ცოცხალი ღვთის ძე. ადრეულმა მოწაფეებმა იოლად შეიმეცნეს ეს აზრი, რაც კარგად ჩანს პირველი და მეორე ასწლეულის თითქმის ყველა წერილიდან... წარმართულმა და პლატონურმა ფილოსოფიამ, თავი ჯერ კიდევ მოციქულების  სიცოცხლეში იჩინა. პირველი იყო გნოსტიკოსების შეხედულებები, შემდეგ გაჩნდა სიბელიონიზმი, ამის შემდგომ კი - დოქტრინა სამების შესახებ და ა.შ. (Robert A. Wagoner, The Great Debate Regarding The Father, Son, & Holy Spirit).

ჩვენ შეგვიძლია გავყვეთ ამ სწავლების წარმოშობის ისტორიას და ვიპოვოთ მისი სათავე, მაგრამ ის არის არა ქრისტიანულ გამოცხადებაში, არამედ პლატონის ფილოსოფიაში... სამება – ეს არის არა ქრისტეს და მისი მოციქულების სწავლება, არამედ შეთხზულია პლატონის სწავლების გვიანდელ მიმდევართა სკოლის მიერ (ენდრიუ ნორტონი, A Statement of Reasons).

ეგვიპტელი თეოლოგების ყურადღება პრაქტიკულად მთლიანად მიჯაჭვული იყო სამებაზე... სამ ღმერთს აერთიანებდნენ და მას ისე ეპყრობოდნენ როგორც ერთ არსებას, მიმართავდნენ რა მას მხოლობით რიცხვში. ამაში ჩანს პირდაპირი კავშირი ეგვიპტური რელიგიის სულიერ ძალასა და ქრისტიანულ თეოლოგიას შორის (ზიგფრიდ მორენცი, Agyptische Religion).

თუ წარმართობა ქრისტიანობით იქნა დამარცხებული, მაშინ ისეთივე სიმართლეა ის, რომ ქრისტიანობა შეირყვნა წარმართობით. პირველი ქრისტიანების სუფთა დეიზმი... რომის ეკლესიამ გადააქცია ჩაუწვდომელ სამების დოგმად. მრავალი წარმართული პრინციპი, რომლებიც ეგვიპტელებმა შემოიღეს და იდეალიზებული იქნა პლატონის მიერ, შენარჩუნებულ იქნა როგორც რწმენისთვის ღირსეული (ედვარდ გიბბონი, History of Christianity).

სწავლება სამების შესახებ თანდათანობით ფორმულირდებოდა და თანაც ეს ხდებოდა შედარებით გვიან... ეს სწავლება სათავეს იღებს წყაროდან, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს იუდაურ და ქრისტიანულ წერილებთან... ის ჩამოყალიბებული და ქრისტიანობაში შეტანილი იქნა საეკლესიო მამების ძალისხმევით, რომლებიც პლატონის ფილოსოფიის გავლენის ქვეშ იყვნენ (ალვან ლამსონი, The Church of the First Three Centuries).

სამების წარმოშობა სრულებით წარმართულია... იესო ქრისტეს არასოდეს არაფერი უთქვამს ასეთი მოვლენის შესახებ და ახალ აღთქმაში არცერთხელ არ ჩნდება სიტყვა "სამება". ეს იდეა ეკლესიამ ქრისტეს სიკვდილიდან სამასი წლის შემდეგ მიიღო... პირველი ქრისტიანები არც ფიქრობდნენ, თავის სწავლებაში მიეღოთ სამების იდეა. ისინი ერთგულები იყვნენ მამა ღმერთისა და იესო ქრისტესი, ღმერთის ძისა, ასევე აღიარებდნენ... სულიწმინდას; მაგრამ არ არსებობდა წარმოდგენა, იმის შესახებ, რომ ეს სამი შეადგენდა რეალურ სამებას, რომლებიც იყვნენ ერთარსნი და იყვნენ "ერთი" (არტურ უაიგოლი, The Paganism in Our Christianity).

სამება — ეს არაა... ღვთისგან პირდაპირ ნათქვამი სიტყვა... წერილებში სინამდვილეში არ არსებობს რაიმე ერთი ტერმინი, რომელიც აღნიშნავდა სამ ღვთაებრივ სახეს ერთად. სიტყვა «ტრიას» (რომელიც ლათინურად ითარგმნება როგორც «ტრინიტას») პირველად გვხვდება თეოფილე ანტიოქიელის ნაშრომებში ახ.წ. 180 წელს. ფორმულირებამ «სამსახოვანი ერთი ღმერთი» მყარად მოიკიდა ფეხი და საბოლოოდ შევიდა ქრისტიანულ ცხოვრებაში და მრწამსში მე-4 საუკუნის ბოლოს... მოციქული მამების სწავლებათა შორის არ იყო არაფერი, რაც შორეულად მაინც შეგვახსენებდა მსგავს აზროვნებას ან პერსპექტივას (ახალი კათოლიკური ენციკლოპედია).

თავისთავად სწავლება იმის შესახებ, რომ ღვთაებრივი ყოფის დონეზე სამობა და ერთობა, რაღაც გაგებით იდენტურებს წარმოადგენენ, არაა დამახასიათებელი ქრისტიანობისთვის; ესაა მრავალი, სავსებით განსხვავებული, რელიგიურ-მითოლოგიური სისტემების მყარი მოტივი (შედ. ტრიმურტი — ბრაჰმას, შივას და ვიშნუს სამერთობა — ინდუისტურ მითოლოგიაში; ღვთაებების მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები 3-ად ან 9=3X3 — ეგვიპტურ მითებსა და კულტებში; გამოსახულებები 3 მაირი, 3 ან 9 მუზა, სამსახოვანი გეკატა — ბერძნულ მითოლოგიაში; «ოჯახური» ტრიადები იუპიტერი — იუნონა — მინერვა და ცერერა — ლიბერა — ლიბერ — რომის კულტში და ა.შ.) (მსოფლიო ხალხთა მითები, ენციკლოპედია).

ახალი აღთქმის მწერლებს... არ ჩამოუყალიბებიათ ოფიციალური სამების დოგმატი და არ გადმოუციათ ნათელი სწავლება იმაზე, რომ ერთ ღმერთში სამი თანაარსი ღვთაებრივი სახეა. ... ჩვენ ვერსად ვერ ვიპოვით ვერავითარ დოგმატს სამ ცალკეულ ღვთაებრივ სახეზე, რომლებიც არსებობენ და მოქმედებენ ერთ ღვთაებაში... ძველი აღთქმა... არც პირდაპირ, არც გაკვრით არ საუბრობს სამსახოვან ღმერთზე, რომელიც არის და მამა, და ძე, და სული წმინდა. ... არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ წმინდა მწერალთაგან რომელიმეს, ეჭვი მაინც ჰქონდა ღვთაებრივი სამების არსებობის შესახებ... ასეთი გაგება შორსაა ძველი აღთქმისეული აზროვნებისაგან (ედმუნ ფორტმანი, The Triune God).

სიტყვა <<პნევმა>>-ს მეხუთე მნიშვნელობას ადვილად გვახვედრებს მეოთხე მნიშვნელობა [ეხება სამების მესამე პირს]; აქ სულიწმინდა პიროვნება არაა, არამედ ისაა <<გავლენა>> ან <<ზემოქმედება>>: სიტყვის <<აგიონ>> დამატება, იხსნება ისე როგორც ეს ზემოთ იყო მოყვანილი. ამ თვალსაზრისით არტიკლთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთდეს აღსანიშნავი დაკვირვება. მიუხედავად იმისა, რომ სულიწმინდა ასე თუ ისე ერთია, მისი გავლენა და ზემოქმედება შეიძლება იყოს მრავალნაირი; აი რატომ დგანან, ამ გაგებით, სიტყვები <<პნევმა>> და <<პნევმა აგიონ>> ყოველთვის არტიკლის გარეშე... ისეთი გამოთქმები, როგორიცაა <<აღივსო წმინდა სულით>>, <<მიიღო წმინდა სული>>, <<წმინდა სული ვინმეზე>> ადასტურებენ ამ დაკვირვებას (T. F. Middleton, The Doctrine of the Greek Article Applied to the Criticism and Illustration of the Greek New Testament).

ყველა თეოლოგი, დაწყებული აპოლოგეტებით, მაგალითად, იუსტინე და ტატიანა-დან დაწყებული და ტერტულიანეთი და ორიგენეთი დამთავრებული, იმყოფებიან მონარქიული კონცეფციის ჩარჩოში. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: სამების მეორე და მესამე პირი უნდა იქცნენ სრულიად მამაზე დამოკიდებულებად. მათ შორის ფუნქციების ჰორიზონტალური განაწილება, რომელიც დღევადელი ქრისტიანისთვის ჩვეულებრივ რამეს წარმოადგენს, იმ დროს ფიზიკურად არ არსებობდა. იმარჯვებდნენ დიდი და მცირე სისასტიკის ვერტიკალური იერარქიები, სადაც მეორე და მესამე სახე, პირველ სახეზე გაცილებით დაბლა დგებოდნენ, რომელიც იძენდა არა მხოლოდ "ერთის" ხასიათს, არამედ "ერთადერთი" აბსოლუტისას. ასეთი მკაცრი ერთღმერთიანობა იკვეთებოდა სრულიად გასაგები ისტორიული მოთხოვნით: ძველი აღთქმის "შემოქმედი"-სა და ახალი აღთქმის "მამის" იგივეობის მტკიცებულება ბუნებრივად გავრცელდა, სამების პირთა შორის დამოკიდებულების საკითხზე. მართლაც, სამი სრულიად განსხვავებული ღვთაების აღიარება წარმოქმნიდა იმავე პრობლემას, მხოლოდ უფრო გართულებულ ვარიანტში. ნიკეის მომავალი განსაზღვრებისთვის ისეთი მთავარი ტერმინი, როგორიცაა ერთარსი, ორთოდოქს ქრისტიანთა შორის ცუდი ავტორიტეტით სარგებლობდა (ვინაიდან ტერმინი მიეკუთვნებოდა ვალენტინის სკოლას და აღნიშნავდა ეონებს შორის ურთიერთ კავშირს)... ჩვენ გვახსოვს, რომ მრავალ გნოსტიკოსს გააჩნდა მაღალი, იმ დროითვისაც კი შესაშური განათლება, რომ ახასიათებდათ პლატონო-პითაგორულ ენაზე საუბარი, რომ ისინი ხშირად გამოთქვამდნენ სხვადასხვა კონცეფციებს (ზუსტადაც რომ კონცეფციებს: მაგალითად, პლერომები და კენომები, ერთარსობა, ღვთის წინასწარ განზრახვა და ა.შ.),– რომლებიც შემდგომ შეერწყა ქრისტიანულ თეოლოგიას...  (რ.ვ. სვეტლოვი  Гнозис и экзегетика).

ბოლო, და ამასთანავე უდიდესი, ნეოპლატონიზმის მრავალსაუკუნოვანი სკოლა საბოლოოდ, მხოლოდ სამი იპოსტასის შესახებ სწავლებაზე დავიდა. და სასწაულებრივად ეს სამი იპოსტასი მთლიანად ქრისტიანობაში გადავიდა და თანაც მის მთავარ დოგმატად იქცა. ქრისტიანობის - ანტიკური ფილოსოფიაზე მეტად დამოკიდებულების წარმოდგენაც კი არ შეიძლება..  ცოტა მოგვიანებით მაგრამ მაინც, მამასა და ძეს შორის ურთიერთობის სირთულისა და უპირატესობის გამო, ქრისტიანულმა მოაზროვნეებმა სულიწმინდასაც მიმართეს, იმიტომ რომ მესამე იპოსტასის სტატუსის დაუდგენლად შეუძლებელი იყო ღვთიური სამების ერთიანობის დამტკიცება. ეს იყო წარმოუდგენლად რთული ამოცანა, ამ ამოცანის ნებისმიერი სახით ამოხსნა მოითხოვდა ფილოსოფიური აპარატის უფაქიზეს გამოყენებას. და ასეთი ფილოსოფიური აპარატი ქრისტიანობას ანტიკურობამ შესთავაზა. ანტიკურობას უკვე, არა მარტო მთელისა  და ნაწილის დიალექტიკა გააჩნდა, არამედ, ნეოპლატონიზმის სახით, შეიმუშავა ასევე ფაქიზი ტრიადული ლოგიკა უზენაეს აზრზე და სამყაროს სულზე, ლოგიკა, რომელმაც ბოლოს და ბოლოს უსერიოზულესი გავლენა იქონია ქრისტიანული ტრიადული დოგმატის ჩამოყალიბებაში (ა.ფ. ლოსევი, История античной эстетики).

ეკლესიის სწავლების ფესვები მყარად დგას ელინიზმის ნიადაგში. ზუსტად ამიტომაც იქცა ის საიდუმლოებად ქრიასტიანთა დიდი უმრავლესობისთვის. ეკლესიამ განაცხადა, რომ მისი ახალი სწავლებები ბიბლიაზეა დაფუძნებული. სინამდვილეში კი მან თავის გარემოში დააკანონა ელინური სპეკულაცია, ცრუ შეხედულებები და წარმართული საიდუმლო-თაყვანისმცემლობის წესჩვეულებები... თუ რა დონეზე მოხიბლა გნოსტიციზმმა - კათოლიციზმი, ჩვენ კარგად ვხედავთ მისი ქრისტოლოგიიდან... კათოლიციზმის გვიანი დოგმატიკის მრავალრიცხოვანი termini technici, უფრო გვიან გვხვდება გნოსტიკოსებთან – აი მაგალითად: ერთარსი - ეონების - პერვო-ღმერთთან დამოკიდებულების აღსანიშნავად... ორთოდოქსული სწავლების შედეგად, ვინაიდან მას იესოს ღვთაებრიობა ესმის როგორც მისი ფიზიკური ბუნება, რაც ხდება მიზეზი, მკაცრი აზრთასხვაობებისა და ისტორიული იესოს დაკარგვისა - რომელსაც უფრო ფასეული ნაკვთები აქვს... ნიკეის სიმბოლო, აყალიბებს სულიწმინდის მიმართ რწმენას, ყოველგვარი დამატებისა და განმარტების გარეშე. ათანასე პირველ ათწლეულებში არცერთხელ არ ახსენებს მას. ყველანი, ვინც მას ღვთაებრივად მიიჩნევდა, ძირითადად მას "ძალად" თვლიდნენ... მაგრამ უკვე 362 წლიდან, დასავლეთი დაუღალავად ცდილობს აიძულოს აღმოსავლეთის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული ძმები, რომ სულიწმინდა აღიარონ ერთარსება ღმერთად, და კაპადოკიელებთან ერთად მათ ეს შეძლეს... სამების სწავლება თავისი შეუწყვეტელი მეცნიერული განვითარებით, დარჩა, სლავებისთვის და გერმანელებისთვის, ანტიკური ფილოსოფიის გადაცების საშუალებად: მასში თავისებურად ერთიანდებიან ქრისტეში ღვთაებრივი გამოცხადების ქრიასტიანული იდეა და ანტიკური ფილოსოფიის მცნებები... სამების შესახებ ავგუსტინური სწავლების პარადოქსული ფორმები, რომლებიც უაროფენ ყოველგვარ კავშირს გამოცხადებასა და გონებას შორის, და რომელთაც გააჩნიათ თავისი raison d'etre სუფთა მონოთეიზმისა და ქრისტეს სრული ღვთაებრიობის  შენარჩუნებისკენ სწრაფვაში, გავრცელდნენ დასავლეთში და გამოხატვა ჰპოვეს ეგრეთ წოდებულ ათანასესეულ სიმბოლოში, რომელიც თანდათანობით ვითარდებოდა სამხრეთ გალიაში, 450-დან - 600 წლამდე (ა. გარნაკი, История догматов).

შეიძლება ვილაპარაკოთ ობიექტების კატეგორიაზე საერთო სახელით ღმერთი [ინგლისურ ტექსტში განუსაზღვრელი არტიკლით — a god]. სმიტის გრამატიკაში, ღმერთი მოცემულია მაგალითის სახით, იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული, არსებითი სახელი არტიკლით, განსაზღვრებითი გაგებით (განყოფილება 1129: როდესაც სიტყვები, რომელიც პიროვნებებს ეხება, გამოდიან განსაზღვრებითი გაგების კლასში, შეიძლება გამოყენებული იქნან არტიკლის გარეშე). ეს ღმერთების სხვა და სხვა სახეობებია — მაგალითად ცოცხლების ღმერთი დაპირისპირებულია მკვდრების ღმერთთან. შეიძლება ითქვას, რომ ვიღაც გამოდის ვიღაცის მიმართ ღმერთის როლში. იოანეს 10:34-ში იესო ფრაგმენტსაც კი ციტირებს ძველი აღთქმიდან, რომელშიც ღმერთი, შემდეგი ფრაზით მიმართავს თავისი მცნებების დამცველებს: თქვენ ხართ — ღმერთები (ტოეი ესტე). როგორც ჩანს, ეს ტერმინი გამოიყენება ფართო მნიშვნელობით და მოიცავს როგორც ჭეშმარიტ ღმერთებს, ასევე ცრუ ღმერთებს, ანუ მათ, ვისაც უბრალოდ მიაწერენ თვისებებს, რომლებიც საერთოდ ღმერთს მიეწერება, — თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს პირები ფლობდნენ სრულ ღვთაებრიობას, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით.
ბერძნულ და ინგლისურ ენებში სიტყვა "ღმერთი" გამოიყენება ორი მნიშვნელობით — ან როგორც განუსაზღვრელი სახელობითი არსებითი სახელი, ან როგორც განსაზღვრული საკუთარი არსებითი სახელი. მაშინ როდესაც ახალი აღთქმის ბერძნულენოვანი ავტორები ფაქიზად იყენებდნენ ამ აზრობრივ სხვაობებს, ბიბლიის ინგლისურად მთარგმნელებმა სრულიად აღმოფხვრეს ისინი, განუსაზღვრელი არტიკლის იგნორირებითა და იმის არ ცოდნით თუ როგორ გამოეყენებინათ მთავარი ასო G [სიტყვაში God, ღმერთი]. ეს ქრისტიანული მთარგმნელები, თავისი იუდეველი და მუსულმანი კოლეგების მსგავსად, მიჩვეულები არიან იფიქრონ მხოლოდ ერთ წევრზე კატეგორიაში «ღმერთი», რის შედეგადაც «ღმერთი» განსაზღვრული არტიკლით და «ღმერთი» განუსაზღვრელი არტიკლით, მათთვის იქცა ურთიერთცვალებადად კონტექსტთა უმეტეს ადგილებში. ბიბლიის ავტორები კი, ვინაიდან არ უფიქრიათ თავისი მკითხველების ასეთ აზროვნებაზე, საუბრობდნენ ან საერთო კატეგორიაზე — «ღმერთი», ან კონკრეტულ არსებაზე — «ღმერთი». ამის მიზანი იყო ის, რომ მიეტანათ მკითხველამდე მრწამსის მნიშვნელოვანი მხარეები. ასეთი სიტყვათაცვლის ერთ ყველაზე თვალნათელ მაგალითს წარმოადგენს მუხლი იოანეს 1:1, რომელშიც განიმარტება უმნიშვნელოვანესი საკითხი — რა დონემდე უნდა ჩაითვალოს ქრისტე ქრისტიანობის ცენრტალურ ფიგურად, რათა მან არ დაარღვიოს ქრისტიანული მონოთეიზმის პრინციპი (დ. დილანი, სიზუსტე და წინასწარაკვიატებულება ახალი აღთქმის ინგლისურ თარგმანებში).

---------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


70 კითხვა მათ ვისაც სწამს სამება

რატომაა ბიბლიის ქართულ თარგმანებში ორი უფალი?

Комментариев нет:

Отправить комментарий