воскресенье, 29 декабря 2019 г.

იმსახურებენ თუ არა ნდობას ახ.წ. II-IV საუკუნეების საეკლესიო ავტორიტეტების ნაშრომები?



ჩვენს მიერ საკვლევი დროის მონაკვეთს სამ პერიოდად დავყოფთ, რომლებსაც ისტორიკოსები სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ.

1. მოციქულთაშემდგომი პერიოდი (დაახლოებით ახ.წ. 90-140 წ.).
2. ბერძენი აპოლოგეტების პერიოდი (დაახლოებით ახ.წ. 130-180 წ.).
3. ადრეული საყოველთაო პერიოდი (დაახლოებით ახ.წ. 170-325 წ.).

ეს თარიღები დაახლოებითი და პირობითია, ისევე როგორც ყველა სხვა თარიღები 325 წლამდე ამ წიგნში. ხშირია თარიღების თანხვედრა, რადგან როდესაც ერთი პერიოდის მწერლები და სულიერი ლიდერები ასრულებდნენ თავის მსახურებას, ამავდროულად სხვა პერიოდის მწერლები და სულიერი ლიდერები თავის მსახურებას იწყებდნენ.



მოციქულთაშემდგომი პერიოდი საკუთარ თავში მოიცავს, ახ.წ. 90-იან წლებში უკანასკნელი მოციქულის, იოანეს სიკვდილის შემდგომ თაობას. ამ პერიოდის ლიდერებმა საკუთარი მსახურება ფაქტიურად ამ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყეს. თუმცა არასწორი იქნებოდა მათზე ისე გვეფიქრა, როგორც მოციქულთა სწავლებების პირდაპირ გამგრძელებლებზე. პეტრე და პავლე მოციქულები, სიკვდილით ახ.წ. 70 წლამდე იქნენ დასჯილნი, ალბათ, ისევე როგორც სხვა მოციქულებიც, გარდა იოანესი. მათი უშუალო მოწაფეები და თანამშრომლები იყვნენ ბარნაბა, ტიმოთე, ტიტე, მარკოზი, ასევე პეტრესა და პავლეს სულიერი ძეები და უმცროსი თანამშრომლები.

четверг, 19 декабря 2019 г.

ჩამატება 1 იოანეს 5:7-ში და კვიპრიანე




დენიელ ბ. უოლესი, ფილოსოფიის დოქტორი.


ერთმა მეგობარმა წერილი მომწერა ნაწყვეტზე 1 იოანეს 5:7, 8-დან მეფე იაკობის თარგმანში. მან მიმითითა, რომ ამ ნაწყვეტის შესახებ ჩემს სტატიაში მე არ მიხსენებია კვიპრიანე, რომელიც ასევე ციტირებდა მას. მეფე იაკობის თარგმანის ზოგიერთი მომხრე ამტკიცებს, რომ კვიპრიანეს მართლა აქვს მოყვანილი აზრი, რომელიც მეფე იაკობის თარგმანში ჩნდება («ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმინდა, ხოლო ეს სამი ერთია. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია»). ჩნდება კითხვა: ციტირებდა თუ არა კვიპრიანე 1 იოანეს იმ სიტყვებს, რომლებიც 1 იოანეს 5:7-ში სამების ფორმულირების საფუძვლად იქცა?

суббота, 7 декабря 2019 г.

სამების სწავლების სათავეების შესახებ




საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებები და ის,

რასაც დიდი ხნის წინ გადაწყვეტილ საქმედ მიიჩნევენ,

ყველაზე ხშირად ჩვენს ყურადღებას იმსახურებს (გეორგ ლიხტენბერგიXVIII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე გერმანელი მწერალი,
პუბლიცისტი და მეცნიერი)

სამების შესახებ სწავლება, როგორც ცნობილია, ცენტრალურ დოგმატს წარმოადგენს ქრისტიანული რელიგიების, კონფესიებისა და დენომინაციების დიდ უმრავლესობაში. აქედან გამომდინარე ყურადღებას იმსახურებს, მაგალითად, ის გარემოება, რომ მსოფლიო ეკლესიების საბჭოს წევრობისთვის აუცილებელს წარმოადგენს ამ სწავლების იმ რელიგიის დოქტრინალურ სისტემაში არსებობა, რომელსაც ამ საბჭოს წევრობაზე აქვს პრეტენზია.

სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად მათ, ვისაც გულწრფელად სწამს სამპიროვანი ღმერთის, არანაირი (ან თითქმის არანაირი) წარმოდგენა არ გააჩნიათ სამების სწავლების წარმოშობის სათავეებზე.