суббота, 31 мая 2014 г.

ვინ არიან "გლახაკნი სულითა" (სულით ღარიბნი)?




მე მომწონს სინოდალური თარგმანი (მინდა პატარა განმარტება გავაკეთო ქართველი მკითხველისათვის: სინოდალური თარგმანი, ეს არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური თარგმანი, რომელსაც სრულიად ემთხვევა ქართული საპატრიარქოს თარგმანი, გარდა ერთისა. სინოდალურ თარგმანში ღვთის პირადი სახელი იეჰოვა, დაახლოებით 10-ჯერ გვხვდება, რასაც ვერ ვიტყვით საპატრიარქოს თარგმანზე. ასე რომ სადაც წაიკითხავთ სინოდალურ თარგმანს, შეგიძლიათ ივარაუდოთ საპატრიარქოს თარგმანი). მე მის მიმართ სიმპათიებით ვარ განწყობილი მიუხედავად მასში არსებული არქაიზმებისა, რიგი საღვთისმეტყველო დამახინჯებებისა, ფსალმუნების ნუმერაციის დარღვევისა და თანამედროვე ბიბლიური ტექსტოლოგიისაგან იუმედოდ ჩამორჩენილობისა. შესაძლოა, მე მცირედ მიკერძოებული ვარ, რადგან ეს იყო პირველი ბიბლია, რომელიც ხელში დავიჭირე, რომლიდანაც გავიგე ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ, მისი ძისა და სამეფოს შესახებ. მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ნაცრისფერი წიგნის მიმართ, მისი ნახევრად გამჭვირვალე ფურცლების განუმეორებელი შრაშუნითა და მკრთალი შრიფტით.


გარდა ამისა, ბოლო დროს ეს თარგმანი დავაფასე როგორც შესანიშნავი ცნობარი, რომელსაც ხშირად მივმართავ, როდესაც ბიბლიის ორიგინალი ენების შედარებით პირდაპირი წაკითხვის გაგება მსურს. იქ სადაც საქმე არ ეხებოდა დოგმატური მნიშვნელობის ნაწყვეტებს, მისმა რედაქტორებმა არაჩვეულებრივი აკურატულობა გამოავლინეს იმით, რომ თარგმანში შეძლებისდაგვარად არ უმატებდნენ ზედმეტ სიტყვებს, ხოლო თუ ამას მაინც მოითხოვდა რუსული სინტაქსისი - დამატებულ სიტყვებს კურსივით გამოყოფდნენ (რასაც ვერ ვიტყვით საპატრიარქოს თარგმანზე).

четверг, 29 мая 2014 г.

ათი მითი იეჰოვას მოწმეების შესახებ - ნაწილი 2



მითი 6: იეჰოვას მოწმეები აკრძალულები არიან მრავალ ქვეყანაში

იეჰოვას მოწმეები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ოფიციალურად მოქმედებენ. მათი საქმიანობა ასე თუ ისე შეზღუდულია დაახლოებით 25 ქვეყანაში (რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი იქ არ არიან). ეს ქვეყნები მხოლოდ აფრიკასა და აზიაში მდებარეობენ. ჩვეულებრივ ეს ან ისლამური ფუნდამენტალური ტოტალიტარული რეჟიმებია (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ან კომუნისტური ფუნდამენტალური ტოტალიტარული რეჟიმები (ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა). ხშირად ასეთ ქვეყნებში აკრძალულია ან ყველა ქრისტიანული კონფესია, ან ყველა მხოლოდ რამოდენიმე მრავალრიცხოვანი «ტრადიციულის» გარდა. ჩინეთში რომაულ-კათოლიკური ეკლესიაც კი აკრძალულია.

მეორეს მხრივ, იეჰოვას მოწმეების საზოგადოება კანონიერი საფუძვლებით არსებობს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ცალკეულ ტერიტორიაზე, ევროპისა და ორივე ამერიკის უკლებლივ ყველა ქვეყნების ჩათვლით. ეს ყველა დემოკრატიული და უმეტესი მათგანი განვითარებადი ქვეყნებია. ამ ქვეყნების უმრავლესობაში იეჰოვას მოწმეები უკვე არა ერთი ათწლეულია რაც არსებობენ და ფართოდ არიან ცნობილი, როგორც შემდგარი, საყოველთაოდ აღიარებული რელიგია.

ათი მითი იეჰოვას მოწმეების შესახებ - ნაწილი 1



«სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას...  ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია
განურჩევლად რასისაკანის ფერისაენისასქესისარელიგიისაპოლიტიკური და
სხვა შეხედულებებისაეროვნულიეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა,
წარმოშობისაქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისასაცხოვრებელი ადგილისა... ყოველ ადამიანს აქვს სიტყვისაზრისსინდისისაღმსარებლობისა და რწმენის
თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვისაზრისაღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.» (საქართველოს კონსტიტუცია)

ვინ არიან იეჰოვას მოწმეებიისინი, ვინც მათ პირადად არ იცნობსჩვეულებრივ ამბობენრომ ეს რაღაც «სახიფათო სექტაა». მაგრამ კითხვას «რით არიან ისინი სახიფათო?» მოყვება ხოლმე სტანდარტული კლიშეების კრებულირომლებიც ტელევიზორში აქვთ გაგონილი.

1991 
წელს იეჰოვას მოწმეები რუსეთში ოფიციალურად აღიარეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად (სტალინის დროს ისინი ციმბირის ბანაკებში ისხდნენ), მოახდინეს მათი რეაბილიტირება და იუსტიციის სამინისტროში დაარეგისტრირეს როგორც კანონიერად მოქმედი ცენტრალიზებული რელიგიური ორგანიზაციამაგრამ დაახლოებით 1990-ების მეორე ნახევარში რეპრესიები რბილ ფორმებში განახლდაიწყება ტერმინების «სექტა» და «ტოტალიტარული სექტა» პოპულარიზაციის კამპანიამათი საზოგადოების აზროვნებაში ჩასანერგად, პრესის თუ ტელე-რადიო მაუწყებლობის ყველა მთავარი ერთეული ჩაერთო საქმეშიხდება მითების სპეციალურად შემუშავება და ტირაჟირება რელიგიური უმცირესობების შესახებასეთი ჭორები, მიუხედავად იმისა რომ არაფერი საერთო არ აქვთ სინამდვილესთანღრმად ინერგება საზოგადოების აზროვნებაში და საზოგადოება მათ აღქმას იწყებს ისეთ ფაქტებადრომლებიც განხილვასაც კი არ ექვემდებარებიანასობით ათასი რუსი იეჰოვას მოწმე ცილისწამებისა და შეურაცყოფის მსხვერპლი ხდება.