вторник, 29 августа 2023 г.

იყო თუ არა მძიმე ლუკას 23:43-ში?



წინა სტატიაში უკვე ვახსენე, თუ რით არის საინტერესო პაპირუსი P75. როგორც ძალიან ძველი (ახ.წ. 175-225 წ.), ის იმის შესახებ მოწმობს, რომ უკვე იმ ადრეულ დროში ბერძნული კოინესთვის პუნქტუაციის სისტემის შემუშავება დაიწყეს. ძირითადად იქ გვხვდება მაღალი წერტილი (stigma teleia), რომელიც თანამედროვე წერტილს შეესაბამებოდა, და წინადადების დასასრულს აღნიშნავდა. გაცილებით იშვიათად შეიძლება შევხვდეთ დაბალ წერტილს (hypostigme) - ჩვენი წერტილ-მძიმეს ანალოგს, და შუა წეტილს (stigma mese) - რომელიც თანამედროვე მძიმეს მსგავსია.