суббота, 17 октября 2020 г.

არათანმიმდევრული თანმიმდევრობა



მრავალ ტრინიტარს მოჰყავს მტკიცებულება, რომელიც მათი აზრით დამაჯერებლად მოწმობს იმის შესახებ, რომ მამა და ძე ერთ პიროვნებას წარმოადგენენ. ზოგიერთი მუხლი ებრაულ წერილებში, რომლებშიც საუბარი იეჰოვას ეხება, ბერძნულ წერილებში იესო ქრისტეს მიმართ გამოიყენება. მაგალითად, ესაიას 40:3-ში ნათქვამია: 
«ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: “განუმზადეთ გზა უფალს, მოუსწორეთ ტრამალზე ბილიკი ჩვენს ღმერთს."». [სბს-სტოკჰოლმი 2001]
ებრაულ ტექსტში, სიტყვა «უფლის» ადგილას დგას ღვთის პირადი სახელი — იეჰოვა. მარკოზის 1:2-4-ში ეს სიტყვები იოანე ნათლისმცემლის მიმართ გამოიყენება, რომელიც იესო ქრისტესთვის ამზადებდა გზას. 

пятница, 2 октября 2020 г.

კიდევ ერთხელ სამების შესახებ


ბროკგაუზის ბიბლიურ ენციკლოპედიაში, ასეთი კომენტარია გაკეთებული სამების სწავლებასთან დაკავშირებით:

«ეკლესიაში სამერთიანობის შესახებ სწავლება მთლიანი ბიბლიური გზავნილის ღრმა გააზრების შედეგად წარმოიშვა. ის პირველი საუკუნეების ქრისტიანების მიერ იქნა ჩამოყალიბებული. მასშია მოქცეული უზენაესი, ადამიანის გონებისათვის ჩაუწვდომელი საიდუმლო, რომელიც "არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში" (1კორ 2:9). ვინაიდან ღვთის სამერთიანობის რწმენა ადამიანურ სიტყვებშია მოქცეული, რომელთა უკანაც ყოველთვის დგას განსაზღვრული წარმოდგენები, ამიტომ გასაგები ხდება, თუ უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით რატომ არსებობს მნიშვნელოვანი აზრთა სხვაობები. მით უმეტეს, რომ ბიბლიაში არცერთხელ არაა პირდაპირ ნათქვამი მამის, ძისა და წმ. სულის ღვთაებრივი არსის ერთიანობის შესახებ, არამედ მსგავსი დასკვნა კეთდება მხოლოდ ერთად აღებული ყველა ბიბლიური მტკიცებულებების მიმოხილვის საფუძველზე… ღვთის სამერთიანობის შესახებ სწავლების ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ერთიანი ღმერთი განსხვავებულ ჰიპოსტასებში წარმოდგება; თითოეულ ამ პირში ორი დანარჩენიც არის, თუმცა ჰიპოსტასები ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდებიან და გარკვეული თანამშრომლობა გააჩნიათ ერთმანეთთან. ამ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების პოვნა ადრეული ეკლესიის რწმენის სიმბოლოებში შეიძლება».