воскресенье, 28 сентября 2014 г.

იმის შესახებ თუ როგორ იბრძოდა მაშა....

  იეჰოვას მოწმეები კარგად არიან ცნობილი ექიმებისათვის სისხლის გადასხმაზე მათი უარის გამო. უმეტეს შემთხვევებში მართლაც შეიძლება სისხლის გადასხმის გარეშე საქმის მოგვარება, თუ ექიმები ფლობენ მკურნალობის შესაბამის მეთოდებს ან მზად არიან დაუყოვნებლივ მიმართონ დახმარებისათვის უფრო მეტად გათვითცნობიერებულ სპეციალისტებს. თუმცა იეჰოვას მოწმეები თავისუფლად მოქმედებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აგერ უკვე 20 წელია, ექიმებს დღემდე არ ამზადებენ, ან ცუდად ამზადებენ ისეთი სიტუაციებისათვის, როდესაც მათი პაციენტი იეჰოვას მოწმე ხდება და საჭიროა სასწრაფო ოპერატიული ჩარევა. რუს სტუდენტებს დღემდე ასწავლიან, რომ ის პაციენტი რომელიც უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე უნდა დაარწმუნო რომ სისხლი გადაისხას. პრაქტიკაში საქმე ფსიქიატრებამდე, დაშინებამდე, პაციენტის ნათესავებსა და თვითონ პაციენტზე მუდმივ ზეწოლამდე მიდის. ეს კატასტროფულად აისახება მკურნალობასა და გამოჯანმრთელების ან გადარჩენის შესაძლებლობაზეც კი. პირველი: უშედეგო საუბრებზე იხარჯება უძვირფასესი დრო, მეორე: ავადმყოფის ემოციური მდგომარეობა ცუდად მოქმედებს მკურნალობის შედეგზე. მე უკრაინისა და რუსეთის სიტუაციებს ვადარებდი და კითხვას ვუსვამდი სამედიცინოს სტუდენტებს, როგორ მოიქცეოდნენ სიტუაციაში თუ პაციენტი უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე. უკრაინელ სტუდენტთა უმეტესობა მზად იყო ეძებნა ალტერნატივები, გამოეყენებინათ სისხლის შემცვლელები, კონსულტაცია ეკითხათ სხვა სპეციალისტებისთვის, რუსი სტუდენტების უმეტესობა აცხადებდა, რომ პაციენტის გადარწმუნებას შეეცდებოდნენ.

რატომაა უფრო იოლი პაციენტის გადარწმუნება ან სისხლის გადასხმაზე თანხმობის თქმის იძულება, ვიდრე სხვა მეთოდების ძიება? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ექიმები ძველი მეთოდებით არიან აღზრდილნი. მკურნალობის უსისხლო მეთოდები, ეს იგივე მეთოდები როდია, ოღონდ სისხლის გადასხმის გარეშე, არა, ეს ქირურგიული ჩარევის, ქიმიოთერაპიის ახალი სტრატეგიისა და ა.შ. აბსოლუტურად ახალი ტაქტიკა და ტექნიკაა. ყოველივე ამას სწავლა სჭირდება, ამისთვის კი ხშირად არ არის დრო, სურვილი და შესაძლებლობები. საკუთარი არაკომპეტენტურობის აღიარება ყველას როდი შეუძლია. და სამწუხაროდ ხშირად ამას ტრაგიკულ შედეგებამდე მიჰყავს. საბჭოთა კავშირის დროიდან, ჩვენთან პაციენტის მიმართ პატერნალისტური მიდგომა შემორჩა, მას ისე უყურებენ როგორც ბავშვს, იშვიათად ეკითხებიან აზრს, მინიმალურ დონეზე აწვდიან ინფორმაციას და აღშფოთებას გამოხატავენ თუ პაციენტი ან მისი ნათესავები, მას შემდეგ რაც "გაესაუბრებიან" ექიმ ინტერნეტს, კითხვებით ავსებენ ექიმს. სხვაგვარი მიდგომა - როდესაც პაციენტს დეტალურად აწვდიან ინფორმაციას მისი მდგომარეობისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ, მის აზრს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ, იმისდა მიუხედავად ეთანხმება მას ექიმი თუ არა, ჯერ მხოლოდ ვითარდება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე. მანამდე კი, სანამ ეს ჯერ კიდევ არ გამხდარა ნორმა, ტრაგიკული შემთხვევები უფრო ხშირად მოხდება ვიდრე უნდა ხდებოდეს.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს პოსტსაბჭოთა მედიცინის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე იმ პაციენტების სიმამაცეს რომლებიც არა მხოლოდ თავისი ჯანმრთელობისათვის იბრძვიან, არამედ ასევე თავისი უფლებებისთვისა და სინდისისათვის, შემთხვევით გამომიგზავნეს სოც. ქსელში. შემთხვევამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ისევე როგორც დანარჩენ ყველა მკითხველზე, იმიტომ რომ, ასეთი ისტორიის მიმართ რომ გულგრილი დარჩე შეუძლებელია. მე დავუკავშირდი ავტორს და ამ ისტორიის გამოქვეყნების უფლება ვთხოვე.

იმის შესახებ თუ როგორ იბრძოდა მაშა

(გამოგზავნილია)

მინდა ჩემი თხრობა იქიდან დავიწყო, რომ იმის მიუხედავად რაც შემდგომ იქნება აღწერილი მე ყველაზე ბედნიერი ქმარი ვარ დედამიწის ზურგზე. მე მყავს უმშვენიერესი ცოლი რომელსაც მე დროებით დავშორდი.

2013 წლის ოქტომბერი. თვის დასაწყისში ჩვენ ბედნიერი ოჯახი ვიყავით, რომელიც სიხარულით ემსახურებოდა იეჰოვას. ვცხოვრობდით როსტოვის ოლქში, ქალაქ გუკოვოში. იმ თვეს სარაიონოს უნდა მოვენახულებინეთ და ჩვენ ორივე პიონერებად ვმსახურობდით. მე მშენებლად ვმუშაობდი და საკუთარი თავის უფროსი თავად ვიყავი. ჩვენი ცხოვრება უეცრად შეიცვალა 2013 წლის 8 ოქტომბერს. შეკვეთა ქალაქგარეთ ავიღე და მოტოციკლეტით წავედი იქ. როდესაც უკან ვბრუნდებოდი, გზაზე მთვრალი მძღოლი გადამეყარა, რომელმაც გამიტანა. როდესაც მომხდარის შესახებ მაშას აცნობეს, უკვე საღამო ხანი იყო და საავადმყოფოში მოსვლა მხოლოდ ავტომობილით იყო შესაძლებელი. მან აქტიურად დაიწყო იმ ადამიანის ძებნა ვინც მის საავადმყოფოში მოყვანას შეძლებდა. დიდხანს ძებნა არ დასჭირვებია, კრებიდან ერთი ძმა და ორი და მაშინვე გამოეხმაურნენ ამ თხოვნას და წამოვიდნენ. რა თქმა უნდა მე ის ძალიან მამხნევებს თუ როგორ მთელი გულით განიცდიდნენ ამ ყველაფერს ისინი. ამ ძმას ალბათ ცხოვრებაში არ უვლია ისეთი სიჩქარით, როგორც იმ საღამოს იმიტომ, რომ მათ არ იცოდნენ ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი. მაშას საავადმყოფოში უთხრეს, რომ მე ფეხის ღია მოტეხილობა და ტვინის შერყევა მქონდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, რაც მაშინ მის თვალებში დავინახე. მე ერთ გამოხედვაში დავინახე ჩემდამი მთელი მისი სიყვარული. მას სახლში მარტო დარჩენის უფლება მზრუნველმა დებმა არ მისცეს კრებიდან და თავისთან წაიყვანეს ღამის გასათევად. მეორე დღეს ის დილით მოვიდა საავადმყოფოში, სადაც საშინელი სიახლეები გაიგო. ექიმმა უთხრა რომ მე ალბათ ფეხის ამპუტაციას ჩამიტარებდნენ, რადგან 40 წუთის განმავლობაში ვეგდე ტალახში და ჭრილობაში მოხვედრილი ჭუჭყის გამო შეიძლება სისხლის მოწამვლა დამმართნოდა. მან ნიღაბი «გაიკეთა» და ჩემთან პალატაში მომღიმარი შემოვიდა, თან ცდილობდა ისე ეჩვენებინა რომ ყველაფერი კარგად იყო. თუმცა მისი თვალები სისველის გამო ბრწყინავდნენ…


უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კერძო სახლში ვცხოვრობდით, რომელსაც შეშით ვათბობდით. ამიტომ «გათბობის საკითხი» მას დააწვა მხრებზე. ღუმელში ცეცხლის დანთება რომ გაადვილებოდა, ცეცხლის დასანთები სითხე იყიდა.   მიუხედავად იმისა, რომ უცნობი იყო შემინარჩუნებდნენ ფეხს თუ არა, რის გამოც ყოველდღე მოდიოდა ჩემთან საავადმყოფოში და ის რომ მთელი საშინაო საქმეები მას დააწვა მხრებზე, მან მაინც შეძლო პიონერის ნორმის შესრულება და აქტიურად აგრძელებდა იეჰოვასადმი მსახურებას. სარაიონოს მონახულების კვირაც მსახურებაში გაატარა. მას ძლიერ მხარში ედგნენ მისი მეგობრები რომლებიც ყოველდღე ურეკავდნენ, ასევე ბიბლიისა და პუბლიკაციების კითხვა და ლოცვა. მე 2013 წლის 28 ოქტომბერს გამოვეწერე. ფეხი კი შემინარჩუნეს, მაგრამ ხელჯოხები ხანგრძლივი დროით «ჩავიცვი». მაგრამ იმ მომენტში მე ვერც კი წარმოვიდგენდი იმას, რომ ის რაც უკვე მოხდა - სულაც არ წარმოადგენდა სირთულეებს იმასთან შედარებით რაც შემდგომ გველოდა.

გავიდა 4 კვირა. 2013 წლის 24 ნოემბერი, კვირა დღე. ჩვენ კრებიდან დავბრუნდით. მე ღუმელის დანთებას შევუდექი, იმიტომ რომ მიუხედავად ხელჯოხებისა მინდოდა რომ «დავსაქმებულიყავი». მაგრამ იმ დღეს გარეთ ნესტიანი ამინდი იყო და ღუმელი ცუდად ენთო. როდესაც დამინახა თუ როგორ ვწვალობდი იქ ცალ ფეხზე მდგარი, მაშამ გადაწყვიტა დამხმარებოდა. შემომთავაზა ღუმელში იმ სითხის შესხმა, რომელიც ჩემი საავადმყოფოში ყოფნის დროს შეიძინა. მე ვუთხარი «შეასხი, ოღონდ ნაკვერჩხლებს ნუ მიასხავ». მან შეასხა. ჩვენ ერთმანეთისაგან ერთ მეტრში ვიდექით. როდესაც მან შეასხა ეს სითხე, ღუმელი კი არ აინთო, მაგრამ ღუმელის სითბოსაგან იმ ბოთლის თავზე, რომელიც ხელში ეკავა, დავინახე რომ პატარა ფითილს მოეკიდა ცეცხლი. მე დავუყვირე:

- «დააგდე!!!!»

მან ბოთლი გადააგდო, მაგრამ ის იატაკზეც კი არ იყო ჯერ დავარდნილი რომ აფეთქდა. ხმამაღალი გრუხუნი გაისმა და სითხე გადამესხა. როდესაც თვალები ავწიე, დავინახე რომ მაშა მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული! თავიდან ფეხებამდე. მან ძალიან სწრაფად დაიწყო სირბილი, ცდილობდა ტანსაცმელი გაეხადა და ალი მოეშთო, მაგრამ ტანსაცმელს როგორ გაიხდი თუ მთლიანად ცეცხლი უკიდია! როდესაც თმებზე წაეკიდა ცეცხლი მას პანიკა დაეწყო. ის ყვიროდა და უკვე ვეღარ ხვდებოდა რა აკეთებდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მე მას «დავდევდი» და ვუყვიროდი «მაშა დაწექი! მაშა დაწექი გთხოვ! არ შეიძლება სირბილი!». ხელჯოხები გვერდზე მოვისროლე და ცალ ფეხზე ხტუნვა-ხტუნვით დავსდევდი მას. საბოლოოდ ის ძალაგამოლეული დაეცა იატაკზე, მე მაშინვე სვიტერი დავაფარე მას და ძირითადი ალი ჩავაქრე. შემდგომ ჩვენ ერთად მოვაცილეთ მას დარჩენილი ცეცხლმოკიდებული ტანსაცმელი. მე  იმ ტანსაცმლის ჩაქრობას შევუდექი, რომელიც გვერდით ისევ იწვოდა, რათა სახლს არ გასჩენოდა ცეცხლი. ის კი იატაკზე იწვა და ყვიროდა, ამას თუ ყვირილი შეიძლება ეწოდოს. ის ხაოდა. ხაოდა აუტანელი ტკივილისაგან. მე სასწრაფო გამოვიძახე. დავურეკე ჩვენი კრების უხუცესს. დები რომლებიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობდნენ მაშინვე ჩვენსკენ გამოქანდნენ. ერთი პენსიონერი და ისე გამორბოდა ქუჩაში, როგორც ახალგაზრდა. ისინი სასწრაფოსთან ერთად მოვიდნენ. მაშამ რომელიც შეუჩერებლად ყვიროდა, მე დამიყვირა რომ მისი მშობლებისათვის დამერეკა, რომლებიც ჩვენგან 400 კმ-ის დაშორებით ცხოვრობენ, რათა ისინი ჩამოსულიყვნენ. იმიტომ რომ, როგორც მან მითხრა «აქ მარტო როგორ იქნებიო». იმ მომენტშიც კი, როდესაც ის აუტანელი ტკივილებისაგან იტანჯებოდა ის ჩემზე ზრუნვას აგრძელებდა. მოვიდა სასწრაფო, ნემსი გაუკეთეს და წაიყვანეს. სირბილით მოსული დები მას გაჰყვნენ. მაშა მთელი გზა საშინელი ხმით ყვიროდა. ყვიროდა: «იეჰოვა! იეჰოვა დამეხმარე!». როდესაც საავადმყოფოს მიუახლოვდნენ ნემსმა იმოქმედა და მაშა თანდათანობით მიწყნარდა. ის მაშინვე რეანიმაციაში წაიყვანეს. მე მის მშობლებს დავურეკე კრასნოიარსკში. ძმა, მათი კრებიდან, რომელიც მეორე დილას ხუთ საათზე სამსახურში უნდა ყოფილიყო, დაუფიქრებლად მოწყდა ადგილიდან და მაშას დედა წამოიყვანა. წამოიყვანა შუაღამისას, გზაში ოთხი საათი. ღამის პირველ საათზე ჩამოიყვანა და გაბრუნდა. მე დარჩენა შევთავაზე მაგრამ მან მითხრა რომ სამსახურში აუცილებლად უნდა მისულიყო. ჩემი ტელეფონი ძმებისა და დების ზარებისაგან არ ჩერდებოდა. იმ ღამეს რა თქმა უნდა არ მძინებია, თვალებს რომ ვხუჭავდი მაშინვე იმას ვხედავდი თუ როგორ იწვოდა მაშა. ორშაბათ დილას, მე და მაშას დედა საავადმყოფოში წავედით. ჩვენთან გამოსულმა ექიმმა გვითხრა «არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია, ძალიან სერიოზული დამწვრობებია მიღებული, ისიც კი არ ვიცი გადარჩება თუ არა». რა თქმა უნდა მასთან არ შეგვიშვეს და სახლში წამოვედით.. და დაიწყო ხანგრძლივი, მტანჯველი მოლოდინი უცნობისა. ჩემმა მშობლებმა ჩელიაბინსკიდან, ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დედა ჩამოსულიყო ჩვენთან. (ორივე მამა სახლში დარჩა სამსახურების გამო, რადგან რაღაცით ხომ უნდა ეარსებათ). ისინი წავიდნენ და სამშაბათის მატარებელზე იყიდეს ბილეთი (გზას 2 დღე-ღამე უნდა). სამშაბათ დილას ჩვენ უკვე პირდაპირ გვითხრეს იმის შესახებ, რომ აქ გუკოვოში მის გადარჩენას ნამდვილად ვერ შეძლებენ, როსტოვში კი გარკვეული იმედი მაინც არსებობსო. და რომ საჭირო იყო მისი როსტოვში გადაყვანა, რომელიც ჩვენგან 100 კმ-ითაა დაცილებული. ასევე გვითხრეს, რომ ნათესავები წავსულიყავით და მოვლაპარაკებოდით დამწვრობის ცენტრს, რომ მაშა მიეღოთ. ერთმა ჩვენმა თავგანწირულმა დამ, ჩვენი კრებიდან, ყველა თავისი საქმე მიატოვა და როსტოვში წაგვიყვანა და თვითონ დარბოდა ექიმებში. როსტოველი ძმები სუკ-იდან (საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტი), ჩვენთან ერთად წამოვიდნენ, რათა მოვლაპარაკებოდით ადგილზე და დავლაპარაკებოდით პოზიციაზე. ჩვენ დაახლოებით 16:00 საათზე მოვხვდით იქ და განყოფილების გამგეს ვერ მივუსწარით. საუბარი მორიგე ექიმთან შედგა. მას შემდეგ რაც უპრობლემოდ მოვილაპარაკეთ ადგილის შესახებ, ჩვენ პოზიციის თემას შევეხეთ. ექიმი მას გაგებით არ მოეკიდა და აგვიხსნა რომ:  1.)  ჩვენ თუ უსისხლო მკურნალობა გვინდა ამისათვის პრეპარატები ჩვენ თვითონ უნდა შევიძინოთ, ისინი კი ცოტა როდი ღირს. 2.) ისინი ისეთ დახმარებას მაინც ვერ გაუწევს პაციენტს, როგორსაც სისხლი.



მაგრამ რა თქმა უნდა მისთვის უმეტესად ეს საკითხი ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ის უბრალო მორიგე ექიმი იყო. ამ დროს გუკოვოში, მაშას უკვე სისხლის გადასხმა შესთავაზეს. მან რა თქმა უნდა უარი თქვა რაზეც ექიმმა უთხრა: «შენ რა სიკვდილი გინდა?!», მაშამ უპასუხა «მოვკვდები- აღვდგები».  შემდეგი დღე, ოთხშაბათი, როსტოვში გადასვლის დღე იყო. მაშას მომზადებისა და ნემსების გაკეთების შემდეგ, მაშა როსტოვში წაიყვანეს. ჩვენ უფლება მოგვცეს რომ სასწრაფოში მასთან ერთად გვემგზავრა. როდესაც მაშა რეანიმაციიდან გამოიყვანეს, როდესაც ის დავინახე მე კინაღამ გული გამიჩერდა. როგორი მძიმე იყო მისი ყურება! ის მთლიანად შეხვეული იყო და მხოლოდ სახე მოუჩანდა რომელიც ორჯერ უფრო დიდი იყო, იმიტომ რომ გასიებული ჰქონდა. როდესაც ის დავინახე, ვუთხარი: «მაშა, საყვარელო, არ ინერვიულო! ყველაფერი კარგად იქნება. შენ ეხლა როსტოვში წაგიყვანენ, იქ უკეთესი აპარატურაა, იქ მოგარჩენენ». მან მიპასუხა: «მე არ ვნერვიულობ! თქვენ არ ინერვიულოთ.» რა თქმა უნდა სასწრაფოში, როდესაც წავედით, ჩემში იმის ძალა ვერ გამოვნახე ისე დავმჯდარიყავი, რომ მას დავენახე. მე ყოველ წამს ცრემლებს ვიკავებდი და ისე დავჯექი რომ მას ეს არ დაენახა. გზაში დედამისს ეკითხებოდა როგორ იყო თავად, როგორ იყო მამა. ძალიან ხომ არ ინერვიულეს, თავს როგორ გრძნობენ. სარკეც კი მოითხოვა. რაღა თქმა უნდა არ მივეცით და დავარწმუნეთ რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა. როდესაც როსტოვში ჩავედით, მაშა შეიყვანეს, ჩვენ კი გვითხრეს მოგვეცადა. მის გარშემო რამოდენიმე ექიმმა მოიყარა თავი, დაუძახეს განყოფილების გამგესაც.  ქირურგმა რომელიც დამწვრობაში 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, «გამოცდილი» თვალით შეაფასა და გვითხრა: «ყველაფერი კარგადაა! 2 თვეში სახლში გავწერთ.» და როგორღაც სისხლი ახსენა. მაშა მაშინვე ჩაერთო საუბარში: «მე სისხლის გარეშე». რაზეც მან უპასუხა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა. მას შემდეგ რაც ტყუილად სცადა მაშას საპირისპიროში დარწმუნება, ქირურგი ჩვენთან გამოვიდა. რა თქმა უნდა ეს კარგი იყო, რომ პირველივე დღეს არ უთხრეს მაშას სრული სიმართლე მისი მდგომარეობის შესახებ. უკვე კორიდორში მან რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერი გვითხრა: «ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მიღებულია 50%-იანი დამწვრობა, აქედან 35% 3 და 4 ხარისხისაა. მე თქვენ ვერ შეგპირდებით რომ ის გადარჩება, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ სისხლის გადასხმის გარეშე ის ნამდვილად ვერ გადარჩება. თქვენ დედა ხართ! იქ კი ვიღაც სხვა კი არა! იქ თქვენი ქალიშვილია. კარგად დაფიქრდით. თქვენ კი ქმარი ხართ! თქვენ 22 წლის ახალგაზრდა ცოლი გყავთ. მე ვფიქრობ, რომ 22 წელი ეს ის ასაკია როდესაც, ყველაფერი იწყება და არა როდესაც ყველაფერი მთავრდება. სიცოცხლის დაკარგვა ძალზედ იოლია, აი მისი შენარჩუნება კი.. ეს ძალიან და ძალიან დიდი შრომაა». ამ სიტყვებით ის დაგვშორდა. მე და მაშას დედა გუკოვოში წავედით. ეხლა უმძაფრესი საკითხი იდგა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი სიტუაციიდან და მაშას მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო იყო რომ ვყოფილიყავით რაც შეიძლება ახლოს და თანაც ყოველ დღე. პრობლემა იყო - საცხოვრებელი ფართი. მე ძმებს დავუკავშირდი სუკ-იდან და გავუზიარე მათ საუბრის შინაარსი და სიტუაცია. რა თქმა უნდა მათ მაშინვე მოახდინეს რეაგირება და დახმარების მზადყოფნა. მათ საცხოვრებელი ფართის ძებნა დაიწყეს და გადაწყვიტეს მომდევნო დღეს, ხუთშაბათს, წამოსულიყვნენ დამწვრობის ცენტრში გამგესთან დასალაპარაკებლად და უსისხლო მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად. როდესაც სახლში ჩავედი მეც აქტიურად დავიწყე საცხოვრებელი ფართის ძიება, დავურეკე ყველა ძმასა და დას ვისაც კი ვიცნობდი და ვთხოვდი დამხმარებოდნენ ფართის პოვნაში. თუნდაც არა ძმებთან და დებთან. არამედ უბრალოდ ქირით. ოღონდ ისე რომ ეხლავე ყოფილიყო შესაძლებელი გადასვლა. პრობლემა ის გახლდათ, რომ იმ რაიონში სადაც დამწვრობის ცენტრი იმყოფება, ძნელია საცხოვრებელი ფართის პოვნა თუნდაც ქირით. ბევრი ძმა ჩაერთო ამ საქმეში და ისე გამოვიდა რომ ერთი და იგივე ადამიანებს რამოდენიმეჯერ ურეკავდნენ სხვადასხვა ძმები. ერთმა ძმამ შეძლო დახმარება და ფართი მეზობელ რაიონში იპოვა. ტრანსპორტით სადღაც საათნახევარ სავალზე. ეს იდეალური ვარიანტი იყო, იმიტომ რომ სხვა ვარიანტები უბრალოდ არ იყო და თანაც ეს უფრო ახლო იყო ვიდრე გუკოვოდან სიარული. ხვალ ხუთშაბათია, დედაჩემი უნდა ჩამოვიდეს ჩელიაბინსკიდან, მან ბილეთები გუკოვომდე იყიდა, იმიტომ რომ როდესაც ის ბილეთებს ყიდულობდა ორშაბათს, ჩვენ ჯერ არაფერი ვიცოდით როსტოვის შესახებ. გადავწყვიტეთ რომ მას დავხვედროდით და შემდეგ გამოვმგზავრებულიყავით, და ლუბას ბინაში. რომელმაც სიამოვნებით დაგვითმო ოთახი და თანაც ერთი კაპიკიც კი არ აუღია ამაში. ხუთშაბათს დამწვრობაში დავრეკე, მაშას მდგომარეობით დავინტერესდი. მიპასუხეს «ძველებურადო». ძმები მივიდნენ და გამგეს ელაპარაკნენ, თან დაუტოვეს მას პუბლიკაცია ინტერნეტ ბმულებით უსისხლო მკურნალობის მეთოდებისა და მათი კოლეგების გამოცდილების შესახებ. საღამოს როდესაც ტელეფონით დავეკონტაქტე ძმებს გადავწყვიტეთ, რომ მომდევნო დღეს სისხლის მცირე ფრაქციები გვეხსენებინა, რომელთა მიღების უფლებასაც რთავს მაშას სინდისი. ჩვენ ჩვენი კრებიდან დის დახმარებით გადავბარგდით. პარასკევ დილით საავადმყოფოსკენ გავწიეთ. იმის გამო რომ მე ხელჯოხებით გადავადგილდებოდი, საზოგადი ტრანსპორტში კი დილით უამრავი ხალხია და ქალაქსაც არცერთი ჩვენთაგანი არ იცნობდა წესივრად, ტაქსით მგზავრობა მოგვიწია. მივედით საავადმყოფოში, შევხვდით ქირურგს, რომელმაც გვითხრა იმის შესახებ, რომ მაშას ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს გადახვევები ექნებოდა. მას ამ დროს რეანიმაციიდან შესახვევ ოთახში გადაიყვანენ და მის ბინტებს წყლით დაასველებენ და ჩვენ 5-10 წუთი შევძლებთ მის ნახვას სანამ მაშას ბინტები დალბება. ზუსტად პარასკევი დღე იყო და ჩვენ შეგვეძლო დავლოდებოდით მასთან შეხვედრას. გამოვიდა ანესთეზიოლოგი და მათ ერთად ისევ სისხლზე დაიწყეს ლაპარაკი, მაშამ სისხლზე უარის თქმაზე მოაწერა ხელი, რა თქმა უნდა მის გადარწმუნებას ცდილობდნენ, მაგრამ რადგან მისი დარწმუნება არ გამოუვიდათ, ეხლა ჩვენთვის ცდილობდნენ სისხლის გადასხმის მნიშვნელობის ახსნას. ჩვენ მოვიხსენიეთ, რომ მაშა თანახმა იყო ზოგიერთი მცირე ფრაქციის გადასხმაზე, რამაც ისინი ძლიერ დააინტერესა და უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოითხოვეს რადგან თავისი დაავადებიდან გამომდინარე მაშას არ შეეძლო მათი დასახელება. ჩვენ კი ნერვიულობის გამო ასევე ვერ შევძელით იქ რაიმეს თქმა, მაგრამ შევპირდით რომ ინფორმაციას მივაწვდიდით. ექიმებმა გვთხოვეს, რომ ეს რაც შეიძლება მალე გაგვეკეთებინა და მას შემდეგ რაც ავადმყოფის გადახვევები დასრულდებოდა კვლავ გვესაუბრა. ჩვენ ძმებს დავუკავშირდით და ერთმა მაშინვე მოახერხა ამობეჭდილი ინფორმაციით მოსვლა, რათა განგვეახლებინა სისხლის შესახებ საკითხი ჩვენს გონებაში, ექიმებთან სასაუბროდ. გადახვევის დასრულებას დაველოდეთ. დაახლოებით ერთ საათს ველოდით. შემდეგ დაგვიძახეს. რაც მე იქ ვნახე საშინელება იყო. მაშა "კუშეტკაზე" იწვა და მთლიანად კანკალებდა, ტკივილისაგან კვნესოდა და არაფრის თქმა არ შეეძლო, მხოლოდ ღმუოდა. შეხვეული იყო თავიდან ფეხებამდე. მარტო თვალები და პირი უჩანდა. მე ვუთხარი «მაშა ნურაფერს ნუ იტყვი, მე ყველაფერი ვიცი. ნუ ინერვიულებ ყველაფერი კარგად იქნება, იეჰოვა არ მიგვატოვებს. მე ძალიან მიყვარხარ», დედებმაც დაარწმუნეს თავის სიყვარულში. მას შემდეგ რაც ცოტახანს «ვესაუბრეთ» მას, გვთხოვეს გავსულიყავით. როგორც კი კორიდორში გამოვედი, ვიგრძენი როგორ მიბნელდებოდა თვალებში და ტანი როგორ მისუსტდებოდა, გონებას ვკარგავდი…  დედებმა ნიშადურით მომაბრუნეს. დავსხედით და ძმას ველოდით სუკ-იდან. ძმა მოვიდა, ვისაუბრეთ, განვიხილეთ სტატიები ჩსმ-დან (ჩვენი სამეფო მსახურება) მკურნალობის შესახებ, სიმართლე რომ ვთქვა თავში აფსოლუტური სიცარიელე მქონდა. მას შემდეგ რაც მაშა ასეთ მდგომარეობაში ვნახე, მინდოდა ყველაფერი გამეღო, ოღონდ ასე აღარ ეტანჯა. ძმა ანდრეის ვთხოვე რომ თვითონ დალაპარაკებოდა ექიმებს, რადგან თვითონ არაფერი გამომივიდოდა. ჩვენთან ანესთეზიოლოგი მოვიდა, რათა გაეგო თუ რომელი ფრაქციების გამოყენება შეეძლოთ.  რა თქმა უნდა ძალიან დასწყდა გული, როდესაც გაიგო რომ ეს არ იყო 4 ძირითადი კომპონენტი და რომ ძმას მშვენივრად ესმის თუ რაზეა საუბარი. მან სისხლის შენარჩუნების მეთოდებიც კი შესთავაზა მას და დაინტერესდა ზოგიერთ მათგანის შესახებ, გამოიყენებოდა თუ არა ისინი მაშასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა არავითარ სისხლის შენარჩუნების მეთოდებზე არ შეიძლებოდა საუბარი ამ საავადმყოფოში, ამიტომ როდესაც ასეთი მიმართულებით წავიდა საუბარი, მან საუბარი უცბად მოჭრა და თქვა: «თქვენ ზეწოლას ახდენთ ჩემზე! ნუ მასწავლით თუ როგორ ვუმკურნალო სხვებს. რომ იცოდეთ ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული». ქირურგი მოვიდა, საუბარს შემოუერთდა და ისიც დიდად გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ მაშას შემთხვევაში ვერც პლაზმას გამოიყენებდნენ და ვერც ერითროციტულ მასას. სცადა რა ცოტა ჩვენი გადარწმუნება, მან გვითხრა: «არ მოგწონთ როგორ ვმკურნალობთ? კრასნოდარში წაიყვანეთ! კრასნოდარშია ჩაწერილი,ხოდა ადექით და წაიყვანეთ. თუმცა მე არა მგონია ისეთი დამწვრობის ცენტრი არსებობდეს სადაც სხვა რამეს გეტყვიან».  ასეთ დაძაბულ ნოტებზე დავშორდით ერთმანეთს. შაბათ-კვირას არაფერი ახალი არ მომხდარა, ექიმები გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ რომ ყველაფერი ისევ ისეა. კვირას იეჰოვა იმით დაგვეხმარა, რომ ჩვენთან გამოვიდა ექიმი, რომელიც მიუხედავად ჩვენი პოზიციისა არცთუ მთლად ცუდად გაგვესაუბრა და მოგვიყვა თუ რა გველოდა წინ და მოგვიყვა დამწვრობითი დაავადების თავისებურებების შესახებ. ბოლოს და ბოლოს ეხლა ჩვენ ის მაინც ვიცოდით თუ რისი მოლოდინი გვქონოდა. დამწვრობითი დაავადება  4 ეტაპს შეიცავს. 1 ეტაპი: შოკი დაახლოებით 3 დღე გრძელდება. იმ მომენტში მაშა ყველაზე საშინელ ტკივილებს გრძნობდა, მათ გასანეიტრალებლად მას ნარკოტიკებს უკეთებდნენ. ნარკოტიკების მიღმაც გრძნობდა ტკივილს და ბოდავდა.  2 ეტაპი:  დამწვრობითი ტოქსემია. მაშას დამწვარი კანის მონაკვეთებმა ლპობა დაიწყო, საჭიროა მათი მოცილება (ამოჭრა). 3 ეტაპი: ყველაზე ხანგრძლივი. სეპტიკოტოქსემია, ინფექციამ მაშას შინაგანი, სასუნთქი ორგანოები დააზიანა. 4 ეტაპი: რეკონვალესცენცია. ჭრილობების დახურვა. კანის გადანერგვა. გამოჯანმრთელება. ჩვენ ყველა 4 ეტაპი გადავიტანეთ. მეორედან დაწყებული და მეოთხით დამთავრებული მაშა რწმენის უმკაცრეს გამოცდებს განიცდიდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მონათხრობი მხოლოდ აქედან იწყება. 2013 წლის 2 დეკემბრიდან, ორშაბათიდან. ესაა ისტორია ახალგაზრდა დის სამაგალითო რწმენაზე, რომელიც მხოლოდ 22 წლის იყო, ყოველდღე ტანჯვა, დაცინვა და აბუჩად აგდებაც კი, 120 დღის განმავლობაში და ყველაფერი ეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: მას უნდოდა, რომ იეჰოვას ერთგული ყოფილიყო.

ორშაბათს დილით მივედით. დღეს გადახვევა უნდა ყოფილიყო და მაშას 5 წუთით ნახვას შევძლებდით. შეხვევა შეიძლება ყოფილიყო 9 საათზეც, 12-ზეც და შეიძლება გვიანაც. ჩვენ სტაბილურად ცხრის ნახევარზე მივდიოდით და რამოდენიმე საათის განმავლობაში ველოდით შეხვევას. დღესაც ასე მოხდა, მაშას უკვე შეატყობინეს რომ ის დაიღუპება და მას რამოდენიმე დღეღა დარჩა სიცოცხლე თუ სისხლს არ გადაისხავს. შეხვევის შემდეგ ჩვენ ცოტა მოვიცადეთ რომ ექიმებს დავლოდებოდით და მის მდგომარეობაზე დავლაპარაკებოდით. გამოსულმა ქირურგმა მათ რთულ მდგომარეობაზე გველაპარაკა. ამ ნათქვამის აზრს საკუთარი სიტყვებით ვიტყვი და ის ასე ჟღერდა: მაშას მე-2 ეტაპი აქვს. აუცილებელია კანის მკვდარი ნაწილების მოცილება, მაგრამ ეს ძალიან დიდი მონაკვეთია - ტანის ნახევარი, ეს მოიცავს ოპერაციას სისხლის დიდი დანაკარგით, მთელი დამპალი ნაწილები რომ ერთ ჯერზე მოცილდეს, ის საოპერაციო მაგიდაზე მოკვდება. ხოლო თუ არ მოვაცილებთ ცოცხლად დალპება. სიტუაცია გამოუვალია. მათ არაერთხელ გაუზიარეს ეს აზრი მაშას, მაგრამ როგორც ქირურგმა თქვა ვერ დაინახეს «სიტუაციის ადეკვატური აღქმა», ეხლა ის ჩვენი გონიერების მოხმობას ცდილობდა. მოგვიანებით ჩვენ ისევ ძმებთან ერთად მივედით სუკ-იდან, მათ მიერ დატოვებულ ბროშურაში შეთავაზებული იყო დამწვრობის მკურნალობის სტრატეგია რომლის დროსაც მკვდარი მონაკვეთების ნელნელა მოცილება იყო შეთავაზებული, ნელ-ნელა და ამავდროულად სისხლის შენარჩუნების მეთოდების გამოყენება. ჩვენ რა თქმა უნდა არ შეგვეძლო მათთვის გვესწავლებინა, იქ ატმოსფერო ისედაც დაიძაბა, ქირურგი რომელიც იქ 20 წელი მუშაობდა ამას შეურაცხყოფად თვლიდა, ამიტომ ძმების რჩევა ერითროპოეტინის გამოყენების შესახებ უბრალოდ იგნორირდებოდა. დრო გადიოდა… სიტუაცია ადგილზე იდგა. მაშა ლპობას განაგრძობდა, ექიმები უფრო ძლიერ აგრძელებდნენ მასზე ზეწოლას და აჩვენებდნენ, აი ხომ ხედავ რა მოგდისო. ჩვენ მას მხოლოდ 5 წუთით ვხედავდით, თანაც ისიც დღეგამოშვებით. ამიტომ ამ ატმოსფეროში ყოფნა მას მარტოს უწევდა. მხოლოდ იეჰოვასთან ერთად. მას ყოვედღე ეუბნებოდნენ რომ მოკვდებოდა. ყოველდღე გვეუბნებოდნენ იგივეს ჩვენც. ჩვენ არ ვიცოდით მეორე დღეს რომ მივიდოდით ცოცხალი დაგვხვდებოდა თუ არა. პირველი, თავიდან ექიმები ფიქრობდნენ, რომ ის ან ბოლოს და ბოლოს ჩვენ მაინც დავნებდებოდით და ისინი დაწყნარებულად შეძლებდნენ მკურნალობის გაგრძელებას, ჩვენ ყოველდღე ვლაპარაკობდით სისხლზე, ჩვენს დარწმუნებას სხვადასხვა ექიმები ცდილობდნენ. და ასევე მეორე რიგში, მათ მართლა ეგონათ რომ ეს ესაა ის მოკვდებოდა და სიტუაცია თავისთავად გადაწყდებოდა, ისინი კი იტყოდნენ «ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო». მაგრამ ის ცოცხლობდა. ცოცხლობდა და ბრძოლას განაგრძობდა. იმის გამო რომ ეს 2 მიზეზი არ სრულდებოდა, ისინი იძულებულები იყვნენ მოქმედება დაეწყოთ. კბილების კრაჭუნით, მაგრამ ზუსტად ისე როგორც იმ ბროშურაში იყო რჩევა მოცემული. კანის მკვდარი მონაკვეთების ნელ-ნელა მოცილება. როგორც იქნა ყოველი გადახვევისას დაიწყეს მაშასათვის ამ მონაკვეთების მოცილება. ამას რა თქმა უნდა თავისი მინუსებიც ჰქონდა, იმიტომ რომ დარჩენილი ნაწილები ლპობას განაგრძობდა და სისხლს წამლავდა და სულ უფრო და უფრო შორს ვრცელდებოდა. ზუსტად ამ მომენტში მაშას ამ სისხლის დანაკარგების გამო ჰემოგლობინის დაცემა დაეწყო, 60-მდე დაეცა. ექიმებმა განგაშის ახალი ტალღა ააგორეს. მკვდარი ნაწილაკები მოსაცილებელია - ჰემოგლობინი კი დაბალია, როგორ მოიქცნენ მათ არ იციან. ჩვენი მორიგი მისვლისას, გადახვევების შემდეგ ჩვენთან გამოსულმა ქირურგმა გვითხრა, რომ მკვდარი მონაკვეთები ცოტაღა დარჩა, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არის და მათი მოცილებაა საჭირო, მათი ქირურგიული გზით მოცილება კი შეუძლებელია დაბალი ჰემოგლობინის გამო, ამიტომ იმ დღეს მათ მკვდარ ადგილებზე საფენები დაადეს ქიმიური მალამოთი. ჩვენ გაგვიხარდა, რომ მაშას დღეს მკვდარ მონაკვეთებს აღარ მოაჭრიან და ვფიქრობდით, რომ დღეს ცოტა ნაკლებ ტანჯვას გადაიტანდა. მაგრამ ექიმმა გვითხრა, რომ ამაში თავისი მინუსებიც არის, რადგან მალამოს გარკვეული ნაწილი აუცილებლად მოხვდება სისხლში, ამან კი შეიძლება სისხლის მოწამვლა გამოიწვიოსო.

    ჩვენ ჩვენის მხრივ ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა რაც შეგვეძლო. მაშასათვის ყოველდღიურად ვამზადებდით ხორცის ბულიონებს, ექიმებს ვეკითხებოდით თუ რომელი პროდუქტები აუწევდა მას ჰემოგლობინს. ვყიდულობდით ჯანსაღ და სასარგებლო საკვებს და სავსე პარკები მიგვქონდა. ვცდილობდით ეს ყველაფერი ყოველდღე მიგვეტანა. მაგრამ ამ ყველაფერს რეანიმაციის კარებთან სანიტრებს გადავცემდით, იმის შესაძლებლობა კი არ გვქონდა თვითონ გვეჭმია მისთვის. და აი ერთხელ ჩვენთან ანესტეზიოლოგი მოდის და გვეკითხება: «რატომ არ აჭმევთ მაშას?? სისხლი თქვენთვის არ შეიძლება, საჭმელი არაფერი მოგაქვთ, საინტერესოა საიდან გინდათ გამოსაჯანმრთელებლად რომ ძალები მოიკრიბოს? საავადმყოფოს ულუფით ის საკმარისი ვიტამინების მიღებას ვერ შეძლებს». ჩვენ ძალიან გაგვაკვირვა ამ სიტყვებმა და მაშინვე ავუხსებით რომ ყოველდღე სავსე პარკები მოგვაქვს. საუბარი ერთმა ქალმა მოისმინა, შემდეგ ის მოვიდა და მოგვიყვა რომ მისი ვაჟიც რეანიმაციაში იწვა და პროდუქტები მის ვაჟამდე არ მიდიოდა ხოლმე. ის ვაჟს ეკითხებოდა ხოლმე, ესა და ეს თუ ჭამეო? რაზეც ის პასუხობდა რომ თვალითაც კი არ უნახია ისინი. ამგვარად ჩვენ შევიტყვეთ რომ ჩვენს მიერ მოტანილი პროდუქტების დიდი ნაწილი სანიტრების სახლებში მიდიოდა. თანაც ეს იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყოველ ცვლაში 100-200 რუბლს ვუდებდით ხოლმე ჯიბეში. ერთ-ერთი გადახვევისას მაშას შევეკითხეთ, იღებდა თუ არა ჩვენგან ჩამოთვლილ პროდუქტებს, რაზეც მან გვიპასუხა «არაო». ჩვენ გაგმესთან წავედით იმის სათხოვნელად, რომ უფლება მოეცა მაშა ჩვენ გვეკვება. მან რა თქმა უნდა უფლება არ მოგვცა და იმაში დაგვარწმუნა რომ მაშაზე კარგად ზრუნავენ. და ის გვითხრა, რომ პალატაში 24 საათის განმავლობაში შევძლებთ მასთან ყოფნას. მაგრამ იმისათვის რომ პალატაში გადაიყვანონ ჰემოგლობინის აწევაა აუცილებელი. რისი გაკეთებაც მათ არ შეუძლიათ მაშას მიერ სისხლზე უარის თქმის გამო.

მაგრამ ეს ამ ეტაპზე მაშას ყველა სიძნელე როდი იყო. ზირითადი სირთულე მთელი მედ. პერსონალის მისადმი დამოკიდებულება იყო. მის გარშემო არ არსებობდა არცერთი ადამიანი რომელიც არ ცდილობდა მის დარწმუნებას იმაში რომ სისხლი გადაესხა. ზოგი ამას უხეშად აკეთებდა. იყო შემთხვევა (მრავალთაგან ერთ-ერთი) როდესაც მედ.და მივიდა მაშასთან, ნიკაპი დაუჭირა, ლოყებზე თითებით დააწვა და უთხრა: «შენ რა აქ ყველაზე ჭკვიანი ხარ?! იცი შენს გამო რამდენი პრობლემები გვაქვს?? თუ ფიქრობ, რომ ვინმეს სჭირდები, ცდები. აქ არავინ არ გადაგყვება. ჩაძაღლდები და დაგივიწყებენ!». ზოგმა ეს მისი გადარწმუნების მცდელობით გააკეთა, უხსნიდა და უმტკიცებდა რა, თუ რატომ იყო აუცილებელი სისხლის გადასხმა. ზოგი იმით აშინებდა რომ მოკვდებოდა. მალე მოკვდებოდა, მას სულ ცოტაღა დარჩა სიცოცხლე. ზოგი უბრალოდ არწმუნებდა, ერთი ისეთიც იყო რომელიც თვალზე ცრემლებით სთხოვდა რომ სისხლი გადაესხა. მისი მხრიდან ჯანმრთელობაზე ყველანაირ უკმაყოფილებაზე მას ეუბნებოდნენ: «აი! სისხლს რომ არ ისხავ მაგიტომაც იტანჯები». მაშას ნორმალურად არავინ არ ელაპარაკებოდა, უპატივცემულობის გამო, ის «სამარტოო საკანში» იმყოფებოდა, ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერის გარეშე. თავიდან ფეხებამდე დამწვარს ტელეფონის ქონის უფლებაც კი არ ჰქონდა, ახლობლების ხმა რომ გაეგონა. მხოლოდ ორ დღეში ერთხელ, 5 წუთში ასწრებდა ის გულისტკივილის გაზიარებას, რაიმეს ნაუცბათევად მოყოლას და მორჩა.. ის ლოცულობდა იეჰოვას მიმართ, «მღეროდა» სამეფოს სიმღერებს, იხსენებდა ბიბლიურ მუხლებს, იმაზე ოცნებობდა თუ როგორ მივდივართ ბეთილში მას შემდეგ რაც ის გამოეწერება და თუ როგორი სახლი გვექნება. და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ეს ამ სიტუაციაში, ის ყველა გადახვევისას ასწრებდა ჩემთვის იმის შეკითხვას როგორ ვარ და ფეხი როგორ მაქვს.

  მაშას კანის მკვდარი მონაკვეთები მთლიანად მოაცილეს, ჰემოგლობინი დაცემას განაგრძობდა. დაავადების მე-3 ეტაპი დაიწყო. სენი ჭრილობებიდან სისხლში მოხვდა, მას სისხლის დაშლა დაეწყო. «სისხლის დამწვრობა» მასში ყველაფერს ანადგურებდა, და ამავდროულად ჰემოგლობინის დაცემის მიზეზსაც ის წარმოადგენდა. მას ფილტვების შეშუპება და გულის უკმარისობა დაეწყო. იგი ხშირად კარგავდა გონებას, ხედავდა ჰალუცინაციებს და ეხლა გარეგანი ტკივილების პარალელურად შინაგანი ტკივილებითაც იტანჯებოდა. ექიმები დაბნეულები იყვნენ, ისინი პირველად შეეჯახნენ სიტუაციას, როდესაც დამწვრობით ავადმყოფი სისხლის გადასხმის გარეშე უნდა ემკურნალათ, მაგრამ იმის აღიარება რომ არ იციან თუ შემდგომ რა უნდა გაეკეთებინათ არ შეეძლოთ. ძმები სუკ-იდან უსაქმოდ არ ისხდნენ და მაშასათვის რაიმე სახის დახმარების საშუალებას ეძებდნენ. როსტოვში არის ექიმი ჰემატოლოგი რომელიც ობიექტურად უყურებს მოწმეების თვალსაზრისს სისხლთან მიმართებაში და არაერთხელ უმკურნალია მათთვის მის გარეშე. როდესაც ძმები მას შეხვდნენ შეეკითხნენ დამწვრობის ექიმების კონსულტაციის შესაძლებლობის შესახებ. ის საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს ქალაქში ამიტომ მის რჩევებს უფრო მეტი წონა ექნებოდა, ვიდრე ძმებისას სუკ-იდან. ჰემატოლოგი წინააღმდეგი არ იყო კონსულტაცია გაეწია, დარჩა მხოლოდ ჩვენი ექიმებისთვის რომ გვეთქვა ეს. ეს არც თუ იოლი საქმეა, იმიტომ რომ მათ გრძნობებზე შეხება ძალიან იოლია, რადგან ის რომ ისინი რჩევას იღებენ, იმის მაჩვენებელი იქნება, რომ: მათ არ იციან თუ რა მოიმოქმედონ შემდგომ. ჩვენ რეანიმატოლოგთან მივედით და ძმებმა ფაქიზად მოუყვნენ კონსულტაციის შესაძლებლობის შესახებ და ტელეფონის ნომერი მისცეს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ის ამას ნორმალურად მოეკიდა და გვითხრა რომ დარეკავდა. ზარმა შედეგი გამოიღო. ჩვენ როგორც იქნა გვითხრეს, რომ სისხლის შემცვლელი პერფთორანი და სისხლის შედედების გასაუმჯობესებელი პრეპარატი გვეყიდა.

  იმის გამო რომ ქალაქს არ ვიცნობდით, დასახმარებლად ძმები მოვიდნენ სუკ-იდან. ვალოდიამ აფთიაქებში დარეკა და გაიგო თუ რომელ მისამართზე შეგვეძლო პერფთორანის შეძენა. ანდრეიმ მანქანით წაგვიყვანა, რათა ეჩვენებინა თუ სად იმყოფებოდა ჩვენთვის საჭირო აფთიაქები. ერთ აფთიაქში ჩვენ ვიყიდეთ 2 ცალი 200 მლ.-იანი და 2 ცალი 100 მლ.-იანი პერფთორანი. შემდეგ კი სხვა აფთიაქში წავედით შედედების ხელშემწყობი პრეპარატის საყიდლად. მას შემდეგ რაც პრეპარატის ინსტრუქცია წაიკითხა, ანდრეიმ გვითხრა, რომ რახან ექიმებს ამ პრეპარატის გამოყენება უნდათ, ესეიგი საპასუხო ნაბიჯი გადმოდგეს და სისხლის გადასხმას არ აპირებენო, რადგან ეს პრეპარატი შეუთავსებელია სისხლის გადასხმასთან. ჩვენ კი მაინც გვეშინოდა, რომ ჩვენი თანხმობის გარეშე მაშას შეიძლება ძალით გადაუსხან სისხლი, რის შესახებაც ქირურგმა და რეანიმატოლოგმა გვითხრეს კიდეც: "თქვენ გგონიათ, კრიტიკული მომენტი თუ დადგება, ვიდგები და იმას ვუყურებ როგორ კვდება ადამიანი? მე რა თქმა უნდა სისხლს გადავუსხავ და თქვენ ნებართვას არც კი გკითხავთ" ამიტომ იმის გაგებით, რომ მაშას მკურნალობისას ამ პრეპარატს გამოიყენებდნენ, ჩვენ იმის იმედი გაგვიჩნდა, რომ ექიმებმა ჩვენთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს და მაშას ძალით არ გადაუსხავენ სისხლს, მისი ნების წინააღმდეგ. მან ეს ნება მაშინაც კი გამოხატა, როდესაც ტკივილების გამო ლაპარაკიც კი არ შეეძლო, მაგრამ მან ძალები მოიკრიბა და დიქტოფონზე გვითხრა ეს ყოველივე, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ის ყოველივეს აცნობიერებს და ეს მისი პოზიციაა, და მას სურს რომ ამ პოზიციას პატივს სცემდნენ. 

   ეხლა უკვე რეგულარულად დავიწყეთ მაშასთვის იმ წამლების შეძენა რომლებიც სისხლის მაგივრად გამოიყენებოდა. სინამდვილეში უსისხლო მკურნალობა ძალიან ძვირადღირებული აღმოჩნდა. მაშას ყოველდღე უსხავდნენ 200 მლ,-იან პერფთორანს, რომელიც 7000 რუბლი ღირს, ამას პლუს დანარჩენი წამლები, საკვები მისთვის, საავადმყოფოში და უკან ჩვენი მგზავრობა (ტაქსით ან 2 ტრანსპორტის გამოცვლით 3 ადამიანი) არც თუ მცირე ფული ჯდებოდა. დღეში საშუალოდ 8000 რუბლი გვეხარჯებოდა. მე მქონდა 100 000 რუბლი , რომლიც იმ მთვრალმა მძღოლმა მომცა ვინც მე გამიტანა და ჩემი და მაშას პირადი დანაზოგი, პლუს ამას მშობლებმა მომცეს კიდევ 50 000 რუბლი. მაგრამ ეს ფული სასწაული სისწრაფით მიდიოდა რადგან ჩვენ ხომ ის გვინდოდა რომ უბრალოდ მაშას ეცოცხლა, დაახლოებით 60 000 რუბლი კვირაში! ვისაც კი ვიცნობდი ყველას ვთხოვდი დახმარებას. ჩვენი მსოფლიო ორგანიზაცია მკვეთრად შევიგრძენი ამ მომენტში. ჩელიაბინსკელმა ძმებმა, სადაც მიცნობდნენ, სამ კრებაში განცხადება გააკეთეს ფულის შეგროვებასთან დაკავშირებით. როსტოვის ოლქში კიდევ 5 კრებაში გააკეთეს იგივე, ფული იქაც კი გროვდებოდა სადაც განცხადება არ გაკეთებულა. კრასნოდარის მხარეში ფულადი სახსრების შეგროვებაში დაახლოებით 10 კრება მონაწილეობდა. იეჰოვას დახმარებით ჩვენ ვაგრძელებდით მაშას სიცოცხლისათვის ბრძოლას და ექიმები განცვიფრებულები იყვნენ, როგორ შეგვეძლო ჩვენ - ასეთ ღარიბ ხალხს მკურნალობისთვის ასეთი თანხების გაღება, როდესაც უფასოდ შეიძლებოდა სისხლის გადასხმა. მაშა განხილვის მთავარ თემად იქცა კრებებში. ჩვენი ტელეფონები არ ჩუმდებოდა ზარებისაგან და კითხვებისაგან «როგორ არის მაშა», ინტერნეტ გვერდზე დათვლაც კი შეუძლებელი იყო იმდენი შეტყობინება შემოდიოდა.  ყველა ამ ოლქებში (კრასნოდარის, როსტოვის, ჩელიაბინსკის) მთელი კრებები ლოცულობდა მაშასთვის. იმ კრებაში რომელიც ჩვენი "მშობლიური" იყო «песчанокопское», რომელშიც გუკოვოში ჩასვლამდე ვმსახურობდით, არცერთი კრება არ ჩაივლიდა რომ მაშასათვის არ ელოცათ, იქ ძმებმა ადგილობრივი მოთხოვნილებებიც კი გააკეთეს მაშაზე, იმიტომ რომ როგორც ძმამ განმარტა «ყველა მარტო ამაზე ლაპარაკობსო». მე ასევე ისიც მამხნევებდა, რომ «песчанокопского»-ს უხუცესებმა მოყვნენ იმის შესახებ, რომ მაშას ამბავმა ძალიან ძლიერ შეკრა მათი კრება. ისინი კრებაში ერთობის ძლიერ სულს ხედავდნენ, თითქოს ეს უბედურება საერთო ყოფილიყოს. კრებაზე ყველა ერთმანეთს ეკითხებოდნენ რა სიახლეებიაო, მაშაზე რა ისმისო, იმიტომ რომ უკვე ერიდებოდათ გამუდმებით ჩემთვის დარეკვა, რადგან ესმოდათ ჩემი მდგომარეობა. იმ კრებაში ერთი ადამიანიც კი არ იყო ვისთვისაც სულერთი იყო მაშას მდგომარეობა. იმ კრებაში კი რომელშიც ეხლა ვმსახურობდით, ფული მთელი თეოკრატიული რაიონის მაშტაბით შეაგროვეს, დიდძალი თანხა. ყველა ვინც კი იქიდან მირეკავდა მარწმუნებდნენ რომ ყოველდღე ლოცულობდნენ მაშასათვის, ტიროდნენ როდესაც ჩემგან მაშას ამბებს ისმენდნენ. კრასნოდარის მხარის კრებებიც ძლიერ განიცდიდნენ. კრებიდან «Белая глина» რომელშიც მე 2008-2010 წლებში ვმსახურიბდი, არაერთხელ გამომიგზავნეს ფული, აქტიურად ლოცულობდნენ კრებებზე და პირად ლოცვებში და საკმაოდ საგრძნობ მხარდაჭერას ვგრძნობდი მათგან. იმ ოლქის კრებებიდან სადაც მაშას დედა მსახურობს და ასევე სტავროპოლის ოლქიდან, ყოველდღე ურეკავდნენ მას. ისინი მისთვის ძლიერ დასაყრდენს წარმოადგენდნენ მძიმე წუთებში, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ მოსასმენად. დედაჩემი «ახალ ამბებს» მამაჩემს და თავის დაქალებს უყვებოდა ჩელიაბინსკში. რა თქმა უნდა იქ მამაჩემს ყოველდღიურად ეკითხებოდნენ, რაიმე უკეთესობა თუ იყო მაშას მდგომარეობაში. იქ ათობით ძმები და დები განიცდიდნენ და ლოცულობდნენ, მიუხედავად იმისა რომ მაშას არ იცნობდნენ. ერთმა მოხუცმა ოჯახმა იქიდან, თავისი ერთი თვის პენსია გამომიგზავნეს რომ დამხმარებოდნენ, თუმცა ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ. როდესაც მათთან დები და ძმები მიდიოდნენ სტუმრად, ისინი მაშას სურათს აჩვენებდნენ მათ და იმით ამაყობდნენ რომ პირადად იცნობდნენ მას. მაშა უკვე იმ მომენტისთვის გახდა ძმებისა და დებისათვის, იეჰოვასადმი ერთგულებისა და რწმენის მაგალითი. მრავალს სურდა მისი პირადად გაცნობა და მრავალი ქრისტიანი ამბობდა ერთი და იგივე სიტყვებს, რომ «ის მათში აღფრთოვანებას იწვევდა». ის და, ლუბა, რომელთანაც დროებით ვცხოვრობდით, ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად ისე განიცდიდა, თითქოს თავისი ქალიშვილი წოლილიყოს იქ. საავადმყოფოდან დაბრუნებისას კარების ზღურბლიდანვე იწყებდა ჩვენ გამოკითხვას. რაც კი მის ძალებში და მდგომარეობაში იყო შესაძლებელი, მრავალ ისეთ წვრილმანებშიც კი რასაც აქ ვერანაირად ვერ აღწერ, ის ყველაფერში გვეხმარებოდა და ყოველთვის იმას ამბობდა რომ მოხარულია «რაიმეს რომ მაინც ვაკეთებო» ჩვენს დასახმარებლად. ძმები სუკ-იდან ისე გვეხმარებოდნენ როგორც შეეძლოთ, მათთვის ეს უკვე დიდი ხანი იყო რაც წარმოადგენდა არა «პროფესიის ნაწილს», არამედ მთელი გულით აკეთებდნენ რაც კი შეეძლოთ. ძმა ვალოდია, მიუხედავად კრებაში პასუხისმგებლობებისა და მთელი როსტოვის მაშტაბით საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტში მსახურებისა, ყოველდღე რეკავდა და რეგულარულად დადიოდა ჩვენთან ერთად საავადმყოფოში. ის ესაუბრებოდა ყველა ექიმებს, ამ ყოველივეს ჩვენთან ერთად იტანდა. ყველაფერი რაც ზემოთ აღვწერე, ძალიან მინდოდა რომ მაშას სცოდნოდა, რათა ამ ყველაფერს მეტი ძალები მიეცა მისთვის და ხელები არ ჩამოეყარა. რა თქმა უნდა ყველაფერს დეტალებში ვერა, მაგრამ რაღაც რაღაცეების თქმას ვასწრებდი ხოლმე გადახვევებისას. მას თვალებიდან ცრემლები სდიოდა, მაგრამ ეს ტკივილის ცრემლები კი არ იყო, არამედ ეს იყო იმის ცრემლები რაც გულზე ეხებოდა. ძალიან ეხებოდა. და იმ მომენტში მას ძალა ეძლეოდა რომ ბრძოლა გაეგრძელებინა, «არ დაღლილიყო» (გალატელები 6:9). 

   ჩვენ რიგით გადახვევაზე მივედით, იმ მომენტში როდესაც მაშას გვერდით ვიდექით, გვერდითა კარებიდან გამოვარდნილმა რეანიმატოლოგმა ხელში ფურცელი შემოგვაჩეჩა სადაც ეწერა, რომ კიდევ იყო საჭირო პერფთორანი, რეკორმონი და ვენოფერი და დაამატა: "პერფთორანის 100 მლ-იანი ფლაკონები ნუ მოგაქვთ, მათი ხშირი ცვლაა საჭირო, 200 მლ-იანი ფლაკონები მოიტანეთ. და საერთოდ ამას უკვე გონების დაბნელება აქვს, უცხოპლანეტელები ეჩვენება და მათ ელაპარაკება. ჰემოგლობინი 40-ია. ეს დასასრულია." ეს ყოველივე მაშას თანდასწრებით იქნა ნათქვამი. როგორც შემდგომ გვითხრა მაშამ, ის ხმამაღლა მიმართავდა ლოცვით იეჰოვას და ხმამაღლა მღეროდა.(უცხოპლანეტელები ეს იყო) მაგრამ ჰემოგლობინი ვარდნას განაგრძობდა და როდესაც ის 40-მდე დაეცა, ისინი როგორც იქნა დათანხმდნენ რომ ერითროპოეტინი (რეკორმონი და ვენოფერი) გვეყიდა. როდესაც მათ მისი გამოყენება დაიწყეს ჰემოგლობინის დაცემა შეჩერდა, მაგრამ მაღლა არ იწევდა. ასე იყო გარკვეული დროის განმავლობაში. ჩვენ ყოველდღიურად მივდიოდით საავადმყოფოში, გვაძლევდნენ სიას თუ რა იყო საჭირო და ჩვენც ვყიდულობდით, და ვბრუნდებოდით საავადმყოფოში. მანძილებს თუ გავითვალისწინებთ, ხშირად ამ ყველაფერზე მთელი დღე მიდიოდა და საავადმყოფოდან ლუბასთან საღამოსღა ვბრუნდებოდით. დღის დარჩენილ დროში მაშასათვის ბულიონებს ვხარშავდით. და ასე გრძელდებოდა დღიდან დღემდე..

     შემდგომ ექიმებმა ის აღმოაჩინეს, რაც მათი აზრით მაშას დახმარება შეეძლო. მათ გვითხრეს გვეყიდა ენტერალური ზონდური საკვები «ოქსეპა». არ ვიცი მათ ეს ვინ ურჩია, მაგრამ პირველად იმ მომენტში დავინახეთ მათში იმის რწმენა, რომ სისხლის გარდა მაშასთვის კიდევ რაიმეს შეეძლო შველა. მათ გვითხრეს რომ ეს ძალიან ძლიერი პრეპარატია. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა და იმედი გაგვიჩნდა. გავქანდით ოქსეპას საძებნელად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელ ქალაქ როსტოვში ოქსეპა არ იყო. ჩვენ ძმებს დავურეკეთ სუკ-იდან, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს მისი ძებნა სადაც კი შეეძლოთ. ფაქტიურად ერთ დღეში ჩვენ მთელი რუსეთი გადავჩხრიკეთ. ქვეყნის არცერთ ქალაქში არ იყო ოქსეპა. როდესაც საავადმყოფოში დავბრუნდით ექიმებს ვკითხეთ: «ოქსეპა არსად არ არის, არის რამე მისი შემცვლელი?» ქალბატონმა ნინამ გვიპასუხა: «სისხლი და პლაზმა!» ასე რომ ჩვენთვის ეს ასე ჟღერდა, ან ოქსეპა, ან არაფერი. შემდეგ მან გვითხრა რომ «ნუტრიზონი» გვეყიდა ბოჭკოებით, მაგრამ მისივე სიტყვებით «ეს მთლად ის მაინც არ არის». ჩვენ და ძმებმა იმაზე დავიწყეთ ზრუნვა თუ როგორ შეგვეკვეთა ოქსეპა, მაგრამ დავადგინეთ რომ მასზე ლიცენზია დამთავრებული იყო და მხოლოდ ახალი წლის შემდეგ განახლდებოდა. 2014 წლის იანვარს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ დრომდე ოქსეპას რუსეთში ვერ ვიყიდიდით. ძმებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ მოსულიყვნენ საავადმყოფოში და ოქსეპას თაობაზე დალაპარაკებოდნენ ექიმებს, საუბარი ქალბატონ ნინასთან შედგა. როდესაც მას ძმებმა უთხრეს რომ ახალ წლამდე რუსეთში ოქსეპას შეძენა შეუძლებელი იყო, ამაზე მან უპასუხა «ახალი წელი მისთვის აღარ იქნებაო»…

საღამოს სახლში იმის შესახებ ვფიქრობდი, რომ ვაი და ყველაზე საშინელი მოხდეს და მე კი მაშას გადასარჩენად ყველაფერი ვერ გავაკეთე, მაშინ ეს ტვირთი ჩემზე იქნება. რაიმე უნდა მეღონა. მე იდეა მომივიდა იმის შესახებ, რომ უკრაინა, რომელიც როსტოვთან ძალიან ახლოსაა, როგორც არ უნდა იყოს სულ სხვა ქვეყანაა. და რაზეც რუსეთში ლიცენზია გათავდა, უკრაინაში შეიძლება არ გათავებულა (იმ დროს იქ სიმშვიდე იყო). მე ინტერნეტით დავუწყე ძებნა და ოქსეპა ვიპოვე! ვიპოვე კიევში, ოდესაში, ლვოვში და დონეცკშიც კი. მერე დავრეკე და ოქსეპას არსებობა დამიდასტურეს. მე დავრეკე დონეცკში (როსტოვიდან 300 კმ) და იქ მითხრეს რომ 5 ბოთლი ოქსეპა ჰქონდათ! ვარგისიანობის ვადა ვკითხე, რაზეც მიპასუხეს რომ გამოშვებული იყო 2013 წლის 10 დეკემბერს. გადასარევია, სულ მთლად ახალია გავიფიქრე მე და ვთხოვე რომ შეკვეთა მიეღოთ და ხვალ წავიღებდი. ეხლა მანქანა უნდა მეპოვა. ეს იოლი საქმე აღმოჩნდა. ძმა დამპირდა რომ წამიყვანდა, გარდა ამისა შემდეგ კიდევ რამოდენიმე ძმა მთავაზობდა თავისი მანქანით წასვლას. რადგან მე ხელჯოხებზე ვიყავი დედებს არ სურდათ რომ მე მარტო წავსულიყავი. ამიტომ ერთი დედა (მაშას დედა) დილით საავადმყოფოში წავიდა, მეორე კი მე გამომყვა დონეცკში. როდესაც აფთიაქში მივედით აღმოჩნდა, რომ იმ ქალბატონს, რომელიც ტელეფონზე გველაპარაკებოდა, ერთმანეთში აერია გამოშვების თარიღისა და ვარგისიანობის ვადის ციფრები! 2013 წლის 10 დეკემბერი ოქსეპას ბოლო ვადა აღმოჩნდა. გარეთ კი უკვე 2013 წლის 19 დეკემბერი იდგა. ეს ვადაგასული ოქსეპა იყო.



ვფიქრობ იმ დღეს ჩვენი შეგრძნებების აღწერას აზრიც კი არა აქვს. მაგრამ ამ მგზავრობამ მე იმისკენ მაინც აღმძრა, რომ სხვა ქვეყნებში სადმე მაინც უნდა ყოფილიყო ოქსეპა. მიწას ამოვთხრი, მაგრამ მისთვის ოქსეპა მაინც უნდა ვიშოვო. მაშინ ჩემს ძმას დავურეკე სანკტ-პეტერბურგში რომელსაც მეგობრები ჰყავს ესტონეთში და ფინეთში, რათა მას მათთვის ეთხოვა, მათ კი აფთიაქებში მოეკითხათ. ამ ქვეყნებიდან არცერთში არ იყო ოქსეპა. შემდეგ პოლონური საიტი ვიპოვე ვარშავაში ტელეფონის ნომრებით და ძმას ვთხოვე სუკ-იდან რომელმაც პოლონური ენა იცოდა, რომ დალაპარაკებოდა მათ და ეკითხა. სამწუხაროდ ოქსეპა არც იქ არ იყო. როდესაც ვალოდიას დავურეკე ყველაფერი მოვუყევი მას, მან თავგანწირვით გადაწყვიტა დამხმარებოდა. რუსეთის ბეთილის ძმების მეშვეობით, ისინი დაუკავშირდნენ ჰოლანდიის ბეთილის ძმებს და მათი მეშვეობით პირდაპირ ოქსეპას მწარმოებლებს ჰოლანდიაში! აღმოჩნდა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში არის ძმა რომელიც ამ ოქსეპას წარმოებაში მუშაობს! ამ ნიდერლანდელმა ძმამ თავის დირექციას სთხოვა, რომ ოქსეპა გადმოეგზავნათ მაშასათვის როსტოვში. მას ეს გამოუვიდა და მათ ქარხნის სახელით ჰუმანიტარული დახმარება გაწიეს პირადად მაშასათვის ოქსეპას 30 ფლაკონის სახით. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მალე არ გაკეთებულა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ქვეყნიერებაში ასეთი საკითხები მალე არ გვარდება, ოქსეპა კი ეხლავე იყო საჭირო.  ამის პარალელურად მე წერილობით დავუკავშირდი მეგობრებს რომლებიც ადრე კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ გერმანიაში წავიდნენ. მათაც ვთხოვე რომ აფთიაქებში ეკითხათ ოქსეპას შესახებ. აღმოჩნდა რომ ოქსეპა კი აქვთ, ოღონდ მხოლოდ შეკვეთით. მათ მაშინვე შეუკვეთეს. შეპირდნენ რომ შეკვეთას 23-24 დეკემბრისთვის ჩამოიტანდნენ.  21 დეკემბერს ჩემთან როსტოვში, ოლქში მცხოვრები მეგობრები ჩამოვიდნენ. ისინი იმდენად განიცდიდნენ ჩვენს მდგომარეობას, რომ მხოლოდ ტელეფონზე საუბარი საკმარისად არ ჩათვალეს. როდესაც საღამოს გავისაუბრეთ, მოვუყევი თუ როგორი მდგომარეობა გვქონდა. ასევე ოქსეპას ძიების შესახებაც მოვუყევი. ძმა დანიელმა მკითხა, «ბელორუსიაში არ მოძებნეთ?», მე ვუპასუხე რომ არა, იმიტომ რომ უკრაინაში, ესტონეთში, ფინეთსა და პოლონეთში თუ არ არის, მაშინ არც ბელორუსიაში იქნება ან ერთს მეტყვიან ტელეფონზე და სულ სხვა აღმოჩნდება სინამდვილეში. საუბრის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ. მაგრამ ძმას მოსვენება დაუკარგა ჩვენმა შექმნილმა სიტუაციამ და გადაწყვიტა თვითონ შეემოწმებინა ოქსეპა ბელორუსიაში. ისე უბრალოდ. ყოველი შემთხვევისთვის. დარეკა და გაარკვია რომ თურმე მინსკში ოქსეპა არის. არის და თანაც არა ვადაგასული. მან მე დამირეკა. დამირეკა და შემომთავაზა რომ თვითონ წავიდოდა. თვითონ შემომთავაზა! თავისი მანქანით. ეს კი 1500 კმ-ია გომელამდე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი რომ გადმოაგზავნონ, ძალიან დიდი დრო დასჭირდება, დრო კი არ ითმენს. და მათ გადაწყვეტილება მიიღეს. 2 თავდადებული ძმა ივანე და დანიელი როსტოვიდან მინსკში წავიდნენ იმავე ღამეს. მათ ყველა თავისი საქმეები მიატოვეს და ღამის 12 საათზე მოწყდნენ და წავიდნენ. მე ძალიან მინდოდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ ძმები ჩემზეც ზრუნავდნენ, მათ არ მომცეს მათთან ერთად წასვლის უფლება ჩემი ხელჯოხების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა მე არ მინდოდა ასე გვერდზე დარჩენა და იმ საღამოს ძალიან მრცხვენოდა, რომ ძმები წავიდნენ მე კი ასე "ვზივარ" და ველოდები.. ისინი მინსკელ ძმებს დაუკავშირდნენ ტელეფონით, რის შემდეგაც მათ ოქსეპა იყიდეს და მინსკიდან გომელში გადმოგზავნეს. იქ მატარებელს ძმა დახვდა და ოქსეპა ძმებს გადასცა. მე დღემდე არ ვიცნობ იმ ძმებს, ისინი კი მე არ მიცნობენ. ივანე და დანიელი მანქანის გაუჩერებლად მოდიოდნენ. ერთს რომ ეძინა მეორე მართავდა. კვირა ღამე, მთელი ორშაბათი და სამშაბათს საღამოს ისინი უკვე როსტოვში იყვნენ და ჩვენ მაშინვე გადავეცით ოქსეპა. ეს მძლავრი დამოწმება იყო ექიმებისთვის! ჩვენ ის წამალი ვიშოვეთ რომელიც რუსეთში არ იყო და თანაც ასეთ ვადებში!

  ამ დროს კი მაშას გამოცდები ახალი ძალებით გრძელდებოდა. როგორც ჩვენ შემდგომ დღეს გავარკვიეთ, აღმოჩნდა რომ სწორად მოიქცნენ ძმები რომ ბელორუსიაში არ წამიყვანეს. ყველაფერში იეჰოვას ხელმძღვანელობა ჩანდა, ამაშიც კი. სანამ ძმები გზაში იყვნენ, ჩვენ ორშაბათს საავადმყოფოში მივედით. ამჯერად იქ ყველაფერი მშვიდად არ ყოფილა, ჩვენ როგორც ყოველთვის ვისხედით და გადახვევას ველოდით კორიდორში. ამ დროს კი თავად ქირუგიული განყოფილების მთავარი ექიმი მოვიდა იმისათვის, რომ მაშას დალაპარაკებოდა. ის მაშასთან თბილად, ტაქტიანად და მორიდებით ლაპარაკობდა. მაგრამ მისი სიტყვები პირდაპირ წერტილში ხვდებოდნენ. ამ მომენტისთვის ჩვენ ჯერ არ გვქონდა ოქსეპა მიტანილი და ექიმებმა მხოლოდ ის იცოდნენ რომ ის რუსეთში არ იყო, ერითროპოეტინი კი შედეგს ვერ იძლეოდა. ამან მაშაზე ახალი ზეწოლის ტალღა გამოიწვია. მთავარი ექიმი უხსნიდა თუ რა ნეგატიური შედეგები ექნებოდა მას, რომ ის ვერ გადარჩებოდა და ა.შ. მაგრამ ყველაფერი უცბად დასრულდებოდა თუ ისინი სისხლს გადაუსხავდნენ. მას მრავალი რეალური შემთხვევები მოჰყავდა, როდესაც ავადმყოფი მალევე იკურნებოდა სისხლის გადასხმის შემდეგ. ღვთის თვალსაზრისითაც ცდილობდა ის საუბარს და ეუბნებოდა, რომ ის ყველაფერს გაუგებდა. ყველაფერი რასაც ის პალარაკობდა, პრინციპში მართალი იყო, და ალბათ იეჰოვა მართლა აპატიებდა მას სისუსტის გამოვლენას, იმიტომ რომ იქ წარმოუდგენელი ზეწოლა ხდებოდა მასზე. ექიმების დელეგაციამ, ზრდასრულმა გამოცდილმა მამაკაცებმა ალყა შემოარტყეს მაშას, მათთან შედარებით პატარა გოგონას საწოლს და უმტკიცებდნენ, უმტკიცებდნენ… მაგრამ მაშა ყველა მათგანზე ძლიერი აღმოჩნდა. იგი თავის სიტყვაზე იდგა. იმედგაცრუებული ბრბო რეანიმაციიდან ჩვენთან გამოვიდა და თავისთან კაბინეტში დაგვიძახეს, რათა დაგვლაპარაკებოდნენ. მთავარმა ექიმმა გვითხრა: «მაშას გადარჩენის დიდი პოტენციალი აქვს. ნუ მისცემთ სიკვდილის უფლებას. თუ იმის დამალვაა საჭირო რომ სისხლი გადავუსხით დავმალავთ. ოღონდ სიცოცხლე შეუნარჩუნეთ მას. ვერავინ ვერაფერს გაიგებს, ვერც თქვენი უხუცესები, ვერც მაშა. აიღეთ საკუთარ თავზე ეს ცოდვა. შემდეგ ღვთის წინაშე მოინანიეთ, ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. თქვენთვის ახლობელი ადამიანის სიცოცხლეზე». მე ან თუნდაც მაშას დედა რომ დავთანხმებოდით ამაზე, ისინი ამას გააკეთებდნენ. მაშას მათ ვერ მოუგეს და ეხლა ჩვენზე ამყარებდნენ იმედებს. შემდეგ ამავე დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ველაპარაკეთ მთავარ ექიმს ძმა ვალოდიასთან ერთად სუკ-იდან. საუბარი ხანგრძლივი მაგრამ ფუჭი გამოდგა, ჩვენ ჩვენსას ვამბობდით, ისინი თავისას…

მაშ ასე მაშამ ოქსეპას სმა დაიწყო. ძმებმა 5 ფლაკონი ჩამოიტანეს, ეს 5 დღის მარაგი იყო. ამის შედეგ ზუსტად გერმანული ოქსეპა შემოგვესწრო, რომელიც ძმების არანაკლები ძალისხმევით ჩამოვიდა. გერმანიაში ძმებმა როგორც კი მიიღეს ოქსეპა, მათ მაშინვე ოდესაში წამოიღეს ის 1000 კმ-ზე. იქიდან სხვა ძმამ ის ავტობუსით გადმოსცა მარიოპულს, მარიოპულში კი ისევ ძმა დანიელი ჩავიდა დედაჩემთან ერთად და წამოიღო. ორგანიზაცია ერთი ორგანიზმივით მოქმედებდა. როგორი დამოწმება იყო ექიმებისთვის ის, რომ ოქსეპას შემდეგი პარტია მივიტანეთ, თანაც გერმანულ ენაზე! თანაც ჩვენ ავუხსენით, რომ ეს ჩვენმა ძმებმა ჩამოიტანეს კანონიერი გზით. დრო მიდიოდა. მაშამ ოქსეპას მიღება დაიწყო და მან მის ორგანიზმში თავისი როლი შეასრულა. ჰემოგლობინმა მატება დაიწყო. ნელნელა მაგრამ დაიწყო. 40-დან 60-მდე აიწია. მაქსიმუმი 67 იყო. თუ აქამდე სტაბილურად 40 იყო, ეხლა ის სტაბილურად 60 იყო. ერითროპოეტინმაც დაიწყო მოქმედება, რადგან ოქსეპამ ორგანიზმი დაქოქა. ამ დროს საახალწლო დღესასწაულები დადგა. როგორც ცნობილია საახალწლო დღესასწაულებზე მუდამ ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა იყოს. და ჩვენი «სიხარულიც» დასრულდა. მაშას მკვეთრად გაუუარესდა მდგომარეობა. ის ჩვენს თვაწინ იცვლებოდა. მის მუცელში საშინელი რაღაცეები ხდებოდა. მას დაეწყო ღებინება და მუცლის ტკივილები. ერთ-ერთი გადახვევის დროს მაშამ გვითხრა «მომისმინეთ, ეს ოქსეპას გამო მაღებინებს.»  მე მაშინვე დავაზუსტებინე: კონკრეტულად ოქსეპასაგან? მან მითხრა: კი. სხვა რამე რომ ვჭამ არ მაღებინებს, ოქსეპასაგან მაღებინებს. მე: შეეცადე რომ ცოტ-ცოტა დალიო ძალის-ძალად. მაგრამ დალიო. მაშა დამპირდა რომ შეეცდებოდა. ჩვენ არუთუნ აკოპოვიჩთან წავედით იმის საკითხავად, თუ რატომ აღებინებს ოქსეპასაგან მაშას. რომელმაც სხვა ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა რომ ეთქვა: «მას მხოლოდ ოქსეპასგან კი არ ერევა გული! მას ყველაფრისაგან ერევა გული. მას უკვე ორგანიზმი დაუსუსტდა და საკვების მიღების ძალა აღარ აქვს. წყლული განვითარდა რომელიც სიკვდილს გამოიწვევს». ეს ყველაფერი ეხლა ჩემი სიტყვებით აღვწერე, მან კი ეს ყველაფერი «მეცნიერული ენით» აგვიხსნა. გარკვეული დროის შემდეგ მაშას მართლაც ყველაფრის გამო დაეწყო გულის რევები. მას გულის რევის საწინააღმდეგო მილი ჩაუდგეს, რათა მას საშუალება არ მიეცა რომ გული არეოდა. ჩვენ გაურკვევლობაში ვიყავით. და აი მომდევნო გადახვევისას მაშამ გვითხრა. რომ ერთ ბოთლს მთლიანად ვერ სვავს და მას მე-2 და მე-3 დღეს აძლევდნენ. მახსოვდა რა, რომ ინსტრუქციაში ეწერა, რომ ოქსეპა გახსნიდან 24 საათის განმავლობაში იყო ვარგისი, ძალიან გამიკვირდა! გარდა ამისა, როდესაც ეს საკითხი შევისწავლეთ, გავიგეთ რომ ოქსეპა შეიცავდა ისეთ ნივთიერებას, რომელიც ბოთლის გახსნიდან ერთ დღეში შხამად გადაიქცევა! და მას მართლაც შეუძლია წყლულის გამოწვევა ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი და საბოლოოდ მისი მოკვლაც კი შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ თვეების განმავლობაში რეანიმაციაში მწოლარე ავადმყოფზე. გამოდის, რომ ახალ წელს, ამ დღესასწაულებზე, მაშას ვადაგასულ ოქსეპას ასმევდნენ დაუდევრობის გამო. მისმა ორგანიზმმა რეაგირება მოახდინა მიღებულ შხამზე და გულის რევები დაეწყო (მხოლოდ ოქსეპას გამო). და რადგან იგი აგრძელებდა ამ საწამლავის მიღებას, მას მართლა განუვითარდა წყლული და უკვე ყველაფერზე ერეოდა გული. მე კიდე არცოდნის გამო, მაშას ვთხოვდი რომ თავისთვის ძალა დაეტანებინა და დაელია ოქსეპა! და ისიც ცდილობდა! და უფრო უარესი. მას გულისრევის საწინააღმდეგო ზონდი დაუდგეს, რომელიც ამ საწამლავის ამოღების საშუალებას არ ალევდა ორგანიზმს… როდესაც ყველა ეს საშინელება გავიგეთ, ჩვენ დაუყოვნებლივ ექიმებთან დავიწყეთ საუბარი. რაზეც მათ განგვიცხადეს, რომ ამის ვარიანტი არ არსებობსო. მაშას ვადაგასულ ოქსეპას არ აძლევდნენ, მას მოეჩვენაო. მათ ესმოდათ, რომ ისინი თუ აღიარებდნენ ეს სისხლის სამართლის საქმე იყო. ამიტომ ყველაზე ჭკვიანური რისი თქმაც მოახერხეს ჩვენთვის ეს ის იყო, რომ მაშას ყველა სიტყვას სერიოზულად ნუ მიიღებთო. ის ავადმყოფი ადამიანია და მთელი ორგანიზმი ჰიპოქსიასაა დაქვემდებარებულიო. მათ შორის მისი ტვინიც. ამიტომ მას უბრალოდ მოეჩვენაო. (ჰიპოქსია - ჟანგბადის უკმარისობა, ქსოვილებში ჯანგბადის შემცველობის დაწევა.) ბოლოს და ბოლოს იმან რომ ამ საკითხზე დავიწყეთ ლაპარაკი, ექიმები აიძულა სერიოზულად მიდგომოდნენ იმას თუ როგორ აძლევდნენ მაშას ოქსეპას. მაშას კი ვთხოვე, რომ აღარ დაელია ოქსეპა თუ ბოთლს მის თვალწინ არ გახსნიდნენ. თუ ბოლომდე ვერ დალევდა, დაე გადაეგდოთ.  სულ ეს იყო რისი გაკეთებაც ძალგვიძდა მაშინ. საინტერესო ისაა, რომ შემდეგ კუჭთან დაკავშირებით საქმეები უკეთ წაუვიდა და ზონდი მოუხსნეს. აი ასეთი «დამთხვევა» მოხდა. თუმცა ეს შემთხვევა მაშაზე ნეგატიურად აისახა და მას საერთოდ აღარ შეეძლო ოქსეპას მიღება. მას მაშინვე გულის რევა ეწყებოდა სულ ცოტაც რომ მოესვა.

  დრო გადიოდა.. მაშას ჰემოგლობინი 60-ზე ზევით არ იწევდა, კანის გადანერგვისათვის კი (ჭრილობების დასახურად), ექიმების მოთხოვნის თანახმად ჰემოგლობინი 90-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, თორემ ადამიანი ვერ გადაიტანსო ამ ოპერაციას ან კანი არ შეხორცდებოდა. მაშას შემთხვევაში კი ისინი უკვე 80-ზეც კი თანახმები იყვნენ რომ ოპერაცია დაეწყოთ, მაგრამ ჰემოგლობინი მაღლა არ იწევდა. ერითროპოეტინის კურსს მაშას ისინი 2000МЕ უტარებდნენ და თანაც რეგულარული პერიოდულობით. ჩაუტარებდნენ კურსს – შესვენება. ძმები კი რამდენჯერაც მოდიოდნენ ყოველთვის 2500МЕ რეკომენდაციას აძლევდნენ, თანაც შესვენებების გარეშე, ამ შემთხვევაში შედეგი იქნებოდა. ამას ექიმები კრიტიკულად იღებდნენ და ამბობდნენ რომ აზრი არ ჰქონდა მის ასე გამოყენებას. ისინი გვატყუებდნენ, რომ თითქოსდა არსებობს გარკვეული სტანდარტი რომელიც 2000МЕ გადამეტების უფლებას არ იძლევა. დიახ, საავადმყოფოებში ჩვეულებრივ ასე იყენებენ ერითროპოეტინს, მეგა დოზები კი რუსეთში არ გამოიყენება. ამიტომ იმისათვის რომ ის ასეთი სახით გამოიყენო, უბრალოდ ადამიანი უნდა იყო. უბრალოდ სიცოცხლე უნდა გადაარჩინო. მაგრამ ჩვენ რეანიმატოლოგმა მაშინ ამის შესახებ ასეთი რამ გვითხრა: «ჩვენ არასოდეს არ გამოგვიყენებია ერითროპოეტინი ასე!» ჩვენ ვეუბნებით: «თქვენც ადექით და სცადეთ!» რაზეც გვპასუხობს: «ჩვენ რა ლაბორატორიაში ხო არა ვართ რომ ცდები ვატაროთ?? აქ ცოცხალი ადამიანია, თქვენი ახლობელი. თქვენ კიდე მასზე ცდების ჩატარებას მთავაზობთ.  და კოლეგებს როგორ ჩავხედო მერე თვალებში, როცა მკითხავენ თუ რატომ ვუნიშნავ ამასა და ამას. რა ვუპასუხო? უბრალოდ გადავწყვიტე რომ მეცადა მეთქი???». მათ დარწმუნებას აზრი არ ჰქონდა.  და პრინციპში ჩიხში მოვექეცით. მაშას ჰემოგლობინი 60-ზე ზევით არ იწევდა და არც არასოდეს აიწევდა, შესაბამისად ოპერაციის გაკეთებაც არ შეიძლება. ჩაკეტილი წრეა. გამოსავალი? ექიმები მაშას დასცინოდნენ: «აქ იცხოვრე რეანიმაციაში». და მართლაც ასე იყო. ის მართლა იქ «ცხოვრობდა». ცოტაოდენს ამ «ცხოვრებაზეც» მოგიყვებით.

ყოველი გადახვევა შემდეგი სახით მიმდინარეობდა: მაშა შესახვევ ოთახში გადაყავდათ და წყლით ალბობდნენ ბინტებს. სანამ მისი ბინტები ლბებოდა ჩვენ მასთან ურთიერთობა და ნახვა შეგვეძლო. ამის შემდეგ ის მიჰყავდათ და დაწებებულ ბინტებს ძალით აწიწკნიდნენ, რადგან ყველა ადგილი როდი ლბებოდა. რადგან თავიდან ფეხებამდე შეხვეული იყო, ბინტებს მთელი ტანიდან აძრობდნენ. სისხლთან ერთად შემხმარი იქნებოდა თუ ხორცის ნაჭრებთან, ექიმები ყველაფერს აძრობდნენ. ეს ენით აღუწერელი ტკივილია! როდესაც ყველა ბინტი მოხსნილი იყო, ისინი ზეჟანგს (ე.წ. პერეკისი) იღებდნენ და პირდაპირ ბოთლით ასხავდნენ მის ღია ჭრილობებზე. და ზუსტად ამ საშინელი მომენტისას ეკითხებოდნენ ხოლმე (ყოველი შეხვევისას), ხომ არ გადაიფიქრა სისხლის გადასხმის თაობაზე. და იმას შეახსენებდნენ, რომ ყველა ამ ტანჯვის შეწყვეტა შეიძლება თუ ის სისხლის გადასხმას დასთანხმდება, რადგან ჭრილობებს დახურავენ. ყოველი გადახვევისას ის ბევრ სისხლს კარგავდა, ამიტომ პრინციპში ჰემოგლობინის აწევა შეუძლებელი იყო, რადგან გამუდმებით მრავალ სისხლს კარგავდა. შეხვევის შემდეგ ეს იმას ნიშნავდა, რომ მაშა მთელი დღე აუტანელი ტკივილებისაგან დაიტანჯებოდა. მთელი ტანი ისეთი სპაზმური მოვლენებით ეწვოდა და სტკიოდა, რომ ტკივილისაგან წამოჯდებოდა ხოლმე. და ასე გრძელდებოდა მთელი დღე. ერთერთი შეხვევისას, ქირურგმა გაკვირვებულმა უთხრა მაშას: «ვაა! მკერდზე შეხორცება დაიწყო ჭრილობამ! (მკერდზე ღრმა დამწვრობა ჰქონდა). კიდევ 2-3 შეხვევა და მორჩა!» მისგან რაიმე დადებითის გაგება სრულიად წარმოუდგენელი რამე იყო და ალბათ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო მთელი 4 თვის განმავლობაში როდესაც მან რაიმე დადებითი «შენიშნა». მაგრამ მომდევნო გადახვევაზევე ააწიწკნეს საწყალ გოგოს რაც კი უხორცდებოდა! ყველაფერი ხორცთან ერთად ააგლიჯეს. იქ უკვე აღარაფერი ხორცდებოდა… და მეტად არც არასოდეს შეხორცებულა… 

მისი ცხოვრება ასე მიდიოდა, ერთი დღე იტანჯებოდა, მეორე დღეს კი ტკივილებისაგან «ისვენებდა». ერთადერთი შეღავათი ის იყო, რომ გადახვევებს შორის დღეებში გაუსაძლისი ტკივილები არ ჰქონდა. ტკივილგამაყუჩებლებს ძალიან ძლიერებს უკეთებდნენ, მაგრამ ორგანიზმი ყველაფერს ეჩვევა, ამიტომ ის უბრალოდ ვერ გრძნობდა მათ. ყოველი გადახვევის წინ მას იმხელა დოზას უკეთებდნენ, რომ ასეთი დოზა რომ ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანს გაუკეთო მთელი დღე მკვდარივით ეძინება. მას ყოველი შეხვევის ეშინოდა, როდესაც ვნახულობდით ის ყოველთვის ტიროდა და კანკალებდა იმის პანიკური მოლოდინის გამო, რაც წინ ელოდა. ჩვენ კი რა შეგვეძლო გვეთქვა?? ანდა რა დახმარებას გაუწევდა აქ სიტყვები..  რა სიხარულით დავწვებოდი მის მაგივრად იქ! მაგრამ იმის ყურება თუ როგორ იტანჯებოდა ის იქ საშინელება იყო..  იყო შემთხვევა რომ იმ მომენტში როდესაც მაშას ამ ბინტებს აწიწკნიდნენ და გაუსაძლისი ტკივილისაგან ყვიროდა, ექიმი ანესთეზიოლოგი ამ ყოველივეს უყურებდა და დამცინავად ამბობდა: შენც ჩვეულებრივი მიწიერი ყოფილხარ. ჩვეულებრივ გრძნობ ტკივილს და ტკივილგამაყუჩებელზე ხარ დამოკიდებული. სადაა შენი ღმერთი? ის რატომ არ გიყუჩებს ტკივილებს? მას ეზიზღებოდა მაშა როგორც მოწმე და რაშიც კი შეეძლო, ყველაფერში ავლენდა ამ ზიზღს. ნემსსაც კი უხეშად და დაუდევრად უკეთებდა, მაშას ყოველთვის ეშინოდა ხოლმე რომ ამ სიძულვილის გამო რაიმე სხვა ნემსი არ გაეკეთებინა მისთვის. მაშამ რეანიმაციაში ყოფნის ხანგრძლივობის «რეკორდების» მოხსნა დაიწყო. ჩვენს თვალწინ შემოჰყავდათ ხოლმე იგივე მოცულობის დამწვრობებით ადამიანები და გამოჯანმრთელებულები გადიოდნენ. ჩვენ კი ისევ იქ ვრჩებოდით. მაშას თითით უჩვენებდნენ მათ და ეუბნებოდნენ. «შეხედე! შენც სახლში იქნებოდი უკვე დიდი ხნის წინ». მრავალი სიტუაცია იყო, სადაც მაშას მიმართ დამოკიდებულებას ტკივილი და ტანჯვა მოჰქონდა მისთვის. ერთხელ ისე მოხდა, რომ მაშას წვეთოვნის საკიდი წაექცა და ნემსს ექაჩებოდა ძირს, რის გამოც ჭრილობიდან სისხლს კარგავდა, რომელიც ისედაც ცოტა ჰქონდა, სანიტარს კი მაშას გვერდით ეძინა და თუმცა მას მაშა ეძახდა, შედეგი ნული გახლდათ. თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს მაშამ არც კი იცის, მანამ მედ.ძმა არ შევიდა და ეს ყოველივე არ ნახა. მან რა თქმა უნდა გააღვიძა სანიტარი და აიძულა რომ ყველაფერი წესრიგში მოეყვანა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ფაქტიც მიჩქმალული იქნა. სხვა სიტუაცია კი რომლის შესახებაც მაშამ მოგვიყვა უკვე მედ.დას დაემართა, იმას მაშა რომ ნიკაპით დაიჭირა და ეუბნებოდა რომ ის არავის აინტერესებდა. მისი მორიგეობის დროს მაშამ დაიჩივლა რომ მუცელში ტკივილს გრძნობდა შარდის ბუშტის მიდამოებში, მაშას კათეტერი ედგა, მედ.დამ შეამოწმა და უთხრა რომ ყველაფერი რიგზე იყო. ცოტა ხნის შემდეგ მაშამ კვლავ უთხრა რომ სტკიოდა, რაზეც ამ მედ.დამ გაბრაზებულმა უპასუხა: "ეხლა გაჩვენებ როგორ უნდა ჩემი აბუჩად აგდება." ამის შემდეგ მაშას ამოუღო კათეტერი და ახალი დაუდგა, ოღონდ უკვე დიდი ზომის. ეს ყოველივე ისეთი აგრესიითა და დაუდევრობით იქნა გაკეთებული, რომ მაშა ტკივილისაგან გაითიშა. და მხოლოდ მომდევნო დღეს მოსულმა მედ.დამ მოუსმინა მაშას, ნემსი გაუკეთა, მოაშორა დიდი კათეტერი და პატარა დაუდგა, და ზუსტად მან უთხრა მაშას რომ ასეთი კათეტერით მას ჭრილობები მიადგა. როდესაც მაშამ ეს მოგვიყვა, ჩვენ გვინდოდა წავსულიყავით და გაგვერკვია ეს საკითხი, მაგრამ მაშას ეშინოდა რომ უფრო უარესი შეიძლება მომხდარიყო და გვთხოვა არსად წავსულიყავით. მან გვითხრა: "არ წახვიდეთ, თორემ აღარაფერს მოვყვები ხოლმე, უარესი იქნება ჩემთვის, მე ხომ გამუდმებით მათ ხელში ვარ." ცრემლებამდე საწყენი იყო, რომ ის იქაა, ჩვენ კი გარეთ, ძალიან მინდოდა ამეყვანა და წამომეყვანა იქიდან.

ამ დროს კი იეჰოვა კვლავ ნათლად გვიჩვენებდა მაშაზე თავის მზრუნველობას. გარდა ორგანიზაციის დახმარებისა მისი ხელი სავსებით მოულოდნელ ადგილას დავინახეთ. სანიტარი გალია. ქალბატონმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა, რომელმაც ჯერ ვერ მოასწრო ავადმყოფთა ტანჯვა-წამებისადმი გულგრილი გამხდარიყო, დაინახა თუ როგორ განსაკუთრებულ სიტუაციაში იმყოფებოდა მაშა. ის ხედავდა მაშას მიმართ გამოვლენილ სრულ უსამართლობას და იმას თუ როგორ «ზრუნავდნენ» მასზე სხვა ცვლების სანიტრები. გალინამ მაშას განსაკუთრებულად მოვლა დაიწყო, ის მას აჭმევდა, სახლიდანაც კი მოჰქონდა ხოლმე საჭმელი რომ მისთვის ეჭმია. ის უბრალოდ სასაუბროდაც კი მიდიოდა ხოლმე მასთან და საერთოდ ისინი ძალიან დამეგობრდნენ. მის ცვლაში დაწყნარებულები ვიყავით. ვიცოდით რომ მაშაზე კარგად იზრუნებდნენ. მაშა კი შემთხვევას არ უშვებდა, რომ ნებისმიერი შესაძლებლობისას დაემოწმებინა. რა თქმა უნდა სისხლზე მის ყოველდღიურ საუბრებში დამოწმება ისედაც ხდებოდა, მაგრამ ამას გარდა მაშამ სანიტარ გალიასთან ქადაგება დაიწყო. იგი მას მოელაპარაკა, რომ ჩვენ მივუტანდით მიმდინარე ბროშურებს, ის კი ხმამაღლა წაიკითხავდა ხოლმე მისთვის! მაშას გული სწყდებოდა ხოლმე იმაზე, რომ ავადმყოფობის გამო ყველაფერი სულიერი უცდებოდა, მას ხელში ჟურნალის დაჭერაც კი არ შეეძლო. გვერდზე გადაბრუნებაც კი არ შეეძლო, მხოლოდ იწვა შეხვეული და მორჩა. და ასეთ სიტუაციაშიც კი იპოვა მან ბროშურების «კითხვის» საშუალება! თანაც ორმაგი სარგებელი გამოვიდა, გალინა მშვენიერ დამოწმებას იღებდა მაშინ როდესაც ფიქრობდა რომ კეთილ საქმეს აკეთებდა მაშასათვის. გალინას სიკეთე კიდევ უფრო დიდი მაშტაბით მაშინ გამოვლინდა, როდესაც მან შემოგვთავაზა მის ტელეფონზე დაგვერეკა ხოლმე მცირე ხნით, ის კი ექიმების უჩუმრად ტელეფონს ყურთან უჭერდა მაშას. ოო, როგორი საჭირო გამხნევება იყო ეს მაშასათვის! სულ რაღაც რამოდენიმე წუთი ტელეფონზე, რომლებიც დაგვემატა ურთიერთობაში, მისთვის უდიდეს მხარდაჭერას წარმოადგენდა, ჩვენთვის კი დიდ სიხარულს იმ დღეებში. იმ სამი წლის განმავლობაში რაც ერთად ვცხოვრობდით, მე ყოველდღე და ნებისმიერ დროს შემეძლო ჩემს ცოლთან ურთიერთობა. ეხლა კი.. მე ჩვენი ურთიერთობის ყოველ წუთს ვუფრთხილდებოდი! ოო, რამდენად დასაფასებელია ქორწინებაში ეს ურთიერთობა, სამწუხაროდ მე გვიან მივხვდი ამას. სანიტრების სამუშაო გრაფიკი, ყოველი მესამე დღე-ღამე იყო. და სამიდან ერთ დღეს ჩვენ დაწყნარებულები ვიყავით, რადგან ვიცოდით რომ დღეს მაშაზე იზრუნებდნენ. ჩვენ გალინას ბიბლია ვაჩუქეთ, რათა მას შესაძლებლობა ჰქონოდა ეკითხა ის როგორც თავად, ასევე შეძლებისდაგვარად მაშასათვისაც.

მაშას მკურნალობა ისევ ადგილზე გაჩერდა. ექიმებმა არ იცოდნენ შემდეგ რა ექნათ. ძმებმა ერთი ვარიანტი შემომთავაზეს. ვლადიკავკაზში ცხოვრობს, სლეპუშკინი ვიტალი დიმიტრის-ძე (რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჩრდილოეთ-ოსეთის სამედიცინო აკადემიის ანესთეზიისა და რეანიმატოლოგიის კათედრის გამგე.) რომელიც ავტორიტეტულ ექიმს წარმოადგენს და დადებითად უყურებს მოწმეების პოზიციას. მე მისი ინტერვიუ წავიკითხე: http://www.portal-credo.ru/site/?act=authority&id=1691. სტატიაში მთავარი სიტყვები მუქი ასოებითაა დაწერილი:  ««ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე არ შემხვედრია არცერთი შემთხვევა, როდესაც აუცილებელი წესით საჭირო იყო სისხლის გადასხმა»». 

შემოთავაზებული ვარიანტი კი შემდეგში მდგომარეობდა: გადაგვეხადა მისთვის და როგორც სპეციალისტი მოგვეწვია იგი რომ მაშა ენახა. იქნებ რაიმე რჩევის მოცემასაც შეძლებდა. ფილიალის მეშვეობით ჩვენ შევძელით მისი როსტოვში მოწვევა. ის სიამოვნებით დაგვთანხმდა ჩამოსვლაზე. ექიმებმა ეს რა თქმა უნდა დაძაბულად მიიღეს, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ არ აგვიკრძალეს. 2014 წლის 13 იანვარს ვიტალი დიმიტრის-ძე ჩამობრძანდა. და კვლავ დიდი დოზით ვიგრძენი ძმების მხრიდან დახმარება. გეგმის თანახმად ის ორშაბათ დილით უნდა ჩამოსულიყო, მგზავრობის შემდეგ დაესვენა, შემდეგ კი მაშას შეხვევას უნდა დასწრებოდა. დალაპარაკებოდა ექიმებს და ადგილობრივ როსტოველ მეგობართან ერთად წასულიყო დასასვენებლად. ძმა ვალოდია დაგვეხმარა სასტუმროს პოვნაში, ასევე იპოვა ძმა რომელსაც კარგი მანქანა ჰყავდა რომ პროფესორის ტარება შეძლებოდა ყველგან სადაც საჭირო იყო. და ეს 2 ძმა ადრე დილიდან საღამომდე ყველგან თან ახლდნენ პროფესორს. როდესაც პროფესორი საავადმყოფოში მოვიდა იმ 2 ძმის გარდა ვინც მას ახლდნენ, კიდევ 2 ძმა მოვიდა სუკ-იდან. პლუს კიდევ ჩვენ სამნი (მე და 2 დედა). როდესაც განყოფილების გამგე გამოვიდა მისი პირველი სიტყვები იყო: «ოჰო ხროვა». ჩვენი ექიმები მას რა თქმა უნდა ძალიან დელიკატურად შეხვდნენ. სლეპუშკინი უფრო მაღალი ავტორიტეტის პროფესორია ვიდრე ყველა იქ მყოფი ექიმი, თვით მთავარი ექიმის ჩათვლით. ამიტომ დამწვრობის ექიმები ძლიერ დაფაცურდნენ. მაშას შეხვევამ კი ერთი მცირედი ტკივილის გარეშე ჩაიარა! იდეალურად! მაშამ სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა. ვიტალი დიმიტრის-ძემ ძალიან გაამხნევა მაშა, როდესაც შემოწმების შემდეგ დაარწმუნა რომ 20-30 დღის შემდეგ ის გამოჯანმრთელდებოდა. ეს იყო პირველი დადებითი სიტყვები რომლებიც მან მოისმინა, იმას თუ არ ჩავთვლით ყოველდღე რომ ეუბნებოდნენ «შენ მოკვდებიო». ის დიდხანს ელაპარაკებოდა ექიმებს რაღაცაზე, ჩვენ არ შეგვიშვეს (რეკომრნდაციებს აძლევდა მკურნალობასთან დაკავშირებით), შემდეგ ჩვენ შეგვიპატიჟეს. და აი ჩვენი ხროვა (ორი ძმა სუკ-იდან და ჩვენ სამნი) განყოფილების უფროსის კაბინეტში შევედით, სადაც უკვე იმყოფებოდნენ სლეპუშკინი, განყოფილების გამგე და რეანიმატოლოგი. ვიტალი დიმიტრის ძემ მათი თანდასწრებით გაგვიზიარა თავისი დაკვირვებები: მაშას ზოგიერთი ჭრილობის შეხორცების ტენდენცია აღენიშნება, მკურნალობა რომელსაც ის იღებს - მაღალი დონისაა. რომელიც კი იცის ყველა უსისხლო პრეპარატი გამოიყენება. თანაც ზოგიერთი მათგანი სავსებით ხარისხიანია, ესეთები მასაც კი არ აქვს საავადმყოფოში. ანუ მკურნალობის დონე მაღალია. პრინციპში ის არ უნდა მოკვდეს, განსაზღვრული პირობების დაცვის შემთხვევაში ყველაფერი კარგად უნდა წარიმართოს. მით უმეტეს რომ მას ძალიან მოეწონა მაშას განწყობილება, მაშა სიცოცხლეს ეჭიდებოდა და იბრძოდა. მას ძალიან მოეწონა მისი მებრძოლი ხასიათი და თქვა, რომ ასეთი ნამდვილად გადარჩებაო.

ზემოთთქმულმა ჩვენ ძალიან გაგვამხნევა. იმ დღეს იმედი გაგვიჩნდა რომ ეს ყველაფერი მალე კარგად დამთავრდებოდა. სლეპუშკინის ჩამოსვლამ კიდევ ორ ასპექტში მოგვიტანა სარგებელი: 1. მისმა მეგობარმა რჩევების მიცემა დაუწყო ექიმებს მაშას მკურნალობასთან დაკავშირებით. 2. მან მაშასთან ყოველდღიურად 10-15 წუთიანი შეხვედრები გამოითხოვა ჩვენთვის!  ეხლა გარდა შეხვევის დროისა ერთ კაცს 10-15 წუთით შეეძლო მაშასთან რეანიმაციაში შესვლა. სლეპუშკინის ჩამოსვლა 40000 რუბლზე ცოტა მეტი დაგვიჯდა, მაგრამ ამან სარგებელი მოიტანა. მეორე დღეს მე პირველად შევედი რეანიმაციაში. მაშას ძალიან უხაროდა რომ დღეიდან ყოველდღე ვინმე ინახულებდა მას. ის ძალიან გაამხნევა სლეპუშკინის ჩამოსვლამ, მან სიხარულით დაიწყო ჩემთვის იმის მოყოლა თუ რა უთხრა მან, ის რომ არ მოკვდებოდა! თუ როგორ კარგად ელაპარაკა ის და მისდა გასაკვირად ერთხელაც არ უხსენებია სისხლი. თუ როგორ იდეალურად ჩაიარა შეხვევამ და ა.შ.… იმ დღეს მის თვალებში ის ნაპერწკალი აინთო, რომელიც 2 თვის განმავლობაში ჩამქვრალი იყო. მას იმედი გაუჩნდა. როგორ მიხაროდა მაშინ მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება და ალბათ ყველა ექიმი რომ ისე მოქცეოდა მას როგორც სლეპუშკინი მოექცა ის ნამდვილად მალევე განიკურნებოდა… ჩვენი საუბარი 5 წუთში შეგვაწყვეტინეს. მე მთხოვეს რომ გავსულიყავი. ეხლა ჩვენი დრო ცოტა უფრო გაიზარდა, გარდა შეხვევებისა და გალიას ტელეფონზე ზარებისა მოკლე პირადი შეხვედრებიც დაგვემატა. იეჰოვა ზრუნავდა მაშაზე, ის შესაძლებლობაზე აღმატებულ განსაცდელებს არ უშვებდა მის მიმართ. პროფესორის ჩამოსვლა, კვლავ კარგი დამოწმება იყო ექიმებისათვის რომ ჩვენ ფანატიკოსები არ ვართ, რომელთათვისაც ყველაფერი სულერთია. არამედ ვართ ისინი ვინც მაშას სიცოცხლისათვის ვიბრძვით. «ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ, გარდა სისხლისა».

ზემოთ დამავიწყდა მეთქვა, რომ როდესაც საავადმყოფოდან გამოვეწერე 25 დეკემბერს  ექიმთან შეხვედრა დამინიშნეს რათა ჩემი ფეხი ენახა. რაღა თქმა უნდა, რომ არ წავსულვარ. არცერთი თავისუფალი დღე არ მქონდა იმისათვის რომ ფეხისათვის მიმეხედა. სლეპუშკინის ჩამისვლის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შედარებით «სიწყნარე» ჩამოვარდა და გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ეს სიტუაცია რათა გუკოვოში ჩავსულიყავი ჩემს მკურნალ ექიმთან. ის უბრალოდ ქირურგი კი არ იყო, არამედ ასევე განყოფილების უფროსიც, ამიტომ როდესაც მაშა მასთან მოხვდა საავადმყოფოში, პირველ დღეებში, მან კარგად იცოდა სიტუაცია. როდესაც მან ჩემი ფეხი ნახა, გულწრფელად გაკვირვებული იყო. მითხრა რომ ძალიან გამიმართლა და ყველაფერი კარგად ხორცდება. ის სხვა ექიმების წინაშე ტრაბახობდა კიდეც, რომ ნახეთ ამ ყმაწვილის შემთხვევაში ამპუტაციაზე იყო საუბარი, მაგრამ ჩემს მიერ წარმატებით გაკეთებულმა ოპერაციამ ნახეთ რა შედეგი გამოიღოო! მაშას შესახებაც მკითხა, როგორ არისო. მერე მითხრა: «გულწრფელად გეტყვი, მე მეგონა, რომ უკვე მკვდარი იქნება მეთქი. იმიტომ რომ ისეთი დამწვრობები ჰქონდა..  ის თუ აქამდე ცოცხალია, ესე იგი იცოცხლებს. მას ისევე უმართლებს როგორც შენ, აუცილებლად გამოძვრება!» ამით მან სლეპუშკინის სიტყვები გაიმეორა, რომ რახან მაშას ორგანიზმი აქამდე იბრძვის, ესე იგი არ მოკვდებაო. ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნო იყო.

მაგრამ ისტორიის დადებითი მხარე ამით მთავრდება. იმიტომ რომ პროფესორი ჩამოვიდა და წავიდა, ჩვენი ექიმები კი დარჩნენ. იმისდა მიუხედავად რომ ჩვენ მასთან შესვლის ნება დაგვრთეს, მისთვის საკვების მიცემა სასტიკად აგვიკრძალეს. ვიტალი დიმიტრის-ძემ გვირჩია თუ რომელი საკვები იყო მაშასათვის სასარგებლო. მაგრამ დამწვრობის ექიმებმა ამ პროდუქტების მიტანა აგვიკრძალეს. ისინი წინააღმდეგი იყვნენ ყოველივე წითელისა, წინააღმდეგი იყვნენ ახლად დაწურული წვენებისა და საერთოდ ყველაფერი რასაც მაშასათვის სარგებლის მოტანა და იმუნიტეტის გაძლიერება შეეძლო გვეკრძალებოდა. მათი არგუმენტი იყო «ანალიზები შეიცვლებაო». ამიტომ მაშა მკაცრ დიეტაზე იყო. ოქსეპასთან დაკავშირებული იმ შემთხვევის შემდეგ, მაშას ისე ხშირად არა მაგრამ პერიოდულად გული ისევ ერეოდა ხოლმე. მაგრამ იქ ეს არავის ანაღვლებდა. მას აერეოდა ხოლმე გული თავის გარშემო, ის კი თავიდან ფეხებამდე შეხვეული, ისე რომ განძრევის თავიც რომ არ ჰქონდა, საათობით იწვა ხოლმე თავის ნარწყევში!!! მას ხელების მოღუნვაც კი არ შეეძლო, რომ სახიდან მაინც მოეწმინდა ეს ნარწყევი. და აი ასე იწვა…  მანამ სანამ მედ.და არ შევიდოდა ნემსის გასაკეთებლად. გარდა ამისა იყო ისეთი სანიტრების ცვლა როდესაც მას საერთოდ არ აჭმევდნენ. მთელი დღე! განსაკუთრებულ ზეწოლას მაშა განიცდიდა სანიტრისაგან რომელსაც მოდით დავარქვათ იქსი, ის გამუდმებით აბუჩად იგდებდა მის პოზიციასა და რწმენას. მან ასევე კრიტიკულად აღიქვა პროფესორის ჩამოსვლაც, «შენს ნათესავებს რა მეტი საქმე არ აქვთ, ამდენ ფულებს რომ ხარჯავენ». მთელი დღის განმავლობაში მას შეეძლო არცერთხელ არ ეჭმია მაშასთვის, მაშინაც კი მაშას რომ ჭამის სურვილი ჰქონოდა. მის ცვლაში მაშას ტუალეტში "გასვლის" თხოვნისაც კი ეშინოდა, იმიტომ რომ ერთხელ იმის გამო აგინა კიდეც რომ «ძალიან ხშირად ითხოვო». მას ეზიზღებოდა მაშა და ამას ყველანაირად გამოხატავდა, ნებადართული 10-15 წუთის ნაცვლად მის ცვლაში მხოლოდ 5 წუთს გვიშვებდნენ.. ის «მზრუნველად» მოდიოდა ჩვენს გამოსაყრელად და თან გვეუბნებოდა რომ დრო გავიდაო. მაშას პოზიციასთან დაკავშირებით ასე ეუბნებოდა ხოლმე: «ერთი როდის ჩაძაღლდები!». ყველა წვრილმანს აქ ვერც აღწერ, და ყველა არც კი ვიცი. იმ მცირედს ვწერ რისი მოყოლაც მაშამ მოასწრო. ერთს ვიტყვი დაზუსტებით: მას იმაზე გაცილებით მეტი სიძნელეები ჰქონდა, ვიდრე მე ვწერ აქ. დრო გადიოდა.. და ერთ დღესაც ჩვენ ვგებულობთ, რომ იქსი სამსახურიდან დაითხოვეს! რამხელა სიხარული იყო ეს მაშასათვის! მინუს ერთი განსაცდელი. დროთაგანმავლობაში ექიმებმა მოასუსტეს ჩვენს მიმართ ყურადღება და ჩვენ 20-30 წუთის განმავლობაში შეგვეძლო ხოლმე მაშასთან ყოფნა. თუ გალიას ცვლა იყო, მაშინ ხომ უფრო ხანგრძლივადაც. ერთმა დამ მაშას ერთი კოლოფი წითელი ხიზილალა აჩუქა, რომ გვეჭმია მისთვის. (ის ჰემოგლობინ წევს მაღლა). ჩვენ ჩუმ-ჩუმად ამ ხიზილალის მიცემაც კი დავიწყეთ მაშასათვის.

მაშას ჰემოგლობინი მთელი იმ დროის განმავლობაში სანამ ერითროპოეტინს უკეთებდნენ 60 რჩებოდა. შემდგომ ექიმებმა გადაწყვეტილება მიიღეს რომ ორგანიზმს "დაესვენა", ნებისმიერი წამალი იწვევს უკუჩვენებებს. ისინი ერითროპოეტინსაც გააჩნია. ამიტომ მისი გაკეთება დროებით შეწყვიტეს. ფაქტიურად რამოდენიმე გადახვევა და ჰემოგლობინი ისევ 40-ზე დაეცა. ექიმებს რომ სისხლის დანაკარგის ეკონომია გაეკეთებინათ გადახვევების დროს, მაშინ რა თქმა უნდა ჰემოგლობინი მეტი იქნებოდა. მაგრამ ვის სჭირდება ეს… ჰემოგლობინის ასეთი დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში არავითარ გადანერგვაზე საუბარი არ შეიძლებოდა. სლეპუშკინმა რა თქმა უნდა თქვა რომ მაშას რამოდენიმე ჭრილობა რომ დავხუროთ, ჰემოგლობინმა აწევა უნდა დაიწყოსო. მაგრამ ჩვენი ექიმები მხოლოდ კანის სრულ გადანერგვაზე საუბრობდნენ. ისინი მინიმუმ 80-ს ელოდნენ, აქ კი.. ჩიხური სიტუაციაა. გამოსავალს ვერც ჩვენ ვხედავდით, ვერც ექიმები. მთელმა იანვარმა ასე გაიარა.

ძმები და დებიც ცდილობდნენ რომ რაც კი შეეძლოთ ყველაფერი გაეკეთებინათ. ერთმა დამ კრასნოდარში დაურეკა ექიმს, რომელიც ასევე დამწვრობაში მუშაობს, იმ იმედით რომ ის რაიმე რჩევას მისცემდა. კურსკელი ძმებიც მირეკავდნენ და მეთოდებს მთავაზობდნენ. ივანოვოელმა ძმამ ანატოლიმ განსაკუთრებული მონაწილეობა მიიღო ჩვენს დახმარებაში. მიუხედავად მანძილისა და იმისა რომ პირადად ერთმანეთს არ ვიცნობდით, ზუსტად ის დამეხმარა მაშინ გერმანიიდან ოქსეპას ჩამოტანის ორგანიზებაში. ეხლა როდესაც სიტუაცია ისევ ჩიხში შევიდა, მან ხაბაროვსკელ ძმებთან დამაკავშირა. 2008 წელს ხაბაროვსკშიც საშინელი შემთხვევა იყო, გოგონას 50% დამწვრობა ჰქონდა ორთქლით მიღებული. და ჩვენი ძმა და დაც პირისპირ შეეჯახნენ სისხლთან დაკავშირებულ გამოცდებს. გოგონა გადარჩა, მას კანის გადანერგვა ჰემოგლობინის 60 მაჩვენებლით გაუკეთეს. და ჩვენ ვიფიქრეთ რომ ჩვენი ექიმებისთვის ხაბაროვსკელი ექიმებისაგან კონსულტაციის მიღება სასარგებლო იქნებოდა. ხაბაროვსკელი ძმები სუკ-იდან მივიდნენ იმ ექიმებთან და ისინი წინააღმდეგნი არ იყვნენ გამოცდილება გაეზიარებინათ სხვებისთვის. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენმა ექიმებმა მათთან საუბარი არ ისურვეს. ეს მათ თავმოყვარეობას ლახავდა. რადგან როსტოვი სტატუსით უფრო მაღლა ითვლება ვიდრე ხაბაროვსკი. და სამწუხაროდ სინამდვილეში მათ მართლაც თითქმის არაფრით შეეძლოთ დახმარება, რადგან ორთქლით დამწვრობა და ცეცხლით დამწვრობა ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ცეცხლით დამწვრობა უარესია. ექიმები გვეუბნებოდნენ ამის შესახებ, ის დამწვრობები რომლებიც მაშას ჰქონდა გაცილებით უარესი იყო. ივანოვოელმა ძმამ ქირურგთანაც კი დამაკავშირა, გამოცდილ ექიმთან, ჩვენს ძმასთან, მოწმესთან მაგრამ ვერც მან გვირჩია ვერაფერი. ჩვენი და, ცნობილი ექიმი დიეტოლოგი რუსლანა პიქსელი, ესტონეთიდან გვიგზავნიდა თავის რეკომენდაციებს მაშას კვებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა კიდევ მრავალი რჩევა და რეკომენდაცია გვესმოდა. მაგრამ სამწუხაროდ მათ ძალა არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ ერთზე მეტყველებდნენ: მრავალ რეგიონებში ძმებისთვის და დებისთვის სულერთი არ იყო ჩვენი სიტუაცია და ვიცოდით რომ მაშასთვის რუსეთის მრავალ ქალაქში და საზღვარგარეთაც კი მრავალი ლოცულობდა. ხაბაროვსკელმა ძმებმაც ყველა კრების შეხვედრებზე დაიწყეს მაშასათვის ლოცვა. სასიამოვნოა საერთაშორისო საძმოსთან ერთობაში ყოფნა. ერთ დაქორწინებულ წყვილს რომელიც მიმოსვლით სარაიონო მსახურებას ეწეოდნენ, როდესაც მაშას შესახებ შეიტყვეს, უნდოდათ რომ რაიმეთი მაინც დახმარებოდნენ და მათ მაშას მკურნალობისათვის თავისი პირადი სახსრებიდან გაიღეს დახმარება! სხვა ოჯახი რომელმაც ასევე მრავალი წელი გაატარეს მიმოსვლით მსახურებაში, თითქმის ყოველდღე მირეკავდნენ, მაშინაც კი როდესაც ძმა თავად მოათავსეს საავადმყოფოში გულის გამო, მას ის აინტერესებდა მაშა როგორ იყო. ძმა, კრება «песчанокопское»-ს კოორდინატორი მირეკავდა ხოლმე და ხშირად მიზიარებდა გარკვეულ აზრებს ბიბლიიდან. შემდეგ კი მთელი კრების წინაშე აცხადებდა ხოლმე «ანგარიშს» მაშას მდგმარეობის შესახებ. მას ყოველთვის ისეთი აზრების თქმა გამოსდიოდა რომელიც გულს ეხებოდა, მე კი მაშას გადავცემდი ხოლმე მათ. წარმოუდგენლად დროულად ჟღერდა ეს აზრები მისთვის! ძმები და დები მაშას წერილებს უგზავნიდნენ და ორმა სხვადასხვა კრებამ 2 ფოტოსურათიც კი გამოუგზავნეს, რომლებზეც ჯგუფურად დგანან და ხელში კი პლაკატი უჭერიათ რომელზეც აწერია, რომ ძალიან უყვართ მაშა. მრავალი ძლიერი სიტყვები ითქვა თანამორწმუნეების მხრიდან მაშასათვის რომლებსაც შემდგომ მე გადავცემდი და ასევე მრავალი წერილი მოსდიოდა. ერთი წერილი ყველაზე ძალიან შეეხო მაშას გულს. მან რამოდენიმეჯერ გადაიკითხა ის და ყოველ ჯერზე ტიროდა და რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ მიტანა მთხოვა რომ კიდევ წაეკითხა:

ჩემო ძვირფასო დაიკო მაშენკა! მე კატია მქვია. მე სპეცპიონერად ვმსახურობ მოსკოვის ოლქში. ისე წარმოშობით კი როსტოვიდან ვარ. ძალიან მინდა რომ პირადად გაგიცნო! მაგრამ, ალბათ, მე მაშინვე ავტირდები – დიდი სიხარულისა და შენი რწმენისა და გამძლეობის გამო აღფრთოვანების გამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენს გარშემო მრავალი ანგელოზია თავმოყრილი, რომლებიც იეჰოვამ გამოგზავნა რათა მხარი დაგიჭირონ (ასე რომ, ალბათ, ადგილიც კი არ არის პალატაში). და მისი წმინდა სულის ძალიან დიდი სიმრავლეა! რამდენად დიდია შენი იეჰოვასადმი სიყვარული!!! ალბათ, ბიბლია რომ ჩვენს დღეებში იწერებოდეს, მისი ერთ-ერთი წიგნი შენს სამაგალითო რწმენას მიეძღვნებოდა. მე შენ ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ, რომ ჩემს საძმოში გიცნობ შენ – უძლიერეს ქრისტიან პიროვნებას, რომელმაც სძლია ქვეყნიერებას. ჩემო ძვირფასო მაშენკა! იეჰოვას გული შენთანაა! ჩვენი გულებიც შენთანაა! ჩვენ ვლოცულობთ შენთვის! ბიბლია ამბობს: «იეჰოვა მიგიძღვის წინ. ის იქნება შენთან. თავს არ დაგანებებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები!» (კანონი 31:8). ასე რომ მალე გამოჯანმრთელდი და როგორმე მოვილაპარაკოთ 2-3 საათით ერთად მსახურება!

მაშასთვის რა თქმა უნდა სანკტ-პეტერბურგში მთავარი სამმართველოს ძმებიც ლოცულობდნენ. როგორც ცალცალკე, ასევე ერთობლივად. ძმები არა მარტო ლოცულობდნენ, არამედ ყველა შესაძლო დახმარებას გვიწევდნენ იმისათვის რომ მაშას დახმარებოდნენ. ზუსტად მათ იპოვეს ტიუმენში დამწვრობის ცენტრი, რომელიც იმით განსხვავდებოდა რომ იქ მზად იყვნენ ერითროპოეტინის მეგა დოზების გამოსაყენებლად. და იქ მხრებს არავინ იჩეჩავდა და არ ამბობდა არ ვიცით როგორ ვუმკურნალოთო. ძმებმა მათ მაშას ანალიზები გაუგზავნეს და მათ წინასწარ ანალიზების მიხედვით პასუხიც კი გამოგზავნეს იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება იყო მაშასათვის საჭირო. ისინი თანახმანი იყვნენ მიეღოთ და ემკურნალათ მაშასათვის ჰემოგლობინის მაჩვენებელით 40, თანაც იცოდნენ სისხლთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ. სამწუხარო მხოლოდ ისაა რომ ჩვენიდან მათამდე 3000 კილომეტრია. და ჩვენ გადაყვანაზე დავიწყეთ ფიქრი..

ამავდროულად როსტოვის დამწვრობის ცენტრის ექიმებს ესმოდათ, რომ ასე არ შეიძლებოდა მუდამ გაგრძელებულიყო. და მათაც დაიწყეს ძიება თუ ვისგან მიეღოთ რჩევა. ბუნებრივია ეს არ იქნებოდნენ ძმები სუკ-იდან და არც ხაბაროვსკელი ექიმები. ისინი მათგან ეძებდნენ რჩევას ვინც მათზე მაღლა იდგა დონით. ისინი არაერთხელ დაეკითხნენ რჩევას როსტოველ პროფესორებს, მაგრამ ისინი გამოსავალს ვერ პოულობდნენ. ერთი პროფესორი სპეციალურად იმისათვისაც კი მოვიდა საავადმყოფოში, რომ მაშა ენახა და შეხვევას დასწრებოდა. მაგრამ შეხვევაზე იმის ნაცვლად რომ მართლა ეძებნა გამოსავალი, მან შედარებით იოლი «გამოსავალი» არჩია: მაშაზე ზეწოლა. შეხვევისას მან მაშას სისხლის გადასხმის აუცილებლობის შესახებ დაუწყო ლაპარაკი. საუბარში იესო მოიხსენია, რომ ის ადამიანებს კურნავდა, შენ კი განკურნება არ გინდაო. მას მხარს მასთან ერთად მოსული ექიმების დელეგაცია უჭერდა, იმიტომ რომ მაშას ერთი თანხმობა ყველა მათ პრობლემებს მოაგვარებდა. მარტო წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია:  მაშა რომელიც ტკივილისაგან იტანჯება, რომელსაც ეს-ესაა ბინტები ხორციანად ააგლიჯეს, აბსოლუტურად შიშველი წევს "კუშეტკაზე" ზრდასრულ მამაკაცთაგან შემდგარი ექიმების ჯგროს თვალწინ, რომლებიც ამ დროს დგანან და მას არწმუნებენ… ის ერთგული დარჩა! მას მშვენივრად ესმოდა თუ რატომ იტანჯება, მან არ იცოდა გადარჩებოდა თუ არა, მას ემოდა რომ მის გამოჯანრთელებამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა. მაგრამ ტანჯვა-წამების ასეთ ფასად შეწყვეტა, მისთვის წარმოუდგენელი იყო.

ექიმებს სხვა არაფერი რჩებოდათ, გარდა იმისა რომ ისევ გაეგრძელებინათ გამოსავალის ძიება. ამასთანავე ისიც გასაკვირია, რომ თუმცა რბილად რომ ვთქვათ მაშას პოზიციით უკმაყოფილოები იყვნენ, სისხლის ძალით ან ჩუმად გადასხმის მცდელობაც კი არ ყოფილა. შედეგად მაშას პრობლემამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ექიმების მხრიდან და ისინი კომბუსტიოლოგიაში (დამწვრობები) რუსეთის მთავარ ექიმამდე -პროფესორ ალექსეევამდე მივიდნენ. უნდა აღინიშნოს რომ ჩვენი ძმები მოსკოვის სუკ-იდან მივიდნენ კიდეც მასთან მაშაზე დასალაპარაკებლად, თუმცა ძნელადმისადგომი ადამიანია. პროფესორი ალექსეევიც კონსერვატიული შეხედულებების მიმდევარი გახლდათ. და რაღა თქმა უნდა მოწმეების არ ესმის. მაგრამ მიუხედავად ამისა მან ზუსტად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პროფესორმა სლეპუშკინმა. ჭრილობების ნელნელა დახურვა ეცადათ. ისევ აეწიათ ჰემოგლობინი 60-მდე და საცდელი ოპერაცია გაეკეთებინათ. ვინაიდან ეს ყოველივე სულ "ზემოდან" იყო ნათქვამი, ჩვენი ექიმები დაემორჩილნენ. ეხლა მათი ამოცანა იყო ისევ ერითრიპოეტინის კურსით აეწიათ ჰემოგლობინი 60-მდე და საცდელი ოპერაცია გაეკეთებინათ. ოღონდ ეს ხდება ერთი თვის შემდეგ მას შემდეგ რაც ეს სლეპუშკინმა თქვა! ამ თვის განმავლობაში კი მაშა უბრალოდ იწვა და ტკივილისაგან იტანჯებოდა და მისი ორგანიზმი ძალებს კარგავდა. ეს თებერვლის დასასრული იყო.

ამ დროის განმავლობაში ჩვენ კიდევ ერთი სირთულე დაგვემატა. გუკოვოში, სადაც მე და მაშა ვცხოვრობდით, იმ სახლის მეპატრონეებმა ბინის დაცლა გვთხოვეს. თუმცა იქ არ ვცხოვრობდით, მე რეგულარულად ვიხდიდი ქირას. იმიტომ რომ იქ იდგა მთელი ჩვენი ნივთები, ავეჯი, ტექნიკა, ჩემი სამუშაო იარაღები. თანაც მათაც იცოდნენ თუ რა დამემართა მე, რა დაემართა მაშას და ისიც რომ იქ არ ვცხოვრობდით. ერთ წელზე ვიყავით მოლაპარაკებულები, გასული კი მხოლოდ ექვსი თვე იყო. მაგრამ ეს ხომ ქვეყნიური ადამიანები არიან. რომელთაც არ აინტერესებთ სხვისი პრობლემები და ნათქვამი სიტყვა მათთვის არაფერს ნიშნავს. ძმებმა და დებმა მაშინვე გამოთქვეს დახმარების სურვილი. ისინი გვეუბნებოდნენ: «ჩვენთვის დიდი სიხარულია, რაიმეთი მაინც რომ დაგეხმაროთო». დამ ადგილი გამოყო ჩვენი ნივთების დასაწყობად. ძმამ სატვირთო მანქანით გადაიტანა ისინი. მანქანის დასატვირთად კი იმდენი ძმები მოვიდნენ რომ ძმები ჯერ კიდევ მოდიოდნენ დასატვირთი კი არაფერი აღარ იყო! ძმებმა წრე დამარტყეს და მაშას შესახებ მეკითხებოდნენ. მათი გულწრფელი განცდების ხილვა სასიამოვნო იყო. საავადმყოფოში რა თქმა უნდა მაშასაც მოვუყევი ეს ყველაფერი. მას ძალიან ესიამოვნა…  ჩვენ საერთაშორისო მეგობრულ ორგანიზაციას მივეკუთვნებით, რომელშიც მარტოდმარტო არავინ ხვდება უბედურებას.

ისე დაემთხვა, რომ მაშას გადაყვანაზე ფიქრი და ოპერაციის გადაწყვეტილება ერთდროულად მოხდა. ჩვენ უკვე გადაყვანის საკითხებით გვინდოდა დავკავებულიყავით, როდესაც უეცრად იმის შესახებ გავიგეთ, რომ მაშას მკურნალობის საქმეებმა წინ წაიწია და თითქოსდა ექიმებმა უკვე იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. ამიტომ ჩვენ გადავიფიქრეთ მაშას გადაყვანა, რადგან ეს ჯერ ძალიან შორი იყო და მერე სიცოცხლისათვის სახიფათო. ძმებმა სუკ-იდან ექიმებს ტიუმენის შემოთავაზებული სტრატეგია მოუტანეს, იმის იმედად რომ ეს რაიმენაირად მაინც დაეხმარებოდა მაშას. ქირურგმა ქილიკით გვითხრა: «რატომ ცდილობთ რომ გამუდმებით მასწავლოთ?? თქვენ გგონიათ რომ ტიუმენელ ექიმებს ჩემთვის რაიმეს სწავლა შეუძლიათ?!  მე კომბუსტოლოგიაში ისეთი გიგანტური გამოცდილება მაქვს, რომ რუსეთის ნებისმიერ ექიმს ვჯობივარ». მისი სიამაყე და გამოცდილება მას რაიმე ახალის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ. ის თავის თავს საუკეთესო ექიმად თვლიდა. მაშა ქირურგს ამაყ ფარაონს ადარებდა, მე მოსეს, სუკ-ის ძმებს კი აარონს, რომელიც ჩემი «ბაგე» იყო, რადგან მკურნალობის საკითხებში მე «ბაგემძიმე» ვიყავი. საკუთარ თავს კი მონობაში მყოფ ისრაელიანებს ადარებდა. და ამბობდა რომ იეჰოვა აუცილებლად გააპობდა «წითელ ზღვას»  (სისხლის საკითხს) და ის გამოვიდოდა ეგვიპტიდან. ძმების მიცემული სტრატეგია მას არც კი წაუკითხავს. ასე იყო თუ ისე ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ამჯერად ყველაფერი აუცილებლად კარგად უნდა დასრულებულიყო. ჩემს გარშემო ვინც კი მაშას სიტუაცია იცოდა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდებოდა. რომ ასეთი სახით განადიდებდა იეჰოვა თავის სახელს. და ექიმები გაიგებენ იმის შესახებ, რომ სისხლის გარეშეც შეუძლია ადამიანს სიცოცხლე. მეც დავიჯერე ეს ყველაფერი. ერითროპოეტინის კურსი დაიწყო. ჰემოგლობინმა ნელნელა მაღლა ცოცვა დაიწყო. თუმცა ამჯერად ის 50-ზე მაღლა არ იწევდა. გამოსავალი არ იყო და ოპერაცია ასეთი ჰემოგლობინით გააკეთეს. ამგვარად დაეწყო მაშას დამწვრობის ბოლო სტადია – რეკონვალესცენცია. ასეთი დაბალი ჰემოგლობინისას მცირე იყო იმის შანსი, რომ კანი საერთოდ შეხორცდებოდა. ხანგრძლივი მოლოდინისა და მთელ მსოფლიოში ძმებისა და დების ლოცვების კვირა გავიდა. ოპერაციის შემდეგ ჰემოგლობინი 32-მდე დაეცა. შემდეგ ნახტომი იყო 36-მდე მაგრამ მერე ისევ უკან დაბრუნდა 30-მდე. ერითროპოეტინს აღარ უსხავდნენ რადგან თვლიდნენ რომ აზრი არ ჰქონდა მის გადასხმას, ამას კი იმით ხსნიდნენ, რომ ორგანიზმმა ყველაფერი «გაიღო» რაც კი შეეძლოო. კანი არც შეხორცდა და არც უკუგდებულა. რაღაც შუალედური.  ოპერაციის შემდეგ იმ მომენტისათვის ექიმები მეტს არაფერს აღარ აკეთებდნენ. კიდევ ერთი «პაუზა» გაკეთდა მაშას მკურნალობაში, ექიმებმა არც ის იცოდნენ რა გაეკეთებინათ და არც რჩევების მოსმენა უნდოდათ. ვინანე რომ მაშას ტიუმენში გადაყვანის საქმეები მივატოვეთ, ის კი მესმოდა რომ ესეც დიდი რისკი იყო, მაგრამ აქ მას უბრალოდ «მოკლავდნენ». ჩემს თხოვნას ძმები გამოეხმაურნენ და მაშას გადაყვანაში დახმარების გაწევა დაიწყეს. ტიუმენელი და როსტოველი ძმები ერთად მეხმარებოდნენ ამ ყველაფრის ორგანიზებაში. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენ დავაგვიანეთ. იმ გაგებით დავაგვიანეთ, რომ ტიუმენის დამწვრობის ცენტრმა 28 ჰემოგლობინით მაშას გადაყვანა არ გვირჩია. ის სავარაუდოდ გზაში დაიღუპებაო. ღია ჭრილობები, წნევის ცვალებადობა, ნებისმიერი ნჯღრევა ასეთი გემოგლობინის ქონისას – სიკვდილია. მაშა ძლიერ გამოიფიტა, დასუსტდა. უკვე ჩვენმა ექიმებმაც კი დაიწყეს იმაზე ლაპარაკი რომ უნდა ეჭმიათ, თორემ ძალიან გამოიფიტაო. მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ როგორ «აჭმევდნენ», ჩვენ კვლავ დავიწყეთ იმის მოთხოვნა რომ ჩვენ გვეჭმია მისთვის. და ბოლოს და ბოლოს ამის უფლება მოგვცეს! უფლება მოგვცეს დღეში 4-ჯერ შევსულიყავით და გვეჭმია მაშასათვის. ნახევარ-ნახევარი საათით. ექიმების მაგივრად ისევ ძმებმა იფიქრეს, როგორ მოგვეხდინა მაშას სისხლის დაზოგვა. მათთან საუბრისას ჩვენ გავიგეთ, რომ მაშას ანალიზებისათვის ყოველდღე 8 კუბ. სისხლს უღებდნენ, იმავე ჰემატოლოგის რჩევით (რომლის შესახებაც ზემოთ დავწერე, რომელმაც ურჩია ერითროპოეტინის გამოყენება), ექიმებმა კვირაში 3 კუბ.-მდე დასწიეს! 56-დან 3-მდე! სამწუხარო მხოლოდ ის იყო რომ ასე გვიან გავიგეთ ამის შესახებ, ეს რა თქმა უნდა იმის გარდა თუ როგორ დაუდევრად კარგავდნენ სისხლს შეხვევების დროს. ექიმები დაუდევრად «სტანდარტულად» მუშაობდნენ და ისინი არც კი ცდილობდნენ მაშას პოზიციის გათვალისწინებით სისხლის ეკონომია რომ გაეწიათ. კანონის თანახმად ისინი არაფერს არღვევდნენ, უბრალოდ იმისათვის რომ ის გადაერჩინათ ადამიანად ყოფნა იყო საჭირო. მოკლედ ანალიზების დაწევა და მაშას კვების საკითხი სულ რაღაც 3 დღეში მოვაგვარეთ. ჰემოგლობინი კი ეცემოდა 28… 26…  25… 23… მაშას უჰაერობა დაეწყო. გული ისე სცემდა თითქოს ის გამუდმებით გარბოდა. მან გვითხრა  «მეშინია..».  ჩვენ (მე და 2 დედა) მისთვის საჭმლის მისაცემად შევდიოდით ხოლმე, ხოლო როდესაც უკან გამოვდიოდით ცრემლები გვახრჩობდა. როგორი აუტანელი იყო ამ ყველაფრის ყურება! მიუხედავად იმისა რომ როგორც შეგვეძლო ვაძალებდით, ის მაინც ცოტას ჭამდა. მაგრამ ის მაინც ცდილობდა. როგორც შეეძლო ისე ცდილობდა. მან თავისი ბოლო სიტყვები დედაჩემს უთხრა (ბოლოს ის ელაპარაკა მაშას) «სტასს ალბათ გული დასწყდა. ჭამაზე რომ უარი ვუთხარი. მე შევეცდები, ვიბრძოლებ და აუცილებლად გამოვალ აქედან». ერთხელ მე ძალით ვაჭამე, მაგრამ მაშას მაშინვე გული აერია.. კუჭი იმდენად ჰქონდა ატროფირებული რომ საკვებს ვეღარ აღიქვავდა. ის კვდებოდა.. მაგრამ სიკვდილის წინაც კი ჰქონდა ბოლო რწმენის გამოცდა. მთელი მედ. პერსონალი: ექიმები, მედ.დები, სანიტრები, იმ დღეებში ვიღაც იმის გამო რომ ეცოდებოდა, ზოგი კიდევ სხვა გრძნობების გამო, მთელი ძალით ახდენდნენ მასზე ზემოქმედებას. სანიტარი გალია საათების განმავლობაში ეხვეწებოდა მაშას რომ სისხლი გადაესხა. ტიროდა და ეხვეწებოდა მას. თან ეუბნებდა «იცოდე თუ მოკვდები ამას ვერ გაპატიებო». .



  ორშაბათი 2014 წლის 24 მარტი. დილით სამივე მივედით. შეხვევა უნდა ყოფილიყო. გამოსულმა ქირურგმა გვითხრა: «ოჰ! კარგია რომ ამ დროს მოხვედით, ნახეთ სადამდე მიიყვანეთ მაშა.» მე და მაშას დედა შეგვიშვეს. მაშინ ვნახე მაშა ბოლოს. ის იწვა კანკალებდა და იგუდებოდა. შეშინებული თვალები აქეთ იქით დარბოდნენ, მას ნიღაბი ეკეთა. მის გარშემო მრავალი ექიმი შეგროვილიყო, ისინი რაღაცას ცდილობდნენ, აქეთ-იქით დარბოდნენ. ქირურგმა ამ «სურათზე» თითით მიგვითითა და გვითხრა: «აჰა! ის კვდება! მორჩა, რამოდენიმე დღეღა დარჩა სიცოცხლე. ეხლა მას უკვე ვეღარაფერი უშველის.» ექიმებმაც გვითხრეს, ხელი მოგვეწერა დოკუმენტზე რომ ჩვენც წინააღმდეგი ვიყავით მისთვის სისხლი გადაესხათ. არ ვიცი ქირურგს იმის იმედი ჰქონდა თუ არა რომ ჩვენ ხელს არ მოვაწერდით და მაშას ნების წინააღმდეგ წავიდოდით, მაგრამ როდესაც მე ხელმოწერილი დოკუმენტი მივაწოდე, მან ისეთი დანანებით შემომხედა თითქოს უკანასკნელი იმედი ამოეწურაო და მითხრა: «ყოჩაღ! შენ შენი ცოლის სასიკვდილო განაჩენს მოაწერე ხელი. გოგონა 22 წლისაა!!!» ხელები გაშალა და წავიდა. მე რეანიმატოლოგთან დავიწყე პერფთორანზე საუბარი. ის ჟანგბადის გადამტანია და ვკითხე შეიძლებოდა თუ არა რომ მეყიდა. რეანიმატოლოგმა მითხრა: «რავიცი იყიდე. ოღონდ ამას ის უკვე ვერ უშველის». მას მედიკამენტოზური ძილი მოჰგვარეს. უკანასკნელი დღის ჩათვლით მას პერფთორანსა და ოქსეპას უსხავდნენ.. . ხუთშაბათს 2014 წლის 27 მარტს, 10:30-ზე ჩემი ძვირფასი ცოლი გარდაიცვალა. იმ დღეს მთავარი ექიმი მოვიდა ჩემთან, ხელი ჩამომართვა და მითხრა «გულწრფელად ვიზიარებო», მე ძალიან გამიკვირდა, რომ ის რეაქცია არ გამოუვლენია რომელსაც გამუდმებით ვხვდებოდით. ქირურგიც მოვიდა და მოგვისამძიმრა, მან გვითხრა: «მინდა მოგისამძიმროთ. კი, ამ 4 თვის განმავლობაში ჩვენ ვდაობდით და ვჩხუბობდით. მაგრამ ეხლა ამას აზრი აღარ აქვს. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვცდილობდით მის გადარჩენას ისე როგორც შეგვეძლო. სიკვდილს სიხარული არავისთვის არ მოაქვს. გულწრფელად გისამძიმრებთ». სანიტარმა გალიამ როდესაც დაგვინახა დემონსტრატიულად გვერდზე გაიხედა და ისე ჩაგვიარა. ეხლა მას უკვე ვეზიზღებოდით.

ამავე დღეს ჩემი მეგობრები, მიატოვეს რა ყველა თავისი საქმეები, მაშინვე ჩამოვიდნენ. ზოგი ათეულობით, ზოგი ასეულობით კილომეტრიდან. გვამის წაღების უფლება შაბათს მოგვცეს, ამავე დღესვე დავნიშნეთ დასაფლავებაც. მაშას მშობლები კრასნოსელსკში (კრასნოდარის მხარე) ცხოვრობენ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მაშა იქ დაგვესაფლავებინა. როსტოვიდან დილით გავედით, დასაფლავება კი იქ უნდა გამართულიყო. როსტოველი და-ძმები მორგთან მოვიდნენ, როდესაც მაშა მიგვყავდა. დიდი რაოდენობით ხალხი მოვიდა. ძმამ სუკ-იდან რომელმაც ჩვენთან ერთად «გადაიტანა» ეს 4 თვე, პატარა მოხსენება წაიკითხა. მან თქვა, ნახეთ რამდენი შევიკრიბეთო აქ, თუმცა დამსწრეთაგან პრაქტიკულად არავინ იცნობთო მაშას პირადად, ჩემი ჩათვლითო. ეს უბრალოდ იმაზე მეტყველებდა, რომ ამ შემთხვევამ ფართე გამოხმაურება ჰპოვა და აქ არაერთი ასეული გულწრფელად ტკივილის გამზიარებელი ქრისტიანი იდგა. ის საუბრობდა იმაზე, რომ მთელი მისი მრავალწლიანი ღვთისადმი მსახურების განმავლობაში (ის დიდი ხანია რაც კრებაშია) არასოდეს უნახია ასეთი სასტიკი განსაცდელები, მხოლოდ პუბლიკაციებში წაუკითხავს. საუბრობდა რომ ამ გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია სატანას და როგორც იობმა, დაამტკიცა, რომ ადამიანს მიუხედავად ყველაფრისა შეუძლია იეჰოვას ერთგული დარჩეს. მან თქვა, დაფიქრდით, ყოველი ჩვენგანი, რომლებიც იმ განსაცდელების ნახევარსაც კი არ განვიცდით რაც მან განიცადა, ხომ არ ვავლენთ სისუსტეს და სატანას ხომ არ ვახარებთ?  სანამ ლაპარაკობდა მას ცრემლები ახრჩობდა. ძმები (დებზე აღარ ვლაპარაკობ) იდგნენ და ტიროდნენ. ისინი ვინც საერთოდ არ იცნობდნენ მაშას პირადად. ჩემზე ძალიან იმოქმედა ყოველივე ამან. ყველაფერს სიტყვებით ვერ აღვწერ, მაგრამ ატმოსფერო იმაზე მეტყველებდა, რომ ასობით ადამიანი მოხარული იქნებიან მაშას გაცნობით, მას თვალებში ჩახედავენ და ეტყვიან, თუ რა სამაგალითოდ მოიქცა, როდესაც სატანას ასეთი პასუხი გასცა. დასაფლავებაზე კრასნოსელსკში კიდევ უფრო მეტი ხალხი მოვიდა. მოხსენება სამეფო დარბაზში იქნა წაკითხული. ნემსი არ ჩავარდებოდა ისე იყო სავსე. ძმა რომელიც მოხსენებას კითხულობდა ძლივს ლაპარაკობდა.

მაშამ გაიმარჯვა ამ ქვეყნიერებაზე. ზუსტად ისევე როგორც იესო ქრისტემ და ყველა მისმა ერთგულმა მიმდევრებმა. თავისი ტანჯვისა და საკუთარი სიცოცხლის ფასად მან ბევრი რამ გააკეთა. აი მხოლოდ მცირედი იმისა რა სარგებელიც მისმა სიკვდილმა მოიტანა:

(მაშას მამა მოწმე არაა) სადღაც სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, მაშამ თქვა «ნეტა მამაჩემმა მიიღოს ჭეშმარიტება და მაშინ ამ ყოველივეს რაც გამოვიარე, საერთოდ არ ვინანებდი, არც ერთ დღეს». დასაფლავებაზე მე გადავეცი მას ეს სიტყვები. უბრალოდ გადავეცი. მას უფლება აქვს რომ იცოდეს ამის შესახებ. მას შემდეგ ის რეგულარულად დადის ყველა შეხვედრაზე, დაესწრო გახსენების საღამოს და კონგრესს. მან ყველას თანდასწრებით თქვა «რა კარგია, რომ ასეთი იმედი გვაქვს».

როდესაც მაშა საავადმყოფოში იწვა, მედ.პერსონალის ერთ-ერთი წარმომადგენელის ვაჟი მოხვდა რეანიმაციაში. ის ვინმე სხვასთან კი არ წავიდა, არამედ პირდაპირ მაშასთან და სთხოვა: «ძალიან გთხოვ ჩემი ვაჟისთვის ილოცე». არ ვიცი მაშას რწმენამ იმოქმედა თუ არა, არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ, მაგრამ როდესაც ვაჟი რეანიმაციიდან გავიდა, ამ ქალმა მაშას უთხრა: «შენი რწმენა ჩემს რწმენაზე ძლიერია. შენი ღმერთი აუცილებლად დაგიცავს. შენ ისე გწამს მისი».

მედ.პერსონალის სხვა წარმომადგენელი კი, თუმცა მაშას მიმართ ისე რა დამოკიდებულება ჰქონდა, მანაც ასეთი რამ უთხრა მაშას: «ალბათ იცი რისთვისაც იბრძვი. ესე იგი ის ნამდვილად ღირს ამად».

მრავალჯერ მოვისმინე ქრისტიანებისაგან ასეთი სიტყვები: «მე სხვანაირად შევხედე ჩემს განსაცდელებს, ჩემი სიძნელეები ამასთან შედარებით არაფერია». მაშა ძალას აძლევდა სხვა ქრისტიანებს, რომ ღვთისადმი ერთგულები ყოფილიყვნენ და შებრძოლებოდნენ საკუთარ სირთულეებს.

მან ძლიერი დამოწმება მისცა ექიმებს, ისინი ხედავდნენ რომ ის ფანატიკოსი არ იყო. ხედავდნენ რომ მას სურდა ცხოვრება, ოღონდ არა ღვთის კანონის დარღვევის ფასად. არ ვიცი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ როგორ გაიხსენებენ ისინი ამ შემთხვევას. მათ უძვირფასესი გამოცდილება შეიძინეს და შეიძლება, თუ ოდესმე რომელიმე ქრისტიანი მოხვდება ასეთ სიტუაციაში (რისი მოხდენაც არანაირად არ მინდა რა თქმა უნდა), ექიმები მას გადაარჩენენ.

რა თქმა უნდა ყველა ის სიკეთე არ ვიცი რაც მაშას სიკვდილმა გამოიწვია. ის არ იყო ზეადამიანი. არ გააჩნდა «სუპერსულიერება». საავადმყოფოში წოლისას კითხულობდა ხოლმე «რატომ მე». ის ჩვეულებრივი გოგონა იყო, ჩვეულებრივი გრძნობებითა და შიშებით. მას სურდა რომ ეცოცხლა, მას სურდა რომ ბედნიერი ცოლი ყოფილიყო და ასე გაეგრძელებინა ცხოვრება და იეჰოვასადმი მსახურება. მეც მრავალი კითხვა მაქვს, რომლებზე პასუხსაც მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში გავიგებ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა ამომწურავ პასუხებს გასცემს მათ. ბოლოს ცოტას ჩემს შესახებაც ვიტყვი. მაშამ სრულიად გადააბრუნა ჩემი აზროვნება. ჩემს თვალწინ ღვთისადმი ამხელა ერთგულებაის გამოვლენა მოხდა. მთელ იმ  3.5 წელს რაც ერთად გავატარეთ, საუკეთესი წლებად ვთვლი ჩემს ცხოვრებაში. ყოველ დღე, მე ჩემს ცოლთან დაბრუნება მინდოდა ხოლმე სახლში. არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი (ოჯახური კამათის დროსაც კი), მენანოს რომ ის მოვიყვანე ცოლად. მას - დედაჩემი მხოლოდ შვილად მოიხსენიებდა, სიტყვა რძალი მისთვის რაღაც შორეულს წარმოადგენდა. ჩემმა ქვეყნიურმა ნათესავებმა იტირეს როცა მისი სიკვდილის შესახებ გაიგეს. მათაც უყვარდათ ის..

   ცოლის სიკვდილის შემდეგ მე ყველა ჩვენი «ნივთი» და ჩემი სამუშაო ინსტრუმენტები მივატოვე, ჩავალაგე ერთი ჩანთა და «სადაც რუქაზე თითი დავადე ბრმად» იქ გავემგზავრე, სანკტ-პეტერბურგში. (აქ ჩემი უფროსი ძმა ცხოვრობს). ჩემმა მეგობრებმა, ვისაც კი რა უნდოდა ის წაიღეს ჩვენი ნივთებიდან. მე ვერ შევძლებ იმ ნივთების ყურებას და იმ ადგილებში ცხოვრებას რომლებიც მას მახსენებს. ეხლა ამ ქვეყნიერებაში აღარაფერი მიჭერს. ამ ბინძურ ბოროტ ქვეყნიერებაში. და მეც ღირსი უნდა აღმოვჩნდე. იმის ღირსი, რომ ასეთი ცოლის ქმარი ვუწოდო თავს. იეჰოვას ვემსახურო და ერთგულება გამოვავლინო ყველა წვრილმანში ისე როგორც ამას მაშა აკეთებდა და თუ მასსავით იეჰოვასათვის ტანჯვა მომიწევს, მე ამას გავაკეთებ. მან ეს შეძლო. ესე იგი მეც შევძლებ. შენც შეძლებ - მკითხველო. ამ დიდ ისტორიას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვწერდი. მისი წერა 3 თვის თავზე დავასრულე. 2014 წლის ივნისის დასასრულს. მე ქრისტიანები მეკითხებიდნენ, შეიძლება თუ არა ამ ისტორიის სხვებისათვის წასაკითხად მიცემაო. არა თუ შეიძლება, არამედ მე მინდა რომ ეს სხვა ქრისტიანებმაც წაიკითხონ. ეს ისტორია ბეთილელი ძმების თხოვნითაა შედგენილი, სოლნეჩნოელი ძმების თხოვნით, იმ მიზნით – რათა იმან რაც მაშას გადახდა, გაამაგროს და ძალები შეჰმატოს ქრისტიანებს. როგორ ესიამოვნება შემდგომ მას იმის გაგება, რომ მისი ერთგულების მაგალითი ათასობით ქრისტიანის გამხნევებას ემსახურებოდა! ამიტომ შენც მკითხველო, დამეხმარე ამაში. ამ ისტორიამ თუ იმოქმედა შენზე, სხვებსაც მიეცი ის წასაკითხად. დაე ყველა წამკითხველს შემატოს სულიერი ძალები!

P.S  კიდევ მცირე დროის გასვლის შემდეგ.... იესომ მითხრა, რომ დღეს მაშას აღდგენის დღეა. მე მოუთმენლად ველოდი ამას! ძმებმა ინფორმაცია მომაწოდეს თუ სად უნდა დავლოდებოდი მას და მე, ჩემი, მისი მშობლები, მისი მეგობრები, მისი ნაცნობები და ათასობით ქრისტიანი რომლებიც პირადად არ იცნობდნენ მას, მაგრამ გაგონილი ჰქონდათ ამ შემთხვევის შესახებ, მის გასაცნობად გაემართნენ. და აი ის აღდგა! მე მისკენ გავიქეცი! ხელჯოხების გარეშე! ძალიან ძლიერ ჩავეხუტე და სიხარულის ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. ის შემეკითხა: «რა მოხდა? მე რა, მოვკვდი? თუ სიზმარია?»

-არა – მე ვუპასუხე – ეს სიზმარი არაა. შენ ახალ ქვეყნიერებაში ხარ. ყველა შენი სატანჯველი წარსულს ჩაბარდა. შეხედე! აი მამაშენი! შენ მას ჭეშმარიტების მიღებაში დაეხმარე. ნახე იქით რამდენი ხალხი დგას, ეს ისინი არიან ვისაც შენ დაეხმარე შენი რწმენით, მათ ყველას შენი გაცნობა უნდა.

- შენ როგორ ცხოვრობდი მთელი ამ დროის განმავლობაში??

- მე აქ ვარ! ბედნიერი და გახარებული, მთავარი ესაა. ხოლო თუ როგორ ვცხოვრობდი მერე მოგიყვები, ეხლა კი წავიდეთ, იქ გელოდებიან.

მაშა თავის ახალ მეგობრებს იცნობდა, რომლებიც თუმცა მას არ იცნობდნენ, მაინც ელოდნენ მასთან შეხვედრას. შეხვდა ძველ მეგობრებსაც. შეხვდა თავის და ჩემს მშობლებს. სიტყვებით ვერ აღვწერ თუ როგორი ბედნიერი წუთები იყო ეს იმ მომენტში! იეჰოვამ სამუდამოდ შეაშრო ტანჯვის ყველა ცრემლი მაშას თვალებიდან და ისინი სიხარულისა და ბედნიერების ცრემლებით აუნაზღაურა. ჩვენი ოჯახი კვლავ შეერთდა და მე და მაშამ და კიდევ მილიონობით ქრისტიანმა ახალი ქვეყნიერების შენება დავიწყეთ, რომელშიც მეტად  «აღარ იქნება სიკვდილი, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო.»  

                                                                                           
                                                                                                       ისტორია მოყვა სტანისლავ იურჩენკომ

-------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: afanasyevjw.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий