четверг, 23 января 2020 г.

იესო ქრისტეს დაბადების თარიღის განსაზღვრის საშუალებები



იეშუას დაბადების თარიღი რომ განვსაზღვროთ თანახს (ბიბლია) უნდა მივმართოთ.
ღმერთმა ებრაელებს პესახის (პასექი) დრო დაუდგინა - ეს იყო ნისანის თვის, 14 რიცხვი. და ზუსტად ეს ნისანის თვე იქცა წლის პირველ თვედ.
უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში. ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე… ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გეცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.... სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული. (გამოსვლა 12:1-3,11,14 (საპატრიარქოს გამოცემა))

понедельник, 13 января 2020 г.

ჭეშმარიტებისგან განდგომა


2 პეტრე 2:1... ადამიანურმა დოგმებმა, ტრადიციებმა და სწავლებებმა რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებიან ბიბლიასა და ქრისტეს სწავლებას, ქრისტიანობაში შემოღწევა მხოლოდ მოციქულების სიკვდილის შემდეგ დაიწყო...
* ახ.წ. 126 წელს შემოღებული იქნა - ნაკურთხი წყალი დემონების განსადევნად.
* ახ.წ. მე-З საუკუნეში შემოღებული იქნა - ჩვილების ნათლობა.
* ახ.წ. 200 - 250 წელს შემოღებული იქნა - "სწავლება" მარადიული ტანჯვის შესახებ და სულიერი ჩინები.
* ახ.წ. 325 წელს წარმართული რელიგიის უზენაესმა ქურუმმა, რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, ნიკეის მსოფლიო კრება მოიწვია და იძულების გზით შემოიტანა სამების დოგმატი.
* ახ.წ. 330 
წელს შემოღებული იქნა - გარდაცვლილი წმინდანების თაყვანისცემა.
* ახ.წ. 360 წელს შემოღებული იქნა - ანგელოზების თაყვანისცემა.
* ახ.წ. 390 წელს რომში შემოღებული იქნა სახელმწიფო დღესასწაული ქრისტეს შობა.
* ახ.წ. 449 წელს რომის ეპისკოპოსმა ტიტული მიისაკუთრა და "პაპი" ლეონ პირველი გახდა.