четверг, 23 января 2020 г.

იესო ქრისტეს დაბადების თარიღის განსაზღვრის საშუალებები



იეშუას დაბადების თარიღი რომ განვსაზღვროთ თანახს (ბიბლია) უნდა მივმართოთ.
ღმერთმა ებრაელებს პესახის (პასექი) დრო დაუდგინა - ეს იყო ნისანის თვის, 14 რიცხვი. და ზუსტად ეს ნისანის თვე იქცა წლის პირველ თვედ.
უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში. ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე… ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გეცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.... სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული. (გამოსვლა 12:1-3,11,14 (საპატრიარქოს გამოცემა))

იეშუას დაბადების დროის გაგება შეგვიძლია, უბრალოდ მისი დაბადების იოხანანის (იოანეს), მისი ბიძაშვილის დაბადებასთან შედარებით, რომლის დაბადებაც ტაძარში მამამისის მსახურების დროიდან ითვლება.
ლუკას 1:5-ში საუბარია იმაზე, თუ რომელი ცვლიდან (წყებიდან) იყო ზაქარია, იოანეს მამა.
იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.
მღვდლები ტაძარში მსახურებისათვის ცვლებად ანუ წყებებად იყვნენ დაყოფილნი და  ეს მსახურება შთამომავლობით გადადიოდა. მოდით განვსაზღვროთ მღვდლების რომელი წყება და რომელ თვეში იყო ის. წყებების შესახებ საუბარია 1 ნეშტთა 24: 6-19-ში:
ისინი აღნუსხა შემაყია ნეთანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელეხ აბიათარის ძის წინაშე, მღვდლების და ლევიანების მამისსახლთა თავკაცთა წინაშე. ერთი მამისსახლი ელყაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს. პირველი წილი იეჰოარიბს შეხვდა, მეორე - იედაყიას, მესამე - ხარემს, მეოთხე - სეყორიმს, მეხუთე - მალქიას, მეექვსე - მიამიმს, მეშვიდე - ჰაკოცს, მერვე - აბიას, ... ოცდამესამე - დელაიაჰუს, ოცდამეოთხე - მაყაზიაჰუს. ეს არის მათი განაწესი, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უფლის სახლში იმ სამსახურის გასაწევად, მათი მამის, აარონის ხელით რომ იყო დაწესებული ისე, როგორც უფალმა, ისრაელის ღმერთმა უბრძანა მას.
ჩვენ ვხედავთ, რომ აბიას წყება წლის დასაწყისიდან მერვე იყო. სულ იყო 24 წყება.
ებრაული, მთვარის კალენდრის თვეების თანმიმდევრობა ასეთია: ნისანი, იარი, სივანი, თამუზი, აბი, ელული, თიშრი, ხეშვანი, ქისლევი, ტებეთი, შებატი, ადარი.
ესე იგი აბიას წყება იყო თამუზის შუიდან - ბოლომდე (ივლისის შუა პერიოდი). ზაქარია ტაძარში ყოველთვის თამუზის მეორე ნახევარში მსახურობდა, ყოველწლიურად.
ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა ... (ლუკა 1:23,24)
ზაქარიამ ტაძარი 1 აბის დატოვა. ელისაბედმა მუცლად იღო. გავიდა 5 თვე (აბი, ელული, თიშრი, ხეშვანი, ქისლევი) დაიწყო ტებეთის თვე (დეკემბრის ბოლო - იანვრის დასაწყისი) და მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა მარიამს.
მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი - იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი (ლუკა 1: 26,27)
მარიამი ტებეთის თვის დასაწყისში დაორსულდა. (ნორმალური ფეხმძიმობის ვადა - 40 კვირაა. (ტებეთი, შებატი, ადარი, ნისანი, იარი, სივანი, თამუზი, აბი, ელული, თიშრი).
მესია იეშუას დაბადება მოხდა თიშრის თვის ბოლოს (სექტემბერი - ოქტომბერი), რაც სუკკოტს (კარვობის დღესასწაულს) ემთხვევა. ეს დღესასწაული 1000 წლიან მესიანურ სამეფოზე მიუთითებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий