суббота, 19 февраля 2022 г.

აზრი ტრინიტარული პოლემიკის ზოგიერთ ასპექტებზე



«მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წმინდა სამება –
ყოველგვარი რელიგიური აზრის, ყოველგვარი ღვთისმოსაობის,
ყოველგვარი სულიერი ცხოვრების, ყოველგვარი სულიერი გამოცდილების,
ურყევი საფუძველია …

სამებასა და ჯოჯოხეთს შორის – სხვა არავითარი არჩევანი არ არსებობს» [1, გვ.137].

«ქრისტიანობის ისტორიის ერთერთ უდიდეს სასწაულად
თეოლოგების მიერ მორწმუნეების იმაში დარწმუნების უნარი გახდა,
რომ ორი თუ სამი პიროვნება სინამდვილეში ერთი ღმერთია» [2, გვ.114].

«თუ ადამიანები იმას, რათა ერთმანეთი უყვარდეთ 
და ერთმანეთს ბოროტება არ გაუკეთონ
ყოველგვარი რელიგიური დოგმატების გარეშე შეძლებენ
 (თუნდაც ერთ აბზაცში ჩატეულის) – ღმერთმა ქნას» [3].

გაზვიადება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ არ არსებობს ქრისტიანული ეკლესიის სხვა ისეთი დოგმატი (სწავლება), როგორც წმინდა სამების შესახებ დოგმატია (სწავლებაა), რომლის შესახებაც ასეთი უზარმაზარი, მართლაც კოლოსალური რაოდენობის წიგნები, ბროშურები, სტატიები და ღვთისმეტყველთა დისერტაციები იქნება დაწერილი. თანაც დაწერილია, როგორც ამ სწავლების მომხრე-აპოლოგეტების მიერ, ასევე მისი მოწინააღმდეგეების მიერ. ეს გარემოება თავისთავად მიუთითებს კვლევის ისეთი მიმართულების გაჩენის შესაძლებლობაზე, როგორიცაა «პოლემიკური ტრიადოლოგია», მიმართულება, რომელსაც იმ პოლემიკის მექანიზმების სისტემატიური კვლევა შეეძლება, რომლებსაც სამების სწავლების მომხრეები და მათი ოპონენტები მართავენ.

воскресенье, 6 февраля 2022 г.

იმედით ცხოვრება ღირს (სერგეი რავლიუკი)

 


რუმინული წარმოშობის უკრაინელი იეჰოვას მოწმის, სერგეი რავლიუკის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც აღწერილია საბჭოთა ბანაკებში გამოვლილი გასაჭირი.