четверг, 28 января 2021 г.

ბიბლიური ქრონოლოგია

მოცემული ბიბლიური ქრონოლოგია დაფუძნებულია წმინდა წერილის მასორეტულ ტექსტებზე და შეიძლება განსხვავდებოდეს მათგან, რომლებიც სეპტუაგინტაზეა დაფუძნებული.


ძვ.წ. 4026 წ. ადამის შექმნა (სექტემბერი) - დაბადება 2:7

ძვ.წ. 4026 წ. აღთქმის დადება ედემში, პირველი წინასწარმეტყველება - დაბადება 3:15

четверг, 21 января 2021 г.

«უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!» - ვის გულისხმობდა თომა? (იოანე 20:28)

 



თომას სიტყვები «უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი» უთანხმოებებს იწვევს ეგზეგეტებს შორის. ზოგიერთები მასში პირდაპირ მინიშნებას ხედავენ ქრისტეს ღვთაებრიობაზე, სხვები ამას ღვთისადმი მიმართული ემოციური წამოძახილით ხსნიან (როგორც მაგალითად თეოდორე მოპსუესტელი IV საუკუნეში), იმის გამო, რომ მოციქულებიდან არავის უწოდებია იესოსთვის «ღმერთი [Бог]».  

არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ სიტყვები «უფალი ჩემი» ქრისტეს მისამართით იქნა წარმოთქმული, ხოლო «ღმერთი ჩემი» ღვთის, მამის მისამართით, რომელმაც მოახდინა მკვდრეთით აღდგომის სასწაული. ეს თვალსაზრისი 1 კორინთელების 8:6-ში ჩაწერილ მოციქული პავლეს სიტყვებს ეთანხმება:

"ჩვენ გვყავს ერთი ღმერთი, მამა, რომლისგანაცაა ყოველივე და ჩვენც მისთვის ვარსებობთ, და გვყავს ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მეშვეობითაც არის ყოველივე და ჩვენც მისი მეშვეობით ვარსებობთ".

თავად თომასთვის კი ჩვეულ რამეს წარმოადგენდა ქრისტესადმი ვოკატიური ფორმით «უფალო» [ბერძ. “Kurie”] მიმართვა (იოანე 14:5).

ათეიზმის, თეიზმისა და სხვა გაგებების შესახებ: ტაქსონომიის აგების მცდელობა



     ჩვენი განხილვა მინდა იმის ხსენებით დავიწყო, თუ როგორი სახით გასცა პასუხი გამოჩენილმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა ბერტრან რასელმა იეზუიტი-მღვდელმსახურისა და ღვთისმეტყველის, ფრედერიკ კოპლტონის შეკითხვას მათი დისპუტის დასაწყისში ღვთის არსებობასთან დაკავშირებით: «მითხარით, თქვენი პოზიცია - აგნოსტიციზმია თუ ათეიზმი? მე ვგულისხმობ, იმის მტკიცებას ხომ არ დაიწყებთ, რომ ღვთის არარსებობის დამტკიცება შესაძლებელია?» ბ. რასელის პასუხი: «არა, ამის მტკიცებას არ დავიწყებდი: ჩემი პოზიცია - აგნოსტიკოსის პოზიციაა» [1].

    როდესაც ადამიანებთან ბიბლიაზე საუბრის დაწყებას ვცდილობთ, რომელ ჩვენგანს არ მოუსმენია ასეთი პასუხი: «მე ათეისტი ვარ». ბოლო დროს, ჩვეულებრივ, ეჭვს გამოვთქვავ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, და ზოგიერთს ეს აკვირვებს. მაშინ იმის ახსნას ვცდილობ, რომ სიტყვა "ათეისტის" (ღვთის უარყოფა) პირდაპირი მნიშვნელობის შესაბამისად თქვენ ასეთი უარყოფის საფუძველი უნდა გაგაჩნდეთ, რადგან არ შეიძლება რამის უბრალოდ უარყოფა, საფუძვლის გარეშე. ამგვარი პოზიციის გონივრულად და კონსტრუკტიულად მიჩნევა, დამეთანხმებით, რთულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს ასეთ შეკითხვას ვუსვამ: «რა არგუმენტები გაგაჩნიათ ღვთის არარსებობის სასარგებლოდ?» უმრავლეს შემთხვევებშ ადამიანი მზად არ არის ასეთი შეკითხვისათვის, და ირკვევა, რომ არ შეიძლება ამ ადამიანს ათეისტი ეწოდოს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. 

понедельник, 4 января 2021 г.

ახალი ქვეყნიერების თარგმანი და ბიბლიური მონოთეიზმი ახალი აღთქმის კოპტური თარგმანის შუქში




ახალი ქვეყნიერების თარგმანი და ბიბლიური მონოთეიზმი ახალი აღთქმის კოპტური თარგმანის შუქში

(ახალი ქვეყნიერების თარგმანი და იოანეს 1:1, 1:18, 10:34, 20:28; ესაიას 9:6)



თუ მან ღმერთები უწოდა მათ, ვის წინააღმდეგაც იყო ღვთის სიტყვა, და ამით წმინდა წერილები არ უქმდება, ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაზე გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი?

(იოანე 10:35,36)




        წმინდა წერილების «ახალი ქვეყნიერების თარგმანს», რომელიც იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს,  ხანდახან ბიბლიური მონოთეიზმის იდეის გარკვეულ დარღვევებში სდებენ ბრალს. მოწინააღმდეგეთა მთავარი ბრალდება ეხება ბერძნული სიტყვა «თეოს»-ის სიტყვა «ღმერთად [бог,god]» თარგმნას პატარა ასოთი, როგორც მაგალითად, იოანეს 1:1-სა და 1:18-ში ქრისტესთან მიმართებით. იეჰოვას მოწმეებს იმაში სდებენ ბრალს, რომ, როდესაც ქრისტეზე ისე საუბრობენ როგორც «ღმერთზე [бог
,god]» (რომელიც პატარა ასოთი იწერება), ისინი სერიოზულ შეცდომას სჩადიან, რადგან უშვებენ მთავარი ღმერთი მამისა და მასზე დაბლა მდგომი «ღმერთი [бог,god]» ქრისტეს არსებობას. ასეთი სახით, ვითომდა იეჰოვას მოწმეები ბიბლიური მონოთეიზმის პრინციპს არღვევენ. მართლა არღვევენ თუ არა იეჰოვას მოწმეები და ახალი ქვეყნიერების თარგმანი ბიბლიის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ პრინციპს?