четверг, 28 января 2021 г.

ბიბლიური ქრონოლოგია

მოცემული ბიბლიური ქრონოლოგია დაფუძნებულია წმინდა წერილის მასორეტულ ტექსტებზე და შეიძლება განსხვავდებოდეს მათგან, რომლებიც სეპტუაგინტაზეა დაფუძნებული.


ძვ.წ. 4026 წ. ადამის შექმნა (სექტემბერი) - დაბადება 2:7

ძვ.წ. 4026 წ. აღთქმის დადება ედემში, პირველი წინასწარმეტყველება - დაბადება 3:15

ძვ.წ. 3896 წ. კაენის მიერ აბელის მკვლელობა - დაბადება 4:8

ძვ.წ. 3896 წ. შეთის დაბადება - დაბადება 5:3

ძვ.წ. 3404 წ. მართალი ენოქის დაბადება - დაბადება 5:18

ძვ.წ. 3339 წ. მეთუშალახის დაბადება - დაბადება 5:21

ძვ.წ. 3152 წ. ლამექის დაბადება - დაბადება 5:25

ძვ.წ. 3096 წ. ადამის სიკვდილი - დაბადება 5:5

ძვ.წ. 3039 წ. ენოქი «წაყვანილი იქნა»; მისი წინასწარმეტყველებების დრო მთავრდება - დაბადება 5:23, 24; იუდა 14

ძვ.წ. 2970 წ. ნოეს დაბადება - დაბადება 5:28, 29

ძვ.წ. 2490 წ. ღვთის მიერ ნათქვამი კაცობრიობის მიმართ - დაბადება 6:3

ძვ.წ. 2470 წ. იაფეთის დაბადება - დაბადება 5:32; 9:24; 10:21

ძვ.წ. 2468 წ. სემის დაბადება - დაბადება 7:11; 11:10

ძვ.წ. 2370 წ. მეთუშალახის სიკვდილი; წარღვნის დასაწყისი (ნოემბერი) - დაბადება 5:27; დაბადება 7:6, 11

ძვ.წ. 2369 წ. წარღვნის შემდეგ აღთქმის დადება - დაბადება 8:13; 9:16

ძვ.წ. 2368 წ. არფაქშადის დაბადება - დაბადება 11:10

ძვ.წ. 2269 წ. ბაბილონის გოდოლის მშენებლობა - დაბადება 11:4

ძვ.წ. 2020 წ. ნოეს სიკვდილი - დაბადება 9:28, 29

ძვ.წ. 2018 წ. აბრაამის დაბადება - დაბადება 11:26, 32; 12:4

ძვ.წ. 1943 წ. ძალაში შედის აბრაამის აღთქმა;  430-წლიანი პერიოდის დასაწყისი რჯულის კანონამდე - დაბადება 12:4, 7; გამოსვლა 12:40; გალატელები 3:17

ძვ.წ. 1933 წ. ლოტის გადარჩენა; აბრაამი მელქისედეკთან მიდის - დაბადება 14:16,18; 16:3

ძვ.წ. 1932 წ. ისმაელის დაბადება - დაბადება 16:15, 16

ძვ.წ. 1919 წ. წინადაცვეთის აღთქმის დადება; სოდომისა და გომორას განადგურება - დაბადება 17:1, 10, 24; დაბადება 19:24

ძვ.წ. 1918 წ. ისააკის დაბადება, «თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის» დასაწყისი - დაბადება 21:2, 5; საქმეები 13:17–20

ძვ.წ. 1913 წ. ჩაგვრის 400-წიანი პერიოდის დასაწყისი - დაბადება 21:8; 15:13; საქმეები 7:6

ძვ.წ. 1881 წ. სარაის სიკვდილი - დაბადება 17:17; 23:1

ძვ.წ. 1878 წ. ისააკისა და რებეკას ქორწინება - დაბადება 25:20

ძვ.წ. 1868 წ. სემის სიკვდილი - დაბადება 11:11

ძვ.წ. 1858 წ. ესავისა და იაკობის დაბადება - დაბადება 25:26

ძვ.წ. 1843 წ. აბრაამის სიკვდილი - დაბადება 25:7

ძვ.წ. 1818 წ. ესავს პირველი ორი ცოლი მოჰყავს - დაბადება 26:34

ძვ.წ. 1795 წ. ისმაელის სიკვდილი - დაბადება 25:17

ძვ.წ. 1781 წ. იაკობი ხარანში გარბის; ხილვას ნახულობს ბეთელში - დაბადება 28:2, 13, 19

ძვ.წ. 1774 წ. იაკობი ქორწინდება ლეაზე და რახელზე - დაბადება 29:23–30

ძვ.წ. 1767 წ. იოსების დაბადება - დაბადება 30:23, 24

ძვ.წ. 1761 წ. იაკობი ხარანიდან ქანაანში ბრუნდება - დაბადება 31:18, 41 

ძვ.წ. 1761 წ. იაკობი ანგელოზს ებრძვის; სახელად ეწოდა ისრაელი - დაბადება 32:24–28

ძვ.წ. 1750 წ. იოსებს მისი ძმები მონად ყიდიან - დაბადება 37:2, 28

ძვ.წ. 1738 წ. ისააკის სიკვდილი - დაბადება 35:28, 29

ძვ.წ. 1737 წ. იოსები ფარაონის შემდეგ მეორე კაცი ხდება ეგვიპტეში - დაბადება 41:40, 46

ძვ.წ. 1728 წ. იაკობი მთელ თავის ოჯახთან ერთად ეგვიპტეში ჩადის - დაბადება 45:6; 46:26; 47:9

ძვ.წ. 1711 წ. იაკობის სიკვდილი - დაბადება 47:28

ძვ.წ. 1657 წ. იოსების სიკვდილი - დაბადება 50:26

ძვ.წ. 1613 წ. იობის გამოცდა - იობი 1:8; 42:16 შემდ.

ძვ.წ. 1600 წ. ეგვიპტე პირველი მსოფლიო მპყრობელის მდგომარეობას აღწევს - გამოსვლა 1:8

ძვ.წ. 1593 წ. მოსეს დაბადება - გამოსვლა 2:2, 10

ძვ.წ. 1553 წ. მოსე საკუთარ თავს სთავაზობს დამხსნელის როლში; ის მიდიანის ქვეყანაში გარბის - გამოსვლა 2:11,14,15; საქმეები 7:23

ძვ.წ. 1550 წ. ეგვიპტეში დაიწერა «ებერსის პაპირუსი», ეგვიპტელთა სამედიცინო ქესტების მეტნაკლებად სრული კრებული.

ძვ.წ. 1514 წ. მოსე ცეცხლმოდებული მაყვლის ბუჩქთან - გამოსვლა 3:2

ძვ.წ. 1513 წ. პასექი (14 ნისანი); ისრაელები ეგვიპტეს ტოვებენ; ჩაგვრის 400-წლიანი პერიოდის დასასრული; რჯულის კანონის მიცემა სინას მთასთან (ხორებთან); 430-წლიანი პერიოდის დასასრული, რომელიც მაშინ დაიწყო, როდესაც აბრაამის აღთქმა შევიდა ძალაში; ბიბლიის წერის დასაწყისი - გამოსვლა 12:12; 14:27, 29, 30; გამოსვლა 15:13, 14; გამოსვლა 24:6–8; გალათელები 3:17; გამოსვლა 12:40; იოანე 5:46

ძვ.წ. 1512 წ. კარვის მშენებლობის დასასრული; აარონის სახლისთვის მღვდლობის გადაცემა; მოსე ამთავრებს გამოსვლისა და ლევიანნის წიგნების წერას - გამოსვლა 40:17 ლევიანნი 8:34–36 ლევიანნი 27:34; რიცხვნი 1:1

ძვ.წ. 1473 წ. მოსე იობის წიგნს ამთავრებს - იობი 42:16, 17

ძვ.წ. 1467 წ. მიწების დაპყრობა ძირითადად დასრულებულია; «თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის» დასასრული საქმეების 13:17–20-დან; ისრაელებისთვის პირველი შაბათის წელიწადი იწყება (შემოდგომით); იწყება მსაჯულების 350-წლიანი პერიოდი - იესო ნავეს ძე 11:23; 14:7, 10–15. 

დაახ. ძვ.წ. 1450 წ.  იესო ნავეს ძის წიგნის დასასრული; იესო ნავეს ძეს სიკვდილი - იესო ნავეს ძე 1:1; 24:26; იესო ნავეს ძე 24:29.

ძვ.წ. 1300 წ. დაიწერა ინდუიზმის წმინდა წიგნი «რიგვედა»

ძვ.წ. 1117 წ. სამუელი ისრაელის მეფედ სცხებს საულს - 1 სამუელი 10:24; საქმეები 13:21

ძვ.წ. 1107 წ. დავითის დაბადება ბეთლემში - 1 სამუელი 16:1.

ძვ.წ. 1100 წ. სამუელი ასრულებს მსაჯულების წიგნს - მსაჯულნი 21:25.

ძვ.წ. 1090 წ. სამუელი ასრულებს რუთის წიგნს - რუთი 4:18–22.

ძვ.წ. 1078 წ. 1 სამუელის წიგნის დასრულება - 1 სამუელი 31:6

ძვ.წ. 1077 წ. დავითი ხებრინში იუდას მეფე ხდება - 2 სამუელი 2:4

ძვ.წ. 1070 წ. დავითი მთელი ისრაელის მეფე ხდება; იერუსალიმს თავის დედაქალაქად აცხადებს - 2 სამუელი 5:3–7.

ძვ.წ. 1070 წ. კიდობანი იერუსალიმში იქნა გადატანილი; დავითთან მეფობის აღთქმის დადება - 2 სამუელი 6:15; 7:12–16.

ძვ.წ. 1040 წ. გადი და ნათანი მე-2 სამუელს ასრულებენ - 2 სამუელი 24:18

ძვ.წ. 1037 წ. (ოფიციალურად — ნისანის თვიდან) სოლომონი ისრაელის მეფე ხდება - 1 მეფეები 1:39; 2:12

ძვ.წ. 1034 წ. (აპრილი) სოლომონი ტაძრის მშენებლობას იწყებს - 1 მეფეები 6:1

ძვ.წ. 1027 წ. იერუსალიმში ტაძრის მშენებლობა დასრულებულია - 1 მეფეები 6:38 

ძვ.წ. 1020 წ. სოლომონი ამთავრებს ქებათა ქებას. - ქებათა ქება

ძვ.წ. 1000 წ. სოლომონი ამთავრებს ეკლესიატეს წიგნს - ეკლესიასტე 1:1

ძვ.წ. 997 წ. სოლომონის შემდეგ მეფე რობოამი ხდება; სამეფო გაყოფილია; იერობოამი იწყებს ისრაელზე მეფობას - 1 მეფეები 11:43; 12:19, 20

ძვ.წ. 993 წ. შიშაკი იუდაში იჭრება და ტაძრიდან განძი მიაქვს - 1 მეფეები 14:25, 26

ძვ.წ. 980 წ. რობოამის შემდეგ იუდას მეფე აბიამი ხდება - 1 მეფეები 15:1, 2

ძვ.წ. 977 წ. აბიამის შემდეგ იუდას მეფე ასა ხდება - 1 მეფეები 15:9, 10

ძვ.წ. 976 წ. იერობოამის შემდეგ ისრაელის მეფე ნადაბი ხდება - 1 მეფეები 14:20

ძვ.წ. 975 წ. ნადაბის შემდეგ ისრაელის მეფე ბააშა ხდება - 1 მეფეები 15:33

ძვ.წ. 952 წ. ბააშას შემდეგ ისრაელის მეფე ელაჰი ხდება - 1 მეფეები 16:8

ძვ.წ. 951 წ. ელაჰის შემდეგ ისრაელის მეფე ზიმრი ხდება; ზიმრის შემდეგ ისრაელის მეფეები ხდებიან თიბნი და ომრი - 1 მეფეები 16:15; 1 მეფეები 16:21

ძვ.წ. 947 წ. ისრაელზე ომრი მეფობს - 1 მეფეები 16:22, 23

ძვ.წ. 940 წ. ომრის შემდეგ ისრაელის მეფე ახაბი ხდება - 1 მეფეები 16:29

ძვ.წ. 936 წ.. ასას შემდეგ იუდას მეფე იეჰოშაფატი ხდება - 1 მეფეები 22:41, 42

ძვ.წ. 919 წ. ახაბის შემდეგ ისრაელის მეფე ახაზია გახდა - 1 მეფეები 22:51, 52

ძვ.წ. 917 წ. იეჰორამი (ისრაელიანი), ახაზიას ძმა, ხდება ისრაელის მეფე ახაზიას შემდეგ - 1 მეფეები 22:51; 2 მეფეები 3:1

ძვ.წ. 917 წ. წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვან ეტლს გადაჰყავს ისრაელის სამეფოდან - 2 მეფეები 2:1–11

ძვ.წ. 913 წ. იეჰორამიც (იუდეველი) «გამეფდა» იეჰოშაფატის, თავისი მამის სიცოცხლეში - 2 მეფეები 8:16, 17

ძვ.წ. 911 წ. იეჰოშაფატი კვდება; იეჰორამი რჩება იუდას ერთადერთ მმართველად - 1 მეფეები 22:42

ძვ.წ. 908 წ. ელია წინასწარმეტყველი წერილს უგზავნის იუდას მეფე იეჰორამს - 2 მატიანე 21:12, 19

ძვ.წ. 906 წ. იეჰორამის შემდეგ იუდას მეფე ახაზია ხდება - 2 მეფეები 8:25, 26

ძვ.წ. 905 წ. დედოფალი ათალია უკანონოდ იგდებს ხელში იუდას ტახტს; იეჰორამის შემდეგ ისრაელის მეფე იეჰუ ხდება - 2 მეფეები 11:1–3; 2 მეფეები 9:24, 27; 10:36

ძვ.წ. 898 წ. ახაზიას შემდეგ ისრაელის მეფე იეჰოაში ხდება - 2 მეფეები 12:1

ძვ.წ. 876 წ. იეჰუს შემდეგ ისრაელის მეფე იეჰოახაზი ხდება - 2 მეფეები 13:1

ძვ.წ. 859 წ. იეჰოახაზის შემდეგ იეჰოაში ხდება ისრაელის ერთპიროვანი მეფე - 2 მეფეები 13:10

ძვ.წ. 858 წ. იეჰოახაზის შემდეგ იუდას მეფე ამაცია ხდება - 2 მეფეები 14:1, 2

ძვ.წ. 844 წ. იეჰოაშის შემდეგ ისრაელის მეფე იერობოამ II ხდება; იონა წიგნის წერას ამთავრებს - 2 მეფეები 14:23; იონა 1:1, 2

ძვ.წ. 829 წ. ამაციას შემდეგ იუდას მეფე აზარია (უზია) ხდება - 2 მეფეები 15:1, 2

ძვ.წ. 820 წ. იოელის წიგნის დაწერის სავარაუდო დრო - იოელი 1:1

ძვ.წ. 804 წ. ამოსი წიგნის წერას ამთავრებს; იერობოამ II ამთავრებს თავის მმართველობას ისრაელში - ამოსი 1:1; 2 მეფეები 14:23

ძვ.წ. 792 წ. ისრაელში ზაქარია მეფობს (6 თვე) - 2 მეფეები 15:8

ძვ.წ. 791 წ. ზაქარიას შემდეგ ისრაელის მეფე შალუმი ხდება; შალუმის შემდეგ ისრაელის მეფე მენახემი ხდება - 2 მეფეები 15:13, 17

ძვ.წ. 780 წ. მენახემის შემდეგ ისრაელის მეფე ფეკახია ხდება - 2 მეფეები 15:23

ძვ.წ. 778 წ. ფეკახიას შემდეგ ისრაელის მეფე ფეკახი ხდება - 2 მეფეები 15:27

ძვ.წ. 778 წ. ესაია წინასწარმეტყველებას იწყებს - ესაია 1:1; 6:1

ძვ.წ. 777 წ. აზარიას (უზია) შემდეგ ისრაელის მეფე იოთამი ხდება - 2 მეფეები 15:32, 33

ძვ.წ. 776 წ. ბერძნები პირველად ატარებენ ოლიმპიურ თამაშებს. ამ თარიღიდან დაიწყეს ბერძნებმა საკუთარი წელთაღრიცხვის წარმოება.

ძვ.წ. 761 წ. იოთამის შემდეგ იუდას მეფე ახაზი ხდება - 2 მეფეები 16:1, 2

ძვ.წ. 758 წ. ჰოშეას «გამეფება» ისრაელზე - 2 მეფეები 15:30

ძვ.წ. 745 წ. ახაზის შემდეგ იუდას მეფე ხიზკია ხდება - 2 მეფეები 18:1, 2.

ძვ.წ. 745 წ. ოსია ამთავრებს წიგნის წერას. - ოსია 1:1

ძვ.წ. 740 წ. ასურეთი ისრაელს და სამარიას იპყრობს - 2 მეფეები 17:6, 13, 18

ძვ.წ. 732 წ. სინახერიბი თავს ესხმის იუდას - 2 მეფეები 18:13

ძვ.წ. 732 წ. ესაია წიგნის წერას ამთავრებს. - ესაია 1:1

ძვ.წ. 717 წ. მიქა წიგნის წერას ამთავრებს. - მიქა 1:1

ძვ.წ. 717 წ. მთავრდება იგავების წიგნის შედგენა. - იგავები 25:1

ძვ.წ. 716 წ. ხიზკიას შემდეგ იუდას მეფე მენაშე ხდება - 2 მეფეები 21:1

ძვ.წ. 661 წ. მენაშეს შემდეგ იუდას მეფე ამონი ხდება - 2 მეფეები 21:19

ძვ.წ. 659 წ. ამონის შემდეგ იუდას მეფე იოშია ხდება - 2 მეფეები 22:1

ძვ.წ. 648 წ. სოფონია ამთავრებს წიგნის წერას. - სოფონია 1:1

ძვ.წ. 647 წ. იერემიას ევალება წინასწარმეტყველად მსახურება. - იერემია 1:1, 2, 9, 10

ძვ.წ. 632 წ. ნაუმი ამთავრებს წიგნის წერას. - ნაუმი 1:1

ძვ.წ. 632 წ. ნინევეს დაპყრობა ქალდეასა და მიდიანის მიერ; ბაბილონის მესამე მსოფლიო მპყრობელად ქცევა - ნაუმი 3:7

ძვ.წ. 628 წ. იეჰოახაზი, იოშიას მემკვიდრე, იუდაზე იწყებს მეფობას; იეჰოახაზის შემდეგ, ფარაონი ნექო, იუდას მეფედ იეჰოიაკიმს ნიშნავს - 2 მეფეები 23:31; 2 მეფეები 23:36

ძვ.წ. 628 წ. აბაკუმი ამთავრებს წიგნის წერას. - აბაკუმი 1:1

ძვ.წ. 625 წ. ეგვიპტის ფარაონი ნექო, ქარხემიშთან გადამწყვეტ ბრძოლაში, ბაბილონის ჯართან მარცხდება; ეგვიპტის იმპერია დაეცა; ნაბუქოდონოსორი (II) ხდება ბაბილონის მეფე მამამისის, ნაბუფალასარის სიკვდილის შემდეგ; მისი მმართველობის პირველი წელი ნისანის თვიდან იწყება.

ძვ.წ. 624 წ. იერემია 46:2; იერემია 25:1

ძვ.წ. 620 წ. ნაბუქოდონოსორი იეჰოიაკიმს თავის მორჩილ მეფედ ხდის - 2 მეფეები 24:1

ძვ.წ. 618 წ. იეჰოიაკიმის შემდეგ იუდას მეფე იეჰოიაქინი ხდება - 2 მეფეები 24:6, 8

ძვ.წ. 617 წ. ნაბუქოდონოსორს ბაბილონში პირველი იუდეველი ტყვეები მიჰყავს; იუდას მეფე ციდკია ხდება - დანიელი 1:1–4; იერემია 52:28; 2 მეფეები 24:12–18

ძვ.წ. 613 წ. ეზეკიელი წინასწარმეტყველებას იწყებს. - ეზეკიელი 1:1–3

ძვ.წ. 609 წ. ნაბუქოდონოსორი მესამედ ილაშქრებს იუდას წინააღმდეგ; იერუსალიმის ალყის დასაწყისი - 2 მეფეები 25:1, 2

ძვ.წ. 607 წ. მეხუთე თვე (აბის თვის 7 რიცხვი): დანგრეულია ტაძარი და ქალაქი იერუსალიმი; მეშვიდე თვე (დაახ. 15 თიშრი): იუდეველები იუდას მიწას ტოვებენ; იწყება «უცხოტომელთათვის დანიშნული დროების» ათვლა; იერემია წერს გოდებას; აბდია წერს წიგნს აბდია. - 2 მეფეები 25:8–10; იერემია 52:12–14; 4 მეფეები 25:25, 26; ლუკა 21:24; იერემია 41:1–5; გოდება, სეპტუაგინტის შესავალი; აბდია 1

ძვ.წ. 602 წ. ნებუზარადანს იუდეველი ტყვეების ბოლო ჯგუფი მიჰყავს ეგვიპტიდან, სადაც ისინი 607 წელს გაიქცნენ - იერემია 6:9; 52:30; 2 მეფეები 25:25, 26

ძვ.წ. 591 წ. ეზეკიელი წიგნის წერას ამთავრებს. - ეზეკიელი 40:1; 29:17

ძვ.წ. 582 წ. ნაბუქოდონოსორის სიკვდილი.

ძვ.წ. 581 წ. ევილ-მეროდაქი ბაბილონის მეფე ხდება; ადარის თვის 27 რიცხვში, იუდას ყოფილ მეფეს, იეჰოიაქინს ათავისუფლებს - 2 მეფეები 25:27

ძვ.წ. 580 წ. 1 და 2 მეფეების და იერემიას წიგნების დასრულება - იერემია 52:31; 2 მეფეები 25:27

ძვ.წ. 571 წ. დაიბადა ბუდიზმის მომავალი დამაარსებელი, ინდოეთის პრინცი სიდჰართა გაუტამა (ბუდა)

ძვ.წ. 556 წ. ბაბილონის ხელისუფლებაში ნაბონიდი მოდის (ნერიგლისარის და ლაბაშ-მარდუქის შემდეგ) - დანიელი 5:29

ძვ.წ. 551 წ. ბელშაცარი ბაბილონში მმართველობს (ნაბონიდთან ერთად) - დანიელი მე-5 თავი

ძვ.წ. 550 წ. დაიბადა კონფუციანობის მომავალი დამაარსებელი კუნგ-ფუ-შე (კონფუცი).

ძვ.წ. 550 წ. კიროსი (დიდი) მოდის ხელისუფლებაში. - ეზრა 1:1; 4:5

ძვ.წ. 539 წ. (5-დან 6 ოქტომბრის ღამეს) ბაბილონის დაპყრობა მიდიელებისა და სპარსელების მიერ; მიდია-სპარსეთი ხდება მეოთხე მსოფლიო მპყრობელი. - დანიელი 5:30, 31

ძვ.წ. 537 წ. სპარსეთის მეფე კიროსის ბრძანება, რომელიც იუდეველებს იერუსალიმში დაბრუნების უფლებას აძლევს, ძალაში შედის; იერუსალიმის 70-წლიანი გაუკაცრიელების დასასრული - 2 მატიანე 36:22, 23; იერემია 25:12; 29:10

ძვ.წ. 536 წ. დანიელი წიგნის წერას ამთავრებს. - დანიელი 10:1

ძვ.წ. 536 წ. ზერუბაბელი ტაძრის საძირკველს ყრის. - ეზრა 3:8–10

ძვ.წ. 529 (530) წ. ახაშვეროში (კამბისე II) მოდის ხელისუფლებაში (ცვლის კიროსს) - ეზრა 4:6

ძვ.წ. 522 წ. არტაქსერქსე (იგივე გაუმატა, იგივე ბარდია) მოდის ხელისუფლებაში 8 თვით - ეზრა 4:7–23

ძვ.წ. 522 წ. ტაძრის მშენებლობას აკრძალვა ედება - ეზრა 4:23, 24

ძვ.წ. 521 წ. დარიოსი (დარიოს I; დარიოს დიდი) მოდის ხელისუფლებაში - ეზრა 4:5, 24; 6:1–15

ძვ.წ. 520 წ. ანგია წიგნის წერას ამთავრებს. - ანგია 1:1

ძვ.წ. 518 წ. ზაქარია წიგნის წერას ამთავრებს. - ზაქარია 1:1

ძვ.წ. 515 წ. ზერუბაბელი მეორე ტაძრის მშენებლობას ასრულებს - ეზრა 6:14, 15

ძვ.წ. 486 წ. ახაშვეროში (ქსერქსე I) მოდის ხელისუფლებაში დარიოს I-ის შემდეგ. - ესთერის წიგნი.

ძვ.წ. 475 წ. მარდოქაი ესთერის წიგნის წერას ამთავრებს. - ესთერი 3:7; 9:32

ძვ.წ. 478 წ. ქსერქსემ ბაბილონი და მისი ძლიერი თავდაცვის ნაგებობები დაანგრია

ძვ.წ. 475 წ. ჩინეთში დაიწყეს ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა (სამიდან პირველის)

ძვ.წ. 474 წ. არტაქსერქსე (იგივე არტაქსერქსე I, იგივე ლონგემანუსი (მხარგრძელი)) მოდის ხელისუფლებაში - ეზრა 6:14; 7:1–26; ნეემია 2:1–18

ძვ.წ. 468 წ. ეზრა და მღვდლები იერუსალიმში ბრუნდებიან - ეზრა 7:7

ძვ.წ. 460 წ. ეზრა ამთავრებს 1 და 2 მატიანეს და ეზრას წიგნების წერას; საბოლოოდ შედგენილია ფსალმუნების წიგნი - ეზრა 1:1; 2 მატიანე 36:22

ძვ.წ. 455 წ. ნეემია იერუსალიმის კედლებს ხელახლა აშენებს; იწყება წინასწარმეტყველების შესრულება 70 შვიდეულის შესახებ - ნეემია 1:1; 2:1, 11; 6:15; დანიელი 9:24

ძვ.წ. 443 წ. ნეემია ამთავრებს წიგნის წერას; მალაქია ამთავრებს წიგნის წერას. - ნეემია 5:14; მალაქია 1:1

ძვ.წ. 428 წ. დაიბადა ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი

ძვ.წ. 406 წ. იერუსალიმის აღდგენა დასრულებულია - დანიელი 9:25

ძვ.წ. 332 წ. საბერძნეთი, მეხუთე მსოფლიო მპყრობელი, იუდაზე მმართველობს; ტვიროსი სრულიად განადგურებულია ალექსანდრე მაკედონელის მიერ - დანიელი 8:21

ძვ.წ. 331 წ. ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის იმპერია დაიპყრო (გავგემალასთან ბრძოლაში დარიოს III გაანადგურა)

ძვ.წ. 323 წ. (13 ივნისს) ალექსანდრე მაკედონელი მოკვდა

ძვ.წ. 301 წ. ალექსანდრე მაკედონელის იმპერია ოთხ ნაწილად გაიყო - დანიელი 8:3–22

ძვ.წ. 300 წ. აშენდა პირველი ნამდვილი შუქურა — ალექსანდრიული ფაროსი (რომელიც მსოფლიო შვიდი საოცრებათაგან ერთერთი გახდა). ადგილდებარეობა — კუნძული ფაროსი, ქალაქ ალექსანდრიაში (ეგვიპტე).

ძვ.წ. 280 წ. ბერძნულ სეპტუაგინტაზე («LXX») მუშაობის დასაწყისი

ძვ.წ. 219 წ. ჩინეთის იმპერატორი ცინ შიხუანდი გზავნის 3000 ბიჭისა და გოგონასაგან შემდგარ ფლოტილიას ლეგენდარული კუნძული პანლაის — უკვდავი ადამიანების საცხოვრებლის საპოვნელად, რათა უკვდავების ბალახი მოიპოვოს

ძვ.წ. 167 წ. (დეკემბერი) ანტიოქე IV-მ იერუსალიმის ტაძარი ზევსს (იუპიტერს) მიუძღვნა, რამაც იუდეველთა აჯანყება გამოიწვია, მაკაბელების ხელმძღვანელობით

ძვ.წ. 164 წ. (შებღალვის წლისთავზე) იუდა მაკაბელმა კვლავ იეჰოვას მიუძღვნა ტაძარი; დადგენილი იქნა «მიძღვნის დღესასწაული» — ხანუქა - (იოანე 10:22)

ძვ.წ. 161 წ. მაკაბელებმა ხელშეკრულება დადეს რომთან.

ძვ.წ. 140 წ. პართელები ანგრევენ ბაბილონის რთულ სარწყავ სისტემას (დამბებს, არხებს). ქალაქი გაქრობისთვისაა განწირული

ძვ.წ. 104 წ. მაკაბელების დროს წარმოიქმნება სამეფო ისრაელში

ძვ.წ. 64 წ. სირია რომის იმპერიის ცალკეული პროვინცია გახდა

ძვ.წ. 63 წ. რომაელმა მხედართმთავარმა გნეუს პომპეუსმა სამთვიანი ალყის შემდეგ იერუსალიმი აიღო და ტაძრის საწმინდარში შევიდა. - ტაციტუსი, «ისტორია», V, 9; იოანე 19:15; გამოცხადება 17:10

ძვ.წ. 4წ. იულიუს კეისარმა იულიანური კალენდარი შემოიღო. წლის დასაწყისად იულიუს კეისარმა 1 იანვარი დაადგინა. რომაელებმა ეს დღე იანუსს, შესასვლელ-გასასვლელის, კარისა და ყოველივე დასაწყისის ღმერთს მიუძღვნეს. იანუსის საპატივცემულოდვე მიიღო სახელი იანვრის თვემ. ძვ.წ.  44 წ. შეთქმულების შედეგად მოკლული იქნა იულიუს კეისარი

ძვ.წ. 39 წ. რომის სენატმა იუდას მეფედ იდუმეელი ჰეროდე დანიშნა

ძვ.წ. 37 წ. ჰეროდე იერუსალიმს შტურმით იღებს; მაკაბელთა მმართველობის დასასრული

ძვ.წ. 31 წ. რომმა ყოფილი საბერძნეთის იმპერიის ბოლო, მეოთხე სამეფოც დაიპყრო — ეგვიპტე (პტოლემეების დინასტია)

ძვ.წ. 30 წ. ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავი მოიკლეს და ოქტავიანე დარჩა რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი

ძვ.წ. 27 წ. (16 იანვარი) სენატმა ოქტავიანეს ტიტული «ავგუსტუსი» უბოძა («განდიდებული, წმინდა»); ოქტავიანემ თავის საპატივცემულოდ თვეს სახელი შეუცვალა (აგვისტო), და აგვისტოს თვისთვის ერთი დღე თებერვლისგან დაისესხა

ძვ.წ. წ. (დაახ. ივნისი) იერუსალიმის ტაძარში ზაქარიამ იოანე ნათლისმცემლის დაბადება იწინასწარმეტყველა - ლუკა 1:5–25

ძვ.წ. წ. (დაახ. იანვარი) მარიამს იესოს დაბადება უწინასწარმეტყველეს; ის ელისაბედს, იოანე ნათლისმცემლის დედას ინახულებს (დაახ. მარტი); სენატი იმპერატორ ოქტავიანეს ტიტულ pater patriae (სამშობლოს მამა) ანიჭებს; ომპერატორი ბრძანებს მთელი იმპერიის მაშტაბით აღწერა ჩატარდეს; იესოს დაბადება (დაახ. 1 ოქტომბერი); იესოს წინადაცვეთა (მე-8 დღეს); წარდგენილია ტაძარში (მე-40 დღეს) - ლუკა 1:26–56; ლუკა 1:57–80; ლუკა 1:60; 2:7; ლუკა 2:21–38; ლუკა 2:1–3

ძვ.წ. წ. (ან ახ.წ. 1 წ.) მოგვების (ასტროლოგების) მოსვლა; ეგვიპტეში გაქცევა; ჩვილების დახოცვა; იესოს დაბრუნება - მათე 2:1–23; ლუკა 2:39, 40

ახ.წ. 12 წ. 12 წლის იესო პასექის დღესასწაულზე; სახლში დაბრუნება - ლუკა 2:41–52

ახ.წ. 14 წ. 19 აგვისტოს ოქტავიანე მოკვდა და სიკვდილის შემდეგ გაღმერთებული იქნა; დაიწყო ტიბერიუსის მმართველობა (15 სექტემბერი) - დანიელი 11:15, 21

ახ.წ. 29 წ. (დაახ. მარტი) იოანე იწყებს თავის მსახურებას; (დაახ. ოქტომბერი) იესო ინათლება და თავის მსახურებას იწყებს - მათე 3:1–12; მარკოზი 1:1–8; ლუკა 3:1–18; იოანე 1:6–8, 15–28; ლუკა 3:1,2, 23

ახ.წ. 32 წ. იოანე ნათლისმცემელს თავს კვეთენ - მარკოზი 6:17–29

ახ.წ. 33 წ. (14 ნისანი) იესო ხდება მსხვერპლი, რომელიც ახალი აღთქმის საფუძველი ხდება; ის მოკლული იქნა. (16 ნისანი) იესოს მკვდრეთით აღდგომა. (6 სივანი) ორმოცდამეათე დღის დღესასწაული; სულის გადმოსვლა; პეტრე იუდეველებისთვის გზას ხსნის ქრისტიანული კრებისკენ - ლუკა 22:20; 23:33; მათე 28:1–10; საქმეები 2:1–17, 38

ახ.წ. 36 წ. 70 კვირის დასასრული; პეტრე კორნელიუსთან მიდის, სხვა ხალხების წარმომადგენელ პირველ წინადაუცვეთელ მორწმუნესთან, რომლისთვისაც გზა გაიხსნა ქრისტიანული კრებისკენ - დანიელი 9:24–27; საქმეები 10:1, 45

ახ.წ. 41 წ. მათე წერს მათეს სახარებას; ჰეროდე სიკვდილით სჯის მოციქულ იაკობს

ახ.წ. 44 წ. მოწაფეებს ანტიოქიაში (სირია) «ღვთის ნებით პირველად... ეწოდათ ქრისტიანები» - საქმეები 11:26

ახ.წ. 47–48 წ. პავლე იწყებს თავის პირველ მისიონერულ მოგზაურობას - საქმეები 13:1–14:28

ახ.წ. 49 წ. ხელმძღვანელი საბჭო ადგენს, რომ მორწმუნეებს, რომლებიც სხვა ერებს ეკუთვნიან, წინადაცვეთა არ სჭირდებათ - საქმეები 15:28, 29

ახ.წ. 49–52 წ. პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობა - საქმეები 15:36–18:22

ახ.წ. 50 წ. პავლე კორინთოდან წერს 1 წერილს თესალონიკელების მიმართ - 1 თესალონიკელები 1:1

ახ.წ. 51 წ. პავლე კორინთოდან წერს 2 წერილს თესალონიკელების მიმართ - თესალონიკელები 1:1

ახ.წ. 50–52 წ. პავლე კორინთოდან ან სირიის ანტიოქიიდან წერს წერილს გალატელების მიმართ - გალატელები 1:1

ახ.წ. 52–56 წ. პავლეს მესამე მისიონერული მოგზაურობა - საქმეები 18:23–21:19

ახ.წ. 55 წ. პავლე წერს 1 კორინთელებს ეფესოდან და 2 კორინთელებს მაკედონიიდან - 1 კორინთელები 15:32; 2 კორინთელები 2:12, 13

ახ.წ. 56 წ. პავლე კორინთოდან წერს წერილს რომაელების მიმართ - რომაელები 16:1

ახ.წ. 56–58 წ. ლუკა წერს ლუკას სახარებას - ლუკა 1:1, 2

ახ.წ. 58 წ. გემმა, რომლითაც პავლე რომში მიჰყავდათ, მსხვრევა განიცადა კუნძულ მალტასთან - საქმეები 28:1

ახ.წ. 60–61 წ. რომიდან პავლე წერს წერილებს: ეფესოელების, ფილიპელების, კოლოსელებისა და ფილიმონის მიმართ - ეფესოელები 3:1; ფილიპელები 4:22; კოლასელები 4:18; ფილიმონი 1

ახ.წ. 61 წ. პავლე რომიდან წერს წერილს ებრაელების მიმართ; ლუკა ამთავრებს საქმეების წიგნის წერას რომში - ებრაელები 13:24; 10:34

ახ.წ. 62 წ. იაკობი, იესოს ძმა, იერუსალიმში წერს იაკობის წერილს - იაკობი 1:1

ახ.წ. 60–65 წ. მარკოზი წერს მარკოზის სახარებას

ახ.წ. 61–64 წ. პავლე წერს 1 წერილს ტიმოთეს მიმართ მაკედონიიდან (?) - 1 ტომოთე 1:3; ტიტე 1:5

ახ.წ. 62–64 წ. პეტრე ბაბილონში წერს პეტრეს 1 წერილს - 1 პეტრე 1:1; 5:13

ახ.წ. 64 წ. პეტრე ბაბილონში (?) წერს პეტრეს 2 წერილს; ნერონი ცეცხლს უკიდებს რომს; ყველა ეჭვი რომ თავიდან აერიდებინა, ბრალი ქრისტიანებს დასდო; დაიწყო ქრისტიანების მაშტაბური დევნები - 2 პეტრე 1:1

ახ.წ. 65 წ. პავლე რომში წერს 2 წერილს ტიმოთეს მიმართ; იუდა (იესოს ძმა) იუდას წერილს წერს - 2 ტიმოთე 4:16–18; იუდა 1, 17, 18

ახ.წ. 66 წ. რომის პროვინცია იუდაში მცხოვრები იუდეველები კეისრის წინააღმდეგ აჯანყდნენ. რომის ჯარი, გენერალი ცესტუს გალუსის მეთაურობით, იერუსალიმს ალყაში აქცევს

ახ.წ. 70 წ. იერუსალიმი და მისი ტაძარი დანგრეული იქნა რომაელების მიერ გენერალი ტიტუსის მეთაურობით - დანიელი 9:27; მათე 23:37, 38; ლუკა 19:42–44

ახ.წ. 73 წ. ბოლო იუდაური ციხესიმაგრე მასადა რომაელებმა ხელში ჩაიგდეს

ახ.წ. 79 წ. ვულკანი ვეზუვის მიერ ქალაქების პომპეუსისა და ჰერკულანიუმის განადგურება

ახ.წ. 93 წ. იოსებ ფლავიუსი წერს საკუთარ ნაშრომს «იუდაური სიძველეები».

ახ.წ. 96 წ. იოანე კუნძულ პატმოსზე წერს გამოცხადებას - გამოცხადება 1:9

ახ.წ. 98 წ. იოანე წერს იოანეს სახარებას და იოანეს  1, 2 და 3 წერილებს; ბიბლიის წერა დასრულებულია - იოანე 21:22, 23

ახ.წ. 100 წ. მოციქულთაგან უკანასკნელის, იოანეს სიკვდილი - 2 თესალონიკელები 2:7

ახ.წ. 131 წ. იმპერატორი ადრიანე იერუსალიმს აღადგენს და მას რომის კოლონიად აქცევს (აელია კაპიტოლინა)

ახ.წ. 140 წ. ქრისტიანმა გამომცემლებმა მიმოქცევაში შემოიღეს კოდექსი (წიგნის ფორმით აკინძული ფურცლები) რომელიც თანამედროვე წიგნის პროტოტიპი გახდა

ახ.წ. 150 წ. ინდოელებს შემოაქვთ «ნოლი»-ს გაგება და ციფრი, რომელიც ევროპაში რამოდენიმე საუკუნის შემდეგ აღწევს არაბების მეშვეობით

ახ.წ. 165 წ. მოკლული იქნა იუსტინე წამებული 

ახ.წ. 180 წ. პირველად (თეოფილე ანტიოქიელის ნაშრომებში) გამოიყენება სიტყვა «სამება» (ბერძ. ტრიას; ლათ. ტრინიტას)

ახ.წ. 185 წ. დაიბადა ორიგენე (მოკვდა დაახ ახ.წ. 254 წ.)

ახ.წ. 250 წ. ეკლესიაში შემოღებული იქნა სწავლება მარადიული ტანჯვის შესახებ

ახ.წ. 269 წ. ზენობია (პალმირას დედოფალი) ეგვიპტეს იპყრობს და თავს ეგვიპტის დედოფლად აცხადებს

ახ.წ. 270 წ. ავრელიანე რომის იმპერატორი გახდა

ახ.წ. 274 წ. იმპერატორი ავრელიანე მზის ტაძარს აშენებს და მზისთვის მიძღვნილ ყოველწლიურ დღესასწაულს აწესებს, რომელიც ზამთრის ნაბუნიობას — 25 დეკემბერს აღინიშნება. როდესაც იმპერია ქრისტიანული ხდება, ამ თარიღს მიაკუთვნეს ქრისტეს დაბადება. 

ახ.წ. 303 წ. (23 თებერვალს)  იმპერატორი დიოკლეტიანე  ქრისტიანობის ამოძირკვას, ყველა ბიბლიის დაწვასა და ტაძრებისა და ა.შ. განადგურებას ბრძანებს; ეს ყველაფერი ნიკომედიაში 20 000 ქრისტიანის დაწვით დაიწყო

ახ.წ. 325 წ. ნიკეის მსოფლიო კრება. «ბრიტანულ ენციკლოპედიაში» ნათქვამია: «კონსტანტინე თვითონ თავჯდომარეობდა, აქტიურად ხელმძღვანელობდა განხილვებს და პირადად შესთავაზა… ქრისტეს ღვთისადმი დამოკიდებულებაში სიმბოლოს საკვანძო ფორმულირება, რომელიც კრებაზე იქნა მიღებული, „[რომ ქრისტე] მამის ერთარსია“… იმპერატორის წინაშე აკანკალებულმა ეპისკოპოსებმა, მხოლოდ ორის გამოკლებით, სიმბოლოს ხელი მოაწერეს, თანაც ბევრმა ეს საკუთარი ნების წინააღმდეგ გააკეთა». იმ მომენტისთვის იმპერატორ კონსტანტინეს არავითარი შეხება არ ჰქონდა ქრისტიანობასთან

ახ.წ. 330 წ. იმპერატორმა კონსტანტინემ დედაქალაქი რომიდან ბიზანტიაში გადაიტანა (რომელსაც კონსტანტინოპოლი დაარქვა)

ახ.წ. 337 წ. კონსტანტინე (რომის იმპერატორი) სასიკვდილოდ დაავადდა, მოინათლა, მსხვერპლი შესწირა ზევსს, 22 მაისს მოკვდა. სიკვდილის შემდეგ სენატმა კონსტანტინე გააღმერთა და  ის რომის ერთერთ ღმერთად გამოაცხადა. ნომინალურმა ქრისტიანობამ ის წმინდანად გამოაცხადა. - ენციკლოპედია «ხიდრია»; ევსები კესარიელი.

ახ.წ. 346 წ. დაიბადა იერონიმე (ლათ. Eusebius Hieronymus) რომის პროვინცია დალმაციის ქალაქ სტრიდონში

ახ.წ. 354 წ. დაიბადა ავგუსტინე, ქრისტიანი ფილოსოფოსი, რომელმაც ნომინალურ ქრისტიანობაში საბოლოოდ ჩამოაყალიბა სწავლება “სულის უკვდავების” შესახებ

ახ.წ. 360 წ. ეკლესიაში დაიწყეს ანგელოზების განდიდება

ახ.წ. 381 წ. იმპერატორი თეოდოსიუსი იწვევს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებას. ამ კრებაზე გადაწყდა, რომ წმინდა სული ერთ დონეზე დგას ღმერთთან და ქრისტესთან. პირველად ჩამოყალიბდა სწავლება სამების შესახებ, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების უმრავლესობამ მიიღო. ულფილამ თარგმნა ბიბლია (თითქმის მთლიანად) გოთურ ენაზე (გამოიგონა გოთური ანბანი)

ახ.წ. 392 წ. იმპერატორი თეოდოსიუს I გამოსცემს ე.წ. «კონსტანტინოპოლის ედიქტს», რომელიც რომის იმპერიაში წარმართობას კრძალავს. რელიგიური დევნების დასაწყისი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა და პიკს სისხლიანი ჯვაროსნული მსვლელობების დროს,  XI — XIII საუკუნეებში და სასტიკი ინკვიზიციის დროს მიაღწია, რომელიც XII საუკუნეში დაიწყო

ახ.წ. 395 წ. რომის იმპერია აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად გაიყო

ახ.წ. 405 წ. იერონიმემ დაასრულა ბიბლიის საკუთარ თარგმანზე, «ვულგატა»-ზე («პოპულარული») მუშაობა

ახ.წ. 432 წ. ეკლესიაში ფრაზა „ქრისტეს დედას”, ფრაზა ,,ღვთისმშობლით” ანაცვლებენ

ახ.წ. 476 წ. რომში ტახტიდან ჩამოაგდეს უკანასკნელი იმპერატორი

ახ.წ. 547 წ. ეკლესია 40-დღიან მარხვას აწესებს

ახ.წ. 600 წ. ეკლესია საეკლესიო რიტუალებში მხოლოდ და მხოლოდ ლათინური ენის გამოყენებას აწესებს

ახ.წ. 610 წ. მუჰამედმა პირველად «მიიღო გამოცხადება»

ახ.წ. 680 წ. ეკლესია ჯვარს ქრისტიანობის ოფიციალურ სიმბოლოდ აცხადებს

ახ.წ. 708 წ. ეკლესია რომის პაპის ამბორის წეს-ჩვეულებას აწესებს

ახ.წ. 720 წ. დაიწერა სინტოიზმის წმინდა წიგნი «ნიხონგი»

ახ.წ. 783 წ. ეკლესია წმინდა ხატების თაყვანისცემას აწესებს

ახ.წ. 863 წ. მღვდლები კირილე (კონსტანტინე) და მეთოდე სათავეში უდგებიან რელიგიურ მისიას მორავიაში. კონსტანტინემ შეიმუშავა ანბანი სლავური ენებისთვის და ბიბლიის ცალკეული ნაწილები თარგმნა მორავიელთა ენაზე

ახ.წ. 868 წ. ჩინეთში, მსოფლიოში პირველად, წიგნების ბეჭდვა დაიწყეს

ახ.წ. 930 წ. მასორეტმა აარონ ბენ აშერმა შესწორებები შეიტანა და ხმოვანი ასოები ჩასვა ბიბლიის ებრაული ტექსტის პირვანდელ კონსონანტურ ტექსტში.

ახ.წ. 990 წ. ეკლესია აწესებს სულთა მოხსენიების დღეს

ახ.წ. 1000 წ. ეკლესია მღვდლებს დაქორწინების აკრძალვას უწესებს

ახ.წ. 1054 წ. საბოლოო გახლეჩა ბერძნულ და ლათინურ ეკლესიებს შორის

ახ.წ. 1204 წ. მეოთხე ჯვაროსნული მსვლელობის დროს კონსტანტინეპოლი გაძარცვული იქნა

ახ.წ. 1263 წ. კათოლიკური ეკლესია ზიარებას აწესებს

ახ.წ. 1405 წ. ჩინეთი ისტორიაში უდიდეს ფლოტილიას გზავნის ცურვაში

ახ.წ. 1417 წ. ვალენსიან კატალანმა ბიბლია ესპანურ ენაზე თარგმნა

ახ.წ. 1439 წ. კათოლიკური ეკლესია აწესებს სწავლებას განსაწმენდელის შესახებ

ახ.წ. 1453 წ. კონსტანტინოპოლი დაპყრობილი იქნა თურქების მიერ

ახ.წ. 1455 წ. ბიბლიის პირველი გამოცემა, რომელიც ბეჭდური შრიფტით იქნა დაბეჭდილი (გერმანელი მბეჭდავი იოჰან გუტენბერგი)

ახ.წ. 1471 წ. ბიბლიის პირველი გამოცემა იტალიურ ენაზე

ახ.წ. 1488 წ. იტალიაში ძმები სონჩინოების მიერ, განხორციელებული იქნა ძველი აღთქმის პირველი გამოცემა ძველებრაულ ენაზე

ახ.წ. 1492 წ. სისხლის გადასხმა გაუკეთდა რომის პაპ ინოკენტი VIII-ს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. დონორების სახით სამი - ათი წლის ბიჭუნა იყო შერჩეული. მას შემდეგ, რაც მათი სისხლი გამოიყენეს — ყველა მათგანი მოკვდა

ახ.წ. 1517 წ. ერაზმუს როტერდამელმა მოამზადა ახალი აღთქმის პირველი ბეჭდური ვარიანტი ბერძნულ ენაზე, რომელიც მრავალი თანამედროვე ევროპულ ენებზე თარგმნის საფუძველი გახდა. მარტინ ლუთერი ვიტენბერგის ეკლესიის კარზე აჭედებს ფურცელს, რომელზეც რელიგიური რეფორმის 95 თეზისია ჩამოთვლილი. რეფორმაციის დასაწყისი

ახ.წ. 1523 წ. ჟაკ ლეფევრ დ’ეტაპლი აქვეყნებს ახალი აღთქმის თარგმანს ფრანგულ ენაზე

ახ.წ. 1524 წ. გამოვიდა ახალი აღთქმის პირველი დანიური თარგმანი

ახ.წ. 1526 წ. ვილიამ ტინდალმა ახალი აღთქმა ინგლისურ ენაზე თარგმნა. იაკობ ლისფელდმა თარგმნა ბიბლია ჰოლანდიურ ენაზე 1532 წ. ლუთერმა გამოაქვეყნა ბიბლიის გერმანული თარგმანი, რომელიც უბრალო ხალხის ენაზე იყო დაწერილი

ახ.წ. 1541 წ. ლაურენტის პეტრიმ თარგმნა ბიბლია შვედურ ენაზე

ახ.წ. 1548 წ. ნიკოლას ვან ვინგემ შეასრულა ბიბლიის კათოლიკური თარგმანი ჰოლანდიურ ენაზე

ახ.წ. 1560 წ. ჟენევური ბიბლია ინგლისურ ენაზე

ახ.წ. 1569 წ. კასიოდორ რეინემ თარგმნა ბიბლია ესპანურ ენაზე

ახ.წ. 1582 წ. დასავლური ცივილიზაციის გადასვლა გრიგორიანულ კალენდარზე (გამოგონილი იქნა რომის პაპი გროგოლ XIII-ს დროს)

ახ.წ. 1611 წ. “მეფე იაკობის” თარგმანი

ახ.წ. 1642 წ. ბიბლიის გამოცემა ფინურ ენაზე (მიკაელ აგრიკოლის თარგმანი)

ახ.წ. 1681 წ. ჟოაო ფერეირა დ’ალეიდა თარგმნის ახალ აღთქმას პორტუგალიურ ენაზე

ახ.წ. 1689 წ. ერნსტ გლუკი თარგმნის ბიბლიას ლატვიურ ენაზე

ახ.წ. 1763 წ. ლიდერი იმპერია ხდება ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი

ახ.წ. 1800 წ. ბიბლია ნათარგმნი იქნა არანაკლებ 70 ენაზე

ახ.წ. 1804 წ. დაფუძნებული იქნა «ბრიტანული და უცხოური ბიბლიური საზოგადოება»; ნაპოლეონი საკუთარი ხელით იდგავს სამეფო გვირგვინს; რომის პაპი პიუს VII მას ეკლესიიდან განკვეთს; ნაპოლეონი პაპს ციხეში ამწყვდევს

ახ.წ. 1806 წ. (6 აგვისტო) წმინდა რომის იმპერია არსებობას წყვეტს. იმპერატორმა ფრანც II-მ ნაპოლეონის ზეწოლის გამო უარი თქვა რომის იმპერატორის ტიტულზე

ახ.წ. 1813 წ. (11 (23) იანვარი) დაფუძნებული იქნა რუსეთის ბიბლიური საზოგადოება

ახ.წ. 1818 წ. რობერტ მორისონმა (ვილიამ ვილნას დახმარებით) თარგმნა ბიბლია ჩინურ ენაზე

ახ.წ. 1821 წ. მოფატმა საფუძველი ჩაუყარა მისიას აფრიკის სამხრეთ ნაწილში

ახ.წ. 1845 წ. კათოლიკური ეკლესია აწესებს დოგმას მარიამის უმწიკვლო ჩასახვის შესახებ

ახ.წ. 1857 წ. მოფატმა დაასრულა ბიბლიის თარგმნა ტსვანა ენაზე

ახ.წ. 1870 წ. კათოლიკური ეკლესია აწესებს დოგმას პაპის უმცდარობის შესახებ

ახ.წ. 1900 წ. ბიბლიის თუნდაც ერთი წიგნი მაინცაა ნათარგმნი 500-ზე მეტ ენაზე

ახ.წ. 1914 წ. (15 თიშრი, ანუ 4/5 ოქტომბერი) “წარმართთა დრო” დასრულდა; - იხ. ძვ.წ. 607 წ. დანიელი 4:13, 22; იერემია 41: 1-დან - 43: 7-მდე; ზაქარია 7: 5; - 8: 19

ახ.წ. 1947 წ. ნაპოვნი იქნა ე.წ. «მკვდარი ზღვის ხელნაწერები» (ძალიან ძველი ხელნაწერების ფრაგმენტები, მათ შორის ებრაული წერილების წიგნების ნაწილები). დამტკიცებული იქნა, რომ ბიბლიის ტექსტმა ჩვენამდე ცვლილებების გარეშე მოაღწია

---------------------------------------------------

ნათარგმნია: medium.com/@zhmoe/

Комментариев нет:

Отправить комментарий