понедельник, 27 июля 2020 г.

ესაიას 44:24, ებრაელების 1:10 და ტიპოლოგია


ესაიას 44:24-ში ნათქვამია: "...მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა". როგორ ავხსნათ წმინდა წერილის ეს ადგილი, თუ ცნობილია რომ ყველაფრის შექმნაში ღმერთს ქრისტე ეხმარებოდა, ანუ გამოდის, რომ ღმერთი მარტო არ ქმნიდა?

ღმერთი თავის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით ამბობს: 

«… მე ვარ იეჰოვა, რომელმაც ყველაფერი შევქმენი, მე გადავჭიმე ცა და თვითონ განვავრცე დედამიწა» (ესაია 44:24).

სხვა ადგილას იგივეა ნათქვამი იეჰოვას ძეზე, იესოზე: 

«თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი» (ებრაელები 1:10). 

ასეთმა «წინააღმდეგობამ» შეიძლება რიგი კითხვები გამოიწვიოს. მაგალითად, წარმოადგენენ თუ არა იეჰოვა და იესო ერთ პიროვნებას? შეიძლება თუ არა ორი შემოქმედი არსებობდეს?

воскресенье, 19 июля 2020 г.

იესო თუ – უფალია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის – ღმერთია?


  ხშირად, იქიდან გამომდინარე, რომ ბიბლიაში იესოს მიმართებით ხშირად გამოიყენება გაგება «უფალი», კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომ ის ღმერთი და თვით იეჰოვაა.
    ასეთი დასკვნა ჩვეულებრივ იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ ყურადღების მიღმა ტოვებენ (შეგნებულად ან შეუგნებლად) შემდეგ ორ გარემოებას.
    პირველი, ძველი აღთქმის ორიგინალურ ტექსტებში, უმრავლეს შემთხვევებში, სადაც დღეს სხვადასხვა თარგმანებში სიტყვა «უფალი» წერია, წინათ ტეტრაგრამატონი, ანუ ღვთის სახელი ეწერა, რომელიც დღეს გადმოიცემა როგორც იეჰოვა ან იაჰვე (იახვე). თუმცა დღესაც არსებობს თარგმანები სხვადასხვა ენებზე, რომლებშიც ღვთის სახელი ისე გამოიყენება, როგორც უნდა გამოიყენებოდეს. მაგალითად, მართლმადიდებელი არქიმანდრიტი მაკარის (რუსულ) თარგმანში, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიცა, ღვთის სახელი იეჰოვა დაახლოებით 3500-ჯერ მოიხსენიება. ყურადღება მიაქციეთ, მაგალითად, ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემის (ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური თარგმანი) შემდეგ ადგილებს, სადაც ინტუიციის დონეზეც კი გასაგებია, რომ სიტყვა «უფლის» ნაცვლად «იეჰოვა» უნდა იდგეს: მეორე რჯული 4:35; მსაჯულები 11:24; ფსალმუნები 67:5,27; 82:19; 99:3; 117:27; 143:15; 2 მეფეები 7:26; 3მეფეები 18:21; 2 ნეშტთა 33:13; ესაია 42:847:448:251:1554:5; იერემია 10:16; 16:21; 31:35; 32:18; 33:2; 46:18; 50:34; 51:19,57; ეზეკიელი 39:7; ამოსი 4:13; 5:8,27; 9:6; საქმეები 3:20; იაკობი 5:10; 2 ტიმოთე 1:18; გამოცხადება 1:8; 4:10; 19:6; 21:22.

четверг, 9 июля 2020 г.

ხატების თაყვანისცემა ბიბლიის შუქში



ევგენი ვლადიმიროვი

 

შინაარსი

1. რას ამბობს ბიბლია
2. მართლმადიდებლური ხატწერის წარმართული წარმომავლობა
3. წარმართული სიმბოლოები ხატებზე
4. როდის გაჩნდა პირველი "ქრისტიანული" ხატები
5. ხატების თაყვანისცემის აყვავების ისტორიული ფონი
6. ხატების თაყვანისმცემელთა არგუმენტები


მოცემულ მცირე ზომის სტატიაში მოცემულია «სამუშაო» მასალა, რომელიც ქრისტიანს იმაში დაეხმარება, რომ მართლმადიდებელი რელიგიის წარმომადგენელს არგუმენტირებულად აუხსნას, თუ რატომ გააჩნია ხატების თაყვანისცემას წარმართული წარმომავლობა და რატომაა შეუთავსებელი წმინდა წერილის სწავლებასთან. ასევე სტატიაში გარჩეულია ხატების თაყვანისცემის დამცველი მთავარი არგუმენტები, რომლებიც ქრისტიანებმა შეიძლება მოისმინონ მათი მართლმადიდებელი თანამოსაუბრეებისაგან.

четверг, 2 июля 2020 г.

სამება, ტრიმურტი, ტრიგლავი...



ე.წ. «ქრისტიანული» სამების წარმართულ წარმომავლობაზე ბევრი ნაშრომია დაწერილი და ბევრი სიტყვებია ნათქვამი. იმ ცდომილების გაცნობიერება, რომელიც ამ დოგმასთანაა დაკავშირებული და რომლის კულტივირებასაც 1700 წლის განმავლობაში ახდენენ საეკლესიო ღვთისმეტყველები, სულ უფრო აშკარა ხდება არა მხოლოდ ისტორიკოსებისთვის, არამედ თვითონ ქრისტიანებისთვისაც. განსაკუთრებით ბოლო წლებში შეიმჩნევა სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელ მორწმუნეებში მოცემული სწავლების გადახედვის და მასზე სრული უარის თქმის ტენდენციის გაძლიერება, როგორც ქრისტეს სწავლების სულისათვის შეუსაბამო სწავლების მიმართ.


ასეთი ტენდენცია ლოგიკურია, რადგან ინტერნეტმა ძალიან ფართო შესაძლებლობები მისცა ადამიანებს რათა გაეცნონ უამრავ სამეცნიერო, ისტორიულ და არქეოლოგიურ წყაროებს, რომლებიც ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ ხელმიუწვდომელი იყო მკითხველთა ფართო წრისათვის. სტრიქონობრივი თარგმანებით ბიბლიის გაცილებით ღრმა ტექსტოლოგიურმა კვლევამ და წმინდა წერილის უძველესი ხელნაწერების ციფრულმა ასლებმა, რომლებიც წამყვან მუზეუმებს თავისუფალ წვდომაში აქვთ გამოქვეყნებული ონლაინ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამერთიანობის დოგმატის კრიტიკულ გადახედვას.

სამების უარყოფის ერთერთი ძირითადი მიზეზი გახდა წარმართული სამყაროს მრავალრიცხოვან კულტებში ტრიადების თაყვანისცემის განვითარების ისტორიული ცნობების ხელმისაწვდომობა. სრულიად უგუნური ჩანს მოცემული ფაქტების უარყოფის მცდელობები. ღვთაებრივი ტრიადების საკრალიზაცია ათასწლეულების განმავლობაში იმდენად ჩვეული პრაქტიკა იყო მსოფლიოს რელიგიებსა და მითოლოგიებში, რომ ამაზე საეკლესიო ღვთისმეტყველებიც კი არ დავობენ. თუმცა, ამ დოგმატის მხარდაჭერის მცდელობისას გამოითქმება საწინააღმდეგო აზრი, თითქოსდა «ქრისტიანულ» სამებასა და წარმართულ სამებებს შორის საერთო არაფერია, და ამ უკანასკნელების განვითარება ქაოტურად ხდებოდა. რამდენად საფუძვლიანია მსგავსი მოსაზრება?