воскресенье, 29 декабря 2019 г.

იმსახურებენ თუ არა ნდობას ახ.წ. II-IV საუკუნეების საეკლესიო ავტორიტეტების ნაშრომები?



ჩვენს მიერ საკვლევი დროის მონაკვეთს სამ პერიოდად დავყოფთ, რომლებსაც ისტორიკოსები სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ.

1. მოციქულთაშემდგომი პერიოდი (დაახლოებით ახ.წ. 90-140 წ.).
2. ბერძენი აპოლოგეტების პერიოდი (დაახლოებით ახ.წ. 130-180 წ.).
3. ადრეული საყოველთაო პერიოდი (დაახლოებით ახ.წ. 170-325 წ.).

ეს თარიღები დაახლოებითი და პირობითია, ისევე როგორც ყველა სხვა თარიღები 325 წლამდე ამ წიგნში. ხშირია თარიღების თანხვედრა, რადგან როდესაც ერთი პერიოდის მწერლები და სულიერი ლიდერები ასრულებდნენ თავის მსახურებას, ამავდროულად სხვა პერიოდის მწერლები და სულიერი ლიდერები თავის მსახურებას იწყებდნენ.



მოციქულთაშემდგომი პერიოდი საკუთარ თავში მოიცავს, ახ.წ. 90-იან წლებში უკანასკნელი მოციქულის, იოანეს სიკვდილის შემდგომ თაობას. ამ პერიოდის ლიდერებმა საკუთარი მსახურება ფაქტიურად ამ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყეს. თუმცა არასწორი იქნებოდა მათზე ისე გვეფიქრა, როგორც მოციქულთა სწავლებების პირდაპირ გამგრძელებლებზე. პეტრე და პავლე მოციქულები, სიკვდილით ახ.წ. 70 წლამდე იქნენ დასჯილნი, ალბათ, ისევე როგორც სხვა მოციქულებიც, გარდა იოანესი. მათი უშუალო მოწაფეები და თანამშრომლები იყვნენ ბარნაბა, ტიმოთე, ტიტე, მარკოზი, ასევე პეტრესა და პავლეს სულიერი ძეები და უმცროსი თანამშრომლები.

четверг, 19 декабря 2019 г.

ჩამატება 1 იოანეს 5:7-ში და კვიპრიანე




დენიელ ბ. უოლესი, ფილოსოფიის დოქტორი.


ერთმა მეგობარმა წერილი მომწერა ნაწყვეტზე 1 იოანეს 5:7, 8-დან მეფე იაკობის თარგმანში. მან მიმითითა, რომ ამ ნაწყვეტის შესახებ ჩემს სტატიაში მე არ მიხსენებია კვიპრიანე, რომელიც ასევე ციტირებდა მას. მეფე იაკობის თარგმანის ზოგიერთი მომხრე ამტკიცებს, რომ კვიპრიანეს მართლა აქვს მოყვანილი აზრი, რომელიც მეფე იაკობის თარგმანში ჩნდება («ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმინდა, ხოლო ეს სამი ერთია. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია»). ჩნდება კითხვა: ციტირებდა თუ არა კვიპრიანე 1 იოანეს იმ სიტყვებს, რომლებიც 1 იოანეს 5:7-ში სამების ფორმულირების საფუძვლად იქცა?

суббота, 7 декабря 2019 г.

სამების სწავლების სათავეების შესახებ




საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებები და ის,

რასაც დიდი ხნის წინ გადაწყვეტილ საქმედ მიიჩნევენ,

ყველაზე ხშირად ჩვენს ყურადღებას იმსახურებს (გეორგ ლიხტენბერგიXVIII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე გერმანელი მწერალი,
პუბლიცისტი და მეცნიერი)

სამების შესახებ სწავლება, როგორც ცნობილია, ცენტრალურ დოგმატს წარმოადგენს ქრისტიანული რელიგიების, კონფესიებისა და დენომინაციების დიდ უმრავლესობაში. აქედან გამომდინარე ყურადღებას იმსახურებს, მაგალითად, ის გარემოება, რომ მსოფლიო ეკლესიების საბჭოს წევრობისთვის აუცილებელს წარმოადგენს ამ სწავლების იმ რელიგიის დოქტრინალურ სისტემაში არსებობა, რომელსაც ამ საბჭოს წევრობაზე აქვს პრეტენზია.

სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად მათ, ვისაც გულწრფელად სწამს სამპიროვანი ღმერთის, არანაირი (ან თითქმის არანაირი) წარმოდგენა არ გააჩნიათ სამების სწავლების წარმოშობის სათავეებზე.

суббота, 30 ноября 2019 г.

ორგანიზაცია თუ "უკონფესიობა"?



 რატომ მიაჩნიათ უკონფესიოებს რომელიმე კონფესიის არჩევა შეცდომად და რატომ არ სურთ მათში ყოფნა? მინდა განვიხილო ერთერთი არგუმენტი, რომელიც მათ საკუთარი არჩევნის სისწორის დასამტკიცებლად მოჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ "ორგანიზაციაში ყოფნისას, რომელსაც არასრულყოფილი ადამიანების ჯგუფი უწევს ხელმძღვანელობას, ორგანიზაციის რიგითი წევრი ვალდებულია ამ ხელმძღვანელი ადამიანების ბიბლიურ თვალსაზრისსა და გაგებას დაეთანხმოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი წყვეტენ მის ნაცვლად თუ როგორ უნდა ასიამოვნოს ღმერთს და სწორად როგორ უნდა ესმოდეს ბიბლია. ეს კი, თავის მხრივ, ღვთის წინაშე არჩევნის თავისუფლებას არღვევს, რადგან ადამიანი თვითონ კი არ ირჩევს ქრისტიანულ გზას, არამედ მის ნაცვლად სხვები ირჩევენ". 

 ალბათ, მრავალს სმენია მსგავსი მოსაზრება. და ერთი შეხედვით ის ლოგიკური ჩანს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი აზრები შეიძლება განსხვავებული ენითა და განსხვავებული ემოციური შეფერილობით იქნას წარმოთქმული, რამაც მკითხველი შეიძლება მცდარ დასკვნებამდე მიიყვანოს. ის მოსაზრება, რომელიც ზემოთ მოვიყვანე, საკმაოდ ზუსტად ირეკლავს თავად უკონფესიოების გამონათქვამებს. მანამ, სანამ მას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ, კარგი იქნება გავიხსენოთ, რომ უკონფესიოს მიზანია არა რომელიმე კონფესიის სარგებლის დანახვება, არამედ მისი უსარგებლობისა და მცდარობის ჩვენება, იმიტომაც არის უკონფესიო. ზუსტად ამიტომაც აძლევენ უკონფესიოები ასეთ ემოციურ ელფერს საკუთარ დასკვნებს, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს ის ადამიანი, რომელიც ორგანიზაციაში იმყოფება, ერთგვარ ციხეში იმყოფება და სრულიად დამოკიდებულია მესამე პირებზე. 

суббота, 23 ноября 2019 г.

მირონმდინარი ხატები და მსგავსი "სასწაულები"


პეტრე I ალექსანდრეს-ძე რომანოვი, ნარვას მიდამოებში თავისი არმიის თითქმის მთელი საარტილერიო პარკის დაკარგვის შემდეგ, იძულებული გახდა ნებისმიერი წყაროებიდან მოეპოვებინა ბრინჯაო ახალი ზარბაზნებისთვის, მათ შორის საეკლესიო ზარებიც იყო. რა თქმა უნდა, მრავალ ეკლესიაში ასეთი მნიშვნელოვანი სარიტუალო ატრიბუტების დანაკარგის დატირება დაიწყეს მაშინვე ხატებმა. პეტრემ ბრძანება გამოსცა:"თუ დღეის შემდგომ ხატები კვლავ იტირებენ ზეთით, ბერთა უკანალები სისხლით იტირებენ". მირონდენა მაშინვე შეწყდა.

დღეს ხშირად შეიძლება მორწმუნე ადამიანის ხილვა, რომელსაც სწამს, რომ მისი რელიგია ჭეშმარიტი და სწორია, იმიტომ რომ ამ რელიგიაში სასწაულები ხდება. აქ უბრალო ლოგიკაა. სასწაულებს ღმერთი ახდენს. ესე იგი ღმერთი კეთილგანწყობილია ჩემი ეკლესიის მიმართ. შემაშფოთებელი მხოლოდ ერთი რამეა. ისეთი რელიგიები, რომლებიც "ზებუნებრივი" არგუმენტაციით სარგებლობენ, დღეს მთელი ვაგონი და კიდევ ერთი ურიკაა. შესაბამისად გასაგებია, რომ თუ განსხვავებული რელიგიებია, შესაბამისად მათი სწავლებებიც ურთიერთსაპირისპიროა. და ყველა მათგანი მხოლოდ თავის სასწაულებს მიიჩნევენ "ღვთიურ ქმედებად", ოპონენტების სასწაულებს კი სატანის ძალით მოხდენილად.
შესაძლებელია თუ არა ასეთ რთულ საკითხში გარკვევა? რაც არის არის, ვცადოთ.

ჩვენი ძიება ამ შეკითხვაზე ყველა შესაძლო ვარიანტის ძიებით დავიწყოთ: "საიდან მომდინარეობს სასწაულები?". მხოლოდ ოთხი ვარიანტი არსებობს. 

среда, 13 ноября 2019 г.

ვის ეწოდება ბიბლიაში "ღმერთი"?




"ღმერთი" ("ელოჰიმ", "თეოს")

"უფალი" ("ადონ", "კირიოს")
გაგება "ღმერთი" წარსულში
ყოვლისშემძლე, ჭეშმარიტი ღმერთი



ტრინიტარებთან საუბრისას აუცილებლად გაიჟღერებს ხოლმე მოსაზრება იმის შესახებ, რომ იესო ღმერთია, იმიტომ რომ ბიბლიის ზოგიერთ მუხლში მასზე, როგორც "ღმერთზეა" საუბარი. და აუცილებლად დააციტირებენ ესაიას 9:6-ს ან იოანეს 20:28-ს. «აი ხედავთ, ძესთან მიმართებით ფრაზა "ღმერთი" გამოიყენება, - შეეცდება დასკვნის გაკეთებას მოსაუბრე. – ესე იგი, იესო მართლაც ღმერთია».

რა თქმა უნდა, იესოს სამართლიანად ეწოდება «ღმერთი». თუმცაღა, არა მხოლოდ იესოს, არამედ მრავალ სხვა პიროვნებასაც – ციურსა და მიწიერს – ბიბლია «ღმერთებად» მოიხსენიებს. (თანაც, აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ძველ ბიბლიურ ტექსტში მთავარი ასოები არ არსებობდა ("God"), ამიტომ სიტყვა «ღმერთი» ყველა შემთხვევაში ერთნაირად იწერებოდა, ჩვეულებრივი პატარა ასოებით ("god"). ეხლა რაღა ვქნათ? ავტომატურად მივიჩნიოთ ანგელოზები და ადამიანები, რომლებსაც ბიბლიაში «ღმერთები» ეწოდებათ, ყოვლისშემძლე შემოქმედის ერთგვარ საიდუმლო იპოსტასებად? თუ მაინც სჯობია, რომ მიზანი დავისახოთ გავერკვეთ, თუ რატომ გამოიყენება ბიბლიაში სიტყვა «ღმერთი» საკმაოდ ხშირად მისი ქმნილებების მიმართ? და რა აზრს ატარებს წმინდა წერილებში ეს სიტყვა, გარდა იმისა, რომ ყოვლისშემძლე შემოქმედს აღნიშნავს?

среда, 6 ноября 2019 г.

"როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება" (1 კორინთელები 13:10)



მოციქულთა დროის ადრეული ქრისტიანული კრება ღვთის მიერ განსაკუთრებული ნიჭებით იყო აღჭურვილი, რომელთა შორისაც ისეთი ნიჭები გამოირჩეოდა, როგორებიცაა განკურნებები, ენებზე საუბარი და ძლევამოსილი საქმეების კეთება (1 კორინთელები 12:7-11). ახალი აღთქმის წიგნები იმის საკმაო რაოდენობის მაგალითებს შეიცავს, თუ როგორ იყენებდნენ ადრეული ქრისტიანები ამ ნიჭებს თავის მსახურებაში (საქმეები 2:1-11; 3:1-9; 10:46; 19:11,12; 28:9). ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, დამოწმების საქმეს ემსახურებოდა იუდევლებსა და წარმართებს შორის იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტი ღვთის კეთილგანწყობა ამჯერად უკვე მოციქულებზე და იესოს სხვა პირველ მოწაფეებზე იყო და არა ხორციელ ისრაელზე (საქმეები 2:22; 1 კორინთელები 14:22; ებრაელები 2:4). 

ამასთან დაკავშირებით კითხვები იბადება: შემდგომაც უნდა შენარჩუნებულიყო თუ არა მოცემული ნიჭები – ანუ «მოციქულთა პერიოდის» (ახ.წ. 1 საუკუნის) დასრულების შემდეგ? როგორ უნდა გავიგოთ ამასთან დაკავშირებით პავლეს – ანუ მისი სიტყვები, ვინც, ალბათ, დანარჩენებზე მეტ ძლევამოსილ საქმეებს აღასრულებდა, - რომ შემდგომ მსგავსი ნიჭები უნდა «გაუქმდეს»? მოცემულ სტატიაში შევეცდებით უფრო საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ ჩვენთვის საინტერესო თემა და არა მხოლოდ პასუხები ვიპოვოთ დასმულ შეკითხვებზე, არამედ მათი დასაბუთებაც.


понедельник, 28 октября 2019 г.

დადგა "უკანასკნელი საათი" (1 იოანე 2:18)




"ჟამი" თუ "საათი"?
მოციქული პავლე განდგომილებაზე და იმის შესახებ «ვინც ახლა მას აკავებს»
«გზიდან... იქნება ჩამოცილებული» - ყველა მოციქულის სიკვდილი
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის "უკანასკნელი საათი"


მოციქულ იოანეს, თავისი პირველი წერილის 2:18-ში ძალიან საინტერესო მითითება აქვს:


«ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია» (1 იოანე 2:18, საპატრიარქოს გამოცემა).

საპატრიარქოს გამოცემაში, საიდანაც ეს სიტყვებია ციტირებული, ეს მუხლი ცოტა არაკორექტულადაა მოყვანილი. ბერძნული სიტყვა «ώρα» (სტრონგის ნომერი: 5610), რომელიც საპატრიარქოს გამოცემაში წარმოდგენილია როგორც «ჟამი», უმთავრესად ნიშნავს «საათს». ზუსტად ასეა ეს სიტყვა ნათარგმნი მრავალ სხვა ბიბიურ მუხლებში თუნდაც იმავე საპატრიარქოს თარგმანში. მაგალითად, მათეს 20:3,5,12; 24:36,50; 25:13; 26:40; 27:45,46… 

воскресенье, 20 октября 2019 г.

შეიძლება თუ არა იეჰოვას მოწმე მართლმადიდებელი იყოს?



         შესაძლოა, შეკითხვის ასეთმა ფორმამ გაუგებრობები გამოიწვიოს და სრულიად უსაფუძვლო ჩანდეს იმის გამო, რომ მასში შეუთავსებელი გაგებებია მოყვანილი. თუმცა მოდით მაინც ვცადოთ გარკვევა.


         ასეთი კითხვის დასმის მიზეზი გახდა სტატია, რომელიც გამოქვეყნდა საიტზე «მართლმადიდებლობა და მსოფლიო» (www.pravmir.ru) 21.12.2011  სახელწოდებით «სექტანტობა მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში» [1]. მოცემული სტატია – გახლავთ მასალა არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელის (შახოვსკი) გამოცემიდან. რჩეული. თხზულებების ნაკრები ორ ტომად. ტომი 1. 1999 წ. არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი (დიმიტრი ალექსანდრეს-ძე შახოვსკი) გასულ ასწლეულში ცხოვრობდა (დაიბადა 1902 წელს).

        ეხლავე მინდა ავღნიშნო, რომ, დ.ა. შახოვსკის ზოგიერთი მოსაზრებების გაცნობის შემდეგ, რომლებიც მოხსენიებულ საიტზეა გამოქვეყნებული, მე ამ ადამიანის, მართლმადიდებელი მღვდელმსახურის, მიმართ სიმპათიის გრძნობა გამიჩნდა. და რას წერს დ.ა. შახოვსკი თავის ნაწარმოებებში?

пятница, 11 октября 2019 г.

რა მნიშვნელობა აქვს?



ეს ფრაზა ხშირად მათ ესმით, ვინც თავისთვის გადაწყვიტა, რომ არ აღნიშნოს საყოველთაოდ მიღებული დღესასწაულები მათი უსანდომო წარმომავლობის გამო. ეს ეხება ისეთ რელიგიურ დღესასწაულებს, მაგალითად, როგორებიცაა შობა ან აღდგომა. ეს ასევე ეხება იმ დღესასწაულებსაც, რომლებსაც ტრადიციულად რელიგიურებად არ აღიქვავენ, მაგალითად, ახალი წელი.

და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, განა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს დღესასწაულს?

вторник, 8 октября 2019 г.

სად იქნა წაყვანილი ელია?



«როცა მიდიოდნენ [ელია და ელისე] და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი» (4 მეფეები 2:11; [საპატრიარქოს გამოცემა]).

რა იგულისხმება ამ შემთხვევაში სიტყვა «ცაში»? ხანდახან ეს სიტყვა გამოიყენება ღვთისა და მისი ანგელოზების სულიერი "სამყოფელი" ადგილის აღსანიშნავად (მათე 6:9; 18:10). სიტყვა «ცა» ასევე შეიძლება ნიშნავდეს ფიზიკურ სამყაროს (მეორე რჯული 4:19). და, გარდა ამისა, ეს სიტყვა ბიბლიაში დედამიწის ატმოსფეროს აღსანიშნავადაც გამოიყენება, სადაც ფრინველები დაფრინავენ და ქარი უბერავს (ფსალმუნები 77:26; მათე 6:26).

ამ ცებიდან რომელში ავიდა წინასწარმეტყველი ელია? როგორც ჩანს, ის ჰაერით იქნა გადაყვანილი დედამიწის სხვა ნაწილში. წლების გასვლის შემდეგ ელია ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდა, იმიტომ რომ მან წერილი მისწერა იეჰორამს (იორამს), იუდას მეფეს (2 ნეშტთა 21:1, 12—15).

вторник, 1 октября 2019 г.

ბიბლია და ვედები: არსებობს თუ არა მათ შორის ჰარმონია?



         ეს სტატია წარმოადგენს რეაქციას იმ ბროშურაზე, რომელიც მე, თითქმის ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, წასაკითხად ერთმა მამაკაცმა მომცა, რომელიც სამქადაგებლო მსახურებისას შემხვდა. მისი შეხედულებების თანახმად, ის «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» კონცეფციის მომხრეა (ხალხი ამ რელიგიური ორგანიზაციის წევრებს კრიშნაიდებს ეძახის), თუმცა ამ ორგანიზაციის წევრი არ არის. «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» მიმდევრებს, ხშირად შეიძლება შეხვდეთ მსხვილი დასახლებული პუნქტების ხალხმრავალ ადგილებში, სადაც ისინი კოლექტიურად ასრულებენ მანტრას «ჰარე კრიშნა…», და ასევე ვედური წერილების შეძენას სთავაზობენ ხალხს, ისეთების, როგორებიცაა «ბჰარაგავატ-გიტა», «შრიმად-ბხაგავატამ» და სხვა.

среда, 18 сентября 2019 г.

სიცოცხლის დანართი... თუ თვით სიცოცხლე?



ალბათ, თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს პირადი ტელეფონი, სმარტფონი ან პლანშეტი. დამეთანხმებით, მოსახერხებელი ნივთებია. და ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თითოეულ ჩვენ მობილურ მოწყობილობაში საკმაო რაოდენობის სპეციალური დანართები (ანუ აპლიკაციები) აყენია. და მათაც თავისი სარგებელი მოაქვთ. ისინი სმარტფონს გაცილებით ფუნქციონალურს ხდიან, რაც მის მოხმარებას ჩვენთვის უფრო მოხერხებულს ხდის.

კითხვა: რა უფრო ფასეულია თქვენთვის? თქვენი სმარტფონი თუ მასში ჩამოქაჩული დანართები? ალბათ თქვენ უპასუხებთ, რომ ეს ძალიან უცნაური შეკითხვაა. რა თქმა უნდა, რომ სმარტფონი გაცილებით ფასეულია. ის საკმაოდ ძვირი ღირს, დანართების ჩამოქაჩვა კი, მცირე თანხის გადახდით, ან სულაც უფასოდ შეიძლება. და მე სრულიად დაგეთანხმებით ამაში. როგორი მოსახერხებელი, საინტერესო და სასარგებლოც არ უნდა იყოს დანართი, თავად ის მოწყობილობა, რომელიც მათ მუშაობას უზრუნველყოფს, ყოველთვის მათზე გაცილებით ფასეული იქნება…

среда, 11 сентября 2019 г.

რატომ ვაღიარებ პრინციპს «Sola Scriptura»?



მართლმადიდებელი აპოლოგეტები მიიჩნევენ, რომ ბიბლიის სწორი გაგება, დიდი ალბათობით, უფრო ე.წ. «ეკლესიის მამებს» მიეცათ, რომლებიც იმავე კულტურულ-ისტორიულ გარემოში ცხოვრობდნენ, რომლშიც ბიბლიის მწერლები, და არა 19 საუკუნის პროტესტანტ მწყემსებს, ჩ.ტ. რასელის მსგავსებს, რომლებმაც არც იმ ეპოქის ენა იცოდნენ და არც პირველი საუკუნის სოციალური თუ კულტურული რეალიები. პრინციპს Sola Scriptura (ბიბლია საკუთარ თავს თვითონ განმარტავს) ისინი ბიბლიის უკიდურესი სიაშკარავისა და, როგორც შედეგი, მის ეგზეგეზში ბოროტად ჩარევის ფართო შესაძლებლობის მიზეზებით უარყოფენ.

ისტორიული ეკლესიების ამ "რკინაბეტონის" არგუმენტის გამოკვლევის შემდეგ, მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბიბლიის განმარტებისადმი ისტორიული ეკლესიების მიერ არჩეული მიდგომა, წინააღმდეგობაში მოვიდოდა ჩემს სინდისთან და დამღუპველად აისახებოდა ჩემ ინტელექტუალურ პატიოსნებაზე.


ამ სტატიაში წარმოდგენილია ჩემი კვლევის «პირველი ნაყოფები», ამიტომ გთხოვთ მკაცრად ნუ განმსჯით.


вторник, 3 сентября 2019 г.

144 000 ვინ არიან ისინი?




შინაარსი:
აბრაამის თესლი
ახალი ერი
სულიერი ისრაელი, «ღვთის ისრაელი» 
ხორციელი ისრაელი და «ღვთის ისრაელი»:ანალოგიები 
სრული რიცხვი
შემადგენელი ციფრების სიმბოლიკა
მცირე სამწყსო
«ისრაელის» ტომების ჩამონათვალი
«...ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან»
«144 000» - სიმბოლური ისრაელი
144 000 — ებრაელების განსაკუთრებული ჯგუფი?
გამოცხადების 14:1-5. ტექსტის კვლევა
გამოცხადების 7:9-17. ვის წარმოადგენს «უამრავი ხალხი»?
სად იმყოფებიან «უამრავი ხალხი» და 144 000 ?
შეჯამება

ფაილის (PDF) გადმოსაწერი ბმული (Google Drive)


вторник, 20 августа 2019 г.

მოსაზრებები 144 ათასის შესახებ


გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი, ბეჭედდასმულნი ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან (გამოცხადება 7:4).

გავიხედე და, აი, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი (გამოცხადება 14:1).

ისინი თითქოს ახალ სიმღერას მღერიან ტახტის, ოთხი ცოცხალი არსებისა და უხუცესების წინაშე და არავის შეეძლო ამ სიმღერის შესწავლა, გარდა დედამიწიდან ნაყიდი ას ორმოცდაოთხი ათასისა (გამოცხადება 14:3).

вторник, 13 августа 2019 г.

ყურადღება! მიმდინარეობს მშენებლობა!




   რამდენად ხშირად შეიძლება დავნაღვლიანდეთ, როდესაც იმას ვაცნობიერებთ, თუ რა ძლიერ მოქმედებს ჩვენზე ჩვენი არასრულყოფილება! ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გვიჩნდება, თითქოს ჩვენმა არასრულყოფილებებმა ცოცხალ რიგში ჩადგომა შემოიღეს წესად და თან ეს რიგი სულ უფრო გრძელი და ამაღელვებელი ხდება. ვინმე იტყვის: «ამდენი წელია იეჰოვას ვემსახურები, ჩემში კი კვლავ ისე ბევრია ის, რისი თავიდან მოცილებაც მჭირდება! ალბათ, როგორი იმედგაცრუებულია ჩემით იეჰოვა…» მოგდით ხოლმე ასეთი ფიქრები?   

    მაგრამ მოდით ერთი თვალსაჩინო მაგალითი განვიხილოთ…

среда, 31 июля 2019 г.

ხატების თაყვანისცემა თუ ხატების პატივისცემა?




- ის თუ იცით, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხატებს თაყვანს კი არა, პატივს სცემენ? ბიბლიაში იმის პატივისცემის მრავალი მაგალითია, რაც მატერიალურია. თუნდაც იერუსალიმის ტაძარი, მაგალითად.

-დიახ, ვიცი. კიდევ ისიც ვიცი, რომ ძალიან რთულია ხოლმე მათ შორის არსებული ზღვარის განსაზღვრა. აბა თავად დაფიქრდით თუ შეიძლება წმინდა წერილის ორ ადგილზე ამ თემასთან დაკავშირებით.

суббота, 27 июля 2019 г.

ჯოჯოხეთის ცეცხლი და ექსპონენტის გრაფიკი



დღის ისტორია

პირადად მე არ მჯერა იმის, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ რჩება. თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა იმის გაგება, თუ ისინი, ვისაც ამგვარი სუბსტანციის არსებობის სჯერა, როგორ განმარტავენ ბიბლიურ სწავლებას მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ "იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა" (საქმეები 24:15).  ანუ უკეთურებიც აღდგებიან მკვდრეთით! და აი აქ მათთვის, ვისაც სწამს, რომ ცოდვილთა უკვდავი სულები არსებობს, გარკვეული სირთულეები იწყება. რა საჭიროა მათი მკვდრეთით აღდგენა ვინც ღვთისაგან უარყოფილი და უკვე დასჯილია? რაღაცის მოფიქრებაა ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო. და აი როგორ ამიხსნა ეს მომენტი ერთერთმა პროტესტანტმა პასტორმა პირად საუბარში. ქვემოთ მოყვანილია დიალოგის მონაკვეთი.


вторник, 23 июля 2019 г.

ვინ დგას სასწაულებრივი განკურნებების უკან?



ნაწყვეტი საუბრიდან.
- იეჰოვას მოწმეები ხართ?
- დიახ!
- მე, ალბათ, არ ვილაპარაკებ თქვენთან. თქვენ განკურნებებს არ აღიარებთ, ისინი კი არსებობს. ბებოებიც კურნავენ შელოცვებითა და ლოცვებით და ეკლესიაშიც ხდება განკურნების სასწაულები, თქვენ კი არ აღიარებთ ამას. მაგრამ ეს ხომ ფაქტია, მე რწმენით განკურნების მრავალი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ.
- ჩვენ ვაღიარებთ, რომ ასეთი სასწაულებრივი განკურნებები არსებობს. მთავარია იმაში გავერკვეთ, თუ ვინ დგას ამ სასწაულების უკან.
- აქ ხომ ყველაფერი ნათელია. განკურნება კეთილი საქმეა. ყველა კეთილი საქმე კი ღვთისაგან მომდინარეობს.
- იცით, ცხოვრებაში ხანდახან ისე ხდება, რომ შეიძლება ვინმე კეთილ საქმეს კი გიკეთებს – მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენთვის სიკეთე უნდა.
მაგალითად, ადამიანები ხშირად ზრდიან გოჭებს. ისინი მათ აჭმევენ, ასმევენ, ზრუნავენ მათზე, რომ არ დაავადდნენ. თან ეუბნებიან: ჭამეთ ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ! მაგრამ რა მიზნით აკეთებენ ისინი ამას? როგორ ფიქრობთ?