пятница, 24 февраля 2023 г.

სატანის ფონოტეკა

 მუსიკა - გაცილებით უფრო დიდი აღმოჩენაა, ვიდრე სიბრძნე და ფილოსოფია. (ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი)

 

თანამედროვე მსოფლიოს მუსიკის გარეშე წარმოდგენა ძნელია. ის მყარად დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში ჯერ მუსიკალური ფირფიტების, შემდეგ “ბაბინიანი” და კასეტიანი მაგნიტოფონების, შემდეგ კი ლაზერული დისკების მასიურ წარმოებასთან ერთად.

 

რაც შეეხება ბოლო წლებს, თითოეული ადამიანის შემთხვევაში, ვისაც კომპიუტერი აქვს, მუსიკის რაოდენობა უკვე იზომება არა ალბომების რაოდენობით, არამედ გიგაბაიტებით.

вторник, 14 февраля 2023 г.

ტეტრაგრამატონი. მისი ჟღერადობა ივრითზე

 



სერგეი ივანოვი

ბიბლიური თეოფორმული სახელების შედარების მეთოდი

«იეხოვა» («იეჰოვა’ჰ») — ტეტრაგრამატონის ტრადიციული ებრაული ჟღერადობა 

«იეხოვა» - ხელოვნური ფორმა, რომელიც «ადონაის» ხმოვნებით იქნა შედგენილი?

რამდენი მარცვალია ტეტრაგრამატონში?

ხმოვნები ტეტრაგრამატონში

«იაჰ»-სა და სახელების დაბოლოება «-იაჰუ»-ს რაღა ვუყოთ?

«იაჰვე» — ფორმა, რომელიც ივრითის წესებს ეწინააღმდეგება

ტეტრაგრამატონის ხმოვნების დადგენის დამატებითი მეთოდები

ან ზუსტი ჟღერადობა ან არანაირი?

დასკვნა

вторник, 7 февраля 2023 г.

გულგატეხილობა და გაურკვევლობა

 

«გარშემო მხოლოდ ტკივილი და უსამართლობაა. როგორ არ უნდა შეიშალო ჭკუიდან ახალი ამბების შემყურე?» – აცხადებს რუსული საიტი «Медуза».

შემდეგ ნათქვამია:

თვითონაც ყველაფერი იცით, ბმულების დადებას არ დავიწყებთ: ომების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მძიმედ ავადმყოფი ბავშვების შესახებ, "შეკერილი" სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, მიუსაფარი ცხოველების შესახებ, ციხეებში და პოლიციის განყოფილებებში წამების შესახებ, ახალი აღმაშფოთებელი კანონების შესახებ. იმ გრძნობებთან გამკლავება, რომლებსაც ეს ახალი ამბები იწვევენ, რთულია — როგორც თქვენთვის, ჩვენი მკითხველებისთვის, ასევე ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის.

ასეთ მასალებს სულ უფრო ხშირად ვხვდები. რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად.

среда, 1 февраля 2023 г.

სამშობლოსა და მისი დაცვის შესახებ

 


ყოველთვის სასარგებლოა განსაზღვრებებში გარკვევა. რა არის მამული, ან სამშობლო? ერთი ვარიანტია: ქვეყანა, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. კარგი, მე სსრკ-ში დავიბადე და გავიზარდე, დღეს კი მის ადგილას სხვა სახელწოდების, სხვა საზღვრების, სხვა დროშის, გერბისა და ჰიმნის, სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობისა და იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მე ჩემი მამული-სამშობლო დავკარგე? უნდა გამოვიდე თუ არა იარაღით ხელში საქართველოს წინააღმდეგ ჩემი სამშობლოს დასაცავად, რომელიც მან მე წამართვა? ასეთი მოწოდებები ჯერ არ მომისმენია, თუმცა ის სრულიად ჯდება სამშობლოს, როგორც ქვეყნის დაცვის ლოგიკაში.