пятница, 24 февраля 2023 г.

სატანის ფონოტეკა

 მუსიკა - გაცილებით უფრო დიდი აღმოჩენაა, ვიდრე სიბრძნე და ფილოსოფია. (ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი)

 

თანამედროვე მსოფლიოს მუსიკის გარეშე წარმოდგენა ძნელია. ის მყარად დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში ჯერ მუსიკალური ფირფიტების, შემდეგ “ბაბინიანი” და კასეტიანი მაგნიტოფონების, შემდეგ კი ლაზერული დისკების მასიურ წარმოებასთან ერთად.

 

რაც შეეხება ბოლო წლებს, თითოეული ადამიანის შემთხვევაში, ვისაც კომპიუტერი აქვს, მუსიკის რაოდენობა უკვე იზომება არა ალბომების რაოდენობით, არამედ გიგაბაიტებით.

 

და თუ ადრე, როდესაც თაროზე სულ  რაღაც 10-20 კასეტა გედო, და დანამდვილებით იცოდი, რის შესახებ მღეროდნენ თითოეულ სიმღერაში, დღეს, როდესაც ათობით ათასი სიმღერისგან შემდგარი უზარმაზარი ფონოტეკა გაქვს, ხშირად ისიც კი არ იცი, თუ ვინ მღერის ამა თუ იმ სიმღერას!

 

ამასთანავე არც ისე შორეულ წარსულში ჩვენს ნაცვლად სახელმწიფო წყვეტდა, თუ როგორი მუსიკა იყო დასაშვები საბჭოთა ადამიანისთვის და როგორი მუსიკა გახრწნიდა მის ზნეობრიობას.

 


დღეს მუსიკის სამყაროში სრული ანარქია მეფობს. მღერის ვისაც გაუხარდება და რაც გაუხარდება. თუმცა რატომ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ რა არის ჩვენს ფონოტეკაში?

 

წარმოიდგინეთ, რომ უზარმაზარ სუპერმარკეტში შეხვედით, რათა სხვადასხვა საქონელი იყიდოთ კუპონებით. მაღაზიას თუ ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, მაშინ თქვენ იარლიყებზე დაუხედავად აიღებთ და ჩააწყობთ კალათაში იმ საქონელს, რაც მოგეწონებათ.

 

თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ამ მაღაზიაში სათანადო ყურადღებას აქცევენ საქონლის ხარისხს და იქ არ არის ვადაგასული საქონელი, რომლითაც შეიძლება მოიწამლოთ.

 

თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით სავალალოდაა. ასეთი იდეალური მაღაზიები თითქმის არ არსებობს, სამაგიეროდ, მეორეს მხრივ, ისეთი მაღაზიები, სადაც გამყიდველები ვადაგასული და გაფუჭებული საქონლის შემოტყუებას ცდილობენ - სავსეა.

 

მთავარია გაყიდონ და ფული იშოვონ - ესაა ნებისმიერი მაღაზიის მიზანი. მაღაზიის მეპატრონეს და გამყიდველს ნაკლებად ადარდებს თქვენი ჯანმრთელობა, ისინი ექიმები კი არა, კომერსანტები არიან.

 


მუსიკალურ ინდუსტრიაშიც ასეთი მგლური კანონებია გამეფებული. დღეს მუსიკა - საქონელი უფროა, ვიდრე ხელოვნება. საქონელი, რომლის სარფიანად გაყიდვაა საჭირო.

 

ამიტომ იმას ყიდიან და იმას უწევენ პოპულარიზებას, რაზეც უმთავრესად არსებობს მოთხოვნილება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველაფრის დაშვებულობისა და სულიერი ანარქიის დროში ვცხოვრობთ, უპირველეს ყოვლისა მოთხოვნილებით ის სარგებლობს, რაც ყველაზე მდაბიო, ცხოველურ ინსტინქტებს აღძრავს.

 

შეხედეთ თანამედროვე მუსიკალურ კლიპებს - იშვიათად შეიძლება ისეთი კლიპის ნახვა, სადაც მსუბუქი ყოფაქცევის ნახევრად გახდილი გოგონები თავისი სხეულების დემონსტრირებას არ ეწევიან.

 

მოთხოვნილებით ის სარგებლობს, რაც უზნეო და უპრინციპო ადამიანების ყურს სიამოვნებს, რომელთა რიცხვიც ჩვენი საყოველთაო სეკულარიზაციის ეპოქაში უზომოდ გაიზარდა.

 

მოთხოვნილებით ის სარგებლობს, რაც საიდუმლოებითაა მოცული. ამიტომ მაგია, ჯადოქრობა და სპირიტიზმი - ბევრი სიმღერის თემას წარმოადგენს, ვამპირები და სხვა სახის ქაჯები კი ხშირად მათ "გმირებს” წარმოადგენენ.

 


აი ეს კი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებით სახიფათო ზონაა. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში გააფრთხილა ღმერთმა თავისი ერი:

 

არ იყოს თქვენ შორის ... არც მარჩიელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მკითხავს, და არც მკვდართა გამომკითხველი, ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას...   (კანონი [მეორე რჯული] 18:10-12)

 

ღმერთმა ყველა ეს საქმე აკრძალა, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ დემონიზმთანაა დაკავშირებული. მათ, ვინც ამ საქმით დაკავდებოდა და ამ საქმეებზე წაასწრებდნენ, სასტიკი სასჯელი ელოდათ - სიკვდილი.

 

მაგრამ დღეს თუ ადამიანი ისეთ სიმღერებს უსმენს, რომლებშიც ამ დემონურ სწავლებებს და იდეებს უმღერიან და პროპაგანდას უწევენ, განა ის ადამიანი ღმერთისთვის საძულველი არ იქნება? ამ დამპალი “სულიერი” საკვების განურჩევლად მოხმარებით, ადამიანი სერიოზული მოწამვლის რისკის ქვეშ დგება.

 

სატანის ფონოტეკა დღეს უზარმაზარია და ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რათა მისი პატარა ნაწილაკიც კი არ მოხვდეს ჩვენს ფონოტეკაში. იმიტომ რომ ერთ წვეთ შხამსაც კი შეუძლია ადამიანი მოკლას.

 


სირთულე კიდევ იმაშიც მდგომარეობს, რომ, სიმღერის მოსმენისას, შეიძლება წარმოდგენაც კი არ გვქონდეს, რომ ის ჩვენთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ის ენა არ გვესმის, რომელზეც ის სრულდება.

 

მაგრამ როგორც კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს ადამიანს პასუხისმგებლობისაგან, ასევე ენის არცოდნა არ ათავისუფლებს ადამიანს ღვთის წინაშე პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ სიმღერას უსმენს. რადგან ღმერთს ხომ ყველა ენა ესმის და იცის, რაზე მღერიან ჩვენს სახლში.

 

მოდით მაგალითისთვის ცნობილი ჯგუფი "იგლზი" და მათი ჰიტი ავიღოთ, რომელსაც "ოტელ კალიფორნია" ჰქვია. ის ძალიან ხშირად ისმის რადიოში და ბევრ ადამიანს მოსწონს. მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ სიმღერის ნამდვილი აზრის შესახებ.

 

გამოზომილი, მომაჯადოებელი რიტმი, მომღერლებისა და გიტარების ხმები იმდენად გიპყრობს, რომ ადამიანი უკვე ნაკლებად აქცევს  ყურადღებას სიტყვების ნამდვილ მნიშვნელობას. არადა ისინი საშინელია. აი რა ეწერა ამ სიმღერის შესახებ წიგნში "ჩვენ მხოლოდ შენი სული გვჭირდება" :

 

"ოტელ კალიფორნია" გადმოსცემს ადამიანის მოგონებებს, რომელმაც საშინელი ოკულტური განცდები გამოიარა. ამ სიმღერაში "ბნელი" სტრიქონებს შორისაა დამალული, ასე რომ მისამღერს თავისი სტუმართმოყვრული ტექსტით "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოტელ კალიფორნიაში" მოტყუებით მიაქვს მსმენელისგან სიმღერის ნამდვილი შინაარსი.

 

ერთი ადამიანი ყვება, რომ ერთხელ გვიან საღამოს მიდიოდა ავტომობილით უდაბურ ავტოსტრადაზე და შორს მოციმციმე შუქი დაინახა. ახლოს რომ მიდის, ის ავტომობილს აჩერებს და, მგზავრობით დაღლილი, ღამის გასათევად დარჩენას იქ წყვეტს. სასტუმრო "კალიფორნიაში" შედის და ვერ გაუგია, სად არის ცაში თუ ჯოჯოხეთში. მას ღამე ხმები ესმის, ღვინოს უკვეთავს, და მას ინფორმაციას აწვდიან, რომ ეს სული აქ 1969 წლის შემდეგ არ ყოფილა. ღამის სტუმარი სატანისტური რიტუალის მოწმე ხდება:

 

ჭერში სარკე, ყინულში ვარდისფერი შამპანური. და ქალის ხმა: "ჩვენ ხომ აქ ჩვენივე ნებით ვართ ტყვეები". მოძღვრის ოთახში ისინი სადღესასწაულო ტრაპეზზე იკრიბებიან. ისინი ამ მტარვალებს რკინის დანებით ჩეხავენ და ვერაფრით ვერ ხოცავენ.

 

სტუმარი შეშინებული გამორბის სასტუმრო "კალიფორნიიდან". როდესაც ღამის წყვდიადში აღმოჩნდება, ის მოულოდნელად აცნობიერებს, რომ, თუმცა ნებისმიერ დროს შეუძლია სასტუმროს ტერიტორიის დატოვება, ის უკვე ვერასოდეს შეძლებს ამ ყველაფრისგან განთავისუფლებას.

 

"მოეშვი, — გაისმა ხმა ღამის წყვდიადიდან, — ჩვენ დაპროგრამებულები ვართ, რათა ბრძანებები მივიღოთ. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია გასვლა, თუმცა განთავისუფლებას უკვე ვერასოდეს ვერ შეძლებ".

 

სიმღერა "ოტელ კალიფორნიას" ტექსტი, დიდი ალბათობით, სან-ფრანცისკოში არსებულ სატანისტურ ეკლესიაზე მიუთითებს. ამ ქალაქში ის  მდებარეობს ქუჩაზე, სახელწოდებით... "კალიფორნია". დამთხვევაა? ფირფიტა “ოტელ კალიფორნიას” ყდის მარცხენა მხარეს სამი ფანჯარაა გამოსახული. შუა ფანჯარაში სახე მოჩანს, რომელშიც მელოტი ანტონ ლავეის ამოცნობაა შესაძლებელი, სატანისტური ეკლესიის მოთავის"იგლზის" მენეჯერმა, ლარი სელტემ აღიარა, რომ ჯგუფის ზოგიერთ მუსიკოსებს სატანისტური ეკლესიის წევრებთან აქვთ ურთიერთობა

საშინელებაა, ხომ მართალია? მე ძალიან გირჩევთ ეს წიგნი თუნდაც დიაგონალზე მაინც გადაფურცლოთ, რათა მაშინვე გაცხრილოთ თქვენი ფონოტეკა სუფთა წყლის სატანიზმისგან.

 

რამოდენიმე წლის წინ ეს წიგნი ჩემს ერთ ქრისტიან მეგობარს მივეცი. მომდევნო დღეს მან მომიყვა, რომ ის მთელი საღამო კითხულობდა ამ წიგნს და ამავდროულად თავისი ფონოტეკიდან იმ ჯგუფების ალბომებს შლიდა, რომელთა შესახებაც მასშია საუბარი.

 

მე ვფიქრობ, რომ, ამ ქმედების განხორციელებითა და იმ მუსიკის თავიდან მოშორებით, რომელიც მას თავდაპირველად მოსწონდა, მან საკუთარი თავი მრავალი პრობლემისგან და დემონების ზეგავლენისგან დაიცვა.

 

არადა ამ მუსიკისადმი მიდრეკილება შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს. ერთ დროს ბიბლიის გაგებაში ერთ მამაკაცს ვეხმარებოდი, რომელსაც ძალიან უყვარდა აშკარად დემონური შინაარსის მუსიკა. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ასეთი მუსიკის სულიერი ზიანის შესახებ.

 

თუმცა მან მაინც ვერ შეძლო თავისი სატანური ფონოტეკის თავიდან მოცილება და როგორც ჩანს ზუსტად ამიტომაც ვერ მიაღწია სულიერ წარმატებებს. ამ საშინელი მუსიკისადმი მისი სიყვარული ღვთისადმი სიყვარულზე ძლიერი აღმოჩნდა.

 


ეს შემთხვევა იმის აშკარა მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ შეუძლია ლამაზ მუსიკას (ხშირად კი ულამაზოსაც) გულის დაპყრობა და გონების დაბინდვა. ადამიანს შეიძლება ესმოდეს, რომ ის ქრისტიანისთვის მიუღებელია, მაგრამ მისი მიტოვება არ შეეძლოს.

 

ეს იმის მსგავსია, როგორც ზოგიერთი ადამიანია მიდრეკილი მავნე საკვებისკენ. ისინი მათ გამო სუქდებიან, ჯანმრთელობა უფუჭდებათ, მაგრამ საკუთარ თავს უარს ვერ ეუბნებიან - ის ხომ ძალიან გემრიელია! მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:

 

თუმცა, რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. (2 კორინთელები 11:14)

 

როდესაც ადამიანი თავის გემოვნებას და გულს მასზე ბატონობის უფლებას აძლევს, მაშინ ის იმ ადამიანს ემსგავსება, რომელიც მძარცველმა თავისივე უგუნურების გამო გაძარცვა:

 

- თუ შეიძლება მითხარით, უცნობ ადამიანს კარი რატომ გაუღეთ? ხომ ხედავდით, რომ ხელში ნაჯახი ეჭირა? - ეკითხება მას გამომძიებელი.

 

- ის ისე საყვარლად იღიმებოდა....... - პასუხობს ეს ადამიანი.

 


ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ასეთ გაფრთხილებებს. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი სატანისტური სიმღერების მოსმენა - უწყინარი საქმეა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ერთხელ თქვენთან მეზობელი შემოდის და გეუბნებათ:

 

- შეიძლება, შენს შემოსასვლელში კედელში ლურსმანს ჩავარჭობ?

 

- რა პრობლემაა, - პასუხობთ თქვენ, - კედელია რა.

 

მომდევნო დღეს მეზობელი ისევ შემოდის და გეუბნება:

 

- აქ ჩემი ლურსმანია ჩაჭედებული, მასზე ჩემი პალტო მინდა დავკიდო.

 


თქვენ თვითონ მიეცით მას იმის საშუალება, რომ მას თქვენს ცხოვრებაში შემოჭრის საბაბი ჰქონოდა. იმ ადამიანს, რომელიც დემონებს საკუთარ გულში ლურსმნის ჩაჭედების უფლებას აძლევს, საეჭვოა იმის იმედი ჰქონდეს, რომ ისინი ამ ლურსმანზე თავის სისაძაგლეებს არ დაკიდებენ.

 

მერე კი ადამიანს უკვირს: რატომ მაქვს ცხოვრებაში ამდენი პრობლემა, რატომ არ მიმართლებს არაფერში? მან თვითონ მისცა ამ ბოროტ პიროვნებებს თავის ცხოვრებაში ჩარევის იურიდიული უფლება. განა ღმერთი მას დაიცავს?

 

რა თქმა უნდა, დღეს ძალიან ძნელია ყველა სიმღერის გაკონტროლება, მათ ყოველწლიურად მილიონობით უშვებენ. თუმცა ძნელი არ არის მათი რეპუტაციის შესახებ ინფორმაციის გაგება, ვინც ამ სიმღერებს ქმნის და ასრულებს.

 

ამასთანავე მუსიკის ზოგიერთი მიმართულება შეგვიძლია მაშინვე გამოვრიცხოთ: ჰევი-მეტალი, რეპი, პანკი და ზოგიერთი სხვა სტილები თავიდანვე მიუღებელია მათი იდეური მიმართულებებიდან გამომდინარე.

 


თუ ჩემს მსგავსად არც თქვენ ფლობთ ინგლისურ ენას, მაგრამ რომელიმე სიმღერის შინაარსში ეჭვი გეპარებათ, დღეს, ინტერნეტის ერაში, მისი შინაარსის გაგება რთული არ არის. ამისთვის უამრავი საიტი არსებობს, რომლებიც სიმღერების თარგმანებს გვთავაზობენ (ძირითადად რუსულ ენაზე).

 

საძიებო სისტემაში აკრეფთ დაახლოებით ასეთ ტექსტს: "ჯგუფის დასახელება_სიმღერის დასახელება_пepeвoд", და ნახავთ, ყველაფერი კარგადაა თუ არა.

 


განსაკუთრებით მგრძნობიარე სინდისის მქონე ზოგიერთმა ქრისტიანმა მხოლოდ უსიტყვო მუსიკის მოსმენა გადაწყვიტა. ეს მათი სინდისია ძალიან სუფთა და ფაქიზი. სხვები კი ამ ყველაფერს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

 

თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ თუ გავიგებთ, ან გვეტყვიან, რომ ესა თუ ის სიმღერა მიუღებელია, მაშინ სჯობია ის რაც შეიძლება სწრაფად მოვიცილოთ.

 

თუ ურწმუნო დაგპატიჟებთ და მოისურვებთ მასთან წასვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც გამოგიტანენ, ნურაფერს გამოიძიებთ თქვენი სინდისის გამო, მაგრამ, თუ ვინმე გეტყვით, ეს მსხვერპლშენაწირიაო, ნუ შეჭამთ, ნურც მის გამო, ვინც ეს გითხრათ, და ნურც სინდისის გამო.   (1 კორინთელები 10:27,28)

 

სატანის ფონოტეკა ყოველდღიურად ახალი შხამიანი სიმღერებით ივსება. ისინი ისმის ქუჩაში, სამსახურში და სხვების სახლებში.

 

- ჯოჯოხეთი იქ არის, სადაც მუსიკა არ არის, -  თქვა ერთმა ცნობილმა ადამიანმა. თუმცა ჯოჯოხეთი ალბათ უფრო იქ არის, სადაც სატანის მუსიკა ისმის.

 

ღმერთმა მუსიკა იმისთვის მოგვცა, რათა უპირველეს ყოვლისა მისი მეშვეობით  ავმაღლებულიყავით, და არა პირიქით, ძირს დავცემულიყავით...


Комментариев нет:

Отправить комментарий