ერთი მაგალითი დამამახსოვრდა. გემებზე, ნავებსა და სხვა სახის წყლის ტრანსპორტზე. ამ სატრანსპორტო საშუალებებმა შეიძლება აირეკლოს ჩვენი, როგორც მორწმუნე ადამიანების, ქრისტიანების ბუნება.
ბიბლია ჩვენ შეგვახსენებს, რომ «რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე» (იაკობი 2:14-26).
პირადად ჩემი მხრიდან უბრალოდ იმის აღიარება, რომ ღმერთი არსებობს ან რომ მისი ძე ჩემთვის მოკვდა, საკმარისი არ არის (იაკობი 2:19). აუცილებელია ვავლენდე ჩემს რწმენასა და სიყვარულს ღვთისადმი და მოყვასისადმი «არა [მხოლოდ] სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით» (1 იოანე 3:18). წინააღმდეგ შემთხვევაში იმის საშიშროების წინ ვდგები, რომ ვიქცე «ჟღარუნა თითბრად... ან მჭექარე წინწილად» (1 კორინთელები 13:1).