суббота, 27 октября 2018 г.

იმის დანახვა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი



რწმენა – პირველ რიგში ღვთისადმი ღრმა ნდობაა. უპირობო ნდობა. და ის, რაც დღეს (რუსეთში) ხდება - იეჰოვასადმი ჩვენი ნდობის გამოცდაა. ჩვენი რწმენა კი ნებისმიერ ხილულ მატერიალურ ქონებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, რომელიც მოწინააღმდეგეებმა შეიძლება წაგვართვან. როდესაც გვკრძალავენ, დარბაზებს გვართმევენ, ფილიალს ხურავენ, ეს არასასიამოვნოა. ძალიან არასასიამოვნო. მაგრამ ცალკე აღებულ ქრისტიანზე მოცემული ფაქტები თუ იმდენად დამთრგუნველად მოქმედებს, რომ ღვთისადმი მსახურების მისი სურვილი ძალიან დაბლა ეცემა, მაშინ ეს შეკითხვის დასმის მიზეზს გვაძლევს: «რაზე იყო დამყარებული შენი რწმენა? რაიმე ხილულზე, მატერიალურზე?»


пятница, 28 сентября 2018 г.

მიქაელი - "ერთერთი პირველ მთავართაგანი"



მთავარანგელოზი მიქაელის თემა, რომელშიც წმინდა წერილების მკვლევარი ქრისტიანები ღვთის ძეს მოიაზრებენ, შეიძლება ეხებოდეს საკითხს, რომელიც დანიელის 10:13-ში ჩაწერილი ბიბლიური მონაკვეთის გაგებასთანაა დაკავშირებული. ამ მუხლში შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: 


«სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩი».

მოცემულ მუხლში ზოგიერთი შეიძლება დააბნიოს მიქაელის ისე მოხსენიებამ, როგორც «ერთერთი პირველ მთავართაგანი». მიქაელი თუ – ღვთის ძეა, რომელიც შემდგომ იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი, მაშინ რატომაა მასზე საუბარი, როგორც «ერთერთ პირველ მთავართაგანზე» და არა, მაგალითად, როგორც «მთავართა მეთაურზე»? 

среда, 5 сентября 2018 г.

ღვთის სახელი და ფსალმუნების წიგნი



«გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანისთვის ფსალმუნები ძველი აღთქმის ყველაზე ძვირფას წიგნს წარმოადგენს…  იესოსა და მოციქულების მაგალითის მიბაძვით ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ეკლესიაში ფსალმუნები ხშირად გამოიყენებოდა ლოცვისათვის (ეფესოელები 5:19; კოლოსელები 3:16; 1 კორინთელები 14:26)» (არქიმანდრიტი ალექსანდრე (მილეანტი), «ფსალმუნები»).

суббота, 11 августа 2018 г.

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები და "წმინდა ადგილები"



მორწმუნეთა უმრავლესობას შორის არსებობს განსაზღვრული ადგილების მონახულების ჩვეულება, რომლებიც, როგორც მიიჩნევა, ერთგვარ განსაკუთრებულ რელიგიურ მნიშვნელობას ფლობენ. ხშირად ეს დაკავშირებულია ადამიანის სურვილთან, რომ რომელიღაც «სიწმინდე» (ობიექტი ან საგანი) ნახოს და მოილოცოს იმის იმედით, რომ ე.წ. «ღვთიურ მადლს» მიიღებს. ამგვარ ტრადიციას «მომლოცველობა» ჰქვია. ერთ წყაროში ეს სიტყვა ასე განიმარტება, «მომლოცველობა — მოგზაურობა წმინდა მიწაზე და სხვა გეოგრაფიულ ადგილებში, რომლებსაც საკრალური მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული რწმენისათვის, თაყვანისცემისა და ლოცვის მიზნით; საერთოდ მორწმუნეების სიარული წმინდა ადგილებში თაყვანსაცემად».

четверг, 21 июня 2018 г.

"გინდ მოგისმინონ, გინდ არა"




იყო ქრისტიანი და არ იყო მქადაგებელი – ეს ნონსენსია. ერთი მეორეს გულისხმობს. თანაც ეს რომელიმე ლამაზი ფრაზა კი არაა, არამედ კონკრეტული ბიბლიური პრინციპია, რომელიც, კერძოდ, 1 კორინთელების 9:16-შია გადმოცემული –

«თუ სასიხარულო ცნობას ვაუწყებ, არა მაქვს კვეხნის მიზეზი, რადგან ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!» (შეადარეთ ეზეკიელი 3:18,19).


როდესაც იესო მომავალ მსოფლიო სამქადაგებლო კამპანიის შესახებ საუბრობდა (მათე 24:14), ის გულისხმობდა, რომ ამ საქმეს საკუთარ თავზე ჩვეულებრივი ადამიანები აიღებდნენ – მისი ჭეშმარიტი მიმდევრები. და ამ საქმის კეთებას ისინი მანამდე გააგრძელებდნენ, სანამ უფალი არ იტყვის: «საკმარისია». ეს კი მას ჯერ არ უთქვამს.

пятница, 1 июня 2018 г.

ვისგან მოველი ხსნას?


(სტატიაში მოცემული აზრები,ძირითადად რუსი იეჰოვას მოწმეებისათვის იქნა დაწერილი, იქ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა არც ჩვენ ვიცით ხვალ რა გველოდება საქართველოში და ამიტომ ეს აზრები ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვისაც.)
«იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა. ამოდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები. ბედნიერია, ვისაც მშველელად ჰყავს იაკობის ღმერთი, ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე» (ფსალმუნები 146:3-5)


ჩვენ ხშირად ვუკითხავთ სხვებს ფსალმუნებში ჩაწერილ ამ სიტყვებს, როდესაც იმის ახსნა გვსურს, თუ რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას პოლიტიკაში. მგონი, კვლავ ჩნდება იმის აუცილებლობა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით ჩავუფიქრდეთ ამ სიტყვებს, რათა უფრო ღრმად გავიაზროთ ისინი. და არა იმისათვის რომ ვინმეს რამე ავუხსნათ. შესაძლოა, ზოგიერთი რამის ახსნა საკუთარი თავისთვის გვჭირდებოდეს. 

вторник, 22 мая 2018 г.

ათი მცნება და ათი დამახინჯება



ალბათ, სხვა არცერთი ეკლესია არ გამოირჩევა ათ მცნებაზე ყურადღების ისეთი აქცენტირებით, როგორც მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია. ადვენტისტების ოფიციალურ საიტზე (რუსული) ამასთან დაკავშირებით ნათქვამია: 
«ღვთის კანონის დიდებული პრინციპები ათ მცნებაშია გადმოცემული... ისინი ყველა დროის ადამიანებისთვის აუცილებელია. ეს დადგენილებები უდევს საფუძვლად მისი ხალხისთვის მიცემულ ღვთის კანონს. ეს სამართლიანობის უმაღლესი საზომია ღვთის სამსჯავროზე… ღმერთმა არა მხოლოდ ისრაელს, არამედ ასევე მთელ კაცობრიობას მოუწოდა დაეცვათ ათი მოკლე, თუმცა ყოვლისმომცველი და უცვლელი მითითება, რომლებიც ღვთისა და სხვა ადამიანების წინაშე ადამიანების ვალდებულებებს აჩვენებენ… რამდენადაც ათსიტყვიანი ზნეობრივი კანონი ღვთის ხასიათის ანარეკლია, მისი პრინციპები მარადიულია და გარემოებებზე არ არის დამოკიდებული. ისინი აბსოლუტური და უცვლელნი არიან და მუდმივ ძალას ფლობენ კაცობრიობისათვის. ყველა დროის ქრისტიანები მკაცრად იცავდნენ ღვთის კანონის უცვლელობას და მის საიმედოობას ამტკიცებდნენ…»

დამეთანხმეთ, ძალიან მკაფიო და ლამაზი სიტყვებია! გამოდის, რომ მეშვიდე დღის ადვენტისტები ათი მცნების მითითებებს მიიჩნევენ (ვციტირებ) «დიდებულად», «უცვლელად», «აბსოლუტურად», «ყველა დროის ადამიანებისთვის აუცილებლად», «გარემოებებისაგან... დამოუკიდებლად». ამასთანავე «მთელი კაცობრიობა ვალდებულია დაიცვას» ათი მცნების მითითებები. კარგი, დავიმახსოვროთ ეს... 

вторник, 8 мая 2018 г.

ვინ იყო საჭირო გამოსასყიდად - ღმერთი თუ ადამიანი?



ზარალის ტოლმნიშვნელოვანი კომპენსაციის პრინციპი
ადამიანის მიერ ცოდვა, ადამიანის მიერვე გამოსყიდვა
არა პიროვნება, არამედ სრულყოფილი სტატუსი
«აბა რაში გამოვლინდა მაშინ ღმერთის სიყვარული?»
დასკვნა


მე არაერთხელ მომისმენია ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც დაახლოებით შემდეგს აცხადებენ: «იესო ყოვლისშემძლე ღმერთია, იმიტომ რომ მან საკუთარი სიკვდილით გამოისყიდა ადამიანების ცოდვები. სხვა ვის პირად მსხვერპლს შეეძლო კაცობრიობის ცოდვისაგან ხსნა, თუ არა თავად ღმერთის?» 

ჩემი აზრით, საკმაოდ პათოსური და უკიდურესად უცნაური განაცხადია. ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ რაზეა აგებული ის მოსაზრება, თითქოს და ცოდვის გამოსასყიდად მხოლოდ შემოქმედის პირადი მსხვერპლი შეიძლება გამომდგარიყო. შესაძლოა, მათ, ვინც ასე აცხადებს, მთლად კარგად არ ესმით თავად ცოდვისაგან გამოსყიდვის პრინციპი. ამ სტატიაში შევეცდები ეს საკითხი დაწვრილებით განვიხილო.

четверг, 5 апреля 2018 г.

ტეტრაგრამატონი სეპტუაგინტაში



თავდაპირველად სეპტუაგინტაში ტეტრაგრამატონი ეწერა
პირველი ქრისტიანები და ტეტრაგრამატონი
ტეტრაგრამატონი სეპტუაგინტიდან ახ.წ. II საუკუნეში იქნა ამოშლილი
ტეტრაგრამატონი ქრისტიანი გადამწერების მიერ იქნა ამოშლილი
რატომ არ შეიცავს დღეს ბიბლიის მრავალი თარგმანი ღვთის სახელს?
იუდეველების რეაქცია სეპტუაგინტის დამახინჯებაზე
დასკვნა


სეპტუაგინტა - ებრაული წერილების (ძველი აღთქმის) ყველაზე ადრეული თარგმანი ბერძნულ ენაზე, რომელზე მუშაობაც ეგვიპტის ალექსანდრიაში დაიწყო ძვ.წ. 280 წელს და ძვ.წ. I საუკუნემდე გრძელდებოდა. სახელი სეპტუაგინტა ითარგმნება როგორც "სამოცდაათი", ზუსტად ამიტომ წერენ მას ხშირად ლათინური რიცხვებით «LXX».

понедельник, 19 марта 2018 г.

ღვთის სახელის იუდაური აკრძალვა. მართლა ასეა ეს?


როდესაც საუბარი დღევანდელი «ქრისტიანების» მხრიდან ღვთის სახელის (იეჰოვა) გამოყენებაზე უარს შეეხება ხოლმე, ხშირად ამას სტანდარტული პასუხი მოჰყვება: "ჩვენ მას იმიტომ არ ვიყენებთ, რომ ჯერ კიდევ ძველმა იუდეველებმა შემოიღეს ჩვეულება, რომ ღვთის სახელი ტიტულით «ადონაი» («უფალი») ან «ელოხიმ» («ღმერთი») შეეცვალათ"
ამავდროულად ასეთი თავისმართლებისათვის წონის მისაცემად, როგორც წესი, ციტირებენ ბიბლიური ენციკლოპედიიდან ან ცნობარიდან რომელიმე ნაწყვეტს. 

четверг, 22 февраля 2018 г.

როგორ სხეულში აღდგა იესო: ხორციელი თუ სულიერი?



  უამრავ ადამიანს სწამს ტრადიციული საეკლესიო დოქტრინის იმის შესახებ, რომ ღვთის ძე ხორციელად (ანუ ფიზიკური სხეულით) აღდგა მკვდრეთით. თუმცა ბიბლიის უამრავი სერიოზული მკვლევარისათვის ეს დოგმა თავისთავად "გაუქმდა", როდესაც მიხვდნენ, რომ იესოს ხორციელად მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლება სრულიად არაბიბლიურია! იესო, იეჰოვა ღმერთის მიერ აღდგენილი იქნა არა წინანდელი, ადამიანური სხეულით, არამედ იმ სულიერი გარეგნობით, რომელიც მის ძეს ჯერ კიდევ დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა! 


  თავად ბიბლია როგორ განმარტავს ამას? ამომწურავი პასუხის მისაღებად, ჩვენ იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორიას რამოდენიმე მხრიდან განვიხილავთ.

понедельник, 5 февраля 2018 г.

«უსარგებლო» სახელი. ვის აწყობს ეს?



უსაფუძვლო მსჯელობების ფონზე იმის შესახებ, უნდა იცოდნენ და უნდა განადიდებდნენ თუ არა მორწმუნე ადამიანები ღვთის სახელს (იეჰოვა), მგონი, ყველაზე გონივრულია შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს: «რას ფიქრობს ამისა შესახებ თავად ღმერთი? სურს თუ არა მას, რომ ადამიანებმა იცოდნენ და განადიდებდნენ მის სახელს?» 

вторник, 16 января 2018 г.

1 კორინთელების 10:9 - "ქრისტე" თუ "იეჰოვა"?



განვიხილოთ საკითხი: «1 კორინთელების 10:9-ში, საპატრიარქოს თარგმანში წერია ფრაზა «ნურც ქრისტეს გამოვცდით…», ხოლო ახალი ქვეყნიერების თარგმანში წერია – «იეჰოვას». როგორ შეგვიძლია ტექსტებში ან თარგმანებში ასეთი განსხვავების გაგება?»

среда, 3 января 2018 г.

აბსურდული ისტორია



მოდით შემდეგი სიტუაცია წარმოვიდგინოთ… 

ერთ პატარა ქალაქში ეპიდემია დაიწყო. მან იმდენად სწრაფად მოიცვა მთელი ქალაქი, რომ ქალაქის ყველა მაცხოვრებელი საშიში ეპიდებიით დასნებოვნებული აღმოჩნდა. აბსოლუტურად ყველა! ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმებმა საკუთარი უძლურება აღიარებს ამ დაავადების წინაშე და იძულებული გახდნენ დახმარებისათვის დედაქალაქში მცხოვრები, გამოცდილი ექიმისათვის მიემართათ. 

понедельник, 1 января 2018 г.

სამების დოგმის კვლევა



შინაარსი:


სიტყვა "სამება" ბიბლიაში ნახსენები არ არის

ბიბლიური საიდუმლოებები ეხლა უკვე გასაგებია

სამება – წარმართული სწავლება

ტრინიტარიზმის თანდათანობითი განვითარება

კონსტანტინეს შემოაქვს სამება

არსებობს მხოლოდ ერთი უზენაესი ღმერთი 


მხოლოდ იაჰოვაა ყოვლისშემძლე ღმერთი

იესო არ წარმოადგენს იეჰოვას, იმ ყოვლისშემძლეს

იესო – იეჰოვას ცხებული ძეა

ესაიას წიგნში მოცემული მუხლების თანახმად, იესო არ წარმოადგენს იმ ყოვლისშემძლეს

იესო – იეჰოვას ძლევამოსილი წარმომადგენელი

მისადმი შეხედვა, რომელიც განგმირეს

«დასაბამი ღვთის ქმნილებისა»

იოანეს სახარების 1:1,2 მუხლების საგულდაგულო კვლევა

კორველის წესის ღრმა კვლევა

"პირმშო  ყოველთა დაბადებულთა "

იესო, ღვთის «მხოლოდშობილი ძე»

მიქას 5:2-ის გამოკვლევა

იესო, რომელიც დიდებას იღებს

"რომ მე ვარ" (ის) – იოანე 8:24

სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ (იოანე 8:58)

"მე და მამა ერთი ვართ" (იოანე 10:18, 30-36)

ვინც მე მიხილა, მამა იხილა (იოანე 14:9)

იოანეს 14:28; 20:28. საქმეების 16:31-34; 20:28-ის კვლევა

ფილიპელების 2:6 სინამდვილეში უარყოფს სამებას

კოლოსელების 2:9 და 1ტიმოთეს 3:16 არ საუბრობენ სამებაზე

მუხლების, ტიტეს 2:13; 1 იოანეს 5:7 და 2 იოანეს 9-11, კვლევა

«ალფა და ომეგა(ანი და ჰაე)», «პირველი და უკანასკნელი»

რას წარმოადგენს წმინდა სული

«-ოთ» დაბადების 1:2, 26, 27-ში და აარონის კურთხევა

ყოვლისმომცველობა და ფსალმუნების 138:7-10

ესაიას 6:3, მათეს 3:16 და 12:31,32 არ საუბრობენ სამებაზე

იოანეს 14:17,26-ში; 15:26-ში და 16:7,8,13-15-ში არ მოიხსენიება სამება

ფრაზა წმიდა სული საქმეების 5:3, 4, 8:29, 10:38-ში და ა.შ.

რომაელების 8:11 და 15:30 არ საუბრობენ სამებაზე

1 კორინთელების 12:4-6, 2 კორინთელების 13:13 და ეფესოელების 4:30-ის გამოკვლევა

1 პეტრეს 1:2 და გამოცხადების 1:4, 5 არ საუბრობენ სამებაზე