среда, 27 июля 2016 г.

დაუპატიჟებელი სტუმარი

გონიერების ნიშანი - წყენის თავიდან არიდებაა... (დემოკრიტე) 

ის იყო სულითა და სხეულით ახალგაზრდა და ლამაზი. ის ძალიან უყვარდათ მშობლებს, განსაკუთრებით მამას. ამ ახალგაზრდის ცხოვრება უბრალო და უზრუნველი იყო. ეჭვგარეშეა, რომ ის ბედნიერი იყო.

მაგრამ მას ერთხელ უღალატეს. მათ უღალატეს, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა - საკუთარმა ძმებმა. იმ კეთილი საქმეების სანაცვლოდ, რომლებსაც ის მათთვის აკეთებდა, ძმებმა ის დაამცირეს, შემდეგ კი მონად გაყიდეს უცხო ქვეყანაში. თქვენ რას იგრძნობდით ამ ახალგაზრდა მამაკაცის ადგილას? (ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ამ მაგალითში საუბარია ბიბლიურ იოსებზე, იაკობის ვაჟზე.)



вторник, 12 июля 2016 г.

წინასწარშექმნილი ცუდი აზრის საცობი

წინასწარშექმნილი ცუდი აზრი - ესაა რელიგია სუსტი გონებისათვის. (ედმუნდ ბერკი) 

რა ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში ისე, რომ ორ ადამიანს, თითქოსდა ჭკვიანებს, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ, საერთოდ არ შეუძლიათ ერთმანეთის გაგება. აი ვთქვათ ადამიანს ელაპარაკები, თითქოსდა, ბანალურ ჭეშმარიტებებზე, მას კი საერთოდ არ ესმის შენი. შუქი კი ანთია, მაგრამ სახლში არავინ არ არის. შენი უბრალო და გასაგები სიტყვები მისი გონების სიღრმეებში იკარგება ისე, რომ ვერც გულამდე აღწევს და ვერც გონებამდე. და ისეთი საუბარი გამოდის, როგორც ანდაზაშია: მე ალთას ვიყავი და ის ბალთასო! 

ადრე ჩემი უგუნურებით ვფიქრობდი, რომ ყველა ასეთი ადამიანი უბრალოდ გონებაშეზღუდული იყო (თუმცა ასეთებიც ბლომად არიან), და ამიტომ არ შეუძლიათ ასეთი უბრალო ჭეშმარიტებების გაგება. მაგრამ სინამდვილეში ხშირად ძალიან ჭკვიან ადამიანებსაც კი არ შეუძლიათ ხოლმე იმის გაგება, რასაც სხვას, ნაკლებად ჭკვიანს, ორ წამში გააგებინებ. რატომ ხდება ასე? 


воскресенье, 3 июля 2016 г.

ტელევიზორის რელიგია



რომელ რელიგიას ყავს დღეს ყველაზე დიდი რაოდენობის მიმდევარი? რა თქმა უნდა, შეგვიძლია სტატისტიკური მონაცემები მოვიყვანოთ, რომლის თანახმადაც პირველობას არავის დაუთმობენ ნომინალური ქრისტიანობის წარმომადგენლები: დღეისათვის მათი რიცხვი 2,5 მილიარდია, რაც პლანეტის მოსახლეობის თითქმის ერთ მესამედს წარმოადგენს. მათგან სადღაც ნახევარი – კათოლიკები არიან; კიდევ მესამედი – პროტესტანტები, 12% კი - მართლმადიდებლები. სხვა დანარჩენებზე თუ არაფერს ვიტყვით…  http://www.aif.ru/dontknows/eternal/kogo_bolshe_pravoslavnyh_ili_katolikov

შეგვიძლია ისლამის შესახებაც გავიხსენოთ (დედამიწის მოსახლეობის 1,5 მილიარდამდე), მისი ძირითადი განშტოებებით სუნიზმით, შიიზმითა და სალაფიზმით, ასევე მრავალგანშტოებადი ბუდიზმის შესახებ და სხვა და სხვა რელიგიურ მიმდინარეობების შესახებ… ყოველივე ეს საზოგადოების მიერ საკუთარი სულიერი მოთხოვნილებების საკითხისადმი წმინდა საღვთისმეტყველო მიდგომას აირეკლავს. მიუხედავად ამისა, იმ რეალური პრიორიტეტების შესახებ დაფიქრება, რომელიც ზუტად ამ საზოგადოებაში არსებობს, უნებურად გვაიძულებს ცოტა სხვაგვარი დასკვნების გაკეთებას.