вторник, 21 апреля 2020 г.

გამოთქმა EGO EIMI «მე ვარ»-ის მნიშვნელობა იოანეს 8:58-ში



«ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.». (იოანე 8:58, მცხეთური ხელნაწერი)



  წმინდა წერილის ეს ადგილი სამების სწავლების მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ტრინიტარებისთვის. უშუალოდ ეს მონაკვეთი მოჰყავთ ხშირად ორთოდოქსალურ ღვთისმეტყველებსა და ეკზეგეტებს იესო ქრისტეს ღვთაებრიობის მტკიცებულების სახით. 


  აი, რამოდენიმე კომენტარი მოცემული მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით. მაგალითად, «ლოპუხინის განმარტებით ბიბლიაში» [რუს.] ნათქვამია: «ის [იესო] საკუთარ თავზე აქ ამბობს: «მე ვარ» ანუ მარადიული არსი გამაჩნია, ცვალებადი ადამიანური თაობების საპირისპიროდ. ისეთივე ფრაზას, როგორსაც ძველ აღთქმაში საკუთარი თავის მიმართ იყენებს იეჰოვა».

  «ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში» მოცემულია შემდეგი კომენტარი: «სიტყვები "მე ვარ" - ესაა ღვთის სახელი, რომლითაც ის მოსეს გაეცნო ცეცხლმოკიდებულ მაყვლის ბუჩქთან და რომელიც პირველად დაბადების 2,4-ში გვხვდება. ეს სახელი ითარგმნება როგორც არსებული, ანუ ის, ვისაც სიცოცხლე (არსებობა) გააჩნია საკუთარ თავში. იუდეველები ღვთის ამ სახელს წმინდად თვლიდნენ და თვლიან და არ წარმოთვამენ მას, არამედ სიტყვა ადონაით (უფალი) ანაცვლებენ». 

среда, 8 апреля 2020 г.

ჯვარი: ეგვიპტიდან - ქრისტიანობაში



შინაარსი:

ეგვიპტური ჯვარი-"ანხი"
ეგვიპტური "ტაუ"-ჯვარი
ეგვიპტური ოთხბოლოიანი ჯვარი
ეგვიპტე ელინიზირებული
ქრისტიანი-კოპტები იღებენ ეგვიპტურ ჯვარ-"ანხს"
ჯვარი-"ანხი" და ქრისტეს გამოსახულება

კოპტები და ოთხბოლოიანი ჯვარი
კოპტები და "ტაუ"-ჯვარი
რამდენად სწრაფად იქცა ეგვიპტური ჯვარი ეკლესიის სიმბოლოდ?
გნოსტიკური ფესვები
დასკვნა


«ქრისტიანულ» ჯვართან ერთი საინტერესო თავისებურებაა დაკავშირებული. მრავალ ენციკლოპედიურ წყაროებში (მართლმადიდებლურში, კათოლიკურში თუ პროტესტანტულში) არ მალავენ იმ ფაქტს, რომ ეს სიმბოლო მოციქულთა დროის ქრისტიანებისთვის დამახასიათებელი არ ყოფილა. აღიარებენ, რომ ჯვარი ეკლესიის სიმბოლურ ნიშნად მხოლოდ ქრისტეს სიკვდილიდან რამოდენიმე თაობის შემდეგ იქცა. თუმცა, მოცემული აზრი, როგორც წესი, დაზუსტებით არ შუქდება, რის გამოც მკითხველს ერთგვარ გაუგებრობაში ტოვებს. და მართლაც, თუ არც მოციქულები და არც პირველი ქრისტიანები იყენებდნენ ჯვარს საკუთარი რწმენის სიმბოლოს სახით, როგორ მოხდა, რომ შემდგომ ის ეკლესიის ჩვეულ ატრიბუტად იქცა? 

მკვლევარები, რომლებმაც ამ საკითხში უფრო ღრმად გარკვევა გადაწყვიტეს, ჯამში შემდეგ ფაქტს აფიქსირებენ: ჯვარი, როგორც რწმენის სიმბოლო, პირველად არსენალში ეგვიპტელი ქრისტიანების (კოპტების) მიერ იქნა მიღებული. უშუალოდ მათგან იქნა შემდგომ ჯვარი იდეურად «ექსპორტირებული» მაშინდელი რომის იმპერიის სხვა ტერიტორიებზე არსებულ ქრისტიანულ თემებში და თანდათანობით მათი რელიგიური სიმბოლოკის ნაწილად იქცა. 

მაინც და მაინც ეგვიპტეში მცხოვრები კოპტი-ქრისტიანები რატომ იქცნენ ე.წ. «ჯვრის შემქმნელებად»? რამ აღძრა ისინი, რომ ჯვრის საკრალიზაცია მოეხდინათ, საკუთარი რელიგიური შეხედულებების სიმბოლოს სახით?

ამ შეკითხვაზე საკმაოდ დარწმუნებით შეიძლება პასუხის გაცემა: მიზეზი გახდა ეგვიპტე – უშუალოდ მათი საცხოვრებელი ადგილი. უფრო სწორად, ეგვიპტის მრავალსაუკუნოვანი რელიგიური ტრადიცია, რომელიც სავსე იყო მისტიკური სიმბოლოებითა და საკრალური ნიშნებით. კოპტმა ქრისტიანებმა, როგორც ძველი ეგვიპტელების პირდაპირმა შთამომავლებმა, რომლებიც ამ კულტურაში დაიბადნენ და აღიზარდნენ, ვერ გაუძლეს მათთვის ასე ნაცნობი რელიგიური კულტებიდან ზოგიერთი ელემენტების დასესხების ცდუნებას. და დაისესხეს, თანაც, ეგვიპტური რელიგიური სისტემის ყველაზე ცნობილი სიმბოლო – ჯვარი-«ანხი».