среда, 31 июля 2019 г.

ხატების თაყვანისცემა თუ ხატების პატივისცემა?




- ის თუ იცით, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხატებს თაყვანს კი არა, პატივს სცემენ? ბიბლიაში იმის პატივისცემის მრავალი მაგალითია, რაც მატერიალურია. თუნდაც იერუსალიმის ტაძარი, მაგალითად.

-დიახ, ვიცი. კიდევ ისიც ვიცი, რომ ძალიან რთულია ხოლმე მათ შორის არსებული ზღვარის განსაზღვრა. აბა თავად დაფიქრდით თუ შეიძლება წმინდა წერილის ორ ადგილზე ამ თემასთან დაკავშირებით.

суббота, 27 июля 2019 г.

ჯოჯოხეთის ცეცხლი და ექსპონენტის გრაფიკი



დღის ისტორია

პირადად მე არ მჯერა იმის, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ რჩება. თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა იმის გაგება, თუ ისინი, ვისაც ამგვარი სუბსტანციის არსებობის სჯერა, როგორ განმარტავენ ბიბლიურ სწავლებას მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ "იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა" (საქმეები 24:15).  ანუ უკეთურებიც აღდგებიან მკვდრეთით! და აი აქ მათთვის, ვისაც სწამს, რომ ცოდვილთა უკვდავი სულები არსებობს, გარკვეული სირთულეები იწყება. რა საჭიროა მათი მკვდრეთით აღდგენა ვინც ღვთისაგან უარყოფილი და უკვე დასჯილია? რაღაცის მოფიქრებაა ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო. და აი როგორ ამიხსნა ეს მომენტი ერთერთმა პროტესტანტმა პასტორმა პირად საუბარში. ქვემოთ მოყვანილია დიალოგის მონაკვეთი.


вторник, 23 июля 2019 г.

ვინ დგას სასწაულებრივი განკურნებების უკან?



ნაწყვეტი საუბრიდან.
- იეჰოვას მოწმეები ხართ?
- დიახ!
- მე, ალბათ, არ ვილაპარაკებ თქვენთან. თქვენ განკურნებებს არ აღიარებთ, ისინი კი არსებობს. ბებოებიც კურნავენ შელოცვებითა და ლოცვებით და ეკლესიაშიც ხდება განკურნების სასწაულები, თქვენ კი არ აღიარებთ ამას. მაგრამ ეს ხომ ფაქტია, მე რწმენით განკურნების მრავალი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ.
- ჩვენ ვაღიარებთ, რომ ასეთი სასწაულებრივი განკურნებები არსებობს. მთავარია იმაში გავერკვეთ, თუ ვინ დგას ამ სასწაულების უკან.
- აქ ხომ ყველაფერი ნათელია. განკურნება კეთილი საქმეა. ყველა კეთილი საქმე კი ღვთისაგან მომდინარეობს.
- იცით, ცხოვრებაში ხანდახან ისე ხდება, რომ შეიძლება ვინმე კეთილ საქმეს კი გიკეთებს – მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენთვის სიკეთე უნდა.
მაგალითად, ადამიანები ხშირად ზრდიან გოჭებს. ისინი მათ აჭმევენ, ასმევენ, ზრუნავენ მათზე, რომ არ დაავადდნენ. თან ეუბნებიან: ჭამეთ ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ! მაგრამ რა მიზნით აკეთებენ ისინი ამას? როგორ ფიქრობთ?

пятница, 12 июля 2019 г.

ღვთის სახელის დამალვის თანამედროვე მცდელობები



   თანამედროვე ბიბლეისტებისთვის ცნობილია, რომ ღვთის პირადი სახელი, იეჰოვა, ბიბლიაში დაახლოებით 7000-ჯერ გვხვდება. მაგალითად, ის საკმაოდ ხშირად გვხვდება ბიბლიის, ფართოდ გავრცელებულ ინგლისურ და ესპანურ თარგმანებში (Jerusalem Bible, La Biblia Latinoamérica, Reina-Valera). რუსულ ენაზე, სინოდალურ თარგმანში (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური გამოცემა) ღვთის სახელი დაახლოებით 10-ჯერ მოიხსენიება. ღვთის სახელი გაცილებით ფართოდაა გამოყენებული არქიმანდრიტი მაკარის (რუსული) და გ.პავსკის თარგმანში (რუსული). ზოგიერთ თარგმანებში ღვთის სახელი გადმოცემულია როგორც - იაჰვე.

   სამწუხაროდ, მრავალი ეკლესია, რომლებიც ბიბლიის თარგმნის საქმეს აფინანსებენ, მეცნიერებისაგან მოითხოვენ, რომ არ გამოიყენონ ღვთის სახელი. მაგალითად, 2008 წლის 29 ივნისის წერილში, რომელიც ვატიკანმა მისწერა ეკლესიის ყველა საეპისკოპოსოს, ნათქვამი იყო, რომ «ბოლო წლებში ისრაელის ღმერთის პირადი სახელის გამოყენების ტენდენცია გაჩნდა». ამავე წერილში პირდაპირი მითითება ეძლეოდათ: «ღვთის სახელის... გამოყენება ან წარმოთქმა აიკრძალოს». გარდა ამისა, წერილში აღნიშნული იყო, რომ «ბიბლიური ტექსტის თანამედროვე ენებზე თარგმნისას... წმინდა ტეტრაგრამატონი გადმოცემული უნდა იქნას სიტყვით „უფალი“, რომელიც ადონაისა და კირიოსის ეკვივალენტია». 

среда, 3 июля 2019 г.

ქრისტიანობა, ნიკეის საეკლესიო კრებამდე, არ აღიარებდა დოგმას სამების შესახებ



ებრაულ წერილებში სამების შესახებ არაფერია ნათქვამი. იქნებ, ჯერ ადრე იყო საკუთარი თავის შესახებ “ჭეშმარიტების” გამჟღავნება? მაშინ, დიდი ალბათობით, სამება ბერძნულ წერილებში უნდა გამოჩნდეს.
თუ წაკითხული გაქვთ ბერძნული წერილები, მაშინ, რა თქმა უნდა, არ შეხვედრიხართ იქ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “მე ვარ – სამება და ამ სახელით გამიცნობენ მე თაობები” ან თავად სიტყვა "სამება". ამ თემის პატიოსან ანალიზს, რომლის ძიების არეალიც ბერძნული წერილებით შემოიფარგლება, ასეთ დასკვნებამდე მივყავართ: