вторник, 28 сентября 2021 г.

«ჩემი სახელის გამო...»

 




ხანდახან ასეთი მტკიცების მოსმენა გვიწევს: «იესო ამბობდა, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მისი (ქრისტეს) სახელის გულისთვის განდევნიდნენ და არა იეჰოვას სახელის გულისთვის». ასეთი მტკიცების მხარდასაჭერად შემდეგი ბიბლიური მუხლები მოჰყავთ:

«მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებენ ყველა ერები ჩემი სახელის გამო» (მათე 24:9).

«და წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად… და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო» (მათე 10:18,22).

«თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროებზე, გცემენ სინაგოგებში, გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად» (მარკოზი 13:9).

«ყოველივე ამის წინ ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო» (ლუკა 21:12).

суббота, 18 сентября 2021 г.

სიკვდილი მოდიოდა ორშაბათს (ჰორსტ შმიდტი)

 



გერმანელი იეჰოვას მოწმის, ჰორსტ შმიდტის ავტობიოგრაფია. ნაცისტური მმართველობის დროს გადატანილი განსაცდელების შესახებ.

воскресенье, 5 сентября 2021 г.

სამქადაგებლო ანგარიშები. რისთვის?

 



იეჰოვას მოწმეების მოწინააღმდეგეების ერთერთ საყვარელ პრეტენზიას წარმოადგენს სამქადაგებლო ანგარიშების საკითხი, რომლებსაც ისინი რეგულარულად აბარებენ კრებაში დანიშნულ მამაკაცებს. თუ კრიტიკოსების განცხადებებს დავუჯერებთ, ამ ანგარიშებს არანაირი სარგებელი არ აქვს და მას არანაირი ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია. გარდა ამისა, მათი სიტყვების თანახმად, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები, ვითომდა, კარგ საქმეებზე და ღმერთთან ურთიერთობაზე მნიშვნელოვანიც კია.

მაგრამ სინამდვილეში ასეა ეს? სინამდვილეში როგორი პოზიცია უკავიათ ამ საკითხთან დაკავშირებით თვითონ იეჰოვას მოწმეებს? რით არის განპირობებული ასეთი წესი? არსებობს თუ არა მისი ბიბლიური საფუძველი? შეგვიძლია დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხები...