четверг, 16 декабря 2021 г.

სიხარული, რომელიც მუდამ შენთანაა... (ერმინა შმიდტი)

 



გერმანელი იეჰოვას მოწმის, ერმინა შმიდტის ავტობიოგრაფიული მონათხრობი, რომელშიც ჰიტლერულ გერმანიაში გადატანილ განსაცდელებზე მოგვითხრობს.

вторник, 7 декабря 2021 г.

სამედიცინო "რულეტკა"

 



დრო და დრო ასეთი შეკითხვა შეიძლება მოვისმინოთ:  ... ჰემოტრანსფუზია ავადმყოფების მკურნალობის ჩვეულ მეთოდს წარმოადგენს. მედიკოსები თუ აგრძელებენ სისხლის გადასხმის პრაქტიკაში გამოყენებას, განა მათ პროფესიონალურ ცოდნას არ უნდა ვენდოთ? სწორია თუ არა მკურნალობის თანამედროვე მეთოდების საიმედოობის გადამოწმება, ექიმები თუ პროგრესიულად მიიჩნევენ ამ მეთოდებს?


ეს შეკითხვები, რა თქმა უნდა, იმდენად მოსალოდნელია, რამდენადაც გულუბრყვილო. რადგან საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ მრავალი ადამიანი მიდრეკილია ისეთ მკაფიო ფრაზებზე წამოეგოს, როგორებიცაა «მედიცინის თანამედროვე მუშაკები», «პროგრესული მეთოდები» და ა.შ. და ა.შ… ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ რახან დროის ამ მონაკვეთში ვცხოვრობთ, ესე იგი, ჩვენს გარშემო არსებული სამყარო ყველაზე-ყველაზე «მოწინავეა», და შესაბამისად, აღარც მედიცინაში არსებობს რაიმე სახის ცდომილებები და აკვიატებული აზრები. ამავდროულად, პატიოსნად უნდა ვაღიაროთ: ზუსტად ასეთივე გრძნობებს განიცდიდა ყველა ის თაობა, რომელიც თავის ეპოქაში ცხოვრობდა. ამ მხრივ ჩვენ, სამწუხაროდ, არაფრით არ გამოვირჩევით ჩვენი წინამორბედებისაგან.