пятница, 28 сентября 2018 г.

მიქაელი - "ერთერთი პირველ მთავართაგანი"



მთავარანგელოზი მიქაელის თემა, რომელშიც წმინდა წერილების მკვლევარი ქრისტიანები ღვთის ძეს მოიაზრებენ, შეიძლება ეხებოდეს საკითხს, რომელიც დანიელის 10:13-ში ჩაწერილი ბიბლიური მონაკვეთის გაგებასთანაა დაკავშირებული. ამ მუხლში შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: 


«სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩი».

მოცემულ მუხლში ზოგიერთი შეიძლება დააბნიოს მიქაელის ისე მოხსენიებამ, როგორც «ერთერთი პირველ მთავართაგანი». მიქაელი თუ – ღვთის ძეა, რომელიც შემდგომ იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი, მაშინ რატომაა მასზე საუბარი, როგორც «ერთერთ პირველ მთავართაგანზე» და არა, მაგალითად, როგორც «მთავართა მეთაურზე»? 

среда, 5 сентября 2018 г.

ღვთის სახელი და ფსალმუნების წიგნი



«გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანისთვის ფსალმუნები ძველი აღთქმის ყველაზე ძვირფას წიგნს წარმოადგენს…  იესოსა და მოციქულების მაგალითის მიბაძვით ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ეკლესიაში ფსალმუნები ხშირად გამოიყენებოდა ლოცვისათვის (ეფესოელები 5:19; კოლოსელები 3:16; 1 კორინთელები 14:26)» (არქიმანდრიტი ალექსანდრე (მილეანტი), «ფსალმუნები»).