среда, 24 июня 2020 г.

მე არ მწამს სამების დოგმატი...




«დოგმატი წმინდა სამების შესახებ ჩაუწვდომელია, ეს საიდუმლო დოგმატია, ის ჩაუწვდომელია გონების დონეზე. ადამიანური გონებისთვის წმინდა სამების შესახებ სწავლება წინააღმდეგობრივია, იმიტომ რომ საიდუმლოა, რომლის რაციონალურად გადმოცემაც შეუძლებელია» (მღვდელი ოლეგ დავიდენკოვი). 

ასეთი და ამის მსგავსი აღიარებების წაკითხვა ან მოსმენა ხშირად შეიძლება წიგნებში, ლექციებზე ან მართლმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების საიტებზე. და იცით, მე სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. იმიტომ რომ იმის გაგება - თუ რა არის სამება - მეც არანაირად არ შემიძლია და არც არასოდეს შემეძლო. მისი გაგება არ შეუძლიათ მილიონობით ქრისტიანებს, რომლებსაც სრულიად გულწრფელი მოტივები ამოძრავებთ ამ საკითხის კვლევისას. სამების გაგება მათაც კი არ შეუძლიათ, ვისაც საკუთარ ეკლესიებში ასწავლეს ამ დოგმატის შესახებ. მაშინაც კი, როდესაც ისინი მის ახსნას ცდილობენ, ჩანს, რომ მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ: როგორ შეიძლება ახსნა ის, რაც შენ თვითონაც არ გესმის?   

вторник, 16 июня 2020 г.

რატომ არ მინდა ზეცაში ცხოვრება...



წარმოიდგინეთ, ვიღაცას თავში რომ მოუვიდეს იდეა, რომ ყველა თეთრი დათვი არქტიკიდან ტაიგაში გადაასახლოს, სადაც კლიმატიც გაცილებით რბილია, საკვებიც გაცილებით მრავალფეროვანი და პეიზაჟიც უფრო მდიდარი.

იცხოვრონ თავის მურა მოძმეებთან ერთად, რათა თავი გამოყოფილებად არ იგრძნონ. რამდენად წარმატებული იქნება ასეთი ღონისძიება? ვფიქრობ, უბედური დათუნიებისთვის მსგავსი ექსპერიმენტი დათვური სამსახური აღმოჩნდება. 

вторник, 9 июня 2020 г.

კურთხევა თუ წყევლა?



ოდესღაც ვიღაცას უთქვამს: «განსაცდელისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რწმენის შენარჩუნება, არამედ სიყვარულისაც». ალბათ, ეს აზრი რაღაცით ეხმიანება იმას, რასაც ბიბლია 1 კორინთელების 13:3-ში ამბობს -

«მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს».

ჩვენს გარშემო არსებულ სასტიკ ქვეყნიერებაში ათასობით ადამიანი დაექვემდებარა და კიდევ დაექვემდებარება უსამართლო მოპყრობას და დევნას ხელისუფლებების მხრიდან. ამასთან დაკავშირებით იესომ, როგორც ჩანს, არანაკლები გაოცება გამოიწვია საკუთარ მოწაფეებში, როდესაც მათ იმაზე მიუთითა, თუ რით უნდა განესხვავებინათ ისინი სხვებისაგან გამოცდებისა და დევნების დროს:

«თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდეს“, მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის» (მათე 5:43,44).

იესომ უცნაური რაღაც თქვა. არსებითად, მან უთხრა: მსოფლიოში მრავალს დევნიან, თუმცა თქვენ თუ ჩემი მოწაფეები გქვიათ, მაშინ სხვებისგან, მდევნელების მიმართ დამოკიდებულებითაც კი უნდა განსხვავდებოდეთ. სიყვარულით მოექეცით მათ, ნუ დაწყევლით და ნუ დაემუქრებით მათ, პირიქით, დალოცეთ ისინი და ილოცეთ მათთვის!