среда, 24 июня 2020 г.

მე არ მწამს სამების დოგმატი...




«დოგმატი წმინდა სამების შესახებ ჩაუწვდომელია, ეს საიდუმლო დოგმატია, ის ჩაუწვდომელია გონების დონეზე. ადამიანური გონებისთვის წმინდა სამების შესახებ სწავლება წინააღმდეგობრივია, იმიტომ რომ საიდუმლოა, რომლის რაციონალურად გადმოცემაც შეუძლებელია» (მღვდელი ოლეგ დავიდენკოვი). 

ასეთი და ამის მსგავსი აღიარებების წაკითხვა ან მოსმენა ხშირად შეიძლება წიგნებში, ლექციებზე ან მართლმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების საიტებზე. და იცით, მე სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. იმიტომ რომ იმის გაგება - თუ რა არის სამება - მეც არანაირად არ შემიძლია და არც არასოდეს შემეძლო. მისი გაგება არ შეუძლიათ მილიონობით ქრისტიანებს, რომლებსაც სრულიად გულწრფელი მოტივები ამოძრავებთ ამ საკითხის კვლევისას. სამების გაგება მათაც კი არ შეუძლიათ, ვისაც საკუთარ ეკლესიებში ასწავლეს ამ დოგმატის შესახებ. მაშინაც კი, როდესაც ისინი მის ახსნას ცდილობენ, ჩანს, რომ მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ: როგორ შეიძლება ახსნა ის, რაც შენ თვითონაც არ გესმის?   


თუმცა, პირადად ჩემთვის «სამსახოვანი ღმერთის» დოგმის მცდარობა მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება. მე სამების შესახებ დოგმის უკვე იმიტომ არ მწამს, რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგება იესოს დარიგებას:


«მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს» (იოანე 17:3).

იესო ადამიანებს ღმერთის გაცნობისაკენ მოუწოდებდა.
თუმცა ეკლესია აღიარებს, რომ სამების შეცნობა შეუძლებელია.

იესო ასწავლიდა, რომ ღვთის გაცნობაზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული სიცოცხლე, ჩვენი გადარჩენა.
თუმცა ვინაიდან სამება შეუცნობელია, ესე იგი, მას გადარჩენამდე არ მივყავართ.

დასკვნა აშკარაა: მე თუ სამების შესახებ დოგმას მივიღებ, მაშინ ეს უაზრობად აქცევს იესოს დარიგებას იოანეს 17:3-დან. იმის ნაცვლად, რომ ჭეშმარიტ ღმერთს ვცე თაყვანი, რომელიც გახსნილია შესაცნობად, მე უცილობლად შევეჯახები ტრინიტარიზმის ყრუ კედელს. ამ კედელთან დგომისას, რომელსაც ვერც შემოუვლი და ვერც გადაახტები, მე იძულებული ვიქნები საკუთარი თავი იმაში ვარწმუნო, რომ იესოს მიერ დადგენილი მიზნისკენ სწრაფვა, აუცილებელი არ არის. «მე ვერ შევიცნობ სამებას. ჰოდა, დიდი ამბავი…»

არა, რას ჰქვია "დიდი ამბავი"?! მე საერთოდ არ მაწყობს ასეთი ჩიხი. იმიტომ რომ თვითონ წმინდა წერილი არაერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ჭეშმარიტი ღმერთი შეცნობადია. გარდა ამისა, თითოეული ნამდვილი ქრისტიანის ამოცანა, იესოს სიტყვების თანახმად, ღვთის შესახებ ცოდნის მუდმივი გაღრმავებაა.


«რომ აღივსოთ მისი ნების საფუძვლიანი ცოდნით, ყოველი სიბრძნითა და სულიერი გაგებით, …ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გაიღრმაოთ» (კოლასელები 1:9,10).
«ეს კარგი და მოსაწონია ჩვენი მხსნელისთვის, ღვთისთვის, რომლის ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს. ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო, რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის» (1 ტიმოთე 2:3-6).

როგორც ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლებიდან ჩანს, ღმერთის «ნებაა... ადამიან[ებმა]... ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღო[ნ]». ამავდროულად მოციქული პავლე შემდეგ სიტყვებში ამ ჭეშმარიტების მნიშვნელოვან ნაწილს ხდის ფარდას, როდესაც მკაფიო ზღვარს ავლებს უშუალოდ ღმერთსა და მას შორის, ვინც «ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალ[ს]» წარმოადგენს, ანუ იესოს. მოციქული არ ცდილობს მკითხველის დაბნევას რაღაც საიდუმლო «ტრინიტარული» ფორმულირებებით, ის ყველაფერს თავთავის ადგილზე აყენებს უკიდურესად მკაფიოდ, ნათლად და გასაგებად: არსებობს ღმერთი, და არსებობს მასსა და ადამიანებს შორის შუამავალი – იესო. უბრალოდ, გასაგებად და ხელმისაწვდომად! 

ამ ჭეშმარიტების შეცნობითა და მიღებით, «ყველანაირი ადამიანი» იღებს «გადარჩენის» შესაძლებლობას. და ეს მთელი სიზუსტით ეთანხმება იოანეს 17:3-ში მოცემულ იესოს ცნობილ დარიგებას, სადაც მან ასევე მიუთითა გადარჩენასა და ჭეშმარიტი ღმერთისა და მისი ძის შეცნობას შორის ურთიერთკავშირზე.


თავის მხრივ, ის, რომ «სამერთიანი ღმერთი» შეუცნობელია, თავადვე მეტყველებს საკუთარ თავზე. ჭეშმარიტ ღმერთს თუ სურს და მომიწოდებს, რომ მის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მივიღო, მაშინ ვისთვისაა ასეთი ცოდნის მიღება არახელსაყრელი? რა თქმა უნდა, მისი მოწინააღმდეგისთვის – სატანა ეშმაკისთვის. იმიტომაც ატარებს სახელს «ეშმაკი» (ანუ «ცილისმწამებელი», «მატყუარა»), რომ მთელი ძალებით ცდილობს ადამიანებს ამ ცოდნის მიღება გაურთულოს იმით, რომ ცრუდ წარმოაჩენს ღმერთს საიდუმლო და გონებისთვის ჩაუწვდომელი სახით. შედეგად გასაოცარი კონტრასტი ვლინდება ღვთის განზრახვასა და იმას შორის, რასაც სატანა ჩააგონებს ადამიანებს: 

ღმერთს სურს, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მისი შეცნობა. 
სატანა, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რათა ადამიანებმა იფიქრონ, რომ ღვთის შეცნობა შეუძლებელია. 

ღმერთი ამბობს, რომ მის შესახებ ჭეშმარიტების შეცნობა «ჩვილებსაც» კი შეუძლიათ (მათე 11:25; საქმეები 4:13; 1 კორინთელები 1:26-28).
სატანა ჩააგონებს, რომ ღმერთი «ჩაუწვდომელია გონების დონეზე».  

ღმერთი ამბობს: «მე – ერთი ვარ» (კანონი [მრ.რჯ.] 6:4; მარკოზი 12:29; 1 კორინთელები 8:6; 1 ტიმოთე 2:5).
სატანა ამბობს: «არა, ღმერთი – სამებაა» (ბიბლიაში სიტყვები «სამება», «სამერთიანი» და მსგავსი, არ არსებობს).

შედეგად ადამიანთა მასები, რომლებიც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებენ, ამასთან ერთად ღმერთს საკუთარი გონებისათვის ჩაუწვდომლად მიიჩნევენ. იმისდა მიუხედავად, რომ სამების თემაზე ეკლესიის საუკეთესო მოაზროვნეებმა უთვალავი რაოდენობის წიგნები და სტატიები დაწერეს, მაინც ვერავინ მოახერხა ის, რომ «სამერთიანი ღმერთი» ერთი იოტით გასაგები მაინც გაეხადა. ყველა მსგავსი «განმარტებითი» მცდელობების უცვლელი შედეგი – სამების «ჩაუწვდომლობის ფაქტის» კონსტატაცია და გააზრებისთვის და გაგებისთვის მისი სრული ირაციონალურობის აღიარებაა. 

და ეს თავისთავად იწვევს გაუგებრობას: ღმერთს თუ სურს და მოგვიწოდებს, რომ ადამიანებმა ის შეიცნონ, მაშინ რატომ არ მისცა ადამიანის გონებას იმის შესაძლებლობა, რომ «სამების ირაციონალურობის» გააზრება შესძლებოდა? თითქოსდა, ხომ ესაა თავი და თავი, თუ სამების დოგმატს დავუჯერებთ! არადა არა, ეს დოგმატი, ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის გონებისთვის კვლავ ყველაზე არაბუნებრივი და აღუქმელი რჩება. მაშინ, იქნებ სულაც ღმერთში არაა საქმე? იქნებ, მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები იმას არ სწავლობენ, რისი სწავლებაც ღმერთს სურს მათთვის? 

აქ უნებლიედ გონებაში მომდის ბიბლიაში მოხსენიებული ის «მორწმუნეები», «რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას» (2 ტიმოთე 3:7).

«ზოგიერთები განუდგნენ ამ ყველაფერს და უაზრო ლაპარაკს მოჰყვნენ. უნდათ კანონის მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ არც ის გაეგებათ, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც დაჟინებით ამტკიცებენ» (1 ტიმოთე 1:6,7).


დამეთანხმეთ, ბიბლიის ეს სიტყვები ჩვენს მიერ განხილული თემის შესაბამისად ჟღერენ…

თუმცა, ეკლესიების სამერთიანი ღმერთი თუ ჩაუწვდომელია, იქნებ, მათ იმ «ღმერთთან» არ აქვთ საქმე, ვისთანაც უნდა ჰქონდეთ?! (2 კორინთელები 4:4).
------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий