воскресенье, 30 июня 2019 г.

მხოლოდ ბიბლიას რატომ შეუძლია იყოს ქრისტიანული რწმენის წყარო?


ევგენი ვლადიმიროვი

"მხოლოდ ბიბლიას რატომ შეუძლია იყოს ქრისტიანული რწმენის წყარო?"



შინაარსი:

1. ბიბლია - ღვთის დაწერილი სიტყვა
2. მხოლოდ წმინდა წერილი არაა საკმარისი
3. ღვთაებრივი გამოცხადება მხოლოდ წერილების სახით ინახება
4. მოციქულთა წერილები იესოს ყველა სწავლებებს შეიცავს
5. ახალი აღთქმის წერილები წარმოადგენენ ერთადერთი ცოდნის წყაროს ქრისტეს  ცხოვრებისა და სწავლების შესახებ
6. ახალი აღთქმის წიგნებს ყოველთვის პატივს სცემდნენ, როგორც წმინდა წერილებს
7. რატომაა ახალ აღთქმაში მხოლოდ 27 წიგნი?
8. რა წარმოადგენს ახალი აღთქმის წიგნების ავტორიტეტის წყაროს?
9. IV საუკუნემდე წმინდა წერილები განიხილებოდა, როგორც ქრისტიანული რწმენის ერთადერთი ავტორიტეტი და წყარო
10. შეჯამება
11. შესაძლო საწინააღმდეგო აზრები 


მართლმადიდებელ ეკლესიაში მთელი მონდომებით უნდათ სჯეროდეთ, რომ მე-4 საუკუნემდე წმინდა წერილი, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობდა, და იყო მხოლოდ «გადმოცემა», ჯადოსნური წეს-ჩვეულებები (საიდუმლოებები) და «უცოდველი ეკლესია», რომელმაც მე-4 საუკუნის შემდეგ აირჩია საჭირო წიგნები, ისინი ავტორიტეტითა და საყოველთაო აღიარებით აღჭურვა და ამგვარად შექმნა ბიბლია... 

წინამდებარე სტატიის მასალა შედგენილია მზა არგუმენტების სახით, რათა ქრისტიანს ისეთ საკითხებზე გასცეს პასუხი, რომლებსაც მართლმადიდებლობის აპოლოგეტები უკეთებენ ტირაჟირებას. 

წმინდა წერილების წიგნების აღსანიშნავად, სტატიაში მართლმადიდებლებისათვის ტრადიციული -  «ძველი აღთქმა» და «ახალი აღთქმა» გამოიყენება. თუ მითითება არ აქვს, ბიბლიური ციტატები მოყვანილია ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემიდან.

პ.ს. ყველა მოყვანილი მონაკვეთები, ე.წ. "წმინდა მამების" ნაშრომებიდან, ნათარგმნია აზრობრივად, იქიდან გამომდინარე, რომ მათი 99%-ის ქართულად მოძიება (შოვნა, ყიდვა) შეუძლებელია.

суббота, 22 июня 2019 г.

ეწინააღმდეგება თუ არა სამხედრო სამსახური ქრისტიანულ პრინციპებს?


პირველ რიგში, თავად სამხედრო ფიცი – სიტყვა თავად გვეუბნება, ესაა ფიცი. მაგრამ ფიცი ვის ან რის ერთგულებაზე? სახელმწიფოს. რა არის სახელმწიფო? ესაა პოლიტიკური სისტემის ნაწილი, რომლის არსებობაც თუმცა ღვთის მიერაა დაშვებული (და ზუსტად ამიტომაც არსებობს მცნება რომაელების 13:1-დან), მაგრამ პოტენციურად არსებულ სახელმწიფოებზე (სამეფოებზე) ძალაუფლება ღმერთს არ ეკუთვნის. მაშ ვის ეკუთვნის? პასუხი მოცემულია ლუკას 4:6-ში. როგორც ამ ტექსტიდან ჩანს, სატანა იმას ამტკიცებს, რომ “ხელმწიფება … მე მაქვს მოცემული და ვისაც მინდა, მას მივცემო”. აქედან გამომდინარე, რამდენად უფლებამოსილია ქრისტიანი, რომ ფიცი დადოს მათეს 4:10-ში ჩაწერილის შუქში (“უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე)?

შემდეგ, შეგვიძლია შევეცადოთ ასეთი სიტუაციის წარმოდგენა. ორი ქრისტიანი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დაპირისპირებულ არმიებს ეკუთვნიან, საკუთარი ქვეყნების ინტერესების დაცვისას, ბრძოლის ველზე ხვდებიან ერთმანეთს, რასაც ჰქვია პირისპირ. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, როდესაც აცნობიერებენ სახელმწიფოს წინაშე საკუთარ მოვალეობას და რომელიც მისთვის დადებულ ფიცში წარმოთქვეს, “სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე” (ზუსტად ასეთი სიტყვები წერია ქართული არმიის სამხედრო ფიცში) დაიცვას სახელმწიფო ინტერესები? შეძლებენ თუ არა ისინი ამ სიტუაციაში, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების იმ განმასხვავებელ ნიშანს მიჰყვნენ, რომელიც იოანეს 13:35-შია ჩაწერილი (“იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის)? დაფიქრდით, ლუკას 4:6-ის შუქში, საერთოდ ვინაა ომების ინიციატორი, რომელსაც ადამიანებისთვის სიკვდილი და ტანჯვა მოაქვს? ვინ წარმოადგენს “თავიდანვე კაცისმკვლელს”? როგორ შეუძლია ქრისტიანს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება და პირდაპირ ან ირიბად სხვების მკვლელობის ხელშეწყობა, თუ ღმერთთანაა “წყარო სიცოცხლისა” (ფსალმუნი 35:9)?

четверг, 13 июня 2019 г.

შენ რას აირჩევ?



მოდი ორი სახლი წარმოვიდგინოთ. ამ ორივე სახლში შესანიშნავი შეშის ღუმელი დგას. გარეთ ზამთარია. ცივა… ორივე სახლში თითო ადამიანი იმყოფება. და რაღა თქმა უნდა, ორივე მათგანს სურს გათბეს. ერთი ეზოში გამოდის, ცულით აპობს მორებს და შეშა სახლში შეაქვს. შემდგომ ღუმელში ცეცხლს ანთებს, ნელნელა შეშას ამატებს და ელის, თუ როდის გათბება ღუმელი და როდის გაავსებს სითბოთი მთელ შენობას. საბოლოო ჯამში ასეც ხდება: სახლში სითბო და სიმყუდროვე ისადგურებს, ბინადარს კი შეუძლია წყნარად დაკავდეს თავისი საქმეებით.

მეორე სახლში მყოფ ადამიანსაც უნდა გათბობა, მაგრამ ის სულ სხვაგვარად მსჯელობს. «რაში მჭირდება შეშის პობა, მისი სახლში ზიდვა, ღუმლის ანთება, შემდეგ კი ცეცხლისთვის თვალყურის დევნება? – ამბობს ის. – რატომ ვხარჯო ამაზე მთელი ჩემი დრო და ძალა? მე ხომ ბევრი ძვირადღირებული და მოდური ტანსაცმელი შევიძინე. თბილად ჩავიცმევ და რომც მოვინდომო, მაინც არ შემცივდება…»

ერთმაც და მეორემაც გარკვეული მოქმედებები განახორციელეს იმისათვის, რათა სითბო შეეგრძნოთ. ერთმა ფიზიკური ძალისხმევა მოახმარა, რათა სახლში ღუმელი აენთო. შეიძლება, ეს არც თუ ისე ადვილი იყო, ცოტა დაიღალა და შესაძლოა, დაისვარა კიდეც. მეორემ სამი სვიტრი, ორი ქურქი, თბილი ჩექმები და "უშანკა"-ქუდი დაიხურა, სქელ ბეწვიან ხელთათმანებში ჩაყო ხელები და არც ის გრძნობს სიცივეს.