ალბათ, სხვა არცერთი ეკლესია არ გამოირჩევა ათ მცნებაზე ყურადღების ისეთი აქცენტირებით, როგორც მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია. ადვენტისტების ოფიციალურ საიტზე (რუსული) ამასთან დაკავშირებით ნათქვამია:
«ღვთის კანონის დიდებული პრინციპები ათ მცნებაშია გადმოცემული... ისინი ყველა დროის ადამიანებისთვის აუცილებელია. ეს დადგენილებები უდევს საფუძვლად მისი ხალხისთვის მიცემულ ღვთის კანონს. ეს სამართლიანობის უმაღლესი საზომია ღვთის სამსჯავროზე… ღმერთმა არა მხოლოდ ისრაელს, არამედ ასევე მთელ კაცობრიობას მოუწოდა დაეცვათ ათი მოკლე, თუმცა ყოვლისმომცველი და უცვლელი მითითება, რომლებიც ღვთისა და სხვა ადამიანების წინაშე ადამიანების ვალდებულებებს აჩვენებენ… რამდენადაც ათსიტყვიანი ზნეობრივი კანონი ღვთის ხასიათის ანარეკლია, მისი პრინციპები მარადიულია და გარემოებებზე არ არის დამოკიდებული. ისინი აბსოლუტური და უცვლელნი არიან და მუდმივ ძალას ფლობენ კაცობრიობისათვის. ყველა დროის ქრისტიანები მკაცრად იცავდნენ ღვთის კანონის უცვლელობას და მის საიმედოობას ამტკიცებდნენ…»
დამეთანხმეთ, ძალიან მკაფიო და ლამაზი სიტყვებია! გამოდის, რომ მეშვიდე დღის ადვენტისტები ათი მცნების მითითებებს მიიჩნევენ (ვციტირებ) «დიდებულად», «უცვლელად», «აბსოლუტურად», «ყველა დროის ადამიანებისთვის აუცილებლად», «გარემოებებისაგან... დამოუკიდებლად». ამასთანავე «მთელი კაცობრიობა ვალდებულია დაიცვას» ათი მცნების მითითებები. კარგი, დავიმახსოვროთ ეს...