понедельник, 26 сентября 2022 г.

ღვთის თვალი

 


თქვენ – ათეისტი ხართ, «რეალური ცხოვრებით» ცხოვრობთ და მორწმუნეებს ბნელებად და ახირებულებად მიიჩნევთ. თუმცა მინდა გთხოვოთ რამოდენიმე წუთი დაუთმოთ იმას, რითაც მთელი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე შეუჩერებლად სარგებლობთ და შესვენებას მხოლოდ ძილის დროს აკეთებთ. ეს – თქვენი თვალებია. მათზე იშვიათად ფიქრობთ, თუმცა მოდი ეხლა დაფიქრდით.

суббота, 17 сентября 2022 г.

"მე ჩემი ბიბლია მაქვს", ანუ ცოტა რამ "გაბრაზებული ქიშმიშების" შესახებ

 


«მე იმის მჯერა, რაც ჩემ ბიბლიაში წერია», - ამბობს ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი და განსაკუთრებულ აქცენტს სიტყვა «ჩემზე» აკეთებს. ასეთი შეპასუხების მოსმენა ხშირად იმ მომენტებშია შესაძლებელი, როდესაც მათ ისეთ ბიბლიურ მუხლს აჩვენებ, რომელიც იმისგან ოდნავ განსხვავებულად ჟღერს, როგორც ეს მუხლი მათ პირად თარგმანებშია წარმოდგენილი. მაგალითად, როდესაც შენს ბიბლიაში ისეთ მუხლს უკითხავ, რომელშიც ღვთის სახელია მოხსენიებული, შენი მოსაუბრე კი აცხადებს, რომ მის თარგმანში ამ ადგილას ღვთის სახელი კი არა, ტიტული «უფალი» წერია. 


გასაგებია, რომ პრობლემა კონკრეტულ ბიბლიის თარგმანთანაა დაკავშირებული, რომელთა რაოდენობაც ქართულ ენაზე თითქმის ერთ ათეულს აღწევს. ამჯერად მინდა გაგიზიაროთ ზოგიერთი პირადი დასკვნა, რომლებიც იმ ხალხთან საუბრების შედეგად გავაკეთე, რომლებიც ამბობენ, რომ წმინდა წერილს ენდობიან.

понедельник, 5 сентября 2022 г.

ომი და მშვიდობა

 "ომის ყველაზე საშინელი სისასტიკე იმაში მდგომარეობს, რომ ის მამაკაცების ჯგუფს იმის გაკეთებას აიძულებს, რასაც ისინი სათითაოდ მთელი თავისი არსებით გაუწევდნენ წინააღმდეგობას." (ელენ კი "ომი და მშვიდობა და მომავალი", 1916)

 

რა შეიძლება ომის საშინელებებზე უარესი იყოს, როდესაც ათასობით ან სულაც მილიონობით ადამიანი იშლება ჭკუიდან და უსაშინლესი ზიზღი უჩნდებათ მათ მიმართ, ვინც არასოდეს არც კი უნახავთ?

 

ომის შედეგები არასოდეს შეედრება იმ მიზნებს, რომელსაც მისი გამჩაღებლები ისახავენ.

 

ადამიანებმა უძველესი დროიდან იციან, რომ როგორც ცეცხლს ვერ ჩააქრობ ცეცხლით, ასევე შეუძლებელია ბოროტების ომით დამარცხება. მაგრამ ომები მაინც ათასწლეულებია გრძელდება და ისინი ერთმანეთს ცვლიან.