пятница, 30 декабря 2022 г.

ადამიანის ცხოვრება

 

ხვალ რომ ათეისტი გავხდე, ჩემთვის გადაუჭრელი დილემის წინაშე აღმოვჩნდები. დილით გავიღვიძებ და არ მეცოდინება, რატომ უნდა ვაკეთო რამე, თუნდაც ვისადილო. მე თუ მხოლოდ ბიოლოგიური მასის გროვა ვარ, რომელიც უჯრედებისაგან შედგება და რომლებიც თანდათანობით თვითგანახლების შესაძლებლობას კარგავენ, ისე რომ მალე მიწაში დამმარხავენ, – რა საჭიროა რამისკენ ლტოლვა და რამის კეთება, ან რაიმე ფასეულობებზე ორიენტირება? მე თუ სიკვდილმისჯილთა საკანში ვზივარ და უბრალოდ საათს შევცქერი, მაშინ რაღა დამრჩენია? რა საჭიროა ნებისმიერი პრობლემების მოგვარება? რა საჭიროა საერთოდ ყველაფერი?

среда, 21 декабря 2022 г.

ვინ იდგა "ბეთლემის ვარსკვლავის" უკან?

 




ე.წ. «შობის ნათელი დღესასწაულის» მოახლოებისას, როდესაც ათასობით ეკლესიებში ეწყობა იმ მოგვების მინიატურები, რომლებიც იდუმალმა «ბეთლემის ვარსკვლავმა» პატარა იესოსთან მიიყვანა, როგორღაც თავისთავად ჩნდება რამოდენიმე სერიოზული შეკითხვა. «რა ვარსკვლავი იყო ეს? ვინ იყო მისი სულის ჩამდგმელი? რა მიზანს ემსახურებოდა და საბოლოო ჯამში რა შედეგი გამოიწვია?»


მრავალი ქრისტიანი ჩვეულებისამებრ იტყვის, რომ ეს ვარსკვლავი ღმერთის განსაკუთრებული ნიშანი იყო და სხვაგვარად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის იესოზე, მომავალ მესიაზე მიუთითებდა. მაგრამ, ნამდვილად მიუთითებს ვარსკვლავის ისტორია ღვთის ხელმძღვანელობაზე? მოდი გავარკვიოთ...

понедельник, 19 декабря 2022 г.

რამდენი სახელი აქვს ღმერთს?

 



რამდენი სახელი აქვს ღმერთს? ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. მისი პასუხები ხშირად საკმაოდ საოცარ ფორმებს იძენენ, რომლებიც ფილოსოფიის და ლამის აშკარა სოფისტიკის სფეროში გადადის. მაგალითად, მართლმადიდებლურ «ბიბლიოლოგიურ ლექსიკონში» ის მოსაზრება, თითქოს ღმერთს ბევრი სახელი აქვს, ასეთი განმარტებით დასტურდება:

 

«ღვთის სახელები, მათ შორის წმინდა ტეტრაგრამა, არსებითად მხოლოდ სიმბოლური პროექციაა ტრანსცენდენტულისა იმანენტურში, მხოლოდ ღვთების შეხება, წყვდიადის წამიერად გამანათებელი, მზის სხივები, რომელიც თვალს გვჭრის და შეხედვის საშუალებას არ გვაძლევს. ესაა სქემატური ანაბეჭდი ღვთაებრივისა ადამიანურში».

 

იმდენადვე ლამაზად წერია, რამდენადაც დამაბნევლად და გაუგებრად. და მაინც, პოზიცია — «ღმერთს ბევრი სახელი აქვს» — მორწმუნეებს შორის ძალიან გავრცელებულია. რა გაეწყობა, ეს თუ ასეა, მაშინ ალბათ თავად ღმერთსაც უნდა გამოეთქვა მსგავსი აზრი ბიბლიაში. განა იმ ადამიანებს, ვინც მის სიტყვას კითხულობენ, არ უნდა ჰქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო გაგება?

четверг, 15 декабря 2022 г.

"ის დამკვიდრდება მათ შორის" (გამოცხადება 21:3)

 




«აჰა, სავანე ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან» (გამოცხადება 21:3; [სბს-სტოკჰოლმი 2001])


ნიშნავს თუ არა ეს სიტყვები იმას, რომ ღმერთი პირდაპირი გაგებით ჩამოვა ზეციდან დედამიწაზე, რათა ადამიანებს შორის დამკვიდრდეს?

четверг, 8 декабря 2022 г.

თანამედროვე "ტრინიტარიზმი" — IV საუკუნის დასასრულის "კაპადოკიური" ღვთისმეტყველების პროდუქტია

  


კაპადოკიელი "წმინდა მამები"


ის, რასაც თანამედროვე ტრინიტარული ეკლესიები «ყოვლადწმინდა სამების» დოგმატს უწოდებენ, სინამდვილეში IV საუკუნის ბოლოს ეკლესიის სამი ფილოსოფოსის: ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნოსელისა და გრიგოლ ნაზიანზინის შემუშავებულ პროდუქტს წარმოადგენს. ეს «კაპადოკიელი მამები» არასოდეს მალავდნენ მათ შეხედულებებზე წარმართული ფილოსოფიის და, კერძოდ, ნეოპლატონიზმის ძლიერი გავლენის ფაქტს. ზუსტად ანტიკური ფილოსოფიიდან დაისესხეს მათ სამების მომავალი დოგმატისთვის ისეთი გაგებები როგორებიცაა «არსი», «ერთარსი» და «ჰიპოსტასი». და ზუსტად მათ გამოიგონეს მთავარი «ტრინიტარული» ფორმულა: «ერთარსი, მაგრამ სამპიროვანი» (μια ουσια, τρεις υποστασεις). 

четверг, 1 декабря 2022 г.

რამდენი ერი არსებობს?

 

ინტერნეტში ცხარე დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რუსები და უკრაინელები – ერთი ერია თუ არა. ჩემი მოკრძალებული აზრით, ერთმნიშვნელოვნად ერთია. ოღონდ დავამატებ, რომ მარტო ისინი კი არა, არამედ ჩინელებიც, ესკიმოსებიც, აფრიკელებიც, ამერიკელი ინდიელებიც, ავსტრალიელი აბორიგენებიც და ყველა, ყველა და ყველა – ერთი ერია, რომელსაც ადამიანთა ოჯახი ჰქვია. «მან ერთი ადამიანისგან წარმოშვა ყველა ერი, რომ მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ», – ამბობს ბიბლია (საქმეები 17:26).