воскресенье, 16 апреля 2017 г.

მიუთითებს თუ არა ფრაზა "ელოჰიმ" ღმერთის სამერთიანობაზე?



ღმერთის სამერთიანობის თეორიის მომხრეები, საკუთარი შეხედულებების დასაცავად არც თუ იშვიათად ცდილობენ არგუმენტის გამოყენებას, რომელიც ფრაზა «ელოჰიმ»-თანაა («ელოხიმ») დაკავშირებული. ძველ აღთქმაში, მოცემული სიტყვა ხშირად გამოიყენება ღმერთთან მიმართებით. ამ სიტყვისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ტრინიტარებში ის ფაქტი იწვევს, რომ ის მრავლობით რიცხვში დგას. ვიკიპედიაში (რუსული) ჩვენ ვკითხულობთ:
«ელოხიმ (ივრ. ‏אֱלֹהִים ,אלוהים‏‎, ელოხ’იმ) — სიტყვა, რომელსაც კონტექსტიდან გამომდინარე მხოლობითი ან მრავლობითი რიცხვის მნიშვნელობა გააჩნია და რომელიც ნიშნავს «ღმერთს» ან  «ღმერთებს». მოიხსენიება თანახის (ძველი აღთქმის) თავიდან ბოლომდე, დაწყებული დაბადების 1:1-დან». 

ტრინიტარების ლოგიკა შემდეგში მდგომარეობს: თუ ებრაული ტექსტი, ღმერთზე საუბრისას, ფრაზა «ელოჰიმს» იყენებს, რომელიც მრავლობით რიცხვს წარმოადგენს, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი სამერთობაა. ერთ-ერთ ინტერნეტ წყაროში ეს იდეა ასეა გახმოვანებული:
«თუ ტექსტში მრავლობით რიცხვში დგას, ეს ტყუილად როდია, ეს ნიშნავს, რომ მრავლობითი რიცხვი მიუთითებს არა ერთ პიროვნებაზე, არამედ რამოდენიმე პიროვნებაზე. სიტყვა ელოჰიმ - ტყუილად როდი ზის ტექსტში, ის გვიჩვენებს, რომ ბიბლიის ღმერთი - ესაა სამი პიროვნება, რომლებიც სამყაროს მართავენ».