среда, 23 ноября 2022 г.

რას ნიშნავს იესოს სიტყვები «მახვილი იყიდოს» (ლუკა 22:36)

 




 

 

 

 

რას ნიშნავს იესოს სიტყვები «მახვილი იყიდოს»?

(ლუკა 22:36)

  

 

განმარტების ვარიანტები

რას ნიშნავს «მახვილის ყიდვა»?

ეკლესიის მასწავლებლების კომენტარები

 

  

იესოს მსახურება სიყვარულის და მშვიდობის მსახურება იყო. ღვთის ძე ასწავლიდა, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები მშვიდობისმყოფელები უნდა ყოფილიყვნენ, ასე რომ პირველი ქრისტიანები ერთგულად მიჰყვებოდნენ უფლის ამ მცნებას (მათე 5:9; რომაელები 12:18; ებრაელები 12:14; იაკობი 3:18). თუმცა ლუკას სახარებაში იესოს ისეთ ფრაზას ვხვდებით, რომელშიც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იმ ყველაფერს ეწინააღმდეგება, რასაც ის მშვიდობის შენარჩუნებაზე, თავმდაბლობაზე და მშვიდობისმყოფელობაზე ასწავლიდა. თავისი წასვლის წინ მოციქულების დარიგებისას, მესია მათ ეუბნება:

 

«ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი» (ლუკა 22:36)

(თუ სხვა მითითება არ არის, ყველა ბიბლიური მუხლი აღებულია ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემიდან) 

четверг, 17 ноября 2022 г.

"რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს" (იოანე 17:3)

 



«საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს» (იოანე 17:3)


ბევრი მორწმუნე იცნობს იესოს მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს. მაგრამ ბევრს თუ ესმის რომელ «ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე» ლაპარაკობდა ის? «სამერთიან» ღვთაებაზე, როგორც «ტრინიტარებს» სწამთ? თუ თავის თავზე, ხან მამის სახეს რომ იღებს, ხან ძის და ხანაც წმინდა სულის, როგორც ამას «მოდალისტები» განმარტავენ? მორწმუნეების უმრავლესობა კი საერთოდ არ იწუხებს თავს ჭეშმარიტ ღმერთზე მკაფიო წარმოდგენის შექმნის მცდელობებით, რითაც უფლის ამ ფრაზის მნიშვნელოვანი ნაწილის – «რომ გიცნობდნენ» იგნორირებას ახდენენ.

пятница, 4 ноября 2022 г.

რის გაკეთება დაავალა იესომ ქრისტიანს, ომის დაწყების შემთხვევაში?

 




«რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?» (ლუკა 6:46)


«სახლში რომ მტრები შემოგივარდნენ?»

ძველი ისრაელის ომებს რა ვუყოთ?

მოსეს კანონით თუ ქრისტეს კანონით?

იესო გვასწავლის...

ღვთის სამეფო თუ ქვეყნიერების სამეფო?

«...განა ხორციელნი არა ხართ?» (1 კორინთელები 3:3)

შეპასუხებები და მათი პასუხები

დასკვნა


დღეს ზემოთგაჟღერებული საკითხი მრავალი ქრისტიანისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ერთი საქმეა საკუთარი თავის როგორც ქრისტიანის პოზიციონირება მოახდინო, როდესაც ამას ხელს არაფერი უშლის: თავს ზემოთ მშვიდობიანი ცა გაქვს და შენს ოჯახს არაფერი ემუქრება. თუმცა სულ სხვა საქმეა, როდესაც შენს გარშემო ჭურვები ცვივა და ადამიანები იხოცებიან. მით უმეტეს, როდესაც ყველა მხრიდან პატრიოტული ლოზუნგები და «საკუთარი ქვეყნის დასაცავად ერთ მუშტად შეკვრის» მოწოდებები გესმის, ქრისტიანული აზროვნების შენარჩუნება უკიდურესად რთული ამოცანა ხდება.


ასეთ დროს მნიშვნელოვან დაბნეულობას თავად «ქრისტიანები» იწვევენ. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვეულ სურათად იქცა: როგორც კი სახელმწიფოებს შორის კონფრონტაციები იჩენენ თავს, ერთერთი პირველი, ვინც ხმამაღლა იწყებს «ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის» შესახებ განცხადებების კეთებას, საეკლესიო ლიდერები არიან. ასეთ შემთხვევაში რიგით მორწმუნეზე რაღა უნდა ვთქვათ? როდესაც ხედავს, თუ როგორ იმოსებიან მისი თანამორმუნეები სამხედრო ტანსაცმლით, ეკლესიები კი ამაყად გაჰკივიან «დიდება გმირებს!», დანარჩენი ქრისტიანები თავს მთლად თავდაჯერებით ვეღარ გრძნობენ. «და, იქნებ, ზუსტად ამას მოელის ეხლა ჩემგან უფალი?» - ებადება ზოგიერთს კითხვა.


მართლაც, რას მოელის ასეთ სიტუაციებში ქრისტიანებისგან უფალი? როდესაც საზოგადოება ომის მდგომარეობაში აღმოჩნდება, მისი თვალსაზრისით, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვინც საკუთარ თავს ქრისტეს მოწაფეებს უწოდებენ? და ეს ძალიან სწორი შეკითხვაა! აღნიშნულ ნაშრომში შევეცდებით ამ საკითხში უფრო ზუსტად გავერკვეთ.