четверг, 17 ноября 2022 г.

"რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს" (იოანე 17:3)

 



«საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს» (იოანე 17:3)


ბევრი მორწმუნე იცნობს იესოს მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს. მაგრამ ბევრს თუ ესმის რომელ «ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე» ლაპარაკობდა ის? «სამერთიან» ღვთაებაზე, როგორც «ტრინიტარებს» სწამთ? თუ თავის თავზე, ხან მამის სახეს რომ იღებს, ხან ძის და ხანაც წმინდა სულის, როგორც ამას «მოდალისტები» განმარტავენ? მორწმუნეების უმრავლესობა კი საერთოდ არ იწუხებს თავს ჭეშმარიტ ღმერთზე მკაფიო წარმოდგენის შექმნის მცდელობებით, რითაც უფლის ამ ფრაზის მნიშვნელოვანი ნაწილის – «რომ გიცნობდნენ» იგნორირებას ახდენენ.


იესოს სურდა, რომ მათ, ვინც მის მოწაფედ გახდომას წყვეტდა, სცნობოდათ მისი ზეციერი მამა, რომელსაც თვითონ «ჭეშმარიტ ღმერთს» უწოდებდა. თანაც, მამის გაცნობაზე, ისევე როგორც ძის გაცნობაზე, იქნებოდა დამოკიდებული ამ ადამიანების მარადიული სიცოცხლე!


და აი, რა არის აქ საინტერესო: ფრაზის გამოყენებისას — «რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს» — იესოს ფაქტიურად ახალი არაფერი უთქვამს, რაც მისი მსმენელებისთვის უცნობი იქნებოდა. მოციქულები ებრაელები იყვნენ, ამიტომ ისინი კარგად იცნობდნენ ებრაულ წერილებს (ძველი აღთქმა). თანამედროვე მორწმუნეებს შეკითხვა «ვინ არის ზეციერი მამა და რა ჰქვია მას?» საკმაოდ ხშირად, როგორც იტყვიან, რელსებიდან აგდებს. თუმცა იესოს მოწაფეებისთვის, რომლებიც ბავშვობიდან იცნობდნენ კანონს და წინასწარმეტყველებს, ასეთი შეკითხვა არ არსებობდა. მათ ძალიან კარგად ესმოდათ თუ რომელი «ჭეშმარიტი ღმერთის გაცნობაზე» ესაუბრებოდა მათ მათი მოძღვარი. ესმოდათ, იმიტომ რომ იესომ, არსებითად, მხოლოდ ის გაიმეორა, რის შესახებაც წმინდა წერილი მანამდე დიდი ხნით ადრე მრავალგზის ასწავლიდა (2 ტიმოთე 3:16,17).


იოანეს 17:3-ში გამოყენებული სიტყვა «გაცნობა» ბერძნულ ტექსტში წარმოდგენილია სიტყვით «γινώσκω» (სტრონგის ნომერი 1097). ზუსტად ამ და მისგან წარმოებულ ერთფესვიან სიტყვებს ვხვდებით ძალიან ბევრ სხვა ბიბლიურ მუხლებში, რომლებიც მორწმუნეების ყურადღებას ჭეშმარიტი ღმერთის «გაცნობისკენ» მიაპყრობს. ზოგიერთ ასეთ მაგალითზე გავამახვილოთ ყურადღება.


«რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე» (ფსალმუნები 83:18, ახალი ქვეყნიერების თარგმანი)
  

«იცოდეთ, რომ იეჰოვაა ღმერთი... მადლობდეთ მას; ხოტბა შეასხით მის სახელს. რაოდენ კარგია იეჰოვა» (ფსალმუნები 100:3-5, ახალი ქვეყნიერების თარგმანი)


«მოდით და დავუბრუნდეთ იეჰოვას… გავიცნობთ, მთელი გულით მოვიწადინებთ იეჰოვას გაცნობას» (ოსია 6:1,3, ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

 

«რათა იცოდე, რომ მე ვარ იეჰოვა... მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის! ჩემს გარდა არავინ არის ღმერთი!» (ესაია 45:3,5, ახალი ქვეყნიერების თარგმანი)


«და აღიარებენ, რომ იეჰოვაა ჩემი სახელი» (იერემია 16:21, ახალი ქვეყნიერების თარგმანი)



წინასწარმეტყველური სიტყვა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ «ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვას გაცნობა» იქნება მისი იმ ჭეშმარიტი მსახურების დამახასიათებელი ნიშანი, რომლებიც უკანასკნელ დღეებში და მშვენიერ მომავალ მსოფლიოში იცხოვრებენ.


«ზიანს აღარავის მიაყენებენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე» (ესაია 11:9, ახალი ქვეყნიერების თარგმანი)


«იეჰოვას სიდიადის შესახებ ცოდნა აავსებს დედამიწას ისე, როგორც წყალი ავსებს ზღვას» (აბაკუმი 2:14, ახალი ქვეყნიერების თარგმანი)


რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ზემოთ მოყვანილი მაგალითების საფუძველზე? რომელი ჭეშმარიტი ღმერთის «გაცნობა» იყო საჭირო თითოეული მორწმუნე ადამიანისთვის როგორც ქრისტიანობამდელ პერიოდში, ისე შემდგომ პერიოდში? ბიბლია ამ შეკითხვას მკაფიო პასუხს სცემს, როდესაც იმ ჭეშმარიტი ღმერთის «გაცნობაზე» საუბრობს, რომლის სახელიც იეჰოვაა. როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, ამ ცოდნასთანაა პირდაპირ დაკავშირებული მისი წმინდა სახელის აღიარება და განდიდება. 


ამიტომ, როდესაც იესომ მისი მოწაფეებისთვის კარგად ნაცნობი სიტყვები წარმოთქვა «ჭეშმარიტი ღმერთის გაცნობასთან» დაკავშირებით, მათ უბრალოდ ვერ გაუჩნდებოდათ შეკითხვა, თუ ვის და რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ წმინდა წერილი მრავალგზის საუბრობს იეჰოვა ღმერთის «ცნობაზე». ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს მიმდევრებსაც უნდა «სცნობოდათ იეჰოვა». ზუსტად ეს «იეჰოვას ცნობა» წარმოადგენდა გადარჩენისა და მარადიული სიცოცხლის მიღების საფუძველს.    


«ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება» (იოელი 2:32, ახალი ქვეყნიერების თარგმანი)


«მაშინ მივცემ ხალხებს სუფთა ენას, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს და ერთსულოვნად ემსახურონ მას» (სოფონია 3:9, ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

---------------------------------------------------------------- 

Комментариев нет:

Отправить комментарий