воскресенье, 23 февраля 2020 г.

"რადგანაც არიან ქალწულნი" (გამოცხადება 14:4; სგ.)



«რადგანაც არიან ქალწულნი»
«თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან»
ქონწინება ბილწავს???
რაში მდგომარეობს მიზანი?
დასკვნები



«და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი… ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგან არიან ქალწულნი…» (გამოცხადება 14:1,4; საპატრიარქოს გამოცემა).

ზოგიერთის აზრით, მოცემული ბიბლიური ტექსტი პირდაპირი გაგებით ქრისტიან-ქალწულებს (ან უბიწო ვაჟებს) გულისხმობს, რომლებიც არასოდეს დაქორწინებულან. ასეთი გაგება შეიძლება მოსახერხებელი ჩანდეს ცელიბატის, ანუ ქორწინებაზე უარის თქმის შესახებ საეკლესიო სწავლების მხარდასაჭერად. მიუხედავად ამისა, მართლა პირდაპირი გაგებით ქრისტიან ქალწულებზე საუბრობს ეს ბიბლიური მუხლი, როგორც გადარჩენილთა ერთგვარ განსაკუთრებულ ჯგუფზე?

четверг, 13 февраля 2020 г.

დაბზარულ ჭებთან… (განდგომილება როგორც ჩიხში შემყვანი გზა)



მახე


  გულწრფელად რომ ვაღიარო, ამჯერად განდგომილებისადმი მცირედი სიმპათიაც კი არ გამაჩნია. თუნდაც იმიტომ, რომ არ შემიძლია იმ ადამიანების პატივისცემა, რომლებიც საკუთარ თავს უსინდისოდ აძლევენ იმის უფლებას, რომ ბიბლიურ პრინციპებს წაუყრუონ და ადამიანებს სიცრუით აუბნიონ თავგზა. ხოლო იმის შესახებ, რომ ამ ყველაფერს მათთან აბსოლუტურად პირდაპირი კავშირი აქვს, ეხლა მოგიყვებით, რადგან ამ ყველაფრის შესახებ ვიცი არა გაგონილის წყალობით, არამედ საკუთარი ნაკლებად სასიამოვნო გამოცდილების წყალობით. რადგან მე ძალიან არ მინდა, რომ ჩემი სულიერი დებიდან და ძმებიდან, იეჰოვას მოწმეებიდან, ვინმემ სისულელე ჩაიდინოს, რომლის გამოც მას მოუწევდა იმ ყველაფერი კარგის დაკარგვა, რასაც იეჰოვა მასში მრავალი წლის განმავლობაში ზრდიდა. რათა იმ ქრისტიანებმა, რომლებიც ინტერნეტით სარგებლობისას, განდგომილთა საიტებზე ხვდებიან ან ისმენენ მოწოდებებს, რომ განდგომილთა ფორუმები მოინახულონ, დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგან და არ იფიქრონ, რომ განდგომილებთან ურთიერთობის შესახებ ორგანიზაციის გაფრთხილებები პირადად მათთვის არააქტუალურია. «არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, მისი ბოლო კი სიკვდილია» - ამბობს ბიბლია. და ეს გაფრთხილება ჯერ არავის გაუუქმებია! (იგავები 16:25).


четверг, 6 февраля 2020 г.

ბედნიერნი არიან სიმართლისათვის დევნილნი...



ესტონელი იეჰოვას მოწმის, სილვერ სილლიკსაარის წიგნი "ბედნიერნი არიან სიმართლისათვის დევნილნი..." ქართულ ენაზე. ითარგმნა ავტორის ნებართვით. წიგნი მოგვითხრობს 1951 წლის 1 აპრილს ციმბირში გადასახლებული იეჰოვას მოწმეების ისტორიას, რომელთა შორისაც თავად ავტორი და მისი მთელი ოჯახიც იყო.