вторник, 29 сентября 2015 г.

"დიდი ბაბილონი": წყლების შრობის პროცესი მოქმედებაშია




«წყლები, რომლებიც იხილე და რომლებზეც მეძავი ზის, ნიშნავს ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, რადგან ღმერთმა მათ გულებში ჩაუდო, რომ განახორციელონ მისი აზრი, თავიანთი ერთობლივი აზრი, მისცენ სამეფო მხეცს, სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება. ქალი კი, შენ რომ იხილე, დიდ ქალაქს ნიშნავს, რომელიც იმეფებს დედამიწის მეფეებზე» (გამოცხადება 17:15-18).


უნდა ვაღიარო, ბიბლიური წინასწარმეტყველების ეს ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა ჩემში გარკვეულ შეკითხვებს. ბიბლიური ცნობის თანახმად, ცრუ რელიგიას საყოველთაო განადგურება ელის. ეს ყველაფერი გასაგებია. მე სხვა რამ არ მესმოდა. ვხედავდი რა, თუ უამრავი ადამიანის ცხოვრებაში რა დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას, უნებლიედ კითხვა მებადებოდა: რამ უნდა აღძრას ადამიანთა მასები, შეიცვალონ თავისი შეხედულება ისეთი ავტორიტეტის მქონე წყობის მიმართ, როგორიც რელიგიური სისტემაა? რა გახდებოდა გლობალური ცვლილებების მიზეზი საზოგადოების აზროვნებაში?

вторник, 15 сентября 2015 г.

ღვთის პატარა სანათები



 

სახლში ვზივარ კუთხეში, წასული ვარ ფიქრებში, კაკუნია, გავიხედე, ვინ დგას ბიბლიით ხელში?

ეს ის არის... ეს ის არის...


არა, ეს მართლმადიდებელი მღვდელი არაა, არც ბაპტისტია, არც ადვენტისტი და არც ქარიზმატი. ისინი არ დააკაკუნებენ თქვენს კარებზე, მათ არ სურთ ხალხის "მოსაბეზრებელი" ქადაგებით შეწუხება. და სწორიცაა, აბა რისი მოყოლა შეუძლიათ მათ ხალხისათვის? ღმერთზე "სამი ერთში", რომელსაც თვითონაც ვერაფერს უგებენ? თუ გაუგებარ უკვდავ სუბსტანციაზე, რომელიც არავის უნახია არც რეალურად და არც ბიბლიაში? ან, იქნებ, ციურ სამოთხეზე, რომელშიც სიკვდილის შემდეგ უნდათ მოხვედრა, მაგრამ ამავდროულად ის ვერ გაუგიათ, მაშინ მიწიერი აღდგომა რაღა საჭირო იქნება? ან იქნებ ცეცხლოვან ჯოჯოხეთზე, სადაც ეშმაკები "მოსიყვარულე" ღმერთის დავალებით მარადიულად აწამებენ ადამიანებს დედამიწის შუაგულში? ან იქნებ იმაზე, რომ ისინი არიან - ის "რჩეულები", რომლებიც ხანდახან, დღესასწაულებზე, სასწაულებს ახდენენ და არაადამიანურ ენებზე საუბრობენ, რომელიც თავადაც კი არ ესმით?

вторник, 8 сентября 2015 г.

ისინი ბაალს მსხვერპლად ბავშვებს სწირავდნენ (ძველი ქანაანელების რელიგიის შესახებ)



რატომ სურდათ რომაელებს ასე დაჟინებით ქალაქი კართაგენის განადგურება? საბჭოთა კავშირის დროს ისტორიის წიგნები ამასთან დაკავშირებით დუმდნენ... იმის შესახებ, თუ რატომ ანადგურებდნენ ისრაელები ასე სასტიკად ქანაანელთა ქალაქებს, სკოლებში იმ დროს საერთოდ ხმას არ იღებდნენ. რატომ სძულდათ ასე "სასტიკ" ისრაელებს "სიცოცხლის მოყვარული" წარმართები - ქანაანის (პალესტინა) მცხოვრებლები? რატომ სძულდათ ქანაანელები წარმართ რომაელებს? 

იმის შესახებ, რომ ქანაანელები ღმერთ ბაალს ეთაყვანებოდნენ ბიბლიაში იყო ნათქვამი: ეს თაყვანისცემა გახრწნილებასთან და საკულტო პროსტიტუციასთან  (1 მეფეები 14:24), მშობლების მიერ საკუთარი შვილების მსხვერპლად შეწირვასთან (იერემია 19:5) და, ბოლოს, კერპების ამბორთან იყო დაკავშირებული (1 მეფეები 19:18; ოსია 13:2). 

ამის შესახებ ასევე წერს ცნობილი მართლმადიდებელი მქადაგებელი ანდრეი კურაევი სტატიაში "სასტიკია თუ არა ძველი აღთქმა?" მისი წაკითხვა აქ შეგიძლიათ.

ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ფაქტი დამტკიცებული იქნა ირლანდიელი არქეოლოგის რობერტ მაკალისტერის მიერ. წაიკითხეთ თავი სახელწოდებით "დოქტორი მაკალისტერის საშინელი აღმოჩენა" ა.ა. ოპარინის წიგნში: "У разбитых водоёмов. Археологическое исследование книг Исход и Иисуса Навина" (გთავაზობთ ამ თავის თარგმანს).

понедельник, 7 сентября 2015 г.

რატომ გაანადგურა ღმერთმა ქანაანელი ერები?







ნაწყვეტი უეინ ჯეკსონის წიგნიდან "ბიბლიის შესწავლა არქეოლოგიის შუქში"




"როდესაც ისრაელებს ქანაანის მიწა უნდა აეღოთ, უფალმა მათ უბრძანა სრულიად გაენადგურებინათ იმ მიწაზე მცხოვერები ერები და მათ მიმართ არავითარი მოწყალება არ გამოევლინათ (შდ. კანონი 7:1-5). შესაბამისად, როდესაც ისრაელმა, მაგალითად, იერიქონი დაიპყრო, ნათქვამია: «მახვილით გაანადგურეს მთელი ქალაქი, ქალიცა და კაციც, ახალგაზრდაცა და მოხუციც, ხარიც, ცხვარიცა და ვირიც.» (იესო ნავეს ძე 6:21). როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომელიც ბიბლიას გულწრფელად იკვლევს, ეს თითქოსდა ღვთის სიკეთის დარღვევა? 

среда, 2 сентября 2015 г.

აბორიგენები

- რატომ ჭამენ აბორიგენები ხელით? - იმიტომ რომ ჩანგლების გარეცხვა ეზარებათ. (ხუმრობა)
ერთხელ, ერთ არც თუ ისე ცივილიზებულ კუნძულთან, სადაც ჯერ ცივილიზაციის სიკეთეებიდან არაფერს არ მიუღწევია , შტორმმა ქაღალდის ფურცელი მიიტანა. ეს რომელიღაცა მოთხრობის ნაწყვეტი გახლდათ. აბორიგენებმა რომლებმაც ის იპოვეს, აბზაც-აბზაც დაიწყეს იმის კითხვა რაც ზედ ეწერა:
"სამზარეულოში მაგიდასთან ბიძია დათო იჯდა, საჭმელს გეახლებოდათ და უსმენდა, თუ როგორ საუბრობდა რადიო იმის შესახებ, რომ ხვალ კარგი ამინდი იქნება."
Аборигены