четверг, 19 июня 2014 г.

იეჰოვას მოწმეები და პირადი აზრის უფლება



ბიბლიის ღრმა გამოკვლევა აუცილებელია!

გარეშე წყაროების მიმართ დამოკიდებულება

პირადი აზრის უფლება

არ გავავრცელოთ პირადი შეხედულებები სხვებს შორის!

ბიბლია, პირველი ქრისტიანები და განსხვავებული აზრისადმი დამოკიდებულება

გონივრულად რომ ვიმსჯელოთ…

პრეტენზიები მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით?

«უფალო, მომეცი მე მოთმინება! ეხლავე! ამ წუთას!»

დასკვნა




  იეჰოვას მოწმეების მისამართით გამოთქმულ ერთერთ ბრალდებას, რომელსაც მათი მოწინააღმდეგეები ავრცელებენ, წარმოადგენს საყვედური იმის შესახებ, რომ თითქოს ამ ქრისტიანებისთვის არ შეიძლება, რელიგიურ საკითხებში პირადი აზრის ქონა. ასეთ პრეტენზიებს თუ დავუჯერებთ, მოწმეებს უფლება არ აქვთ, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ და რაიმე სახის პირადი დასკვნები გააკეთონ ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ მათი ორგანიზაციის პუბლიკაციებში მოცემული მოსაზრება განსხვავდება მათი მოსაზრებისაგან. მოწინააღმდეგეები მონდომებით ცდილობენ ხალხს ჩააგონონ, რომ მსგავს შემთხვევაში, როდესაც ქრისტიანი რაიმე სახის პირად დასკვნას აკეთებს, მას აუცილებლად გარიცხავენ კრებიდან «განდგომილების გამო», და რომ თავისთავად რაიმე სახის ეჭვის ფაქტი, უკვე წარმოადგენს ასეთი «განდგომილების» მაგალითს. ხოლო, თუ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, მაშინ, ასეთი მოწინააღმდეგეების აზრით, იეჰოვას მოწმეები ტოტალიტარულ ორგანიზაციად უნდა ჩაითვალოს, რომელიც მასში მყოფი ადამიანების თავისუფლებას და სინდისს ახშობს.

  აქედან გამომდინარე ჩვენ, უდავოდ, უნდა დაგვაინტერესოს, შეესაბამება თუ არა ასეთი ბრალდებები რეალურ ვითარებას? მართლა ეკრძალებათ თუ არა ქრისტიანებს ბიბლიის ღრმა კვლევა, გონიერი მონის დასკვნების იმასთან შედარება, რაც წმინდა წერილში წერია, და გარკვეულ ცალკეულ საკითხებში საკუთარი დასკვნების გაკეთებაც კი? ამ სტატიის მიზანი, იმ მკითხველისთვის პასუხების შეთავაზებაა, რომელიც წამოჭრილ საკითხებზე ეძებს პასუხებს.

среда, 4 июня 2014 г.

მართალია, რომ პირველი ქრისტიანები მხოლოდ ქრისტეზე ამოწმებდნენ?


პირველი შემთხვევა არაა როდესაც ასეთ კითხვას მისვამენ: "ადრეული ქრისტიანები იესოს მოწმეები იყვნენ და არა იეჰოვასი. მეთანხმებით, რომ ამით თანამედროვე იეჰოვას მოწმეები ძალიან განსხვავდებიან ადრეული ქრისტიანებისაგან?" ამის პასუხად მე ჩვეულებრივ მომყავს ხოლმე ნაწყვეტი იეჰოვას მოწმეების შესახებ ოფიციალური ცნობარიდან მათივე რედაქციით:
იესომ მათ უთხრა: «იქნებით ჩემი მოწმეები». ნიშნავდა ეს იმას, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები არ იქნებოდნენ? ცხადია, არა! იესოს მოწაფეებს უდიდესი პატივი ხვდათ წილად, რომელიც მანამდე არავის ჰქონია,— ისინი იეჰოვას მოწმეებიც იქნებოდნენ და იესოსიც. (იეჰოვას მოწმეები - ღვთის სამეფოს მაუწყებლები, გვ. 26)
ყველაფერი სავსებით ნათელია - ქრისტიანს ხელს არაფერი უშლის იმაში, რომ დაამოწმოს როგორც იეჰოვას შესახებ, ასევე მისი ძის შესახებ. და საერთოდ, ნუთუ შეიძლება სხვაგვარად იყოს? რადგან სასიხარულო ცნობა - ესაა ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ იესო ქრისტეს ხელში, და მათგან ნებისმიერზე გაჩუმება უხეშად დაამახინჯებდა ამ ცნობას.

მაშინ რისი თქმა შეიძლება ორგანიზაციის სახელთან დაკავშირებით? არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ აქვს ისეთი სახელი, რომელიც მისი საქმიანობისა და სწავლებების მთელ სპექტრს აირეკლავდა. თუ ბაპტისტებს ბაპტისტები ჰქვიათ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სწავლება ნათლობის შესახებ - მათი ერთადერთი დოქტრინაა, ხოლო, მაგალითად ორმოცდაათიანელები, მხოლოდ მოციქულთა საქმეების პირველ ორ თავს თვლიან მნიშვნელოვნად და ა.შ. ამიტომ ორგანიზაციის სახელზე გამოკიდება, არ წარმოადგენს ყურადსაღებ მოვლენას.

понедельник, 2 июня 2014 г.

აღდგომის კვირა - სამოციქულო ტრადიცია?



ორშაბათს, 2014 წლის 14 აპრილს იეჰოვას მოწმეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. ისინი ამას ყოველწლიურად აკეთებენ, რადგან მიჰყვებიან თვით იესოს პირდაპირ მითითებას: "ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად" (ლუკა 22:19). ეს წლისთავი დაკავშირებულია არა აღდგომასთან, არამედ იესოს სიკვდილთან, როგორც ეს 1 კორინთელთა 11:26-დან ჩანს: "ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე". ეს დღესასწაული "გარდამავალია" და მისი თარიღის დადგენა იმავე მეთოდით ხდება, რომლითაც ძველი იუდეველები პასექის თარიღს ადგენდნენ. იეჰოვას მოწმეები გახსენების საღამოს მხოლოდ და მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ აღნიშნავენ, მთვარის კალენდრით 14 ნისანის დადგომისას, კვირის რომელ დღესაც არ უნდა ემთხვეოდეს ეს საღამო.