вторник, 27 апреля 2021 г.

რჯულისა და შაბათის შესახებ



შესაძლოა, როდესაც პირველად წავიკითხეთ გამოცხადების წიგნი, იმ საკითხმა დაგვაინტერესა, თუ რას წარმოადგენდა «ნიშანი - მხეცის სახელი» მე-13 თავის მე-17 მუხლიდან (ბიბლია - საპატრიარქოს გამოცემა). უნდა ითქვას, რომ ისტორიის განმავლობაში გამოცხადების წიგნის სიმბოლური სახეებისა და უშუალოდ ამ ფრაზის ახსნის უამრავი მცდელობა არსებობდა.

пятница, 16 апреля 2021 г.

ნეემია გორდონი “ღვთის სახელის წარმოთქმაზე დადებული აკრძალვა”


თანამედროვე იუდაიზმის ერთერთ სენს წარმოადგენს შემოქმედის სახელის წარმოთქმაზე დადებული მკაცრი აკრძალვა. მიშნა ბერურას თანამედროვე რაბინისტული კანონი ამბობს:

"აკრძალულია დიდებული და მრისხანე სახელის ისე წაკითხვა, როგორც იწერება, როგორც ბრძენნი წერდნენ: «მას, ვინც სახელს ისე წარმოთქვამს, როგორც ის წერია, წართმეული აქვს ადგილი დღევანდელ სამყაროში». ამგვარად, ის ისე უნდა იქნას წარმოთქმული, თითქოს ადონაი [უფალი] ეწეროს. (მიშნა, ბერურა 5, 2)"
ეს ნამდვილად არ წარმოადგენს თანამედროვე დადგენილებას. ეს დადგენილება ჯერ კიდევ ახ.წ. III საუკუნეში გაჩნდა მიშნას ერთერთ განმარტებაში:

"აი, ვის წაერთმევა ადგილი დღევანდელ სამყაროში: … აბბა საული ამბობს: «ასევე მასაც, ვინც ღმერთის სახელს ისე წარმოთქვავს, როგორც ის წერია» (მიშნა, სინედრიონი 10, 1)"

შეცდომა იქნებოდა თუ დავასკვნიდით, რომ სახელის წარმოთქმის აბსოლუტური აკრძალვა ბიბლიური დღეებიდან იღებს სათავეს. თავად თალმუდშია საუბარი მისი ფესვების შესახებ:

სელევკიდების ბერძნულმა ხელისუფლებამ გამოსცა დადგენილება არ წარმოეთქვათ ხმამაღლა ღვთის სახელი; თუმცა მას შემდეგ, რაც ხასმონელები მოძლიერდნენ და მათზე გამარჯვება მოიპოვეს, მათ დაადგინეს, რომ ხელშეკრულებებზეც კი ღვთის სახელით უნდა მომხდარიყო ხელის მოწერა… როდესაც ამის შესახებ რაბინებმა შეიტყვეს, თქვეს: «ხვალ ის ადამიანი თავის ვალს დააბრუნებს, ხელშეკრულებას კი ნაგვის გროვაზე მოისვრიან». ასე აკრძალეს მათ სახელის ხელშეკრულებებში მოხსენიება. (ბაბილონური თალმუდი, როშ ა-შანა, 18ბ)

воскресенье, 4 апреля 2021 г.

რატომ ლოცულობენ მღვდლები თავდაბურულნი, რითაც ბიბლიურ მითითებას არღვევენ?


"ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს" (1 კორინთელები 11:4)

შეკითხვა თავდაბურულ მღვდელს: 
“პავლეს მითითების საპირისპიროდ რატომ იბურავს ის თავს?”
მღვდლის პასუხი: 
“ეკლესია მწყემსებად და სამწყსოდ იყოფა, კლირად (სამღვდელოებად) და მრევლად. და თითოეული ამ ჯგუფისთვის ცალკეული წესები არსებობს ლოცვასთან დაკავშირებით. მღვდელმსახურები, ლიტურგიის დროს, იესო ქრისტეს სახეს წარმოადგენენ. ქრისტე ჯვარზე თავზე ეკლის გვირგვინით ეკიდა, ამიტომ მწემსები, ღვთისმსახურებისას, მიტრითა თუ სხვა სახის თავსაბურავებით დაბურულნი ლოცულობენ, რომლებიც, ერთის მხრივ, მხსნელის ეკლის გვირგვინს ასიმბოლოებს, მეორეს მხრივ კი, მეომრის ჩაჩქანს, სამღვდლო შესამოსელი კი – მეომრის დანარჩენ ტანსაცმელს.”