воскресенье, 4 апреля 2021 г.

რატომ ლოცულობენ მღვდლები თავდაბურულნი, რითაც ბიბლიურ მითითებას არღვევენ?


"ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს" (1 კორინთელები 11:4)

შეკითხვა თავდაბურულ მღვდელს: 
“პავლეს მითითების საპირისპიროდ რატომ იბურავს ის თავს?”
მღვდლის პასუხი: 
“ეკლესია მწყემსებად და სამწყსოდ იყოფა, კლირად (სამღვდელოებად) და მრევლად. და თითოეული ამ ჯგუფისთვის ცალკეული წესები არსებობს ლოცვასთან დაკავშირებით. მღვდელმსახურები, ლიტურგიის დროს, იესო ქრისტეს სახეს წარმოადგენენ. ქრისტე ჯვარზე თავზე ეკლის გვირგვინით ეკიდა, ამიტომ მწემსები, ღვთისმსახურებისას, მიტრითა თუ სხვა სახის თავსაბურავებით დაბურულნი ლოცულობენ, რომლებიც, ერთის მხრივ, მხსნელის ეკლის გვირგვინს ასიმბოლოებს, მეორეს მხრივ კი, მეომრის ჩაჩქანს, სამღვდლო შესამოსელი კი – მეომრის დანარჩენ ტანსაცმელს.”


კითხვები იბადება: 
განა პავლე მოციქულმა მკაფიოდ და კონკრეტულად არ მიუთითა, რომ ყოველი კაცი, რომელიც ... ლოცულობს...”?
განა მოციქულები იბურავდნენ თავებს და ცვლიდნენ ყველა ქრისტიანისათვის საერთო ნორმებს? 
სად არის ბიბლიაში მსგავსი მითითებები? 
ან განა შეიძლება ქრისტეს ეკლის გვირგვინის იმ “ნაგებობებთან” შედარება, რომლებიც მღვდლების თავებს "ამშვენებს"?!
სად არის ბიბლიაში მოცემული მსგავსი მითითებები? ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს (შეადარეთ 1 კორინთელები 11:7). შესაბამისად, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ეს ქრისტეს სწავლების თვითნებური დამახინჯებაა.

წყარო:  
https://www.facebook.com/photo.php?fbid=472024836679036&set=a.113438479204342&type=3
------------------------------------------------------
ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий