суббота, 30 ноября 2019 г.

ორგანიზაცია თუ "უკონფესიობა"?



 რატომ მიაჩნიათ უკონფესიოებს რომელიმე კონფესიის არჩევა შეცდომად და რატომ არ სურთ მათში ყოფნა? მინდა განვიხილო ერთერთი არგუმენტი, რომელიც მათ საკუთარი არჩევნის სისწორის დასამტკიცებლად მოჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ "ორგანიზაციაში ყოფნისას, რომელსაც არასრულყოფილი ადამიანების ჯგუფი უწევს ხელმძღვანელობას, ორგანიზაციის რიგითი წევრი ვალდებულია ამ ხელმძღვანელი ადამიანების ბიბლიურ თვალსაზრისსა და გაგებას დაეთანხმოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი წყვეტენ მის ნაცვლად თუ როგორ უნდა ასიამოვნოს ღმერთს და სწორად როგორ უნდა ესმოდეს ბიბლია. ეს კი, თავის მხრივ, ღვთის წინაშე არჩევნის თავისუფლებას არღვევს, რადგან ადამიანი თვითონ კი არ ირჩევს ქრისტიანულ გზას, არამედ მის ნაცვლად სხვები ირჩევენ". 

 ალბათ, მრავალს სმენია მსგავსი მოსაზრება. და ერთი შეხედვით ის ლოგიკური ჩანს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი აზრები შეიძლება განსხვავებული ენითა და განსხვავებული ემოციური შეფერილობით იქნას წარმოთქმული, რამაც მკითხველი შეიძლება მცდარ დასკვნებამდე მიიყვანოს. ის მოსაზრება, რომელიც ზემოთ მოვიყვანე, საკმაოდ ზუსტად ირეკლავს თავად უკონფესიოების გამონათქვამებს. მანამ, სანამ მას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ, კარგი იქნება გავიხსენოთ, რომ უკონფესიოს მიზანია არა რომელიმე კონფესიის სარგებლის დანახვება, არამედ მისი უსარგებლობისა და მცდარობის ჩვენება, იმიტომაც არის უკონფესიო. ზუსტად ამიტომაც აძლევენ უკონფესიოები ასეთ ემოციურ ელფერს საკუთარ დასკვნებს, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს ის ადამიანი, რომელიც ორგანიზაციაში იმყოფება, ერთგვარ ციხეში იმყოფება და სრულიად დამოკიდებულია მესამე პირებზე. 

суббота, 23 ноября 2019 г.

მირონმდინარი ხატები და მსგავსი "სასწაულები"


პეტრე I ალექსანდრეს-ძე რომანოვი, ნარვას მიდამოებში თავისი არმიის თითქმის მთელი საარტილერიო პარკის დაკარგვის შემდეგ, იძულებული გახდა ნებისმიერი წყაროებიდან მოეპოვებინა ბრინჯაო ახალი ზარბაზნებისთვის, მათ შორის საეკლესიო ზარებიც იყო. რა თქმა უნდა, მრავალ ეკლესიაში ასეთი მნიშვნელოვანი სარიტუალო ატრიბუტების დანაკარგის დატირება დაიწყეს მაშინვე ხატებმა. პეტრემ ბრძანება გამოსცა:"თუ დღეის შემდგომ ხატები კვლავ იტირებენ ზეთით, ბერთა უკანალები სისხლით იტირებენ". მირონდენა მაშინვე შეწყდა.

დღეს ხშირად შეიძლება მორწმუნე ადამიანის ხილვა, რომელსაც სწამს, რომ მისი რელიგია ჭეშმარიტი და სწორია, იმიტომ რომ ამ რელიგიაში სასწაულები ხდება. აქ უბრალო ლოგიკაა. სასწაულებს ღმერთი ახდენს. ესე იგი ღმერთი კეთილგანწყობილია ჩემი ეკლესიის მიმართ. შემაშფოთებელი მხოლოდ ერთი რამეა. ისეთი რელიგიები, რომლებიც "ზებუნებრივი" არგუმენტაციით სარგებლობენ, დღეს მთელი ვაგონი და კიდევ ერთი ურიკაა. შესაბამისად გასაგებია, რომ თუ განსხვავებული რელიგიებია, შესაბამისად მათი სწავლებებიც ურთიერთსაპირისპიროა. და ყველა მათგანი მხოლოდ თავის სასწაულებს მიიჩნევენ "ღვთიურ ქმედებად", ოპონენტების სასწაულებს კი სატანის ძალით მოხდენილად.
შესაძლებელია თუ არა ასეთ რთულ საკითხში გარკვევა? რაც არის არის, ვცადოთ.

ჩვენი ძიება ამ შეკითხვაზე ყველა შესაძლო ვარიანტის ძიებით დავიწყოთ: "საიდან მომდინარეობს სასწაულები?". მხოლოდ ოთხი ვარიანტი არსებობს. 

среда, 13 ноября 2019 г.

ვის ეწოდება ბიბლიაში "ღმერთი"?




"ღმერთი" ("ელოჰიმ", "თეოს")

"უფალი" ("ადონ", "კირიოს")
გაგება "ღმერთი" წარსულში
ყოვლისშემძლე, ჭეშმარიტი ღმერთი



ტრინიტარებთან საუბრისას აუცილებლად გაიჟღერებს ხოლმე მოსაზრება იმის შესახებ, რომ იესო ღმერთია, იმიტომ რომ ბიბლიის ზოგიერთ მუხლში მასზე, როგორც "ღმერთზეა" საუბარი. და აუცილებლად დააციტირებენ ესაიას 9:6-ს ან იოანეს 20:28-ს. «აი ხედავთ, ძესთან მიმართებით ფრაზა "ღმერთი" გამოიყენება, - შეეცდება დასკვნის გაკეთებას მოსაუბრე. – ესე იგი, იესო მართლაც ღმერთია».

რა თქმა უნდა, იესოს სამართლიანად ეწოდება «ღმერთი». თუმცაღა, არა მხოლოდ იესოს, არამედ მრავალ სხვა პიროვნებასაც – ციურსა და მიწიერს – ბიბლია «ღმერთებად» მოიხსენიებს. (თანაც, აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ძველ ბიბლიურ ტექსტში მთავარი ასოები არ არსებობდა ("God"), ამიტომ სიტყვა «ღმერთი» ყველა შემთხვევაში ერთნაირად იწერებოდა, ჩვეულებრივი პატარა ასოებით ("god"). ეხლა რაღა ვქნათ? ავტომატურად მივიჩნიოთ ანგელოზები და ადამიანები, რომლებსაც ბიბლიაში «ღმერთები» ეწოდებათ, ყოვლისშემძლე შემოქმედის ერთგვარ საიდუმლო იპოსტასებად? თუ მაინც სჯობია, რომ მიზანი დავისახოთ გავერკვეთ, თუ რატომ გამოიყენება ბიბლიაში სიტყვა «ღმერთი» საკმაოდ ხშირად მისი ქმნილებების მიმართ? და რა აზრს ატარებს წმინდა წერილებში ეს სიტყვა, გარდა იმისა, რომ ყოვლისშემძლე შემოქმედს აღნიშნავს?

среда, 6 ноября 2019 г.

"როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება" (1 კორინთელები 13:10)



მოციქულთა დროის ადრეული ქრისტიანული კრება ღვთის მიერ განსაკუთრებული ნიჭებით იყო აღჭურვილი, რომელთა შორისაც ისეთი ნიჭები გამოირჩეოდა, როგორებიცაა განკურნებები, ენებზე საუბარი და ძლევამოსილი საქმეების კეთება (1 კორინთელები 12:7-11). ახალი აღთქმის წიგნები იმის საკმაო რაოდენობის მაგალითებს შეიცავს, თუ როგორ იყენებდნენ ადრეული ქრისტიანები ამ ნიჭებს თავის მსახურებაში (საქმეები 2:1-11; 3:1-9; 10:46; 19:11,12; 28:9). ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, დამოწმების საქმეს ემსახურებოდა იუდევლებსა და წარმართებს შორის იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტი ღვთის კეთილგანწყობა ამჯერად უკვე მოციქულებზე და იესოს სხვა პირველ მოწაფეებზე იყო და არა ხორციელ ისრაელზე (საქმეები 2:22; 1 კორინთელები 14:22; ებრაელები 2:4). 

ამასთან დაკავშირებით კითხვები იბადება: შემდგომაც უნდა შენარჩუნებულიყო თუ არა მოცემული ნიჭები – ანუ «მოციქულთა პერიოდის» (ახ.წ. 1 საუკუნის) დასრულების შემდეგ? როგორ უნდა გავიგოთ ამასთან დაკავშირებით პავლეს – ანუ მისი სიტყვები, ვინც, ალბათ, დანარჩენებზე მეტ ძლევამოსილ საქმეებს აღასრულებდა, - რომ შემდგომ მსგავსი ნიჭები უნდა «გაუქმდეს»? მოცემულ სტატიაში შევეცდებით უფრო საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ ჩვენთვის საინტერესო თემა და არა მხოლოდ პასუხები ვიპოვოთ დასმულ შეკითხვებზე, არამედ მათი დასაბუთებაც.