среда, 6 ноября 2019 г.

"როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება" (1 კორინთელები 13:10)



მოციქულთა დროის ადრეული ქრისტიანული კრება ღვთის მიერ განსაკუთრებული ნიჭებით იყო აღჭურვილი, რომელთა შორისაც ისეთი ნიჭები გამოირჩეოდა, როგორებიცაა განკურნებები, ენებზე საუბარი და ძლევამოსილი საქმეების კეთება (1 კორინთელები 12:7-11). ახალი აღთქმის წიგნები იმის საკმაო რაოდენობის მაგალითებს შეიცავს, თუ როგორ იყენებდნენ ადრეული ქრისტიანები ამ ნიჭებს თავის მსახურებაში (საქმეები 2:1-11; 3:1-9; 10:46; 19:11,12; 28:9). ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, დამოწმების საქმეს ემსახურებოდა იუდევლებსა და წარმართებს შორის იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტი ღვთის კეთილგანწყობა ამჯერად უკვე მოციქულებზე და იესოს სხვა პირველ მოწაფეებზე იყო და არა ხორციელ ისრაელზე (საქმეები 2:22; 1 კორინთელები 14:22; ებრაელები 2:4). 

ამასთან დაკავშირებით კითხვები იბადება: შემდგომაც უნდა შენარჩუნებულიყო თუ არა მოცემული ნიჭები – ანუ «მოციქულთა პერიოდის» (ახ.წ. 1 საუკუნის) დასრულების შემდეგ? როგორ უნდა გავიგოთ ამასთან დაკავშირებით პავლეს – ანუ მისი სიტყვები, ვინც, ალბათ, დანარჩენებზე მეტ ძლევამოსილ საქმეებს აღასრულებდა, - რომ შემდგომ მსგავსი ნიჭები უნდა «გაუქმდეს»? მოცემულ სტატიაში შევეცდებით უფრო საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ ჩვენთვის საინტერესო თემა და არა მხოლოდ პასუხები ვიპოვოთ დასმულ შეკითხვებზე, არამედ მათი დასაბუთებაც.




მაშ ასე, 1 კორინთელების 13:8-12-ში ჩვენ მოციქული პავლეს ცნობილ სიტყვებს ვკითხულობთ:


«სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება. ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ, მაგრამ როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება. როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე. ამჟამად ბუნდოვან მონახაზს ვხედავთ ლითონის სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ამჟამად ნაწილობრივ ვიცი, მაშინ კი კარგად მეცოდინება, როგორც მე მიცნობენ კარგად».

როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, ღვთის სიტყვა საკმაოდ მკაფიოდ ადასტურებს მომავალში მსგავსი ძლევამოსილი საქმეების, სულის ძღვენთა შეწყვეტას. იქვეა განმარტებული მათი შეწყვეტის მიზეზიც – ამგვარი ნიჭები რაღაც «ნაწილობრივს» წარმოადგენდნენ, ანუ რომლებსაც ჰქონდათ არა მთავარი, არამედ მხოლოდ ნაწილობრივი, და ამიტომ დროებითი მნიშვნელობა.


ახალაღთქმისეული კანონი თუ მეორედ მოსვლა?


მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ზუსტად როდის უნდა შეწყვეტილიყო სულის ძღვენთა მსგავსი გამოვლინებები? «მოციქულთა პერიოდის» დასრულებისთანავე, ანუ მოციქულთა სიკვდილის შემდეგ? თუ, შესაძლოა, მხოლოდ შორეულ მომავალში, მაგალითად, ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს? სულის ძღვენთა მოქმედების გაგრძელების იდეის მრავალი დამცველი, განსაკუთრებით ქარიზმატული მოძრაობების წარმომადგენლები, მეორე ვერსიას ემხრობიან. თუმცა, ჩვენთვის საინტერესო ბიბლიური ტექსტის ყურადღებით კვლევა, პასუხის პირველ ვარიანტზე შეჩერებისკენ აღგვძრავს: სულის მოცემული ძღვენების გამოვლინებები, 1-ლი საუკუნის ბოლოს უნდა შემწყდარიყო. რატომ შეიძლება ამის მტკიცება?

ზემოთ მოყვანილი ტექსტის მე-10 მუხლში ხაზი ესმება, თუ უშუალოდ რა უნდა გამხდარიყო სულის ძღვენთა შეწყვეტის მიზეზი«როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება». ზუსტად იმის გამოჩენა, რასაც ამ მუხლში «სრულყოფილი» ეწოდება, გახდიდა გამოუსადეგარს მსგავს ძლევამოსილ საქმეებს. სხვა არანაირი მიზეზი მოყვანილი არ არის. თუმცა რა იგულისხმება სიტყვა «სრულყოფილში»?

სიტყვა «სრულყოფილში», რომელიც უნდა მოსულიყო, იგულისხმება ღვთის სრული და დასრულებული სიტყვა სრულიად ჩამოყალიბებული ბიბლიური კანონის სახით – სრული ბიბლია, რომელიც შეიცავს როგორც ძველ, ისევე ახალ აღთქმას. მას შემდეგ, რაც ქრისტიანული კრება ღვთისაგან ასეთ დასრულებულ ხელმძღვანელობას მიიღებდა, ურწმუნოები კი – მტკიცებულებათა დიდებულ წყაროს, ღვთის სიბრძნისა და ძლევამოსილების დადასტურების წინანდელი მეთოდების აუცილებლობა თავისთავად გაქრებოდა. თუ მანამდე, სხვადასხვა სახის ძლევამოსილი საქმეები, კერძოდ, «უცხო ენები — ნიშანი [იყო] ურწმუნოთათვის» (1 კორინთელები 14:22), ამიერიდან ღვთის სულის მოქმედება განსაკუთრებული ძალით მისი ღვთივშთაგონებული სიტყვის, მათ შორის ახალი აღთქმის, მეშვეობით ვლინდებოდა. 


«…წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად. მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის» (2 ტიმოთე 3:15-17).


«ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს. არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ» (ებრაელები 4:12,13).



«სარკე»


თუმცა აქ გონივრულია კიდევ ერთ შეკითხვას ველოდეთ: რის საფუძველზე კეთდება დასკვნა, რომ მოციქული პავლეს მიერ ნახსენები «სრულყოფილი» სრულ ბიბლიურ კანონს მოიაზრებს? როგორც უკვე ითქვა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მოცემულ ბიბლიურ ტექსტში პავლე მეორედ მოსვლას გულისხმობდა, რომლის დროსაც მოხდება კიდეც მსგავსი ცვლილებები. ამასთანავე აქცენტი კეთდება მე-12 მუხლზე, რომელიც ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში ასე ჟღერს:    
     
«ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები» (1 კორინთელები 13:12).

მოცემული აზრის მომხრეების ამ მონაკვეთის განმარტების არსი ასეთია: როგორც ბუნდოვან სარკეშია საგნების მკაფიოდ დანახვა რთული, ასევე რთულია დღეს ჩვენთვის ღვთის სრულყოფილად შეცნობა, რაც მხოლოდ მომავალში გახდება შესაძლებელი, როცა ქრისტე მოვა. შესაძლოა ეს ლამაზად კი ჟღერს, მაგრამ მოცემული მუხლის კონტექსტთან თანხმობაში ვერ მოდის. საქმე იმაში გახლავთ, რომ ძველ ტექსტში ამ ადგილას არ არის ფრაზა «ბუნდოვანი სარკე». მის ნაცვლად დგას სიტყვა «εσόπτρου», რაც «სარკეს» ნიშნავს. იგივე სიტყვა კიდევ ერთხელ გვხვდება იაკობის 1:23-ში. ზუსტად ამიტომ, მოცემული მუხლის აზრი ცოტა არ იყოს იცვლება. გასაგებია, რომ ბიბლია აქ გულისხმობს არა ერთგვარ წარმოსახვით სარკეში ვინმეს დანახვას, არამედ ქრისტიანის მცდელობას, რომ უკეთ დაინახოს ღვთის ნება თავად ქრისტიანთან მიმართებით. რადგან ზუსტად ასეთ მიზანს ემსახურება სარკე, მით უმეტეს რომ კორინთო განთქმული იყო ბრინჯაოს სარკეების დამზადებით.

«ბერძნულ ლიტერატურაში სარკე ნათელ გონებასა და თვითშემეცნებას (Conzelmann) ასიმბოლოებდა. ძველად სარკეებს გაპრიალებული მეტალისაგან აკეთებდნენ, კორინთის სარკეები პოპულარობით სარგებლობდნენ» («კ.ლ. როჯერსი «ბერძნული ახალი აღთქმის ახალი ლინგვისტური და ეკზეგეტური გასაღები»).  

თუ ამავდროულად მოხსენიებულ იაკობის 1:23-ში მოცემულ ტექსტს მივმართავთ, რომელიც იმავე სიტყვას შეიცავს, მაშინ ჩვენთვის უფრო გასაგები გახდება ამ მაგალითის აზრი. იაკობი წერს:


«ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ის, რაც ზედმეტია, ანუ ბოროტება, და რბილად მიიღეთ სიტყვა, როცა თქვენში ინერგება, და რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია. იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი, თავს რომ იტყუებენ მცდარი აზროვნებით, რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია. ხოლო ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება, რადგან გახდა არა გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის შემსრულებელი» (იაკობი 1:21-25).  

როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, სიტყვა «სარკეში» იგულისხმება ღვთის სიტყვა, რომელიც ქრისტიანს საკუთარი თავის ღვთის «სრულყოფილი კანონის» შუქში დანახვის საშუალებას აძლევს, რომელიც ხელმძღვანელობასა და გაგებას იძლევა (ესაია 48:17,18). «სიტყვის მიღებით» და «თავისუფლების სრულყოფილი კანონის დაკვირვებით», ქრისტიანი კურთხევებს იღებს ღვთისგან (იაკობი 1:25). ბიბლიის კომენტატორი ჯ. რონალდ ბლუ ამასთან დაკავშირებით შემდეგს წერს:

«თუ ჩვენ ღვთის სიტყვის «სარკეში» ვიყურებით, ეს ჩვენ გარკვეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს… ღვთის სიტყვის ჩაწვდომა და მისი შესრულებისათვის მზადყოფნა – ესაა სულიერი ზრდის  გასაღები. ბერძნული სიტყვა «პარაკიპსას», რომელიც ნათარგმნია როგორც «უკვირდება», პირდაპირი გაგებით ნიშნავს: «მდაბლად თავდახრას», იმისათვის, რომ უკეთ დათვალიერება შეძლოს». 


მსგავსსავე აზრს ატარებს 1 კორინთელების 13:12-ში მოცემული მითითება ღვთის სიტყვის «სარკეზე», სადაც მოციქულ პავლეს მისი გულდასმით დათვალიერების ანალოგიური მაგალითი მოჰყავს, ღვთის ნების უკეთ გაგების მიზნით, რაც თავის მხრივ, ქრისტიანის სულიერ ზრდას გამოიწვევს. იმ მომენტისთვის, როდესაც პავლე ამ სიტყვებს წერდა, ახალი აღთქმის კანონი ის-ის იყო ჩამოყალიბებას იწყებდა (არსებობდა მხოლოდ მათეს სახარება და წერილები გალატელებისა და თესალონიკელების მიმართ), და ზუსტად ამ მიზეზის გამო წერს ის: «ამჟამად ნაწილობრივ ვიცი». მთელი ბიბლიის წერის დასრულების შემდეგ, ღვთის შესახებ ცოდნაზე წვდომა მთელი სისავსით გაიხსნებოდა, რაც პავლეს სიტყვებშიცაა ასახული: «მაშინ კი კარგად მეცოდინება, როგორც მე მიცნობენ კარგად». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულ ქრისტიანს ზუსტად ეცოდინებოდა, თუ რას მოელოდა მისგან ღმერთი და როგორი უნდა მას რომ ის იხილოს.

ამგვარად ნათელი ხდება 1 კორინთელების 13:12-ში ჩაწერილი სიტყვების ნამდვილი აზრი, რომელიც გულისხმობს არა მომავალი მეორედ მოსვლის მოვლენებს, არამედ ქრისტიანული რწმენის ჩამოყალიბებისათვის სრული ბიბლიური კანონის მნიშვნელობას.



«სრულყოფილი» («τέλειον»)


1 კორინთელების 13:10-12-ის, იაკობის 1-ლ თავში მოცემულ ანალოგიურ მაგალითთან შედარებით, შეუძლებელია ყურადღება არ მივაქციოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს. პირველ რიგში, რას ნიშნავს 1 კორინთელების 13:10-ში მოცემული სიტყვა «სრულყოფილი»? ძველ ხელნაწერებში ამ ადგილას დგას ბერძნული სიტყვა «τέλειον», რაც პირდაპირ საკუთარ თავში ატარებს გაგებას «სრული», «დასრულებული», «სრულყოფილი». იგივე სიტყვა გვხვდება ასევე იაკობის 1:25-ში – «ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ [«τέλειον»კანონს…» როგორც უკვე ავღნიშნეთ, იაკობი ქრისტიანების ყურადღებას ღვთის სიტყვაზე «დაკვირვების» აუცილებლობისაკენ მიმართავდა. ზუსტადაც რომ ეს სიტყვა ატარებს ღვთის გამოცხადების «სრულყოფილ», «სრულ» არსს, იმ ცოდნის არსს, რომელიც ასე აუცილებელია ქრისტიანის სულიერი ზრდისთვის. თავის მხრივ, მოცემული მაგალითი იმ დასკვნის დამატებით საფუძველს გვთავაზობს, რომ სიტყვა «სრულყოფილის» [«τέλειον»] ქვეშ, 1 კორინთელების 13:10-ში, ბიბლიის ჩამოყალიბებული კანონი იგულისხმება.
  
1 კორინთელების 13:10-ში «სრულყოფილის» [«τέλειον»] ხსენების შემდეგ, შემდგომ მე-14 თავში მოციქული პავლე კვლავ იყენებს იგივე სიტყვას და კვლავ ღვთის ნების შეცნობის მნიშვნელოვნების საკითხთან დაკავშირებით:


«ძმებო, ნუ გახდებით ბავშვები აზროვნებით, არამედ ბოროტებისთვის იყავით ჩვილები, აზროვნებით კი - ზრდადასრულებულები [«τέλειον»]» (1 კორინთელები 14:20).

საკუთარი წერილის მე-2 თავში, მოციქული პავლე ანალოგიურადვე საუბრობს «მოწიფულობის» [«τέλειον»] შესახებ, როდესაც კონტექსტში ერთმანეთს უპირისპირებს ღვთიურ სიბრძნესა და ადამიანურ ცოდნას:


«რათა თქვენი რწმენა ადამიანთა სიბრძნეზე კი არ ყოფილიყო დაფუძმებული, არამედ ღვთის ძალაზე. სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა [«τέλειον»] შორის, მაგრამ ეს არც ქვეყნიერების სიბრძნეა და არც ქვეყნიერების მმართველებისა, რომლებსაც ბოლო უნდა მოეღოთ» (1 კორინთელები 2:5,6).

იმავე აზრს, მოციქული პავლე არაერთხელ უსვამს ხაზს თავის სხვა წერილებშიც:


«მაშ, მოდი ყველამ, ვინც კი ჩვენ შორის მოწიფულია [«τέλειον»], ასე ვიაზროვნოთ…» (ფილიპელები 3:15).


«ჩვენ ვაუწყებთ მის შესახებ, შევაგონებთ და მთელი სიბრძნით ვასწავლით ყველას, რათა ქრისტესთან ერთობაში სრულყოფილ [«τέλειον»] ადამიანებად წარვადგინოთ ისინი» (კოლოსელები 1:28).


«…რათა ბოლომდე დარჩეთ სრულყოფილნი [«τέλειον»] და მტკიცედ დარწმუნებულნი ყველაფერში, რაც ღმერთს ნებავს» (კოლოსელები 4:12).

როგორც შეგვიძლია დავინახოთ, ყველა მოყვანილ მაგალითში, სიტყვა «τέλειον» პავლეს მიერ გამოიყენება, ღვთის ნების გაგებაში ქრისტიანის გაზრდის მნიშვნელოვნების შუქში. ამასთანავე სრულიად ნათელია, რომ ყველა ამ შემთხვევაში საუბარი არაა ბოროტი ქვეყნიერების განადგურებასთან დაკავშირებულ შორეული მომავლის საქმეებზე. პავლე ერთმნიშვნელოვნად იმაზე საუბრობს, თუ რა მოლოდინი არსებობდა ქრისტიანის მხრიდან უკვე დღესვე. ის მოიხსენიებს როგორც იმ ქრისტიანებს, რომელთა სულიერი ზრდას უკვე აშკარა იყო, ასევე სხვებსაც – რომლებიც სულიერი მოწიფულობისაკენ სწრაფვას საჭიროებდნენ. და ეს იმის კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ სიტყვა «სრულყოფილში» [«τέλειον»] 1 კორინთელების 13:10-ში, მოციქული პავლე ზუსტად ასევე გულისხმობდა ღვთის შესახებ განსაკუთრებული შემეცნების შესაძლებლობას, რომელიც დასრულებული ღვთის სიტყვის – მთლიანი ბიბლიის (სრული ახალი აღთქმის ჩათვლით) სახით გახდებოდა ხელმისაწვდომი.



«ბავშვურის მოშორება»


თუმცა 1-ლი კორინთელების წერილის მე-13 თავს დავუბრუნდეთ. ცნობილი მუხლების შემდეგ, 8-დან 10-ის ჩათვლით, რომლებიც განსაკუთრებული ძლევამოსილი საქმეების სახით სულიერი ძღვენების შეწყვეტაზე მიუთითებენ, მოციქულ პავლეს საინტერესო შედარება მოჰყავს:


«როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე. ამჟამად ბუნდოვან მონახაზს ვხედავთ ლითონის სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ამჟამად ნაწილობრივ ვიცი, მაშინ კი კარგად მეცოდინება, როგორც მე მიცნობენ კარგად» (1კორინთელები 13:11,12).

ჩვენ უკვე განვიხილეთ 8-10 და მე-12 მუხლების მნიშვნელობა. რით არის საინტერესო მე-11 მუხლში მოცემული მაგალითი? კარგი იქნება კითხვა დავუსვათ თავს: მას შემდეგ რაც მოციქული «ნაწილობრივს» მოიხსენიებს, რატომ იყენებს მაშინვე იმის მაგალითს, თუ როგორ აზროვნებს ბავშვი? არის თუ არა აქ კავშირი? არის, თანაც, ყველაზე უშუალო! ბავში საკუთარი შემეცნების დონის შესაბამისად საუბრობს და აზროვნებს. შემდგომი გონებრივი განვითარებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების პარალელურად, ბავშვი ზრდასრული ადამიანი ხდება. იგივე შეეხება ქრისტიანსაც სულიერ ზრდასრულობასთან დაკავშირებით. სხვა წერილებში პავლე ამ აზრს შემდეგი სიტყვებით უსვამს ხაზს:


«მაშ, ძმებო, ღვთის თანაგრძნობით გეხვეწებით: წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა. ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება - კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი» (რომაელები 12:1,2).


«თქვენ კი ასეთად არ გისწავლიათ ქრისტე, თუ მოგისმენიათ მისთვის და გისწავლიათ მისგან, რადგან ჭეშმარიტება იესოშია, რათა მოიშოროთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია და ირყვნება მაცდუნებელი სურვილებით, განიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა და შეიმოსოთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით» (ეფესოელები 4:20-24).

ბოლო ტექსტი განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუმცა არა მარტო იმიტომ, რომ ქრისტიანებს ქრისტეს შეცნობაში სულიერი მოწიფულობისაკენ მოუწოდებს. ეს სიტყვები მოციქული პავლეს მიერ ამავე თავში ცოტა ადრე ნათქვამი სიტყვების, მე-13 და მე-14 მუხლების, კონტექსტს წარმოადგენს. ჩვენ მათზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ, რადგან ისინი, არსებითად, პირადაპირ კავშირშია პავლეს მიერ 1 კორინთელების 13:9-11-ში წარმოთქმულ, ჩვენთვის ცნობილ სიტყვებთან. მაშ ასე, ჩვენ ვკითხულობთ:   


«სანამ ყველა არ მივაღწევთ ერთიანობას რწმენასა და ღვთის ძის შესახებ საფუძვლიან ცოდნაში, სანამ არ გავხდებით ზრდადასრულებულნი [«τέλειον»] და არ მივაღწევთ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას, რათა აღარ ვიყოთ ჩვილები, რომლებსაც თითქოს არყევს ტალღები და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა და ცბიერებით გამიზნული სიცრუით» (ეფესოელები 4:13,14).

ისევე როგორც 1 კორინთელების 13:9-11-ში მოცემულ ტექსტში, ეფესოელების მიმართ მიწერილი წერილის მოცემული სიტყვები, ჩვენს ყურადღებას ასევე ამახვილებს «მოწიფულობაზეც» (აქ ტექსტში იგივე ბერძნული სიტყვა «τέλειον» გამოიყენება), და სულიერ «ჩვილობაზეც», და ამასთანავე პირდაპირ უსვამს ხაზს მათ დამოკიდებულებას «ღვთის ძის შესახებ საფუძვლიან ცოდნაზე». მოცემული ტექსტი მრავალი სახით წარმოადგენს 1 კორინთელების 13:9-11 მუხლებში ჩაწერილი სიტყვების გაგების გასაღებს. მოციქული პავლე აქ, არსებითად, გაცილებით ზუსტად ხსნის იმას, რაც მან იმ წერილში თქვა, და აჩვენებს, რომ «სრულყოფილი» (ან «სრული», «ზრდასრული», «დასრულებული» [«τέλειον»]) მოიაზრებს ქრისტიანის სულიერ მოწიფულობას, რომელიც ღვთის სიტყვიდან მომდინარე ჭეშმარიტების ზუსტი ცოდნის საფუძველზეა შესაძლებელი. (შეადარეთ ასევე ეფესოელები 4:12,13 და 2 ტიმოთე 3:16,17).

ეს აზრი კიდევ ერთხელ იშლება პავლეს მიერ ებრაელების მიმართ მიწერილ წერილში, სადაც ის შემდეგს წერს:


«თქვენ თვითონ გჭირდებათ ვინმე, რომ თავიდან გასწავლოთ ღვთის წმინდა სიტყვების საფუძვლები. თქვენ მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ, ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, არ გასცნობია სიმართლის სიტყვას, რადგან ჩვილია. მაგარი საჭმელი კი მოწიფულთათვის  [«τέλειον»] არის, რომლებიც იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად. ამიტომ, რადგან დავტოვეთ ქრისტეს შესახებ სწავლების საწყისები, ვისწრაფოთ მოწიფულობისენ [τελειότητα]» (ებრაელები 5:12-6:1).

ისევე როგორც ზემოთ განხილული კორინთელებისა და ეფესელების მიმართ მიწერილი წერილების ტექსტებში, მოციქული პავლე ამ მუხლებშიც სულიერი «ჩვილის» მაგალითს იყენებს, და მათ სულიერად «მოწიფულ» [«τέλειον»] ქრისტიანებს უპირისპირებს. ებრაელების 6:1-ში ის ასევე მონათესავე სიტყვა «τελειότητα» იყენებს, რომელიც პრაქტიკულად იგივე «მოწიფულის, სრულყოფილისა და სრულის» მნიშვნელობას ატარებს. და კვლავ, მოცემულ ნაწყვეტში სახეზეა ჩვენთვის კარგად ნაცნობი აზრი: «მოწიფულობის» [«τέλειον»] პირადიპირი დამოკიდებულების შესახებ, «ღვთის წმინდა სიტყვებიდან» სრულფასოვან სულიერ კვებაზე. იქ იმის მცირე მინიშნებაც კი არ არის, რომ ასეთი «სრულყოფილის» მოლოდინი, ქრისტეს მეორედ მოსვლასთანაა დაკავშირებული. პირიქით, როგორც მთლიანი ტექსტიდან ჩანს (ებრაელები 5:11 – 6:1), ეს «მოწიფულობა» («სისრულე») ქრისტიანებს მაშინვე უნდა შეეძინათ იმით, რომ ღვთის სიტყვის მეშვეობით ჩაღრმავებოდნენ მათ მიერ აღმოჩენილ ბიბლიურ ჭეშმარიტებებს


ამგვარად, ეფესელების მიმართ მიწერილი წერილის მე-4 თავის დახმარებით, ჩვენ გაცილებით ნათელ გაგებას ვიღებთ იმ სიტყვების არსის შესახებ, რომლებიც ორივე წერილის ავტორმა 1 კორინთელების მე-13 თავში წარმოთქვა. ეფესოელთა მიმართ მიწერილი წერილის, ჩვენს მიერ განხილული მუხლები, ქრისტიანების ყურადღებას ამახვილებს უკვე დღესვე სულიერი მოწიფულობისაკენ სწრაფვის აუცილებლობაზე და ამას ღვთის სიტყვიდან ჭეშმარიტებების ზუსტ გაგებასთან აკავშირებს. შესაბამისად, კორინთელების მიმართ მიწერილი წერილის 1-ლ თავში, მოციქული პავლე, იგივე მაგალითებისა და გამოთქმების გამოყენებით, იმავე აზრს უსვამს ხაზს, როდესაც სულიერი «სისრულის» («მოწიფულობის») შესაძლებლობაზე საუბრობს, რასაც ხელს შეუწყობდა ღვთის სიტყვის დასრულებული კანონი (რაც მოხდა კიდეც 1-ლი საუკუნის ბოლოს). და ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა მომავალი მეორედ მოსვლის საკითხებთან, როგორც შესაძლოა ზოგიერთს მიაჩნდეს. 



სიყვარულის პრიორიტეტულობა «ძლევამოსილ საქმეებთან» მიმართებით


კორინთელების მიმართ მიწერილი 1-ლი წერილის მე-13 თავი შემდეგი სიტყვებით მთავრდება:


«ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია» (1 კორინთელები 13:13).

თუ კვლავ ეფესოელების მიმართ მიწერილი წერილის მე-4 თავს მივმართავთ, ჩვენ კვლავ აღმოვაჩენთ კონტექსტის საერთო კვეთის წერტილს, ამ შემთხვევაში, სიყვარულის ცოდნაზე უპირატესობასთან დაკავშირებით.


«არამედ ჭეშმარიტება ვილაპარაკოთ და ყველაფერში სიყვარულით გავიზარდოთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე» (ეფესოელები 4:15).

თავის სხვა წერილში პავლე კიდევ ერთხელ ეხება ამ აზრს, როდესაც ამბობს:


«გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი [τελειότητα] კავშირია» (კოლოსელები 3:14). 

ყველა ამ მაგალითს საერთო იდეა აერთიანებს, რომელიც თვალსაჩინოდაა ასახული კორინთელების მიმართ მიწერილი 1-ლი წერილის მე-13 თავში: ნებისმიერი ზებუნებრივი ცოდნა, ძღვენი ძლევამოსილი საქმეების სახით, უნდა გაუქმებულიყო და ადგილი უნდა დაეთმო მთავარი რამისთვის – ღვთისა და მისი სიყვარულის შეცნობისთვის. რატომ უნდა მომხდარიყო ასე? ღვთის სიყვარულის შეცნობისა და მასში დარჩენისას, ქრისტიანი აუცილებლად ირეკლავდა მას სხვებთან მიმართებით. ზუსტად ეს უნდა გამხდარიყო სულის უზენაესი ძღვენი, ღვთის მიერ მისთვის მინდობილი (1 კორინთელები 16:14). ამ მიზეზის გამო, ყველა დანარჩენი ზებუნებრივი «ძღვენები», ღვთის თვალსაზრისით, მხოლოდ და მხოლოდ დროებით ხასიათს ატარებდნენ, რადგან სათანადო სარგებელი არ მოჰქონდათ. (აღსანიშნავია, რომ ბერძნული სიტყვა «გაუქმდება» (καταργηθήσεται), რომელიც 1 კორინთელების 13:10-შია გამოყენებული, ასევე «უსარგებლოდ გახდომის» აზრსაც ატარებს).   

«ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია», - შეგვახსენებს ბიბლია. სიყვარული – ესაა ყველაფრის არსი. ამიტომ, მთავარი, რაც ღმერთს სურს რომ ადამიანს ასწავლოს – ესაა ღვთის სიყვარულის შეცნობა და საკუთარ ცხოვრებაში მისი არეკვლა. ყველაფერი დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვან ხასიათს ატარებს. ზუსტად ამიტომ იძლეოდა მოციქული პავლე 1 კორინთელების მე-13 თავში გამომაფხიზლებელ დარიგებას, რომელიც ნებისმიერი სხვა ძლევამოსილი საქმეებისა და ძღვენების «უსარგებლობას» (καταργηθήσεται) უსვავდა ხაზს, მთავარ ძღვენთან – სიყვარულთან შედარებით. 


«ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ» (იოანე 13:34,35). 

იესოს სურდა, რომ თავისი მოწაფეებისათვის სიყვარულის ძალა და მნიშვნელოვანება დაენახვებინა. მისი სიტყვების თანახმად, ზუსტად ამ თვისების წყალობით იქნებოდა შესაძლებელი მისი ჭეშმარიტი მიმდევრების ამოცნობა. ახალი აღთქმა ადამიანს ასეთ სიყვარულს ასწავლის – სიყვარულს, ქრისტეს მაგალითის თანახმად. მანამ, სანამ მისი კანონი ჯერ კიდევ არ იყო «სრულყოფილი», ადრეულ ქრისტიანულ კრებას დროებით ეძლეოდა დამატებითი დამხმარე სულიერი ინსტრუმენტები ცალკეული ძლევამოსილი საქმეების სახით. პირველ საუკუნეში მათ ჰქონდათ აზრი, ისინი ემსახურებოდნენ იესოს მორწმუნეთა მცირე ჯგუფის ღვთის რჩეულობის დადასტურებას, თავად ქრისტიანების რწმენის განმტკიცებას და მტკიცებულებას ურწმუნოთათვის (შეადარეთ 1 კორინთელები 14:22). 

თუმცა როდესაც კაცობრიობისადმი მიცემულმა ღვთის სიტყვამ, წმინდა წერილების სახით, სრული და დასრულებული სახე მიიღო, ღვთის პირვანდელი მიზანი მიღწეული იყო – თავმდაბალმა ადამიანებმა საკუთარი ზეციერი მამისაგან დასწავლების შესაძლებლობა მიიღეს. ამიერიდან, ღვთის შესახებ აუცილებელი ცოდნის მისაღებად, მის მიმართ რწმენის განსავითარებლად, საკუთარი თავის შესაცვლელად და ღვთის სიყვარულის ასარეკლად, მხოლოდ ერთი რამ იყო საკმარისი – მისი სიტყვის გადაშლა. მხოლოდ ბიბლიას გააჩნდა იმ ფუნქციების შესრულების ძალა, რომლებიც ქვემოთაა აღწერილი:


«ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს» (ებრაელები 4:12).


«...იცი წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად. მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის» (2 ტიმოთე 3:15-17). 

ზუსტად ასეთ კონტექსტში წერდა მოციქული პავლე 1-ლი კორინთელების მე-13 თავში იმ აზრებს, რომელთა ღრმა გამოკვლევის საშუალებაც გვქონდა ამ სტატიაში. ყველა ის «ცოდნა», რომელიც 1-ლი საუკუნის ადრეულ ქრისტიანულ კრებას ეძლეოდა, ყველა ის «ძლევამოსილი საქმეები» კი არ წარმოადგენდნენ მთავარ არსს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც «ნაწილობრივს» წარმოადგენდნენ, და ზუსტად ამიტომ გააჩნდათ დროებითი მნიშვნელობა. მთავარი, ღვთისა და მისი სიყვარულის შეცნობა იყო. ეს ჭეშმარიტი ცოდნა უნდა გადაცემულიყო არა ნაწილობრივი ფორმით, ზეპირად ცალკეული წინასწარმეტყველებისა და მწყემსმთავრების მიერ, ცალკეულ პირებზე, არამედ უშუალოდ სრული წმინდა წერილის სახით მთელი კაცობრიობისათვის. ზუსტად ამ მიზეზის გამო «როცა სრულყოფილი მოვ[იდა], ნაწილობრივი გაუქმდ[ა]» (1 კორინთელები 13:10).
------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий