среда, 12 февраля 2014 г.

იესო იუდაიზმის წყაროებში


იესოს რომ არ ეარსება, არ მოეხდინა სასწაულები ან არ ჰქონოდა გავლენა, ამაზე მაშინვე აიმაღლებდნენ ხმას – და დღევანდელ დღემდე ასე გააგრძელებდნენ - მისი ოპონენტები, იუდაიზმის ბანაკიდან. მაგრამ მთელი ფარისეველთა და საერთოდ იუდაური ლიტერატურა ადასტურებს სახარებას, ყველა მნიშვნელოვან დეტალებში. იესოს იუდეველი მოწინააღმდეგეები არასოდეს აყენებდნენ ეჭვქვეშ არც მის არსებობას, არც იმას რომ მან იცოდა წერილები, არც მის სასწაულებს და არც მის გაუგებარ გაუჩინარებას აკლდამიდან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

ერთერთი ყველაზე ცნობილი რაბინული წყარო იესოს შესახებ, იწოდება «ტოლდოტ იეშუ». «ტოლდოტ» – საგვარეულო ნუსხა, წარმომავლობა, ან უბრალოდ ბიოგრაფია. იეშუ – სახელის იეჰოშუა/იეშუა შემოკლებული ვარიანტია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება იუდაურ ანტიქრისტიანულ ლიტერატურაში. ის გამოხატავს რაბინების მხრიდან იესოსადმი დამამცირებელ დამოკიდებულებას. ასევე შესაძლებელია, რომ ასეთი ვარიანტი მოგონილი იქნა იმის გათვალისწინებით, რომ მისი სიტყვები ემთხვევა გავრცელებული წყევლის სიტყვების პირველ ასოებს: «დაე გაქრეს სახელი მისი და ხსოვნა მისი».



აი რას წერს ამ ტექსტზე ბ.გ. დერევენსკი თავის წიგნში «იესო ქრისტე ისტორიულ დოკუმენტებში»:

მიუხედავად მთელი სიძულვილისა, რომელსაც «ტოლდოტ»-ის ავტორები განიცდიდნენ წიგნის გმირის მიმართ, ისრაელის შეცდომაში შემყვანის სახეს, რომელსაც ისინი ხატავენ, მთლად მაინც არ აქვს დაკარგული გარკვეული ხიბლი. იეშუს გულწრფელად სწამს თავისი ღვთიური წარმოშობის და თვლის, რომ ციდანაა მოვლენილი. ის არცერთ რაბინზე ცუდად არაა გათვითცნობიერებული წმინდა წერილებში. მისი მოწაფეები უსაზღვროდ ერთგულნი არიან მისი. ის აჩერებს თავის მიმდევრებს, როდესაც ისინი წყვეტენ, მის გამო, შეებრძოლონ იუდეველებს. ის მოთმინებით იტანს ცემას და არ თხოულობს შებრალებას. მას გააჩნია ისეთი სანაქებო თვისებები როგორებიცაა მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა. ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი არ კარგავს სულის სიმხნევეს. სხვა მხრივ, მისი მოწინააღმდეგე ისრაელელი ბრძენნი ყოველთვის ღირსეულად არ იქცევიან. როდესაც უძლურები არიან არგუმენტირებულად აიცილონ იეშუს მესიანური პრეტენზიები, მასთან ღიად კამათს ისინი კულისებში სხვა მანევრებს ანიჭებენ უპირატესობას, ინტრიგას უყრიან სამეფო მთავრობის წინაშე, იშველიებენ რა ღვთის სახელის ხსენების აკრძალვას, სარგებლობენ გამცემის მომსახურებით და ა.შ. რათქმაუნდა, ასეთი შთაბეჭდილებები და ასეთი დასკვნები ჩნდება, ავტორთა ნების მიუხედავად. ამიტომაა ასე საინტერესო ეს ნაწარმოები.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუნემტში არსადაა ნათქვამი რომ იესო თავს ყოვლისშემძლე ღმერთს ეძახდა ან მოითხოვდა რომ თაყვანი ეცათ მისთვის როგორც ღმერთისთვის. მას რომ ეს გაეკეთებინა, რაბინებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა ამისი ხსენება, ისინი ამით შეძლებდნენ იესოს ღვთის მგმობელად წარმოდგენას.

აი რამოდენიმე ციტატა. პირველი, ძალიან საინტერესოა იმის შენიშვნა, რომ იესო იყენებდა ღვთის სახელს. ზუსტად ამით იხსნება მისი სასწაულმოქმედების უნარი:

მაგრამ მანამ, სანამ იეშუ დედოფლის წინაშე წარსდგა, ისრაელის ბრძენნი და უხუცესნი საბჭოზე შეიკრიბნენ და უთხრეს ერთმანეთს: ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, წარმოთქმული სახელის წყალობით აკეთებს.

…მათ კი უთხრეს მას: თუ მესია ხარ, გვაჩვენე ნიშანი! მან უპასუხა: როგორ ნიშანს ითხოვთ ჩემგან? მიუყვანეს მას ერთი დავრდომილი, რომელიც მანამდე არასოდეს დამდგარა ფეხზე; მან წარმოთქვა ასოები (რაბინები ტეტრაგრამატონს ასოებად მოიხსენიებდნენ)  და მან გაიარა. მათ მაშინვე მის წინ დაიჩოქეს.

…მაშ ასე, მომიტანეთ წისქვილის ქვა! და დაჯდა იგი ქვაზე, წარმოთქვა ასოები და ისე გასრიალდა წყალზე თითქოს ხმელეთიაო.

…მან თქვა: დიახ, მე ვარ მესია, ვინაიდან აღვადგენ მკვდრებს! მაშინ მან სხვათა ხელით გაგზავნა ის მასთან და ასოების დახმარებით მან აღადგინა მკვდარი. ისრაელები კი ძლიერ დამწუხრდნენ.

იესო ასწავლის, მიუხედავად გაუნათლებლობისა:

სხვა დროს რაბინები ნეზიკინის ტრაქტატს კითხულობდნენ, და მანაც მათი თანდასწრებით დაიწყო გალახის სწავლება. მაშინ ერთმა მათგანმა უთხრა მას: შენ არ გაქვს უფლება ასწავლო, ვინაიდან ვინც გაბედავს სწავლებას გალახის მასწავლებელთა თანდასწრებით, სიკვდილით უნდა მოკვდეს!

იესო აცხადებს თავის ღვთიურ წარმომავლობას და მესიობას:

მაგრამ თქვენ გაგიგონიათ, რომ წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ მის მესიაზე; და აი მე ვარ ის მესია. ჩემზე წინასწარმეტყველებდა ესაია, როდესაც ამბობს: «აი, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს, და დაარქმევენ მას ემანუილს». და ასევე წინასწარმეტყველებდა ჩემზე ჩემი წინაპარი დავითი: «უ[ფალმა] მითხრა მე: შენ ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ», რაც იმაზე მოწმობს, რომ დედაჩემმა მუცლადმიღო [მე] გარეშე, კაცის თესლისა, ამიტომაც დამარქვეს მე მამზერი. და კიდევ თქვა მან: «რატომ შფოთავენ ხალხები, მეფეები რატომ განუდგნენ მის ცხებულს?» და აი მე ვარ ის მესია, და ისინი კი ჩემს წინააღმდეგ გამოდიან, მეძავთა შვილები, და ამაზეც დაწერილია წერილებში: «ვინაიდან სიძვის შვილები არიან».

იესო იერუსალიმში ჩოჩორზე ამხედრებული შედის:

მაშინ დაიჭირა ჩოჩორი, დაჯდა მასზე, შეკრიბა თავისი მიმდევრები და ისინი ერთად შემოვიდნენ იერუსალიმში. და უთხრა მან თავის მიმდევრებს: შეხედეთ, ჩემზე შესრულდა მუხლი, როგორც წერია: «მშვიდი ხასიათისა, რომელიც ჩოჩორზე ზის».

იესო გამოდის ძალადობის წინააღმდეგ:

ზემო გალილეის ხალხმა არ გადასცა იგი, და მათ შორის ბრძოლა გაჩაღდა. იეშუმ მათ მიმართა: ნუ იბრძვით, არამედ მიენდეთ ჩემი ყოვლისშემძლე ზეციერი მამის ძალას.

რაბინები ვერ პოულობენ იესოს გვამს:

მისმა მიმდევრებმა თქვეს: წავიდეთ, ვნახოთ, არის თუ არა ის სამარხში. მათ გახსნეს სამარხი და ვერ იპოვეს ის. ამის შემდეგ ისინი მივიდნენ დედოფალ ელენესთან და უთხრეს მას: შეხედეთ, ქალბატონო, რა მრავალი ნიშანი აღასრულა მან სიცოცხლეში; ახლა კი ის ზეცად ამაღლდა! მაშინ მან გაგზავნა ბრძენებთან და ჰკითხა მათ: სად დამარხეთ იეშუა? მათ უპასუხეს: სილოამის წყაროსთან. მან უთხრა: თუ არ წარმომიდგენთ მე მას, არავის არ დაგტოვებთ [ცოცხალს]. ისინი წავიდნენ და ვერ იპოვეს ის იქ. მაშინ მათ სთხოვეს მას: დრო მოგვეცი. და დედოფალმა მისცა მათ დრო. ისრაელები კი გლოვობდნენ და მარხულობდნენ, ვინაიდან დრო იწურებოდა, მას კი ვერ პოულობდნენ. და მათ ეშინოდათ დედოფლის [რისხვისა].

სიკვდილის შემდეგ იესოს მიმდევართა რიცხვის ზრდა:

მაგრამ მისი მიმდევრები გახდნენ ისრაელის განდგომილნი და დავაში შევიდნენ ბრძენებთან, ეუბნებოდნენ რა მათ: ის იყო მხსნელი! ამის გამო დიდი განხეთქილება მოხდა ისრაელში. იმის შემდეგ, რაც იეშუას სიკვდილიდან ცამეტი წელი გავიდა, შეიკრიბნენ ბრძენნი და თქვეს: აი, ჩვენ არ ძალგვიძს მათი განდევნა ისრაელის საზოგადოებიდან ჩვენი მრავალი შეცოდებების გამო, როგორც ნათქვამია: «უაზრო ხალხით დავამწუხრებ მათ».

2000 წლის წინ არ იყვნენ არც ბიბლიის კრიტიკოსები, არც საერო ისტორიკოსები, არც ათეისტები თანამედროვე გაგებით. იუდეველი რაბინები იყვნენ პირველები და დიდი დროის განმავლობაში იესოს ერთადერთი კრიტიკოსები. ვის-ვის, და აი მათ კი მართლაც აწყობდათ, რომ საქმე ისე წარმოეჩინათ, რომ ვითომდა იესოს სინამდვილეში არ გაუკეთებია ის ყოველივე რასაც მიაწერდნენ, ან ვითომ მას არასოდეს უარსებია. მათთვის სავსებით სასარგებლო იყო წარმოეჩინათ იესო როგორც თაღლითი და მატყუარა. მაგრამ მათ არასოდეს არ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადებები. მათ ისიც კი არ ჩათვალეს აუცილებლად რომ უბრალოდ იგნორირება გაეკეთებინათ იესოსთვის, არამედ შექმნეს საკმაოდ შთამბეჭდავი ანტიქრისტიანული ლიტერატურის მარაგი, რომელშიც ნაწილობრივ და მთლიანად დაადასტურეს ყველაფერი, რაზეც სახარებაშია ლაპარაკი – რათქმაუნდა, თავისი ინტერპრეტაციების დამატებით; მაგალითად, მათი ინტერპრეტაციით,  იესოს, მამობილის სახლში აღზრდა იმით აიხსნება, რომ ის დეზერტირი ჯარისკაცის უკანონო შვილი იყო. ზოგიერთი ინტერპრეტაციები სავსებით არადამაჯერებლად გამოიყურება, მაგალითად განკურნებები და მკვდრების აღდგენა ჯადოქრული მეთოდების დახმარებით; თუ ასეთი რამის გაკეთება ჩვეულებრივ რიგით იუდეველ ჯადოქარს შეეძლო, რატომ ვერავინ გაიმეორა მზგავსი რამ 2000 წლის განმავლობაში? თუმცა, ინტერპრეტაცია - ეს ხომ ინტერპრეტაციაა. მაგრამ არცერთ რაბინს არ უთქვია და ვერც იტყვის დღეს, რომ იესო და სახარება თავიდან ბოლომდე გამოგონილია. მათ მშვენივრად იციან რომ ეს ასე არ არის.

------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


რაზე გააკრეს იესო?


იესო: შექმნილია თუ შობილია?

Комментариев нет:

Отправить комментарий