пятница, 7 февраля 2014 г.

კითხვები მართლმადიდებელ ეკლესიას






  1. რატომაა, რომ მართლმადიდებელმა მორწმუნემ შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გადაშალოს ბიბლია, მაგრამ ის მაინც ითვლება ნამდვილ ქრისტიანად?
  2. რატომ არ აინტერესებს მართლმადიდებელთა უმეტესობას საუბარი ღმერთზე, ქრისტეზე და ბიბლიაზე?
  3. რატომაა, რომ მღვდლები იმდენად დაკავებულები არიან რომ არასოდეს არა აქვთ დრო რომ მრევლს სახარება ასწავლონ და სამწყემსო საქმით დაკავდნენ? რით არიან აბა ისინი დაკავებულები?
  4. რატომაა, რომ ტაძრების მრევლს არათუ არ უყვართ ერთმანეთი როგორც და-ძმა, არამედ არც კი იცნობენ ერთმანეთს?
  5. რატომაა, რომ ეკლესია ამდენ ფულს ხარჯავს გრანდიოზული შენობების ასაშენებლად და ასე მცირეს - მრევლის სულიერი განათლებისთვის?
  6. რატომ აწყობს ეკლესია ისეთ აქციებს, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას არ მოსწონს, ისეთებს როგორიცაა: ბარ-რესტორნების კურთხევა, სასტუმროების კურთხევა, საიტების კურთხევა?
  7. თუ ეკლესიას აქვს იმის ძალა, რომ (გარდაცვლილთა სულების მოხსენიებით) ხვედრი შეუმსუბუქოს ცოდვილს ჯოჯოხეთში, რატომ იღებს ის ამაში ფულს, და რატომ არ უნდა ეს გააკეთოს უფასოდ, ქრისტეს სიყვარულში?
  8. რა განსხვავებაა საეკლესიო მაღაზიებსა (ეკლესიის ეზოებში და ქალაქის სხვა ადგილებზე) და იმ ვაჭრებს შორის რომლებიც იესომ ტაძრიდან გაყარა?
  9. რატომაა, რომ ეკლესიაში მისულები ლოცვას აღავლენენ ყველას მიმართ, გარდა ღმერთისა?
  10. რატომაა, რომ ეკლესიაში ძალიან ძნელია იპოვო ღვთის ხატი?
  11. რატომაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დახოცილ მთიულ-გუდამაყრელებს არანაირ პატივს არ მიაგებენ, ხოლო მათი დამხოცველები,ნინო და მირიანი, წმინდანებად იქნენ აღიარებული?
  12. რატომ იყენებს ეკლესია მსახურებაში ძველ ქართულს, რაც მსახურებას იდუმალსა და გაუგებარს ხდის ეკლესიაში მყოფთა უმრავლესობისათვის? რით განსხვავდება ეს «ენებზე საუბრისაგან» თარგმანის გარეშე, რომელსაც მოციქული უსარგებლოს უწოდებს (1 კორინთელთა 14:6)?
  13. რამდენად სამართლიანია, რომ, ეკლესიის სწავლების მიხედვით, ქრისტეს მოსვლამდე ყველა მართალი ჯოჯოხეთში იტანჯებოდა?
  14. რატომაა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ეკლესიაში დადის იმისთვის, რომ მიიღოს რიტუალური და ფსიქოლოგიური მომსახურება, და არა იმიტომ რომ თაყვანი სცეს ღმერთს და მოინახულოს თანამორწმუნეები?
  15. თუ უფალმა თქვა, რომ ყველა ქრისტიანი - ძმები არიან (მათე 23:8), რატომ არ შეუძლია მრევლს მიმართოს მღვდელს სიტყვით <<ძმაო>>?
  16. პატრიარქს რომ <<უწმინდესი>> ეწოდება, ეს იმას ნიშნავს რომ სხვა ქრისტიანებზე მეტად წმინდაა?
  17. რატომაა, რომ მრევლმა ხელზე უნდა აკოცოს ღვდელს, მღვდელმა კი მრევლის წევრს არა?
  18. რატომ უწოდებენ პატრიარქს <<ერის მამას>>, ყველა ქრისტიანს ხომ მამა ერთი ჰყავს?
  19. რატომაა, რომ ეკლესიას ასე უხარია <<ერის სულიერი გამოღვიძება>> და იმ ხალხის რაოდენობის ზრდა ვინც თავს მათლმადიდებელს უწოდებს, მაგრამ ამავე დროს თვალს ხუჭავს იმაზე რომ რელიგიური საკითხები ერთეულებს აინტერესებთ?
  20. რატომ არ მოინანია ეკლესიამ სასტიკი მოპყრობა ძალით გაქრისტიანებული მთიანეთის მიმართ?
  21. რატომაა, რომ ეკლესია ლოცულობს ქართველი სპორტსმენების წარმატებისთვის: ნუთუ ღმერთი მხოლოდ ერთს უჭერს მხარს სხვების წინააღმდეგ, და რაღა მაინც და მაინც ქართველებს და არა სხვებს?
  22. რატომ შეეძლო პეტრეს ყოლოდა ცოლი, მართლმადიდებელ ეპისკოპოსს კი - არა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი პეტრეზე "მართალია"?
  23. რატომ ეწოდება პატრიარქის დამინშვნას <<ტახტზე დაბრძანება>>?
  24. რატომაა, რომ ჯვარი,ხატი ან სანთელი მაშინ ითვლება ნამდვილად თუ ის ნაკურთხია?
  25. რად უნდა ეკლესიას შუა საუკუნეების მოდა: ანაფორა, თავსაბურავი, წვერი?
  26. რად უნდა ეკლესიას ძველი-აღთქმისეული წეს-ჩვეულებები, დღესასწაულები და ღვთისმსახურების პრაქტიკა?
  27. რატომაა, რომ ეკლესია წმინდანად, და მეტიც <<მოციქულთასწორად>> აცხადებს ისეთ ხალხს რომლებიც ძალიან შორს იყვნენ ქრისტიანობისგან, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა იმპერატორი კონსტანტინე, რომელიც სიკვდილამდე არათუ უბრალოდ რჩებოდა წარმართად, არამედ რომაული ღმერთების უზენაესი მღვდელმსახურიც იყო?
  28. რატომ თვლის ეკლესია რომ <<მსოფლიო საეკლესიო კრებები>>  სულიწმინდის მიერ იმართება, მაშინ როდესაც ისინი ეწინააღმდეგებიან ენრთმანეთს, ხან ამტკიცებენ, ხან კი უარყოფენ ამა თუ იმ სწავლებას  (მაგალითად ხატთმებრძოლეობა, ანგელოზების თაყვანისცემა)?
  29. რატომ იღებს ეკლესია თავის წიაღში წარმართულ წეს-ჩვეულებებს და თვლის რომ შეიძლება მათი "განწმენდა" ისე რომ ის ქრისტიანებმა მიიღონ?
  30. თუ, როგორც ეკლესია ამბობს, თაყვანს სცემენ არა ხატს, არამედ მასზე გამოსახულ პიროვნებას, მაშინ რატომ ხდება რომ ერთი და იგივე წმინდანის ხატები ზოგი უფრო პატივდებულია , სხვა კი ნაკლებად?
  31. თუ პიროვნებებს სცემენ თაყვანს და არა ხატებს, რატომ არსებობს ხატების სახელობის ტაძრები (მაგალითად: ანჩისხატი)?
  32. რატომ თვლის ეკლესია ბიზანტიის იმპერიის ისტორიას სამაგალითოდ და წმინდად, რომელიც სავსე იყო ომებით (მათ შორის მართლმადიდებელ ქვეყნებთანაც), არეულობებით, ეკლესიების ხლეჩვით, ინტრიგებით, იმპერატორებისა და პატრიარქების ფარისევლობით ?
  33. რატომ აკურთხებს ეკლესია პოლიტიკურ პარტიებს?
  34. რატომ ხდება რომ ეკლესიის მაღალი იერარქები ასე მდიდრები არიან?
  35. რატომ თვლის ეკლესია რომ შეუძლია ვინმეს დაუნიშნოს <<მფარველი>> (ბოლოს რაც ვნახე მიდიოდა მუშაობა რათა შეექმნათ მონადირეთა მფარველი ხატი)?
  36. რატომ თვლის ეკლესია რიმ ქვეყნებს მფარველები ჰყავს (საქართველო ღვთისმშობლის კალთითაა დაცული) ? ნუთუ ღმერთს აინტერესებს დედამიწის მსოფლიო რუქა?
  37. რისთვის იქმნება სხვადასხვა <<მართლმადიდებლური კავშირები>>?
  38. რატომ განადიდებდა ეკლესია სტალინს, ეძახდა რა მას <<ღვთისგან ბოძებულსა და ღვთისრჩეულ ბელადს>>, როცა იცოდა რომ მან გაანადგურა ათასობით საერო თუ საეკლესიო პირი?
  39. რატომ ესწრებიან ეკლესიის მაღალი იერარქები პოლიტიკურ და სამხედრო ღონისძიებებს?
  40. რატომაა, რომ ზემოთ მოყვანილი ათზე მეტი პუნქტის მიუხედავად, ეკლესია აგრძელებს მტკიცებას, რომ ის ცალკე დგას სახელმწიფოსგან და არ ეძებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს?
  41. რატომ თვლის ეკლესია სინოდის გადაწყვეტილებებს ღვთის შთაგონებულად?
  42. რატომ არ ცდილობს ეკლესია გამოასწოროს ბიბლიის თავისი ოფიციალური თარგმანი, როცა მშვენივრად იცის მასში არსებული მრავალრიცხოვანი შეცდომებსა და დამახინჯებებზე?
  43. რატომ გაუკეთა ეკლესიამ კანონიზაცია ისეთ ადრეულ <<ეკლესიის მამებს>>, როგორებიც არიან იუსტინე და ირინეოს, მაგრამ ამავე დროს მცდარად თვლის მათ სწავლებებს (მაგალითად: ხორციელად აღდგომა და იესოს ათასწლიანი მეფობა დედამიწაზე)?
  44. რატომ ვერ აღმოფხვრა ეკლესიამ, თავისი ისტორიის განმავლობაში, თავისი მრევლიდან მცდარი წეს-ჩვეულებები, ცრურწმენა და ოკულტიზმი (კერძოდ: მკითხაობა, ასტროლოგია და ა.შ.)?
  45. რატომ არ შეუძლია ეკლესიას ჰქონდეს ცივილური თეოლოგიური პოლემიკა თავის ოპონენტებთან სხვა კონფესიებიდან, როგორც ამას აკეთებდნენ მის მიერ პატივდებული აპოლოგეტები, რის ნაცვლადაც ის ეცემა ძალიან მდაბიო, შავ ტექნოლოგიებამდე საბჭოეთის სტილში?
  46. რატომ გადმოიღო ეკლესიამ რომაული ადმინისტრაციული პრაქტიკა: მაღალფარდოვანი ტიტულები, გავლენის გეოგრაფიული ზონები (ეპარქიები, მიტროპოლიები, ეკზარქიები), ორდენებით დაჯილდოვება, რეგალიები, მონარქიული ჩვეულება - გვარის ჩამოცილება და ნომრის მიწერა (მაგალითად: იოანე მეშვიდე)?
  47. რატომ იყო, რომ 2008 წლის რუსულ-ქართული ომის დროს მართლმადიდებელი ღვდლები საქართველოში, რუსეთში და ოსეთში, ყველა თავისი ქვეყნის გამარჯვებისთვის ლოცულობდა?





---------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

11 комментариев:

  1. საინტერესოა :)) გამოვიყენებ ამ კითხვებს.

    ОтветитьУдалить
  2. რამდენი ნაბოდვარია,არ დაიღალეთ ნეტავ? დიახაც ჭეშმარიტი ქრისტიანობა მართლმადიდებლობას ნიშნავს და მართლმადიდებლობამ მოგვიყვანა აქამდე სულით ბნელებო

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. სად დაინახეთ ნაბოდვარი? რომელიმე კითხვა თუ სიმართლეს არ შეესაბამება იქნებ დაგემტკიცებინათ ფაქტებით?! თუ სხვისი შეურაცხყოფით მტკიცდება მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება?

      Удалить
    2. იქ იყავი და შენი ყურით უსმენდი რუს, ოს და ქართველ მღვდლებს როგორ ლოცულობდნენ თავისი ქვეყნის გამარჯვებისთვის ?

      Удалить
    3. ჯერ ერთი თუ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტობის შეცნობა გინდა ბიბლია წაიკითხე და რასაც ვერ გაიგებ შენ რომელიც ძველი ქართულითაა დაწერილი და ასე გიქმნის პრობლემებს და გაწუხებს მამაოს ჰკითხე და აგიხსნის გარკვევით , მსგავსი კითხვები მამაოს უნდა დაუსვა ბლოგზე უკეთ მამაო გაგცემს პასუხს თუ მართლა გადარდებს და გაინტერესებს , დაა ძალიან მაინტერესებს შენი ყურით გაქვს გაგონილი როგორ ლოცულობდნენ ოსი რუსი და ქართველი მამაოები თავისი ქვეყნის გამარჯვებისთვის ? ))

      Удалить
    4. ბიბლია წაკითხული მაქვს, მადლობა რჩევისთვის, მაგრამ მართლმადიდებლობის მხარდამჭერი იქ ვერაფერი ვნახე. იქნებ თქვენ დამეხმაროთ? გთხოვთ მიჩვენეთ: სადაა ბიბლიაში ნათქვამი რომ ღმერთი სამპიროვანია (სამებაა)? სადაა ბიბლიაში ნათქვამი რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს? რომ ჯოჯოხეთი არსებობს? შემიძლია დიდხანს გავაგრძელო კითხვების სია. თქვენდა სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ბიბლიის უმეტესი ნაწილი ძველ ებრაულად, ნაწილი არამეულად და ნაწილი ბერძულად დაიწერა. და თუ შეგიძლიათ პასუხი გამცეთ, რატომ ხმარობს მართლმადიდებელი ეკლესია მაინც და მაინც ძველ წართულად ნათარგმნ ბიბლიას? რატომ თანამედროვე ქართული არა? რაც შეეხება "მამაოებისთვის" შეკითხვების დასმას, ჩემს მიერ დასმულ ვერცერთ შეკითხვას ვერ გასცეს პასუხი ბიბლიის საშუალებით. და თქვენ ეჭვი გეპარებათ რომ ყველა თავისი ერისათვის ლოცულობდა? დამიდასტურეთ რომ ამ ომის დროს ქართველი მღვდლები ამას არ აკეთებდნენ!

      Удалить
    5. Ilia Gochitashvili ამისათვის ტელევიზია არსებობს ბატონო ილია ))

      Удалить
  3. საინტერესო კითხვებია,ერთს მეც დავამატებ,იოანეს 15:18,19_თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა.+ ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი.+ რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ,+ არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას.

    ვისზეა აქ საუბარი?რომელი მართლმადიდებელი სძულს ქვეყნიერებას და რომელი მართლმადიდებელია დევნილიიი? როგორც ვიცი არ ხდება აქ რელიგიის მიმდევრების დევნა,მაშ ვისზეა აქ საუბარი?

    ОтветитьУдалить
  4. რამდენიც გინდათ იმდენია დევნილი მართლმადიდებლობაში, მსოფლიოს 90% ფარისევლობს და მოდით ნუ დადებს ბევრი თავს მათლმადიდებელ ქრისტიანობაზე

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თქვენი კომენტარი არგუმენტებით რომ გაგემაგრებინათ უფრო მისაღები იქნებოდა. ვინ,სად და როდის ?

      Удалить
  5. უძალიანმაგრესი კითხვებია.გამოვიყენებ.

    ОтветитьУдалить

ბლოგზე მოქმედებს მოდერაცია. არ დაიშვება კომენტარი რომელიც შეიცავს: აგრესიას, არაადეკვატურ აზრებს, პროვოკაციას, რომელიც დაწერილია უცხო ენაზე, არ ეხება სტატიის თემას, ერთი ადამიანის ბევრი კომეტარი ერთ სტატიაზე (თითოეული კომენტატორი აკეთებს ერთ კომენტარს – ამიტომ კარგად დაფიქრდით, რისი თქმა გსურთ!), სხვა კომენტარების კომენტარებს (კომენტარი სტატიას გაუკეთეთ და არა სხვის კომენტარებს). კომენტარები დისკუსიისა და დებატებისათვის არაა განკუთვნილი. დისკუსიისა და შეკითხვებისათვის, პირადი იქნება ის თუ ტექნიკური ხასიათის, გთხოვთ, გამოიყენოთ ფოსტა ან შეტყობინებების სხვა ფორმა. თქვენი კომენტარი თუ არ გამოქვეყნდა, ამაზე კომენტარებში ჩხუბი საჭირო არ არის (ეს ვერანაირად ვერ გიშველით), შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე მომწეროთ. დიდი ალბათობით, ჩვენ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და თქვენი კომენტარი გამოჩნდება.