пятница, 7 февраля 2014 г.

70 კითხვა მათთვის ვისაც სწამს სამება

      




  1. თუ ქრისტე ყველა ასპექტში ღმერთის სწორია, რაშინ რატომ ამბობს ის, რომ მისი სწავლება - არა მისი , არამედ მისი გამომგზავნელისაა? როგორ შეუძლია ღმერთს სხვისი სწავლება გადასცეს? (იოანე 7:16)
  2. თუ ქრისტე და ღმერთი თანასწორნი არიან, მაშინ რატომ გზავნის ღმერთი ქრისტეს და არა პირიქით? (იოანე 17:4; 1 იოანე 4:9).
  3. თუ იესო ღვთის სწორია ან სამების ნაწილი, რატომ არ თქვა ამის შესახებ პირდაპირ ერთხელ მაინც?
  4. როგორ შეუძლია ღმერთს მისცეს რამე ქრისტეს თუ ისინი თანაბარნი არიან? (იოანე 3:35; 5:22; საქმეები 2:33; ფილიპ. 2:9; გამოცხ. 1:1). თუ ერთი პიროვნება მეორეს რაღაცას აძლევს, ნუთუ ეს იმას არ ნიშნავს რომ მეორეს მანამდე ის რაღაც არ ჰქონდა?
  5. თუ ქრისტე და ღმერთი – ერთი და იგივე პიროვნებაა, ვისზე ლოცულობდა ქრისტე? (მარკოზი. 14:36). შეიძლება სამების ერთმა სახემ მეორეზე ილოცოს, გინდაც ადამიანურ ბუნებაში მყოფმა?
  6. თუ ქრისტე ღვთის სწორია, მაშინ რატომ აღიარა თავისი პირით, რომ მამა მასზე <<დიდია>>? (იოანე 14:28).
  7. თუ ქრისტე ღვთისგან <<შობილია>> (საქმეები 13:33; 1 იოანე 5:1; ებრ. 1:5; 5:5), როგორ შეიძლება ის იყოს მისი ტოლი ან მისი ერთარსი?
  8. თუ ქრისტე ღვთის სწორია და ყველგანაა, მაშინ რატომ <<შემოჰყავს ქვეყნად>> ის ღმერთს (ებრ. 1:6), და სად იყო ქრისტე ამ მომენტამდე?
  9. იყო თუ არა ღმერთი სამარსება მანამ, სანამ  ქრისტეს შემოიყვანდა ქვეყნად? (ებრ. 1:6).
  10. შესაძლებელია თუ არა ერთი ბუნება ჰქონდეთ შობილს და არშობილს (ღმერთს)?
  11. როგორ შეიძლება სამების ერთმა პირმა (მამამ) <<სცხოს>>სამების მეორე პირს (ძეს) სამების მესამე პირი (სულიწმინდა)? (საქმეები 10:38).
  12. უნდა გავიგოთ თუ არა მათეს  3:16, 17 ასე: სამების პირველი სახე გზავნის სამების მესამე სახეს სამების მეორე სახესთან?
  13. რატომაა, რომ სამების მესამე სახე – ყოვლისშემძლე ღმერთი – მუდმივად "მივლინებებში" ჰყავთ სამების პირველ და მეორე სახეს? (მათე 3:16; იოანე 14:26; 16:7; საქმეები 2:17, 33; 8:18; ებრ 2:4).
  14. შეიძლება იყო ღმერთის ძმა? (მათე 28:10).
  15. ბიბლიის ზოგ ადგილას მოსე და სხვა ხალხი იწოდებიან ღმერთებად (გამოსვლა 7:1; ფსალ 81:6). ეს იმას მიშნავს რომ ისინიც სამების ნაწილი არიან?
  16. რატომაა, რომ ქრისტემ, რომელიც ღმერთია, რაღაც არ იცის? (მარკოზი 13:32). თუ მას რამის ცოდნაში ადამიანური ბუნება უშლის ხელს, ახსენით როგორ შეიძლება ბუნებამ ხელი შეუშალოს რამის ცოდნაში?
  17. თუ ქრისტემ ყველაფერი იცის, ისევე როგორც ღმერთმა, მაშინ რატომ <<აჩვენებს>> ღმერთი მას რაღაცას? (იოანე 5:20; გამოც. 1:1).
  18. თუ ქრისტე ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა, რატომაა რომ  <<ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად,თუ არ იხილავს მამის საქმეს>> (იოანე 5:19).
  19. რატომ ასრულებს ქრისტე მამის ნებას და არა მამა - ქრისტეს ნებას? (ლუკა 22:42; იოანე 6:38). როგორ შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთი სხვის ნებას ასრულებდეს?
  20. რატომ წყვიტავს მხოლოდ ღმერთი, თუ რა უნდა ილაპარაკოს და ასწავლოს ქრისტემ? (იოანე 12:49).
  21. რატომ ვერ ვკითხულობთ სადმე ბიბლიაში, რომ ქრისტეს მიეცეს დავალება ღმერთისთვის?
  22. შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთმა სხვისგან მიიღოს მსჯავრის უფლება? (იოანე 5:22).
  23. შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთმა <<უფლის შიშით ისულდგმულოს>>? (ესაია 11:3).
  24. შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთს ეწოდოს მსახური? (ესაია 53:11).
  25. თუ ქრისტე შუამავალია ღმერთსა და ადამიანს შორის (1 ტიმ. 2:5), მაშინ სადაა ამ სიტუაციაში ღმერთი? შეუძლია თუ არა პირს იყოს შუამავალი ადამიანსა და საკუთარ თავს შორის?
  26. თუ ქრისტე და მისი მამა – ერთი პიროვნება და ერთი ღმერთია, რატომ გააკეთა ციტირება კანონზე <<ორი მოწმის>> შესახებ ? (იოანე 8:17, 18).
  27. თუ სამების პირველი ორი პირი თანასწორია, მაშინ მათი აღწერისთვის რატომ გამოიყენება მამა-შვილის ანალოგია და არა ვთქვათ ორი ძმის?
  28. თუ ქრისტე და ღმერთი - ერთი პიროვნებაა, მაშ ვინ აღადგინა ქრისტე მკვდრეთით? (საქმეები 2:24; 1 კორ. 6:14).
  29. რატომ ვერ შეძლო ყოვლისშემძლე ღმერთმა თავის მკვდრეთით აღდგენა და რატომ დასჭირდა სხვისი დახმარება?
  30. თუ ქრისტე – სამების ნაწილია, ნიშნავს თუ არა ეს რომ ქრისტეს სიკვდილისას ღმერთი ერთი მესამედით დამდაბლდა?
  31. თუ ქრისტე ცაში უკვე არ ემორჩილება ღმერთს, მაშინ რას ნიშნავს პავლეს სიტყვები, რომლებიც ქრისტეს ამაღლების შემდეგ დაწერა, რომ <<ქრისტეს თავი ღმერთია>>? (1 კორ. 11:3).
  32. თუ ქრისტე ყოველთვის ღვთის თანასწორი იყო, მაშინ როგორ გავიგოთ ფრაზა, ღმერთმა <<აამაღლა>> ქრისტე? მანამდე ქრისტე დაბლა იდგა თუ ეხლა დადგა ღმერთზე მაღლა? (საქმეები 5:31)
  33. თუ ღმერთი და ქრისტე თანაბარნი არიან, მაშინ როგორ შეიძლება ღმერთმა ვინმე ქრისტედ <<შექმნას>>? (საქმეები 2:36).
  34. თუ ქრისტე ღვთის ტოლია, როგორ შეეძლო ღმერთს ის <<დაედგინა ყოვლის მემკვიდრედ>>? (ებრაელთა 1:2).
  35. რომაელთა 8:17-ის თანახმად, ქრისტიანებიც ღმერთის მემკვიდრეები და ქრისტეს <<თანამემკვიდრეები>> არიან. ნიშნავს ეს რომ ისინიც ღვთის ტოლები და სამების ნაწილი არიან?
  36. რად უნდა ყოვლისშემძლე ქრისტეს რომ <<შუამდგომლობა>> გაუწიოს ვინმეს ღმერთთან? (რომ. 8:27, 34; ებრ. 7:25). თვითონ არ შეუძლია მოაგვაროს, რაც საჭიროა?
  37. თუ ღმერთი ქრისტეს ტოლია, როგორ მისცა მან სხვადასხვა უფლებამოსილებები: უფლის, ქრისტეს, მეთაურის, მხსნელის, მოსამართლის, ღვდელმთავრის (საქმეები 2:36; 5:31; იოანე 5:22; ებრ. 5:10)? შეუძლია უფლებამოსილება მოგცეს ყველაფრით შენთან სწორმა? რატომ არ შეეძლო ქრისტეს მათი თვითონ აღება?
  38. თუ იესო ყოვლისშემძლეა, რატომ არ აქვს უფლებამოსილება გაანაწილოს ადგილები ზეციურ სამეფოში? (მათე 20:23).
  39. თუ ქრისტე მამის თანასწორია, რატომ მოიხსენიებს აღდგომის შემდეგ მას <<ჩემი ღმერთი>>? (გამოცხ. 3:12 – თანაც ოთხჯერ ერთ მუხლში).
  40. შეიძლება თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთი ასრულებდეს უბრალო ანგელოზის მითითებას? (გამოცხ 14:14–16).
  41. თუ ქრისტე მუდამ ღვთის ტოლი იქნება, როგორ გავიგოთ 1 კორ. 15:28, სადაც პირდაპირაა ნათქვამი რომ ძე დაემორჩილება ღმერთს?
  42. 1 კორ. 8:6-ში ღმერთი და ქრისტე რატომ მოიხსენებიან ხაზგასმით ცალ-ცალკე და განსხვავებული როლებით?
  43. რატომ უნდა მივიდეთ ღმერთთან ქრისტეს მეშვეობით და არა პირიქით? (იოანე 14:6).
  44. რატომ უნდა ვილოცოთ ღმერთის მიმართ ქრისტეს სახელით და არა პირიქით? (ეფეს. 5:20; კოლ. 3:17).
  45. თუ ქრისტე – ყოვლისშემძლე ღმერთია, მაშინ როგორ გავიგოთ მუხლი იოანეს 1:17, სადაც ქრისტეს როლი შედარებულია მოსეს როლს? პრეტენზია ჰქონდა მოსეს ღმერთობაზე?
  46. შეიძლება <<მადლი და ჭეშმარიტება>> გამოვიდეს <<ღმერთიდან>> თუ <<ღმერთისგან>> ქრისტეს მიერ? (იოანე 1:17).
  47. თუ ღმერთი – სამებაა, ხოლო ქრისტე, ბიბლიის თანახმად, ღმერთის ძეა.ანუ გამოდის რომ ქრისტე - სამების ძეა?
  48. რატომ არ მიმართავს არასოდეს იეჰოვა იესოს როგორც თავის ღმერთს?
  49. ნუთუ სატანა იმდენად სულელია რომ ცდილობდა ეიძულებინა თვით ღმერთი რომ მისთვის ეცა თაყვანი? (მათე 4:9).
  50. თუ იესო ღვთის სწორია ძალით, მაშინ რატომ ცდიდა სატანა მას რაღაც საცოდავი მიწიერი სამეფოებით? (მათე 4:8–9)
  51. თუ ღმერთი და ქრისტე – სამების ნაწილები არიან, იმიტომ რომ ის და მამა <<ერთია>> (იოანეს 10:30), მაშინ არიან თუ არა ქრისტიანებიც, რომლებიც <<ერთნი არიან ქრისტეში>> სამების ნაწილი? (გალ. 3:28; რომ. 12:5)
  52. რატომ არ მოიხსენიებენ ღმერთად სულიწმინდას, იეჰოვა ან ქრისტე და რატომ არ ლოცულობენ მის მიმართ?
  53. რატომ არ გზავნის სულიწმინდა სადმე ღმერთს ან ქრისტეს?
  54. თუ სულიწმინდა – სამების ნაწილია, რატომ ხედავს სტეფანე ცაში მხოლოდ ღმერთის დიდებას და ქრისტეს, მაგრამ ვერ ხედავს გაპიროვნებულ სულიწმინდას? (საქმეები 7:55).
  55. თუ სულიწმიდა - პიროვნებაა, რატომ არაა არსად ბიბლიაში ნახსენები მისი სახელი, იეჰოვასა და იესოსგან განსხვავებით?
  56. თუ სულიწმინდა - ისეთივე ღმერთია, როგორც სამების ორი სხვა წევრი, რატომ არავინ ლოცულობს ბიბლიაში მის მიმართ?
  57. სულიწმინდამ - რომელიც მამის თანასწორია,რატომ არ იცის ვინ არის ძე? (ლუკა 10:22).
  58. რატომ შეუძლია ღმერთს მისცეს სულიწმინდა, სულიწმინდას კი არ შეუძლია მისცეს ღმერთი? (1 თეს. 4:8).
  59. შეიძლება თუ არა ღმერთის დანაწევრება? (რიცხ. 11:17; საქმეები 1:16; 2:3)
  60. რატომ მოიხსენიება სულიწმინდა ძალასთან ერთად? (ლუკა 1:35; საქმეები 1:8; 10:38; რომ. 15:13; 1 თეს. 1:5).
  61. რატომ არ უნახია გამოცხადებებისას, არცერთ ბიბლიურ წინასწარმეტყველს, სულიწმინდა, რომელიც გადაადგილდებოდა და ილაპარაკებდა, როგორც ადამიანი ან ანგელოზი?
  62. რატომ არ იქცა სულიწმინდა არასოდეს გონიერ არსებად, როგორც ქრისტე და ანგელოზები, არამედ ყოველთვის იქცეოდა მტრედად, ცეცხლად ა.შ.?
  63. ეფესელთა 1:17-ში ღმერთმა ქრისტიანებს მისცა <<სიბრძნისა და გამოცხადების სული>>, ხოლო 2 ტიმოთეს 1:7-ში  – «ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერის». ეს ორი სულიც სამების ნაწილია თუ არა?
  64. შეიძლება თუ არა ღმერთის <<მიცემა>> და <<განაწილება>>? (საქმეები 8:18; ებრ. 2:4).
  65. როგორ შეიძლება ვინმე <<სცხო>> ღმერთით? (საქმეები 10:38).
  66. სად არის ბიბლიაში სიტყვები «სამება», «ერთარსი», «ძე ღმერთი», «ღმერთი სულიწმინდა»?
  67. რატომ გამოიყენება, იმის ასახსნელად თუ ვინ არის ღმერთი, სიტყვები რომლებიც ბიბლიაში არ გვხვდება?
  68. რატომაა რომ პავლემ, რომელსაც თეოლოგიური განათლება ჰქონდა, მრავალი რთული საკითხი ახსნა, მაგრამ მათ შორის სამება არ არის?
  69. თუ ბიბლიაში არის სწავლება სამების შესახებ და მის ასახსნელად ის სავსებით კმარა, მაშინ რისთვის გახდა საჭირო ასეთი რთული და ჩახლართული ათანასეს რწმენის სიმბოლო ?
  70. არსებობდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ათანასეს რწმენის სიმბოლოს შექმნამდე (მე-5 საუკ)?

------------------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий