четверг, 27 января 2022 г.

სიმართლე სამების შესახებ


ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდიან მითები და წარმართული რელიგიები "ღმერთების" ტრიადების შესახებ. დღეს ეს ეკლესიის ყველაზე გავრცელებული სწავლებაცაა. თუმცა რამდენად მართალია ის, რომ ღმერთი - ერთგვარი "სამებაა", რაც ყველა უძველეს წარმართულ რელიგიებში გვხვდება:

° ამასთან დაკავშირებით ცნობარებში მოცემული ციტატები.
° ამ სწავლების წარმომავლობა.
° იესო ქრისტეს, ღვთის ძის მაგალითი.

четверг, 13 января 2022 г.

სამების დოგმატის შესახებ მსჯელობა...



როგორ გაჩნდა სამების შესახებ სწავლება?

ახალი ბრიტანული ენციკლოპედია ამბობს: «არც სიტყვა სამება, არც თვითონ სწავლება, როგორც ასეთი, ახალ აღთქმაში არ გვხვდება, ასევე, არც იესო, და არც მისი მიმდევრები არ ეწინააღმდეგებოდნენ ძველი აღთქმის თემას: ‘მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა’ (კანონი [მეორე რჯული] 6:4,აქ) ... სწავლება ნელნელა ვითარდებოდა რამოდენიმე ასწლეულის განმავლობაში და მრავალრიცხოვანი დავებისა და წინააღმდეგობების ფონზე ... მე-4 ასწლეულის ბოლოს ... სამების სწავლებამ ის სახე მიიღო, რომელიც დღეს აქვს და რომელსაც დღემდე მისდევენ». - (1976), მცირე ენციკლოპედია, ტომი. X, გვ. 126.

ახალი კათოლიკური ენციკლოპედია აცხადებს: «გაგებამ ‘ერთი ღმერთი სამ პიროვნებაში’ საფუძვლიანად ვერ გაიდგა ფესვი; რაღა თქმა უნდა მას სრულად არ იღებდნენ ქრისტიანულ ცხოვრებასა და მრწამსში მე-4 ასწლეულის ბოლომდე. თუმცა ეს ზუსტად ის გაგებაა, რომელსაც თავიდან სამერთიანობის დოგმა ერქვა. მოციქულებრივ მამებს შორის ასეთ მენტალიტეტზე ან პერსპექტივაზე მინიშნებაც კი არ არსებობდა». - (1967), ტომ. XIV, გვ. 299.

ამერიკულ ენციკლოპედიაში ჩვენ ვკითხულობთ: «ქრისტიანობამ თავისი დასაბამი იუდაიზმიდან აიღო, იუდაიზმი კი მკაცრ მონოთეიზმს მისდევდა [რწმენას, რომ ღმერთი ერთ პიროვნებას წარმოადგენს]. გზა, რომელიც იერუსალიმიდან ნიკეამდე მიდიოდა, სწორი არანაირად არ ყოფილა. მეოთხე ასწლეულის სამერთიანობა არ ირეკლავდა ადრეული ქრისტიანების სწავლებას ღვთის არსთან დაკავშირებით; პირიქით, მან ამ სწავლებას გადაუხვია». - (1956), ტომი. XXVII, გვ. 294L.

суббота, 1 января 2022 г.

სახარების ადრეული თარგმანი კოპტურ ენაზე და იოანეს 1:1с



ϨΝ ΤЄϨΟΥЄΙΤЄ ΝЄϤϢΟΟΠ ΝϬΙ ΠϢΑϪЄ ΑΥШ ΠϢΑϪЄ ΝЄϤϢΟΟΠ ΝΝΑϨΡΜ ΠΝΟΥΤЄ ΑΥШ ΝЄΥΝΟΥΤЄ ΠЄ ΠϢΑϪЄ -- John 1:1, Sahidic Coptic text


1. a. ϨΝ ΤЄϨΟΥЄΙΤЄ ΝЄϤϢΟΟΠ ΝϬΙ ΠϢΑϪЄ - დასაწყისში იყო სიტყვა

1. b. ΑΥШ ΠϢΑϪЄ ΝЄϤϢΟΟΠ ΝΝΑϨΡΜ ΠΝΟΥΤЄ -   სიტყვა იყო ღმერთთან
1. c. ΑΥШ ΝЄΥΝΟΥΤЄ ΠЄ ΠϢΑϪЄ -   და სიტყვა იყო ღმერთი

იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის მიცემული დავალების თანახმად, ადრეული ქრისტიანები ყველგან გულმოდგინედ ავრცელებდნენ სასიხარულო ცნობას იეჰოვას სამეფოს შესახებ. მათ სახარებები ბერძნული კოინედან რამოდენიმე უცხოურ ენაზე თარგმნეს. ამ თარგმანებიდან ყველაზე ადრეული – სირიულ, კოპტურ და ლათინურ ენებზე - დაახლოებით 200 წლის დასაწყისით თარიღდებიან[1] . ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები კოპტურ ენაზე საუბრობდნენ. ისინი საჰიდურ დიალექტს იყენებდნენ, სანამ XI საუკუნეში კოპტურ ღვთისმსახურებაში ის ფაიუმური და ბოჰაური დიალექტებით არ ჩაანაცვლეს.