четверг, 27 января 2022 г.

სიმართლე სამების შესახებ


ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდიან მითები და წარმართული რელიგიები "ღმერთების" ტრიადების შესახებ. დღეს ეს ეკლესიის ყველაზე გავრცელებული სწავლებაცაა. თუმცა რამდენად მართალია ის, რომ ღმერთი - ერთგვარი "სამებაა", რაც ყველა უძველეს წარმართულ რელიგიებში გვხვდება:

° ამასთან დაკავშირებით ცნობარებში მოცემული ციტატები.
° ამ სწავლების წარმომავლობა.
° იესო ქრისტეს, ღვთის ძის მაგალითი.


ციტატები:

- სამება — ეს არის დამახინჯება, რომელიც წარმართული რელიგიებიდან იქნა დასესხებული და ქრისტიანულ რწმენასთან შერწყმული (A Dictionary of Religious Knowledge).

- სიტყვა «სამება» ბიბლიაში არ გვხვდება... ის ოფიციალურად საეკლესიო ღვთისმეტყველებაში შევიდა არაუგვიანეს IV საუკუნისა (The Illustrated Bible Dictionary).

- ახალ აღთქმაში არ არის არც სიტყვა «სამება», და არც ნათლად გამოხატული დოგმა მის შესახებ... ქრისტიანულ კანონში იმის არავითარი კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს, რომ ღმერთი სამერთიანია (ახალი ბრიტანული ენციკლოპედია).

- ღვთისმეტყველები თანხმდებიან, რომ ახალ აღთქმაში სამების ნათლად გამოხატული დოგმატი არ არსებობს (The Encyclopedia of Religion).

- რაც შეეხება ახალ აღთქმას, მასში ვერ ვპოულობთ სამების რეალურ დოგმატს (ბერნჰარდ ლოზე, Epochen der Dogmengeschichte).

- ბიბლიაში არ არის იმის აშკარად გამოხატული მტკიცებულება, რომ მამა, ძე და წმინდა სული ერთნი არიან არსით (კარლ ბარტი, The New International Dictionary of New Testament Theology).

- იესო და პავლე, აშკარაა, რომ სამების დოგმატს არ იცნობდნენ... ისინი მის შესახებ არაფერს ამბობენ (ვოშბერნ ჰოპკინზი, Origin and Evolution of Religion).

- [სამერთიანობის იდეა] წარმოადგენს შემოქმედის აბსოლუტური ერთი პიროვნების კონცეფციიდან პირდაპირ და უშუალო გადახვევას (ი. ჰერცი, ხუთწიგნეული და გაფთაროთი).

- თავიდან ქრისტიანული რწმენისთვის არ იყო დამახასიათებელი სამების იდეა... როგორც ახალი აღთქმიდან და ძველი დროის სხვა ქრისტიანული წერილებიდან ჩანს, სამების იდეა არც მოციქულთა დროს არსებობდა და არც მათ შემდგომ ახლო პერიოდში (Encyclopaedia of Religion and Ethics).

იუდაიზმი და ქრისტიანობა, რომელიც მის საფუძველზე წარმოიშვა, მკაცრად უნიტარულები იყვნენ. გზა იერუსალიმიდან - ნიკეამდე გრძელი და მოლიპული იყო. მეოთხე საუკუნის ტრინიტარიზმი კი არ ასახავს ადრეულ ქრისტიანულ შეხედულებას ღვთის ბუნებაზე, არამედ პირიქით, ის არის განდგომილება ძველი ქრისტიანების მრწამსისგან (The Encyclopedia Americana).

ახალი აღთქმის მწერლები თუ თვლიდნენ, რომ მორწმუნეებს იესო აუცილებლად ღმერთად უნდა ჩაეთვალათ, მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ახალ აღთქმაში აბსოლუტურად არ არსებობს მინიშნებაც კი ამის შესახებ? (ჯონ რაილენდზის ბიბლიოთეკის ბიულეტენი).

ლოგოსისა და სამების სწავლებას ფორმა მისცეს ბერძენმა მამებმა, რომლებზეც... პირდაპირ ან ირიბად დიდ გავლენას ახდენდა პლატონის ფილოსოფია... ის ფაქტი, რომ შეცდომები და დამახინჯებები ზუსტად ამ წყაროდან შეიპარა ეკლესიაში, უდავოა (The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge).

დროთა განმავლობაში ეს ორი ფიგურა [ღმერთი და იესო] ისე "შეერთდნენ", რომ მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი გახდა. შესაძლებელია, ზუსტად ტეტრაგრამატონის ამოღებამ გამოიწვია  დავა ქრისტიანთა და ტრინიტართა შორის, რომელიც, ჩვენი ერის 1-ელ საუკუნეებში ეკლესიას აზანზარებდა. როგორც არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, ტეტრაგრამატონის ამოღებამ შექმნა რელიგიური ატმოსფერო, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა იმ ატმოსფეროსგან, რომელიც ახალი აღთქმის 1-ელ საუკუნეში მეფობდა (ჯორჯ ჰოვარდი, Biblical Archaeology Review, 03/1978).

- [ეკლესიაში] იმაზე დავობდნენ, თუ როგორი თანხვედრა ჰქონდათ ერთმანეთთან სიტყვას (ანუ ღვთის ძეს, ხორცშესხმულ იესოს) და თვითონ ღმერთს (ეხლა კონკრეტდება – მამას), რომლის სახელიც, იაჰვე [იეჰოვა#], ძირითადად დავიწყებული იქნა (Garraty J., Gay P., The Columbia History of the World).

არიანულ დავებამდე, არც აღმოსავლეთის და არც დასავლეთის ეკლესიებში, არ იყო არცერთი თეოლოგი, რომელსაც ეჭვი მაინც შეეპარებოდა იმაში, რომ ძე, ამა თუ იმ გაგებით მამაზე დაბლა იდგა (Hanson R., The Search for the Christian Doctrine of God).

ებრაელებს არ სჭირდებოდათ შეხედულების შეცვლა ღმერთის ბუნებაზე. ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებოდათ, უნდა ეღიარებინათ, რომ იესო იყო მესია და ცოცხალი ღვთის ძე. ადრეულმა მოწაფეებმა იოლად შეიმეცნეს ეს აზრი, რაც კარგად ჩანს პირველი და მეორე ასწლეულის თითქმის ყველა წერილიდან... წარმართულმა და პლატონურმა ფილოსოფიამ, თავი ჯერ კიდევ მოციქულების  სიცოცხლეში იჩინა. პირველი იყო გნოსტიკოსების შეხედულებები, შემდეგ გაჩნდა სიბელიონიზმი, ამის შემდგომ კი - დოქტრინა სამების შესახებ და ა.შ. (Robert A. Wagoner, The Great Debate Regarding The Father, Son, & Holy Spirit).

თავისთავად სწავლება იმის შესახებ, რომ ღვთაებრივი ყოფის დონეზე სამობა და ერთობა, რაღაც გაგებით იდენტურებს წარმოადგენენ, არაა დამახასიათებელი ქრისტიანობისთვის; ესაა მრავალი, სავსებით განსხვავებული, რელიგიურ-მითოლოგიური სისტემების მყარი მოტივი (შეად. ტრიმურტი — ბრაჰმას, შივას და ვიშნუს სამერთობა — ინდუისტურ მითოლოგიაში; ღვთაებების მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები 3-ად ან 9=3X3 — ეგვიპტურ მითებსა და კულტებში; გამოსახულებები 3 მაირი, 3 ან 9 მუზა, სამსახოვანი გეკატა — ბერძნულ მითოლოგიაში; «ოჯახური» ტრიადები იუპიტერი — იუნონა — მინერვა და ცერერა — ლიბერა — ლიბერ — რომის კულტში და ა.შ.) (მსოფლიო ხალხთა მითები, ენციკლოპედია).

° დასკვნა: ძველ დროში არავითარი სამების სწავლება არ არსებობდა, ეს სწავლება მხოლოდ შემდგომ საუკუნეებში მოვიდა. 




ციტატებით დავიწყოთ:

«ტერმინი [სამება] მე-2 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, სამების შესახებ სწავლება მე-3 საუკუნეში იქნა განვითარებული (ორიგენე), ქრისტიანულ ეკლესიაში მწვავე დებატები გამოიწვია (ეგრეთ წოდებული ტრინიტარული დავები), სამების დორმატი მიღებული იქნა 1-ლ (325) და მე-2 (381) მსოფლიო საეკლესიო კრებებზე» (რუსეთის ენციკლოპედიური ლექსიკონი. М., 2001. წგ. 2. გვ. 1605).

«[ახ.წ.] 325 წლის 20 მაისს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრება შეიქმნა. კონსტანტინე პირადად თავმჯდომარეობდა, აქტიურად ხელმძღვანელობდა განხილვებს და პირადად შესთავაზა… სიმბოლოში ქრისტესა და ღმერთს შორის ურთიერთობის გადამწყვეტი ფორმულირება, რომელიც კრებაზე მიიღეს, «[რომ ქრისტე] მამის ერთარსია» … იმპერატორის წინაშე აკანკალებულმა ეპისკოპოსებმა, მხოლოდ ორის გარდა, სიმბოლოს ხელი მოაწერეს, თანაც ბევრმა ეს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გააკეთა» (Encyclopaedia Britannica. 1970. ტ.6.გვ.386).

«თუ წარმართობა ქრისტიანობით იქნა დამარცხებული, მაშინ ისეთივე სიმართლეა ის, რომ ქრისტიანობა შეირყვნა წარმართობით. პირველი ქრისტიანების სუფთა დეიზმი... რომის ეკლესიამ გადააქცია ჩაუწვდომელ სამების დოგმად. მრავალი წარმართული პრინციპი, რომლებიც ეგვიპტელებმა შემოიღეს და იდეალიზებული იქნა პლატონის მიერ, შენარჩუნებულ იქნა როგორც რწმენისთვის ღირსეული» (Edward Gibbon, History of Christianity).


აქ მინდა ბიბლიის სხვა მკვლევარის აზრების ციტირება გავაკეთო (სამების შესახებ მისი სტატიის ორიგინალი):


იქ ერთ საინტერესო მომენტს ვხვდებით. “მხოლოდ ორმა ეპისკოპოსმა გაბედა იმპერატორის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა და არიანესთან ერთად იქნენ გადასახლებულნი”. ბიბლიაში ამ მომენტების შესაბამისი ქრისტეს სიტყვები წერია "სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის". 
მხოლოდ ორმა ეპისკოპოსმა გაბედა იმპერატორის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა და არიანესთან ერთად იქნენ გადასახლებულნი. «ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა» (მათე 5:10), «და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება» (2 ტიმოთე 3:12). 
სამებისმორწმუნე მართლმადიდებლები იმით ამაყობენ, რომ საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემა უპატიოსნოდ ჩატარდა. თავად მართლმადიდებლების აღიარებით, ბევრი შიშიდან გამომდინარე აძლევდა ხმას საკუთარი შეხედულებების წინააღმდეგ და იმპერატორი კონსტანტინესთვის თავის მოსაწონებლად, და, ხმის მიცემა რომ პატიოსნად ჩატარებულიყო, მაშინ იმ კრებაზე სამართლიანად არიანეს სწავლებას მიიჩნევდნენ!!! შესაბამისად, სიტყვა "სამების" შესახებ პლანეტაზე მცხოვრებ არცერთ ადამიანს არაფერი ეცოდინებოდა.

 დავა, რომელიც არიანეს (რომელიც სამებას არ აღიარებდა) და ათანასე დიდს (სამების თაყვანისმცემელი) შორის გაიმართა, უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე თეოლოგიურს ან ბიბლიურს. ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლა იყო. რადგან ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგია გახდა, ეკლესია ამით პოლიტიკურ ძალაუფლებას იძენდა. 

 მათ, ვინც სამებას არ აღიარებდნენ, “ქრისტეს შესამოსლის დაგლეჯაში” დასდეს ბრალი, იმაში, რომ ისინი კიდევ ერთხელ აკრავდნენ მას სასიკვდილო ძელზე და ა.შ. სამწუხაროა, თუმცა ასეთი შეურაცხმყოფელი სული, მათ მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ, დღემდე შემორჩა, როდესაც სამების მომხრეები ქრისტიანებადაც კი არ აღიარებენ მათ, ვისაც მისი არ სწამს.

 ათანასეს, რომელსაც კონსტანტინე არიანესთან შედარებით უფრო მეტად უგდებდა ყურს, თავისი მოწინააღმდეგის დამარცხება ნებისმიერი მეთოდებით სურდა. ზუსტად ამ მიზეზის გამო მისცა გასაქანი გრძნობებს, რათა ყველაფრის მიუხედავად, თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე დაემარცხებინა, რათა კონსტანტინეს მისი მხარე დაეჭირა და არიანე ერესის გამო განედევნა, ის კი ეკლესიის თავად დაედგინა მთელ რომის იმპერიაში. ეს კი თითქმის უსაზღვრო პოლიტიკურ ძალაუფლებას ნიშნავდა იმ იმპერიაში, რომელიც ის-ის იყო ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიის სტატუსს აძლევდა. ხშირად გვიწევს იმის მოსმენა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა, რომ ბრძენმა კონსტანტინემ, ყველა პლიუსისა და მინუსის აწონვის შემდეგ, ისეთივე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც თვითონ იყო, გადაწყვეტილება, რომელსაც ტრადიციული ქრისტიანობა მიჰყვება და იცავს. თუმცა ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა, სულაც არ ხდებოდა ისე, როგორც ამას დღეს წამოადგენენ. ათანასემ გასაოცარი სისასტიკით გაანადგურა არიანეს მიმდევრები, მათი ტაძრები დაწვა, ყველაზე ცნობილ სამების მოწინააღმდეგეებს ყველაზე მდაბიო ცოდვები დასდო ბრალად, მათ გამხრწნელების, მოძალადეების, მრუშებისა და ამის მსგავსი იარლიყები მიაკრა. დავა რომ მხოლოდ წმინდა წერილის განმარტებას შეხებოდა და არა პოლიტიკური ძალაუფლების საკითხებს, მაშინ საჭირო არ გახდებოდა ასეთი სახის ბრალდებები და, განსხვავებულად მოაზროვნეების ფიზიკური ჩახშობისთვის მიმართვა. ასე რომ აშკარაა, სამების გაგების მიღება, პირველ რიგში პოლიტიკური ძალაუფლების საკითხების წყალობით იქნა მიღებული

 კონსტანტინე ღვთისმეტყველი არ ყოფილა, ის პოლიტიკოსი იყო. “კონსტანტინეს მიზანს ის წარმოადგენდა, რათა ნეიტრალური საზოგადოება შეექმნა, რომელშიც ერნაირად მოიძებნებოდა ადგილი როგორც ქრისტიანობისთვის, ასევე წარმართობისთვის... რათა შეექმნა (რომის იმპერიაში) ქრისტიანებისა და არა-ქრისტიანების მჭიდრო ერთობა”. მას ასევე კარგად ესმოდა, რომ თავად ქრისტიანობაც, თუ სახელმწიფო რელიგია გახდებოდა, უფრო გაძლიერდებოდა, თუ შეწყდებოდა დავები იმის შესახებ, თუ სინამდვილეში ვინ იყო იესო. მისთვის მიუღებელი იყო ის, რომ ქრისტიანებს ამ საკითხის გამო ერთმანეთთან ეომათ. და მან ამ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა – ერთი ნაწილის მხარე დაიკავა და მეორე ნაწილს გაჩუმება აიძულა. მან ათანასეს მხარე პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე დაიკავა, ეკლესიის გამო სამების სწავლების მიღებას დასთანხმდა და არიანე გააძევა. ზუსტად ამიტომ იქცა [მაშინ] იესო, მამის თანასწორ ღმერთად. 

 კონსტანტინესთვის განმარტებების წვრილმანებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისთვის მთავარი ეკლესიის ერთიანობა იყო, რაც შესაბამისად იმპერიის ერთიანობასაც ნიშნავდა. ერთი იმპერია – ერთი რელიგია, ამიტომ ყველა სხვა რელიგიური უთანხმოებები განადგურებული უნდა ყოფილიყო. ვიღაც მართალი უნდა გამოსულიყო, ვიღაც კი მტყუანი.


- იმპერატორმა კონსტანტინემ, წარმართმა ადამიანმა, თავად შესთავაზა სამების მთავარი ფორმულირება. გარდა ამისა, როდესაც ღვთისმეტყველები მის შესახებ საუბრობდნენ, მან თქვა, რომ "მოეწონა" ის სწავლება, რომელიც მათ წარმოადგინეს. წარმართს ის სწავლება მოეწონა, რომელიც მათ წარმოადგინეს! ის ქრისტიანი არასოდეს ყოფილა. სიკვდილის წინ, ის, "ქრისტიანულად" მოინათლა, ზევსს მსხვერპლი შესწირა და მოკვდა. 

ეს მხოლოდ იმის მოკლე აღწერაა, თუ როგორ "შემოვიდა ხმარებაში" სამების შესახებ სწავლება.


ყურადღება მიაქციეთ: ყველა ეს "სამება" - ჯერ კიდევ იმ ხალხის უძველეს რელიგიებში არსებობდა,
რომლებიც ბიბლიაში ღვთის ერის მტრები იყვნენ. 



° დასკვნა: ტერმინი "სამება" უკვე მოციქულების სიკვდილის შემდეგ გაჩნდა [ზუსტად მაშინ განვითარდა გადგომილება], რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. ის წარმართმა შემოიღო და ძალით იქნა მიღებული. მას ბიბლიასთან არავითარი კავშირი არ აქვს, "სამება" პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა. აი ასე მოიკრიბა ძალა იმ განდგომილებამ, რომელზეც იესო საუბრობდა და მოციქული პავლე იძლეოდა გაფრთხილებას. (2 თესალონიკელები 2:3-4, 6-7).
_________________________________________________________________________
იესო


სამერთიანი ღმერთის შესახებ სწავლება სამ გარემოებამდე დადის:
  1. ღმერთი სამპიროვანია და სამპიროვნება იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი სამი პირისგან (ჰიპოსტასისგან) შედგება: მამა, ძე, წმინდა სული.
  2. წმინდა სამების ყველა პირი ღმერთია, თუმცა ისინი არიან არა სამი ღმერთი, არამედ ერთი ღვთაებრივი არსება.
  3. სამივე პირი განსხვავებულია პირადი, ანუ ჰიპოსტასური თვისებებით.


[ანუ "ღმერთი ერთია, მაგრამ სამია". ასევე თითოეული "პირი" დანარჩენების თანასწორია, ანუ ისინი თანასწორები არიან ერთმანეთს შორის მდგომარეობით.]


ამ ნაწილში ზოგიერთ იმ ბიბლიურ მუხლს მოვიყვან (მრავალრიცხოვანი მუხლებიდან), რომლებიც სამების სწავლებას უარყოფს, მათი თემაა: იესო - ღვთის ძეა და არა ღმერთი. ის მდგომარეობით თავის მამაზე, ანუ ღმერთზე დაბლა დგას.

მოდით, იმ შეკითხვით დავიწყოთ, რომელიც იესომ თავის მოწაფეებს დაუსვა:
"უთხრა მათ: «თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?» " (მათე 16:15) 

და მოციქულმა პეტრემ რა უპასუხა? "შენ ხარ - ყოვლისშემძლე ღმერთი"? ან იქნებ "შენ ხარ - წმინდა სამების ნაწილი"? არანაირად:

"სიმონ-პეტრემ უთხრა მას პასუხად: «შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა»
 (მათე 16:16)

და არა მხოლოდ პეტრემ:
"ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: «შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა»" (ლუკა 4:41)

რის შესახებ ქადაგებდა მოციქული პავლე (სავლე)? სამებაზე ნამდვილად არა:
"და სასწრაფოდ დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის არის ძე ღვთისა." (საქმეები 9:20)

= = = = = = = = = = = = =

ეხლა კი ვიკიპედიაში შევიხედოთ (რუსული): 
***
""იუდაიზმი იესოს წინასწარმეტყველების მიერ დაპირებულ მესიად არ აღიარებს, ამიტომ უარყოფს ქრისტე იესოში ღვთაების განხორციელების შესახებ სწავლებას და მას ღვთის გმობად და ადამიანის ღვთის თანასწორად დაყენების მცდელობად მიიჩნევს.

«მე და მამა — ერთი ვართ», — თქვა იესომ. კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად… «…კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს» (იხ. იოანე 10:30-33)""

***

სამების შესახებ სწავლება საკუთარ თავში იმასაც მოიცავს, რომ უშუალოდ იესოა ღმერთი, შესაბამისად კი მასზე დიდი არავინაა და ის მდგომარეობით დანარჩენი "პირების" თანასწორია. 

თუმცა თავად იესოსთვის "შეკითხვა დაავიწყდათ", ან უბრალოდ იგნორირება გაუკეთეს:

"რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა" (იოანე 14:28ბ)

ასევე მოციქული პავლეს სიტყვებიც ვნახოთ, რომელიც სამების დოგმატს ნამდვილად არ იცნობდა:

"მაგრამ ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი — ქმარი და ქრისტეს თავი — ღმერთი." (1 კორინთელები 11:3)

- დოგმატი დაინგრა. მამა - ძეზე დიდია, მაშინ როდესაც დოგმატში ისინი თანასწორები არიან.

ასევე პავლეს მიერ ეფესელების მიმართ მიწერილი წერილიც განვიხილოთ:


"რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად" (ეფესელები 1:17)

ასევე კორინთელების მიმართ მიწერილ წერილშიც, კონტექსტიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ საუბარი იესოს ეხება:

"და ბოლოს, დასასრული, როცა სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალს. " (1 კორინთელები 15:24 [საპატრიარქოს გამოცემა])

და ბოლო მოციქული პეტრეს წერილიც:

"კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი ყწალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად" (1 პეტრე 1:3)

- აღმოჩნდა, რომ თვითონ იესოსაც ჰყოლია ღმერთი! "სამება" აშკარად რაღაცას გვიმალავს..

 თანაც მას, ყველაფერთან ერთად, იესოს მამაც ეწოდება. მაშინ როდესაც "სამება" იმის შესახებ ასწავლის, რომ იესო თვითონაა ღმერთი! თუმცა ამის შესახებ მოციქულებმა აშკარად არაფერი იცოდნენ:

"რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ." (იოანე 3:17)

"ეუბნება იესო მათ: «ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე" (იოანე 4:34)

"და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობდა ჩემზე, თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც ხატი* გიხილავთ მისი." (იოანე 5:37)

- იესო - მიწაზე "ჩამოსული" ღმერთი არ არის. ის მისი ძეა, რომელიც მან გამოგზავნა!

კიდევ ერთი მომენტი, თუ რატომ სძულთ იმ ხალხს ნამდვილი ქრისტიანები, რომლებიც ნამდვილ# ღმერთს არ იცნობენ: 

"და რაკი არ ხართ სოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ სოფლიდან, ამიტომ სძულხართ სოფელს [..] მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას [..] მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს" (იოანე 15:19-21)


_________________


"და შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: «მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს». ეს თქვა და სული განუტევა.(ლუკა 23:46) 

ეხლა იმაზე ვილაპარაკოთ, ვინ - ვინ აღადგინა მკვდრეთით. იესო თვითონ აღდგა მკვდრეთით თუ ის ვინმემ აღადგინა? 

ყურადღება კვლავ ბიბლიას მივაქციოთ (უშუალოდ მას და არა "ადამიანთა სიტყვებს") :


"ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული." (რომაელები 8:11)

მოციქული პავლეს წერილებიც განვიხილოთ:

"ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო" (ებრაელები 13:20).

"ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით" (1 კორინთელები 6:14)

- სავსებით ნათელია, თუ ვინ აღადგინა ის მკვდრეთით. ეხლა კი ის ვნახოთ, ეხლა სად იმყოფება იესო:

"ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მეტიც, რომელიც აღსდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის" (რომაელები 8:34)

"თუ თქვენ აღდექით ქრისტესთან ერთად, ეძიეთ მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ." (კოლასელები 3:1)

"მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ" (ებრაელები 10:12)

"იესო ქრისტეს აღდგომით, რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა" (1 პეტრე 3:21-22)

- და კვლავ, ამ მუხლებიდან გამომდინარე, იესოს ადგილსამყოფელი სრულიად ნათელია. ის ზის არა ღვთის ტახტზე, არამედ "ღვთის მარჯვნივ".

==========================და ბოლოს=========================

"[იესო] ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი." (კოლასელები 1:15, [საპატრიარქოს გამოცემა])
"მან თავის ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დასხნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო" (ებრაელები 5:7)

"უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემთან და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან." (იოანე 20:17, [საპატრიარქოს გამოცემა])

° საერთო ჯამში: სამების სწავლება - ცრუ, თავიდანვე წარმართობიდან მომდინარე, განდგომილების მიერ ჩამოყალიბებული და წარმართის მიერ ძალით დამტკიცებულია.

===============================================
ეს საინტერესოა

1) "დოგმა წმინდა სამების შესახებ ჩაუწვდომელია, ეს საიდუმლო დოგმატია, რომელიც აზროვნებისთვის მიუწვდომელია." - ღვთისმეტყველებს თვითონ არ შეუძლიათ სამების გასაგებად ახსნა და განმარტება, მათ "მრევლზე" რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორ დაწერილია:
- "რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ.(1 ტიმოთე 1:7)

2) უცნაურია, რომ სამებაში წმინდა სულის ნაცვლად მოსე არ შეიყვანეს, რომელიც პიროვნებასაც კი არ წარმოადგენს. რადგან მოსეს ქრისტეც (ცხებული) ეწოდება და ღმერთიც. (გამოსვლა 4:16, 7:1)

3) ასევე სხვა მრავალი ადამიანის შეყვანაც შეიძლებოდა სამების "სამერთობაში", თუმცა ეს უკვე "მრავალერთობა" და რაღაც საშინელი მუტანტი გამოვიდოდა:
"თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით. უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი." (გალატელები 3:26—29)

4) ბიბლიაში ფრაზა "ღვთის ძე [ძე ღვთისა, (საპატ. გამოც.)]" ასობით ადგილზე გვხვდება, მაშინ როდესაც "სამება" ან მასზე მინიშნება - არცერთხელ.

5) შენიშნულია, რომ ტრადიციული რელიგიების "მრევლი", ერთადერთი ძნელადგასაგები და არასწორად განმარტებული მუხლით, ასობით სხვა მუხლების "უარყოფისკენ" არიან მიდრეკილნი, მუხლების, რომლებიც ცრუ სწავლებებს ხდიან ფარდას. (მაგალითად: იოანეს 20:28, თომას განაცხადი იმის შესახებ, რომ იესო - ღმერთია). თანაც, რაც უფრო მეტი მუხლით მტკიცდება მისი სიმცდარე, ისინი სულ უფრო მეტად ეჭიდებიან იმ ერთადერთს.


***

სხვათა შორის:
- ასევე იესო წარმოადგენს ჩვენს მღვდელმთავარსა და მეფეს:


ებრაელები 4:14: და ახლა, როცა ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გაიარა ზეცა, იესო, ღვთის ძე, მტკიცედ გვეჭიროს აღსარება.

ებრაელები 5:5ასევე ქრისტეს არ უდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას: «ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ».

___

ანუ "ხატები" მისი გამოსახულებით - არანაირად არ წარმოადგენს მის სახეს, არამედ მხოლოდ რომელიღაც გამოგონილი ან "გაქრისტიანებული" წარმართული ღვთაების. (1 იოანე 4:12, იოანე 1:18)

# გამოსვლა 15:3, ახალი ქვეყნიერების თარგმანი: "იეჰოვა ძლიერი მეომარია. იეჰოვაა მისი სახელი".


სტატიის ორიგინალი:  http://htensai.blogspot.com/2011/12/blog-post.html
-----------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий