суббота, 1 января 2022 г.

სახარების ადრეული თარგმანი კოპტურ ენაზე და იოანეს 1:1с



ϨΝ ΤЄϨΟΥЄΙΤЄ ΝЄϤϢΟΟΠ ΝϬΙ ΠϢΑϪЄ ΑΥШ ΠϢΑϪЄ ΝЄϤϢΟΟΠ ΝΝΑϨΡΜ ΠΝΟΥΤЄ ΑΥШ ΝЄΥΝΟΥΤЄ ΠЄ ΠϢΑϪЄ -- John 1:1, Sahidic Coptic text


1. a. ϨΝ ΤЄϨΟΥЄΙΤЄ ΝЄϤϢΟΟΠ ΝϬΙ ΠϢΑϪЄ - დასაწყისში იყო სიტყვა

1. b. ΑΥШ ΠϢΑϪЄ ΝЄϤϢΟΟΠ ΝΝΑϨΡΜ ΠΝΟΥΤЄ -   სიტყვა იყო ღმერთთან
1. c. ΑΥШ ΝЄΥΝΟΥΤЄ ΠЄ ΠϢΑϪЄ -   და სიტყვა იყო ღმერთი

იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის მიცემული დავალების თანახმად, ადრეული ქრისტიანები ყველგან გულმოდგინედ ავრცელებდნენ სასიხარულო ცნობას იეჰოვას სამეფოს შესახებ. მათ სახარებები ბერძნული კოინედან რამოდენიმე უცხოურ ენაზე თარგმნეს. ამ თარგმანებიდან ყველაზე ადრეული – სირიულ, კოპტურ და ლათინურ ენებზე - დაახლოებით 200 წლის დასაწყისით თარიღდებიან[1] . ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები კოპტურ ენაზე საუბრობდნენ. ისინი საჰიდურ დიალექტს იყენებდნენ, სანამ XI საუკუნეში კოპტურ ღვთისმსახურებაში ის ფაიუმური და ბოჰაური დიალექტებით არ ჩაანაცვლეს.
              თავის მხრივ, კოპტური ენა იმ ძველეგვიპტური ენის განვითარების ბოლო დონეს წარმოადგენდა, რომელზეც ეგვიპტელები ჯერ კიდევ ფარაონების დროს ლაპარაკობდნენ. ფართოდ გავრცელებული კოინეს გავლენით, კოპტურ ენაში დამწერლობა შეიცვალა – იეროგლიფების ანუ ეგვიპტური კურსივის (ე.წ. «დემოტიკა») ნაცვლად, ბერძნული ანბანი გამოიყენებოდა, რომელსაც შვიდი სიმბოლო ჰქონდა დამატებული, რომლებიც თავის მხრივ ეგვიპტური იეროგლიფებიდან იქნა დასესხებული. კოპტური ენა სემიტურ-ქამიტური ენების ჯგუფს განეკუთვნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასში მოცემულია როგორც ქამიტური (ჩრდილოეთ აფრიკული) ენების ელემენტები, ასევე სემიტური ენების ელემენტები, ისეთების როგორებიცაა ებრაული, არამეული და არაბული.

              მას შემდეგ, რაც 1945 წლის დეკემბერში, სოფელ ნაგ ხამადი-ში (ეგვიპტე) აპოკრიფული სახარება იქნა ნაპოვნი, რომელიც დღეს «თომას სახარების» სახელითაა ცნობილი, სამეცნიერო სამყარომ ბევრი რამ გაკეთდა კოპტური ენის შესწავლის მიმართულებით. თუმცა, ამ თავდაპირველი გაცნობის შემდეგ, სამეცნიერო სამყარო უცნაურ მდუმარებას ინარჩუნებს უფრო ადრეულ და მნიშვნელოვან აღმოჩენასთან – იოანეს კანონიკური სახარების საჰიდურ კოპტურ ენაზე გაკეთებულ თარგმანთან დაკავშირებით. ეს თარგმანი გაკეთებული იქნა დაახლოებით ახ.წ. II საუკუნის ბოლოს.[2] ეს ხელნაწერი ინგლისურენოვან მკითხველებს 1911 წელს წარუდგინეს, [ღირსი] ჯორჯ უილიამ ჰორნერის ნაშრომში. დღეს უკიდურესად რთულია იოანეს კანონიკური კოპტური სახარების ჰორნერისეული თარგმანის თუნდაც ასლის პოვნა. ძირითადად, ეს წიგნები ბიბლიოთეკების საცავებში იმტვერება, მაშინ როდესაც «თომას სახარების» ასლები პოპულარული წიგნის მაღაზიების თვალსაჩინო თაროებს ამშვენებენ.
             
 თავის წიგნში ახალი აღთქმის ტექსტი (ეერდმანსი, 1987), ახალი აღთქმის ბერძნულ ენაზე შესრულებული მნიშვნელოვანი ტექსტების მკვლევარები - კურტ და ბარბარა ალანდები - აღნიშნავენ: «კოპტურ ენაზე შესრულებული ახალი აღთქმა, ახალი აღთქმის ტექსტის ისტორიის ერთერთ საუკეთესო წყაროს წარმოადგენს. თავისი მნიშვნელობით ის ალბათ მხოლოდ ლათინურ და სირიულ ენებზე გაკეთებულ თარგმანებს თუ ჩამოუვარდება, და ის წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს იმის ზუსტი წარმოდგენის შესაქმნელად, როგორ ვითარდებოდა დამწერლობა ეგვიპტეში». – გვ. 200, დანართი.

              იოანეს სახარების საჰიდური კოპტური ტექსტი, წინ უსწრებს ალექსანდრიული ტექსტის ტრადიციებს, ისევე როგორც ავტორიტეტული ვატიკანური კოდექსის (В) (Vatican 1209) ტრადიციებს – რომლებიც ჩვენს დღეებამდე მოღწეულ ძველბერძნულ ენაზე შესრულებული ახალი აღთქმის ხელნაწერებიდან საუკეთესოებს წარმოადგენენ. იოანეს სახარების კოპტურ თარგმანში ასევე მსგავსება ჩანს ბოდმერის ძველბერძნულ პაპირუსთან - Papyrus Bodmer XIV (p75), რომელიც ახ.წ. II ს. ბოლო - III ს. დასაწყისით თარიღდება.[3] ალექსანდრიული ტექსტის ტრადიციასთან დაკავშირებით, დოქტორი ბრიუს მეცგერი აღნიშნავს, რომ ის «ყველაზე უკეთეს ტექსტად მიიჩნევა, რომელიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება ორიგინალს».[4]
              ამიტომ, ის ფაქტი, რომ ბიბლიის პოპულარულ მთარგმნელთა უმრავლებამ საჰიდური კოპტური თარგმანის იოანეს 1:1-ის ტექსტის ღრმა კვლევის სრული იგნორირება მოახდინა – ძალიან უცნაური ჩანს. იქნებ, ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ იოანეს სახარების საჰიდურ-კოპტურ თარგმანში იოანეს 1:1с ისე არ არის გადათარგმნილი, როგორც ქრისტიანულ სამყაროშია მიღებული მისი გადათარგმნა? საჰიდური ტექსტი იოანეს 1:1-ის მესამე ნაწილს ასე თარგმნის: აუვ ნეუნოუტე პე პსადჟე. მისი პირდაპირი თარგმანი კი ასე ჟღერს: «და იყო ღმერთი სიტყვა»**%. ძველბერძნული კოინესგან განსხვავებით, საჰიდურ კოპტურ ენაში ორივე არტიკლია: როგორც განსაზღვრული – п, ასევე განუსაზღვრელი – у. იოანეს 1:1b-ს კოპტურ ტექსტში სიტყვა ნოუტე-ს პირველი გამოყენება მკაფიოდაა განსაზღვრული როგორც პნოუტე, ანუ ღმერთი, რომელიც დიდი ასოთი იწერება «God, Бог». ეს თანხმობაშია კოინეს ტექსტთან, რომელშიც იოანეს 1:1b-ში სიტყვა თეოს-ის – «god, бог» - წინ დგას განსაზღვრული არტიკლი ჰო-, ანუ – «სიტყვა იყო ღმერთი [God, Бог]».

              ის, რომ სიტყვა თეოს თარგმნისას ის პატარა ასოთი უნდა დაიწეროს, იქიდან ჩანს, თუ როგორ გამოიყენება ის იოანეს 1:1с-ს ბერძნულ ტექსტში. ბერძნულ ტექსტში ამ სიტყვის წინ განსაზღვრული არტიკლი არ დგას. ამასთანავე, თავად კოინეში განუსაზღვრელი არტიკლი არ არის. კოპტურ ენაში კი განუსაზღვრელი არტიკლი არის და ის იოანეს 1:1с-ს ტექსტშია გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ კოპტურ ენაზე თარგმნისას, როდესაც ორიგინალურ ბერძნულ ტექსტს კითხულობდნენ, ძველ მთარგმნელებს ეს უშუალოდ ასე ესმოდათ: «სიტყვა იყო ღმერთი [god, бог]».

              ადრეულ კოპტ ქრისტიანებს კოინე ისევე კარგად ესმოდათ, როგორც საკუთარი მშობლიური ენა. ამიტომ ძველბერძნულიდან მათ მიერ ნათარგმნი იოანეს სახარება სწორი და ძალიან ზუსტია. იმის წყალობით, რომ მათ ფაქტიურად გამოიყენეს განუსაზღვრეი არტიკლი სიტყვა «ღმერთის [god, бог]»  - ნოუტე-ს წინ, საჰიდური კოპტური თარგმანი გაცილებით ზუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ვულგატაში გაკეთებული თარგმანი. ამასთანავე, ლათინურ ენაში არანაირი არტიკლები არ არის. ძველი კოპტური თარგმანები, რომლებიც საჰიდურის შემდეგ – ბოჰაირულ დიალექტზე გაკეთდა, ამ მუხლში ასევე იყენებენ განუსაზღვრელ არტიკლს კოპტური სიტყვა «ღმერთის [god, бог]» წინ.

              კოპტური სიტყვა ნეუნოუტე (ნე-უ-ნოუტე) სამი ნაწილისაგან შედგება: ნე – ზმნური პრეფიქსია, რომელიც არასრულყოფილ (წარსულ) დროს აღნიშნავს, ანუ – «იყო [არსებობისას]»;  – კოპტური განუსაზღვრელი არტიკლია; და სიტყვა ნოუტე, «ღმერთი [god, бог]». ამ სიტყვის წინ ყოველთვის განსაზღვრული არტიკლი დგას, საუბარი თუ ერთადერთ ღმერთს (God, Бог) ეხება, ხოლო თუ სხვა ღმერთებზეა საუბარი, მაშინ ამ სიტყვის წინ განსაზღვრული არტიკლი არ გამოიყენება. თუმცა იოანეს 1:1с-ს კოპტურ ტექსტში სიტყვა ნოუტე უბრალოდ არტიკლის გარეშე არ გამოიყენება. იქ უშუალოდ განუსაზღვრელი არტიკლია გამოყენებული. ამგვარად, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი იოანეს 1:1с-ს ბერძნულ ტექსტს ორაზროვნებას კი მიაწერს, მაგრამ კოპტურ ენაზე გაკეთებული ამ ადრეული თარგმანის დახმარებით, ამ ფრაზის ზუსტი თარგმანი ასეთი გამოდის: «სიტყვა იყო ღმერთი [god, бог]». ეს იმის საგულდაგულო კვლევაზეა დაფუძნებული, თუ როგორ ესმოდათ II საუკუნეში ეს ტექსტი კოპტ მთარგმნელებს. კოპტური ფრაზა «იყო ღმერთი [god, бог]» - ნე-უ-ნოუტე ნე თავისი კონსტრუქციით სხვა ფრაზის იდენტურია, რომელიც იოანეს 18:40-ში გვხვდება, სადაც ბარაბას შესახებ ნათქვამია, რომ ის ნე-უ-სოონე ნე – «ავაზაკი იყო». ეს ზუსტად შეესაბამება ბერძნულ ორიგინალს – ენ დე ჰო ბარაბბას ლესტეს. აქ სიტყვა ლესტეს, რომელიც «ავაზაკადაა» ნათარგმნი, არტიკლის გარეშე გამოიყენება. ამიტომ ინგლისურად გაკეთებულ არცერთ თარგმანში არ არის ეს ფრაზა ასე ნათარგმნი: «Barabbas was a Robber, Варавва был Разбойником». ამგვარად, იოანეს 1:1с-ში მოცემული ფრაზა უნდა ითარგმნოს არა როგორც «სიტყვა იყო ღმერთი [God, Бог]» - გინდ ბერძნულიდან გაკეთდეს თარგმანი და გინდაც კოპტურიდან – არამედ როგორც «სიტყვა იყო ღმერთი [god, бог]». კოპტურიდან გაკეთებულ ინგლისურ თარგმანში (1911 წ. გამოცემა), ჰორნერი ასეთ თარგმანს გვთავაზობს: «დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან [God, Бог] ერთად არსებული, და სიტყვა იყო ღმერთი [god, бог]».

              ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კოპტურ ენაზე შესრულებული სახარების ყველაზე ადრეული თარგმანი ჯერ კიდევ მანამდე გაკეთდა, სანამ IV საუკუნეში ეკლესიაში ტრინიტარიზმმა მოიკიდა მჭიდროდ ფეხი. შეიძლება ეს იყოს იმის ერთერთი მიზეზი, რის გამოც ვერ ხედავდნენ კოპტი მთარგმნელები იოანეს სახარების ბერძნული ტექსტის დამახინჯების და ამ ფრაზის ასე თარგმნის აუცილებლობას «სიტყვა იყო ღმერთი [God, Бог]». როგორც იმ შორეულ დროში გადმოსცემდა საჰიდური კოპტური თარგმანი იოანეს 1:1с-ში მოცემულ ტექსტს, ბერძნული ორიგინალის შესაბამისად, სწორად და ზუსტად, ჩვენს დღეებშიც ზუსტად ასევე იქცევა ახალი ქვეყნიერების თარგმანი.

              ამგვარად, ნაწილობრივ ნათელი ხდება, თუ რატომ უკეთდება იოანეს 1:1с-ს საჰიდურ კოპტურ თარგმანს იგნორირება თანამედროვე რელიგიურ აკადემიურ წრეებში. ინგლისურენოვანი ახალი თარგმანების უმრავლესობა, ბიბლიის ამ ტექსტის კვლავ ასე თარგმნას განაგრძობს «სიტყვა იყო ღმერთი [God, Бог]». უძველესი დროიდან ჩვენამდე მოღწეული კოპტური თარგმანი იმის მკაფიო მტკიცებულებას გვთავაზობს, რომ ახალი ქვეყნიერების თარგმანი სწორად თარგმნის ამ ფრაზას, როდესაც წერს «სიტყვა იყო ღმერთი [god, бог]».


 დამატებითი ლიტერატურა (ყველა ინგლისურ ენაზეა):
           
ძველი ეგვიპტურის გრამატიკა, მე-3 გამოც., სერ ალან გარდინერის რედაქციით (გრიფიტის ინსტიტუტი), 1957.
მარვინ მაიერი. თომას სახარება: იესოს ქადაგების საიდუმლოებები (კოპტურ ტექსტთან ერთად). ჰარპერ კოლინზი, 1992.

** - იოანეს 1:1с-ის, საჰიდურ კოპტური ტექსტის თარგმნა შემდეგი სახით შეიძლება:
              აუვ ნეუნოუტე ნე პსადჟე
              აუვ ნე-უ-ნოუტე ნე პსადჟე
              აუვ – «და»
              ნე – ზმნური პრეფიქსი, რომელიც წარსულ დროს აღნიშნავს, ანუ – «იყო[არსებული]».
უ – კოპტური განუსაზღვრელი არტიკლი (შეესაბამება ინგლისურ «а»-ს)
              ნოუტე – «ღმერთი [god, бог]»
              ნე – კოპტური ნაწილაკი, რომელიც ნიშნავს «არის» ან «ის წარმოადგენს»
              ნ – კოპტური განსაზღვრული არტიკლი (შეესაბამება ინგლისურ «the»-ს)
             პსადჟე – «სიტყვა»
კოპტური ტექსტი პირდაპირ ასე ითარგმნება: «და – იყო არსებული – ღმერთი [god,бог] - წარმოადგენს – სიტყვას». ან თუ უფრო კორექტულად ვთარგმნით, ასე გამოვა: «და სიტყვა იყო ღმერთი [god,бог]».
% ბოჰარიულ დიალექტზე შესრულებულ კოპტურ თარგმანში იოანეს 1:1с-ში სიტყვა «ღმერთის [god,бог]» წინ ასევე განუსაზღვრელი არტიკლი დგას:
საჰიდური: ნეუნოუტე
ბოჰარიული:  ნე ოუნოუტო.


[1] - ალანდი, გვ. 68, 
ინგლ.
[2]  - ჯორჯ უილიამ ჰორნერი. ახალი აღთქმის კოპტური თარგმანი სამხრეთულ დიალექტზე, რომელსაც სხვაგვარად საჰიდური და ფევაური ჰქვია. – 1911, გვ. 398, 399, ინგლ.
[3]  - ალანდი, გვ. 91, ინგლ.
[4]  - ბრიუს მეცგერი, კომენტარები ახალი აღთქმის ძველბერძნულ ტექსტზე, მე-2 გამოც., 1994, გვ. 5, ინგლ.
[5] - ბიბლიის ტექსტი მოტვანილია გამოცემიდან «წმინდა წერილი — ახალი ქვეყნიერების თარგმანი»


(ჯოშუა ლუგანსკი)
--------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий