суббота, 19 марта 2022 г.

ომი და ქრისტიანები

 



იესო ქრისტეს სწავლების თვალსაზრისით თავსებადია თუ არა ომი, მკვლელობები და ქრისტიანის სახელი?

პირველ ქრისტიანებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ომისა და მკვლელობების მიმართ?


(შეკითხვა მსჯელობისთვის. როგორი თვისებები აისახება მებრძოლების სახეებზე ბრძოლის დროს? შეიძლება თუ არა იესო ქრისტეს წარმოდგენა სახის ასეთი გამომეტყველებით? ირეკლავენ თუ არა მეომართა ასეთი სახეები და ქმედებები ღვთიურ თვისებებს: მოყვასისა და მტრის სიყვარულს, სიკეთეს, მოწყალებას, თავმდაბლობას?)

 

თუ სხვა მითითება არ არის, ყველა მუხლი აღებულია ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემიდან.

მოცემული სტატიის ავტორის სურვილი ვინმეს შეურაცხყოფა არ არის. სტატია არ განსჯის კონკრეტულ ადამიანებს, ის უბრალოდ იესო ქრისტეს - ჩვენი უფლის გამონათვამებზე აკეთებს აქცენტს, მასში მოყვანილია პირველ საუკუნეებში მცხოვრები ქრისტიანების გამონათქვამები და ის ისტორიული მტკიცებულებები, რომლებიც ამ თემას შეეხება.

среда, 9 марта 2022 г.

ვის უნდა მივმართოთ ლოცვით: ძეს თუ მამას?



სტეფანეს «ლოცვა»
«იესოს სახელის მოხმობა»
«რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი»
«იმ დღეს არაფერს მკითხავთ»
დასკვნები

ქრისტიანთა ლოცვები მხოლოდ ღმერთისკენ შეიძლება იყოს მიმართული. წმინდა წერილში ღმერთს «მომსმენი ლოცვისა» ეწოდება (ფსალმუნები 64:3;  /65:2, საპატრიარქოს გამოცემა). ასეთი გარემოება პრინციპულად მნიშვნელოვან ხასიათს იძენს, როდესაც საუბარი იმ საკითხს ეხება, წარმოადგენს იესო ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთს თუ არა. იმიტომ რომ წმინდა წერილი რომ იმას ასწავლიდეს, რომ ლოცვით მიმართვა ძის მიმართაც შეიძლება, მაშინ მისი ყოვლისშემძლე ღმერთად მიჩნევა შეგვეძლებოდა. მაგრამ ბიბლია თუ არც ასეთ მითითებას შეიცავს და არც ძისადმი ლოცვით მიმართვის პირდაპირ პრაქტიკებს, შესაბამისად, იესო შეუძლებელია მსგავს სტატუსს შეესაბამებოდეს. 

მაშ ასე, ვპოულობთ თუ არა თვითონ წმინდა წერილში მსგავს მაგალითებს? თავიდან მათი კლასიკური არგუმენტები განვიხილოთ, ვისაც დასაშვები მიაჩნია ძისადმი ლოცვით მიმართვა.