среда, 23 декабря 2020 г.

წმინდა წერილიდან ღვთის სახელის წაშლა - მამისა და ძის "შერწყმის" პირველი ნაბიჯი

 

თავი წიგნიდან «სამება ქრისტიანობაში. დოგმატის წარმოშობის ისტორია»



…ვფიქრობ, მკითხველმა ყურადღება მიაქცია ეკლესიის მოაზროვნეთა შორის დოგმატური შეხედულებების ფორმირების მსვლელობას II - III საუკუნეების პერიოდში. ჩვენს წინაშე შემდეგი სურათი იშლება:

I საუკუნე (მოციქულთა საუკუნე) – იესოს, მისი მოციქულებისა და პირველი ქრისტიანული თაობის მსახურების პერიოდი. ლამის I საუკუნის დასასრულამდე ქრისტიანებს ეჭვიც კი არ აქვთ არავითარი «სამების» დოგმატის შესახებ.

II საუკუნე – მოციქულების სიკვდილის შემდეგ, ელინისტური წარმოშობისა და განათლების მქონე გაცილებით სახელოვანი საეკლესიო ლიდერები (ე.წ. «ეკლესიის მამები») შეიარაღებაში ბერძნულ ფილოსოფიას იღებენ. პლატონისეული და ფილონისეული «ლოგოსი» მათ მიერ ასოცირდება იესოსთან-«სიტყვასთან» («ლოგოსთან», იოანე 1:1). ამავდროულად, «სამების» დოგმატი ქრისტიანებისთვის ჯერ ცნობილი არ არის.

III საუკუნე – «ეკლესიის მამები» სესხულობენ პლატონისეულ «მსოფლიო სამების» კონცეფციას და თავის საღვთისმეტყველო ლექსიკონში ტერმინი «სამება» შეაქვთ. მასში იგულისხმება მამა, ძე და სულიწმინდა, რომლებიც, ამავდროულად, ყოველმხრივ ერთმანეთისგან განცალკევებულნი რჩებიან და ერთმანეთში სუბორდინაციული მორჩილება აქვთ, მამას ძე ემორჩილება, და ასე შემდეგ  – სულამდე. ეს ჯერ კიდევ არ არის ის «სამება», რომლისაც ეკლესიებს ჩვენს დღეებში სწამთ.

IV საუკუნე – ხდება ბუნების, მდგომარეობისა და ცოდნის თანდათანობითი დოგმატური «ტრინიტარული შერწყმა», ჯერ მამისა და ძის, შემდეგ კი სულიწმინდის. ფორმირდება «სამერთიანი ღმერთის» საეკლესიო დოგმატი. 

суббота, 5 декабря 2020 г.

კაენის მსხვერპლი

 



«ძმებო, ნუ იაზროვნებთ ბავშვურად; ბოროტებისთვის ბავშვები იყავით, აზროვნებით კი - ზრდასრულნი» (1 კორინთელები 14:20)


საიტის მასალებით «სარგებლობის წესები»

«მოწმეების» ჯგუფები YouTube-სა და Facebook-ზე

«და რა არის ამაში ცუდი?»

«ეს ღვთისადმი ჩემი მსხვერპლია!»… სჭირდება კი მას ასეთი «მსხვერპლი»?

«დიდი რამისკენ ისწრაფვი; ნუ ისწრაფვი!» (იერემია 45:5)

«გაეცალეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს» (რიცხვები 16:26)

დასკვნა

  

 

воскресенье, 22 ноября 2020 г.

«განიწმინდოს შენი სახელი…» (მათე 6:9)

 



 

ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანს» უწოდებს, ვინ არ იცის ყველაზე ცნობილი, იესოს მიერ მოცემული ლოცვა, რომელმაც «მამაო ჩვენოს» სახელწოდება მიიღო? ის ასეთი სიტყვებით იწყება:

 «ამიტომ ასე ილოცეთ: ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი…»
 (მათე 6:9 
«ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).

მრავალმა ის ზეპირად ისწავლა. თუმცა დაზეპირება – ერთია, ლოცვის თანახმად მოქმედება კი – სრულიად სხვა. პარადოქსია, თუმცა თანამედროვე «ქრისტიანთა» უმრავლესობას, რომლებიც რეგულარულად წარმოთქვავენ ლოცვებში ფრაზას «წმინდა იყოს სახელი შენი…», როგორც ირკვევა, აბსოლუტურად არ აინტერესებთ არც ამ სახელის ცოდნა, არც იმის გაგება, თუ რას ნიშნავს «განწმინდო» ეს სახელი და არც ის, თუ როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება რეალურ ცხოვრებაში. ღმერთის რა სახელია ეს, რომელიც ქრისტიანებმა უნდა «განწმინდონ»? და შეიძლება თუ არა ამ სახელის «განწმენდა», მისი გამოყენების გარეშე?

суббота, 17 октября 2020 г.

არათანმიმდევრული თანმიმდევრობა



მრავალ ტრინიტარს მოჰყავს მტკიცებულება, რომელიც მათი აზრით დამაჯერებლად მოწმობს იმის შესახებ, რომ მამა და ძე ერთ პიროვნებას წარმოადგენენ. ზოგიერთი მუხლი ებრაულ წერილებში, რომლებშიც საუბარი იეჰოვას ეხება, ბერძნულ წერილებში იესო ქრისტეს მიმართ გამოიყენება. მაგალითად, ესაიას 40:3-ში ნათქვამია: 
«ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: “განუმზადეთ გზა უფალს, მოუსწორეთ ტრამალზე ბილიკი ჩვენს ღმერთს."». [სბს-სტოკჰოლმი 2001]
ებრაულ ტექსტში, სიტყვა «უფლის» ადგილას დგას ღვთის პირადი სახელი — იეჰოვა. მარკოზის 1:2-4-ში ეს სიტყვები იოანე ნათლისმცემლის მიმართ გამოიყენება, რომელიც იესო ქრისტესთვის ამზადებდა გზას. 

пятница, 2 октября 2020 г.

კიდევ ერთხელ სამების შესახებ


ბროკგაუზის ბიბლიურ ენციკლოპედიაში, ასეთი კომენტარია გაკეთებული სამების სწავლებასთან დაკავშირებით:

«ეკლესიაში სამერთიანობის შესახებ სწავლება მთლიანი ბიბლიური გზავნილის ღრმა გააზრების შედეგად წარმოიშვა. ის პირველი საუკუნეების ქრისტიანების მიერ იქნა ჩამოყალიბებული. მასშია მოქცეული უზენაესი, ადამიანის გონებისათვის ჩაუწვდომელი საიდუმლო, რომელიც "არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში" (1კორ 2:9). ვინაიდან ღვთის სამერთიანობის რწმენა ადამიანურ სიტყვებშია მოქცეული, რომელთა უკანაც ყოველთვის დგას განსაზღვრული წარმოდგენები, ამიტომ გასაგები ხდება, თუ უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით რატომ არსებობს მნიშვნელოვანი აზრთა სხვაობები. მით უმეტეს, რომ ბიბლიაში არცერთხელ არაა პირდაპირ ნათქვამი მამის, ძისა და წმ. სულის ღვთაებრივი არსის ერთიანობის შესახებ, არამედ მსგავსი დასკვნა კეთდება მხოლოდ ერთად აღებული ყველა ბიბლიური მტკიცებულებების მიმოხილვის საფუძველზე… ღვთის სამერთიანობის შესახებ სწავლების ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ერთიანი ღმერთი განსხვავებულ ჰიპოსტასებში წარმოდგება; თითოეულ ამ პირში ორი დანარჩენიც არის, თუმცა ჰიპოსტასები ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდებიან და გარკვეული თანამშრომლობა გააჩნიათ ერთმანეთთან. ამ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების პოვნა ადრეული ეკლესიის რწმენის სიმბოლოებში შეიძლება».

суббота, 26 сентября 2020 г.

სწორია თუ არა გამოთქმა "მე ვარ" ღვთის სახელად რომ მივიჩნიოთ?


იოანეს 8:58: «ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ»

მუხლები მოყვანილია ბიბლიის გამოცემიდან "მცხეთური ხელნაწერი-გ. მთაწმინდელი":

დაბადება 4:9 და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?
კაენი - ღვთის ჰიპოსტასია?

четверг, 17 сентября 2020 г.

უკვდავია თუ არა სული?



დიდი ალბათობით, ის მკითხველი, რომელსაც ბ რასელისა [2] და კ. ლამონტის [3] მსგავსად, მატერიალისტური (ათეისტური) პოზიცია უკავია, უარყოფით პასუხს გასცემს სტატიის სათაურში მოცემულ შეკითხვას. ამავდრიულად, მცდარი იქნებოდა თუ ვიფიქრებდით, რომ ყველა მათგანი, ვისაც თეისტური პოზიცია უკავია, დადებითად უპასუხებენ ამ შეკითხვას. ამის მაგალითს წარმოადგენს ადვენტისტი ღვთისმეტყველის ს. ბაკკიოკის თხზულება «უკვდავება თუ მკვდრეთით აღდგომა». აშკარაა, რომ ამ კითხვაზე პასუხი შეხედულებების იმ სისტემით განისაზღვრება, რომელიც ადამიანს აქვს, თავად შეხედულებების ეს სისტემა კი, თუ მორწმუნე ადამიანებზე ვისაუბრებთ, განისაზღვრება წმინდა წერილის ინტერპრეტაციით, როგორც ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის (ეკლესიის, კონფესიის, დენომინაციის) მრწამსის საფუძველის წარმოადგენს. ამ სტატიაში ამ წმინდა წერილში ბიბლია იგულისხმება.

სტატიის სათაურში დასმული შეკითხვის განხილვისას, სწორი იქნებოდა თავდაპირველად ის განგვესაზღვრა, თუ ბიბლიის თანახმად, რა უნდა ვიგულისხმოთ სიტყვა «სულში».

вторник, 8 сентября 2020 г.

წმინდა სული – ვინ თუ რა?


როგორც ვფიქრობ, ასეთი სახით დასმული ეს შეკითხვა, ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენელთა დიდ უმრავლესობაში ერთგვარ გაოცებას ან გაკვირვებას გამოიწვევს, იმიტომ რომ ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიების უმრავლესობას სამპიროვანი ღმერთის, ანუ სამების სწამს, სადაც ღვთაების მესამე პირს (ჰიპოსტასს) წმინდა სული წარმოადგენს (სამების დოგმატის წარმოშობასთან დაკავშირებით იხილეთ სტატია [1]).

суббота, 29 августа 2020 г.

რწმენის გამო გასამართლებულნი (ტერესა ვონტორ-ციხი)

 


ტერესა ვონტორ-ციხის წიგნი "რწმენის გამო გასამართლებულნი", რომელშიც მოთხრობილია იმ იეჰოვას მოწმეებზე, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკი "ოსვენციმის" საშინელებები გადაიტანეს.

пятница, 21 августа 2020 г.

ღვთის სახელი ახალ აღთქმაში




ზუსტად ისე, როგორც უძველეს ასლებშია?
"Nomina Sacra" და ღვთის სახელი
არტიკლები Κύριος-ის წინ
ძველი აღთქმის ციტატები ახალ აღთქმაში
ადრეულმა ქრისტიანებმა იცოდნენ ღვთის სახელი
ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (რუსულ ენაზე)
ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (ივრითზე)
ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (ინგლისურ ენაზე)
ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (გერმანულ ენაზე)
დასკვნა



ახალი აღთქმის თარგმანების მთელ რიგში შეიძლება ღვთის სახელის – იეჰოვას ნახვა. ზოგიერთებში ბიბლიის თარგმანების ავტორების ასეთმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება კითხვა წამოჭრას: რამდენად მართებულია ღვთის სახელის გამოყენება ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში? ვინაიდან არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის ფაქტი, რომ ტეტრაგრამატონი (ღვთის სახელი) დაახლოებით 7 000 ჯერ გვხვდება ებრაულ წერილებში (ანუ ძველ აღთქმაში), რის შედეგადაც ბიბლიის თარგმანები, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტად შეესაბამებოდნენ ტექსტის პირველწყაროს, ცდილობენ რომ საკუთარ ფურცლებზე აღადგინონ ეს სახელი. თუმცა ასეთ შემთხვევაში რაზეა დაფუძნებული ღვთის სახელის გამოყენება ახალი აღთქმის თარგმანებში, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დღეს არსებულ ხელნაწერებში ეს სახელი არ გვხვდება?


ეს კარგი შეკითხვაა, და მოცემულ სტატიაში მის განხილვას შევეცდებით. მოხერხებულობისთვის სტატიაში მოცემული იქნება დამატებითი წყაროების ბმულები, სადაც ზუსტი განმარტებები და მაგალითებია მოცემული.

მაშ ასე

 

четверг, 13 августа 2020 г.

პალატინის გრაფიტო - ჯვარცმის თუ წარმართული კულტის აღწერა?



შეუსაბამობები გაგებებში
ვირისთავიანი სეთი-ტიფონის კულტი
სიმბოლო "Y"
ჯვარცმული ფიგურა?
დავუშვათ, ჯვარია. და კვლავ პრობლემა...
დასკვნები


როდესაც წამოიჭრება კითხვა იმასთან დაკავშირებით, იესო ჯვარზე იყო გაკრული თუ ჩვეულებრივ ბოძზე, პირველი ვარიანტის მომხრეები აუცილებლად ახსენებენ ხოლმე ე.წ. «პალატინის გრაფიტოს» მაგალითს. მიიჩნევა, რომ ესაა ჯვარცმული იესოს ყველაზე ადრეული გამოსახულება. რა არის მის შესახებ ცნობილი და ნამდვილად შეიძლება თუ არა ის ჩაითვალოს წყაროდ, რომელიც დროით სახარებისეული მოვლენების "ახლობელია"?

პალატინის გრაფიტო (იგივე «ალექსამენოსის გრაფიტო») წარმოადგენს ნახატს, რომელიც თაბაშირის კედელზეა შესრულებული რომში, პალატინის ბორცვის მიმდებარედ. «ვიკიპედიაში» (რუს.) მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
 

«გრაფიტი აღმოჩენილი იქნა 1857 წელს, როდესაც პალატინის ბორცვზე აღმოჩენილი იქნა შენობა სახელწოდებით დომუს გელოტიანა. იმპერატორმა კალიგულამ ეს სახლი მასში იმპერატორის სასახლის მოსაწყობად იყიდა, რომელიც კალიგულას სიკვდილის შემდეგ გამოიყენებოდა როგორც პედაგოგიუმი (სკოლა-ინტერნატი) იმპერატორის პაჟებისთვის. [… ] გრაფიტოზე გამოსახულია ჯვარზე გაკრული ადამიანის მსგავსი ფიგურა ვირის თავით. გამოსახულების ზედა მარჯვენა კუთხეში არის სიმბოლო, რომელიც განისაზღვრება ან როგორც ბერძნული ასო ეფსილონი, ან როგორც ტაუ-ჯვარი. გამოსახულების მარცხენა ნაწილში ადამიანია, რომელიც, როგორც ჩანს, ალექსამენოსს, რომაელ ჯარისკაცს ან მცველს წარმოადგენს, ერთ ხელს ისეთი ჟესტით სწევს, რომელიც შესაძლოა, ამ ფიგურისადმი თაყვანისცემას მოიაზრებს. ჯვრის ქვეშ გაკეთებულია წარწერა, რომელიც "დამტვრეული" ბერძნულითაა შესრულებული: «Αλεξαμενος ςεβετε θεον». სიტყვა «ςεβετε» აქ შეიძლება გაგებული იყოს როგორც სიტყვა «ςεβεται»-ის დამწერლობის ვარიანტი (შესაძლოა, ფონეტიკურად მცდარი) ტრადიციულ ბერძნულ ენაზე, რაც «თაყვანისცემას» ნიშნავს. წარწერა სრულად შეიძლება ასე ითარგმნოს «ალექსამენოსი თაყვანს სცემს [თავის] ღმერთს». ზოგი სხვა წყარო შესაძლო თარგმანის ასეთ ვარიანტს გვთავაზობს «ალექსამენოსი ღვთისადმი თაყვანისცემის პროცესში» ან მსგავსი».

понедельник, 3 августа 2020 г.

რატომ არ ვიღებ სიმბოლოებიდან უფლის გახსენების საღამოზე




   დრო და დრო მიწევს შეკითხვის მოსმენა, რომელიც შეეხება ყოველწლიურად უფლის გახსენების საღამოზე წარმოდგენილი სიმბოლოებისადმი – ღვინისა და უფუარი პურისადმი - იეჰოვას მოწმეების დამოკიდებულებას. შეკითხვა ახალი არ არის: ამ ქრისტიანების დიდი უმრავლესობა რატომ არ იღებს ამ სიმბოლოებს? განა ეს იესოს იმ მითითების დარღვევას არ წარმოადგენს, რომელიც მან თავის მოწაფეებს მისცა უფლის სერობის პირველ საღამოს, 33 წლის 14 ნისანს? (ლუკა 22:14-20). რადგან, ვინც კი იმ შესანიშნავი მომენტის დროს იესოს გვერდით იყო, ყველამ ჭამა უფუარი პური და ყველამ დალია წითელი ღვინო! განა, ასე მოქცევით, იეჰოვას მოწმეები იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი ერთგვარ უპატივცემულობას არ ავლენენ?


   ამ სტატიში ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ყველა იეჰოვას მოწმის ნაცვლად ან მთელი მათი ქრისტიანული ორგანიზაციის ნაცვლად საუბარი. ეს საკითხის უშუალოდ ჩემი გაგებაა. მე შევეცდები ავხსნა, თუ პირადად მე რატომ მიკავია ასეთი პოზიცია და რატომ არ გამაჩნია იმის სათანადო ბიბლიური საფუძველი, რომ უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოები მივიღო. ეს შეხედულება ღვთის სიტყვის შუქში ამ საკითხის პირადი კვლევის შედეგად ჩამომიყალიბდა და ამ მოსაზრებას ვიზიარებ, პირადად მიღებული, სერიოზული მტკიცებილებებიდან გამომდინარე.


თუმცა, სანამ ჩემი ასეთი პოზიციის მიზეზებს აგიხსნიდეთ, მინდა რამოდენიმე მოკლე გადახვევა გავაკეთო.

понедельник, 27 июля 2020 г.

ესაიას 44:24, ებრაელების 1:10 და ტიპოლოგია


ესაიას 44:24-ში ნათქვამია: "...მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა". როგორ ავხსნათ წმინდა წერილის ეს ადგილი, თუ ცნობილია რომ ყველაფრის შექმნაში ღმერთს ქრისტე ეხმარებოდა, ანუ გამოდის, რომ ღმერთი მარტო არ ქმნიდა?

ღმერთი თავის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით ამბობს: 

«… მე ვარ იეჰოვა, რომელმაც ყველაფერი შევქმენი, მე გადავჭიმე ცა და თვითონ განვავრცე დედამიწა» (ესაია 44:24).

სხვა ადგილას იგივეა ნათქვამი იეჰოვას ძეზე, იესოზე: 

«თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი» (ებრაელები 1:10). 

ასეთმა «წინააღმდეგობამ» შეიძლება რიგი კითხვები გამოიწვიოს. მაგალითად, წარმოადგენენ თუ არა იეჰოვა და იესო ერთ პიროვნებას? შეიძლება თუ არა ორი შემოქმედი არსებობდეს?

воскресенье, 19 июля 2020 г.

იესო თუ – უფალია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის – ღმერთია?


  ხშირად, იქიდან გამომდინარე, რომ ბიბლიაში იესოს მიმართებით ხშირად გამოიყენება გაგება «უფალი», კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომ ის ღმერთი და თვით იეჰოვაა.
    ასეთი დასკვნა ჩვეულებრივ იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ ყურადღების მიღმა ტოვებენ (შეგნებულად ან შეუგნებლად) შემდეგ ორ გარემოებას.
    პირველი, ძველი აღთქმის ორიგინალურ ტექსტებში, უმრავლეს შემთხვევებში, სადაც დღეს სხვადასხვა თარგმანებში სიტყვა «უფალი» წერია, წინათ ტეტრაგრამატონი, ანუ ღვთის სახელი ეწერა, რომელიც დღეს გადმოიცემა როგორც იეჰოვა ან იაჰვე (იახვე). თუმცა დღესაც არსებობს თარგმანები სხვადასხვა ენებზე, რომლებშიც ღვთის სახელი ისე გამოიყენება, როგორც უნდა გამოიყენებოდეს. მაგალითად, მართლმადიდებელი არქიმანდრიტი მაკარის (რუსულ) თარგმანში, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიცა, ღვთის სახელი იეჰოვა დაახლოებით 3500-ჯერ მოიხსენიება. ყურადღება მიაქციეთ, მაგალითად, ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემის (ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური თარგმანი) შემდეგ ადგილებს, სადაც ინტუიციის დონეზეც კი გასაგებია, რომ სიტყვა «უფლის» ნაცვლად «იეჰოვა» უნდა იდგეს: მეორე რჯული 4:35; მსაჯულები 11:24; ფსალმუნები 67:5,27; 82:19; 99:3; 117:27; 143:15; 2 მეფეები 7:26; 3მეფეები 18:21; 2 ნეშტთა 33:13; ესაია 42:847:448:251:1554:5; იერემია 10:16; 16:21; 31:35; 32:18; 33:2; 46:18; 50:34; 51:19,57; ეზეკიელი 39:7; ამოსი 4:13; 5:8,27; 9:6; საქმეები 3:20; იაკობი 5:10; 2 ტიმოთე 1:18; გამოცხადება 1:8; 4:10; 19:6; 21:22.

четверг, 9 июля 2020 г.

ხატების თაყვანისცემა ბიბლიის შუქში



ევგენი ვლადიმიროვი

 

შინაარსი

1. რას ამბობს ბიბლია
2. მართლმადიდებლური ხატწერის წარმართული წარმომავლობა
3. წარმართული სიმბოლოები ხატებზე
4. როდის გაჩნდა პირველი "ქრისტიანული" ხატები
5. ხატების თაყვანისცემის აყვავების ისტორიული ფონი
6. ხატების თაყვანისმცემელთა არგუმენტები


მოცემულ მცირე ზომის სტატიაში მოცემულია «სამუშაო» მასალა, რომელიც ქრისტიანს იმაში დაეხმარება, რომ მართლმადიდებელი რელიგიის წარმომადგენელს არგუმენტირებულად აუხსნას, თუ რატომ გააჩნია ხატების თაყვანისცემას წარმართული წარმომავლობა და რატომაა შეუთავსებელი წმინდა წერილის სწავლებასთან. ასევე სტატიაში გარჩეულია ხატების თაყვანისცემის დამცველი მთავარი არგუმენტები, რომლებიც ქრისტიანებმა შეიძლება მოისმინონ მათი მართლმადიდებელი თანამოსაუბრეებისაგან.

четверг, 2 июля 2020 г.

სამება, ტრიმურტი, ტრიგლავი...



ე.წ. «ქრისტიანული» სამების წარმართულ წარმომავლობაზე ბევრი ნაშრომია დაწერილი და ბევრი სიტყვებია ნათქვამი. იმ ცდომილების გაცნობიერება, რომელიც ამ დოგმასთანაა დაკავშირებული და რომლის კულტივირებასაც 1700 წლის განმავლობაში ახდენენ საეკლესიო ღვთისმეტყველები, სულ უფრო აშკარა ხდება არა მხოლოდ ისტორიკოსებისთვის, არამედ თვითონ ქრისტიანებისთვისაც. განსაკუთრებით ბოლო წლებში შეიმჩნევა სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელ მორწმუნეებში მოცემული სწავლების გადახედვის და მასზე სრული უარის თქმის ტენდენციის გაძლიერება, როგორც ქრისტეს სწავლების სულისათვის შეუსაბამო სწავლების მიმართ.


ასეთი ტენდენცია ლოგიკურია, რადგან ინტერნეტმა ძალიან ფართო შესაძლებლობები მისცა ადამიანებს რათა გაეცნონ უამრავ სამეცნიერო, ისტორიულ და არქეოლოგიურ წყაროებს, რომლებიც ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ ხელმიუწვდომელი იყო მკითხველთა ფართო წრისათვის. სტრიქონობრივი თარგმანებით ბიბლიის გაცილებით ღრმა ტექსტოლოგიურმა კვლევამ და წმინდა წერილის უძველესი ხელნაწერების ციფრულმა ასლებმა, რომლებიც წამყვან მუზეუმებს თავისუფალ წვდომაში აქვთ გამოქვეყნებული ონლაინ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამერთიანობის დოგმატის კრიტიკულ გადახედვას.

სამების უარყოფის ერთერთი ძირითადი მიზეზი გახდა წარმართული სამყაროს მრავალრიცხოვან კულტებში ტრიადების თაყვანისცემის განვითარების ისტორიული ცნობების ხელმისაწვდომობა. სრულიად უგუნური ჩანს მოცემული ფაქტების უარყოფის მცდელობები. ღვთაებრივი ტრიადების საკრალიზაცია ათასწლეულების განმავლობაში იმდენად ჩვეული პრაქტიკა იყო მსოფლიოს რელიგიებსა და მითოლოგიებში, რომ ამაზე საეკლესიო ღვთისმეტყველებიც კი არ დავობენ. თუმცა, ამ დოგმატის მხარდაჭერის მცდელობისას გამოითქმება საწინააღმდეგო აზრი, თითქოსდა «ქრისტიანულ» სამებასა და წარმართულ სამებებს შორის საერთო არაფერია, და ამ უკანასკნელების განვითარება ქაოტურად ხდებოდა. რამდენად საფუძვლიანია მსგავსი მოსაზრება?

среда, 24 июня 2020 г.

მე არ მწამს სამების დოგმატი...




«დოგმატი წმინდა სამების შესახებ ჩაუწვდომელია, ეს საიდუმლო დოგმატია, ის ჩაუწვდომელია გონების დონეზე. ადამიანური გონებისთვის წმინდა სამების შესახებ სწავლება წინააღმდეგობრივია, იმიტომ რომ საიდუმლოა, რომლის რაციონალურად გადმოცემაც შეუძლებელია» (მღვდელი ოლეგ დავიდენკოვი). 

ასეთი და ამის მსგავსი აღიარებების წაკითხვა ან მოსმენა ხშირად შეიძლება წიგნებში, ლექციებზე ან მართლმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების საიტებზე. და იცით, მე სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. იმიტომ რომ იმის გაგება - თუ რა არის სამება - მეც არანაირად არ შემიძლია და არც არასოდეს შემეძლო. მისი გაგება არ შეუძლიათ მილიონობით ქრისტიანებს, რომლებსაც სრულიად გულწრფელი მოტივები ამოძრავებთ ამ საკითხის კვლევისას. სამების გაგება მათაც კი არ შეუძლიათ, ვისაც საკუთარ ეკლესიებში ასწავლეს ამ დოგმატის შესახებ. მაშინაც კი, როდესაც ისინი მის ახსნას ცდილობენ, ჩანს, რომ მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ: როგორ შეიძლება ახსნა ის, რაც შენ თვითონაც არ გესმის?   

вторник, 16 июня 2020 г.

რატომ არ მინდა ზეცაში ცხოვრება...



წარმოიდგინეთ, ვიღაცას თავში რომ მოუვიდეს იდეა, რომ ყველა თეთრი დათვი არქტიკიდან ტაიგაში გადაასახლოს, სადაც კლიმატიც გაცილებით რბილია, საკვებიც გაცილებით მრავალფეროვანი და პეიზაჟიც უფრო მდიდარი.

იცხოვრონ თავის მურა მოძმეებთან ერთად, რათა თავი გამოყოფილებად არ იგრძნონ. რამდენად წარმატებული იქნება ასეთი ღონისძიება? ვფიქრობ, უბედური დათუნიებისთვის მსგავსი ექსპერიმენტი დათვური სამსახური აღმოჩნდება. 

вторник, 9 июня 2020 г.

კურთხევა თუ წყევლა?



ოდესღაც ვიღაცას უთქვამს: «განსაცდელისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რწმენის შენარჩუნება, არამედ სიყვარულისაც». ალბათ, ეს აზრი რაღაცით ეხმიანება იმას, რასაც ბიბლია 1 კორინთელების 13:3-ში ამბობს -

«მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს».

ჩვენს გარშემო არსებულ სასტიკ ქვეყნიერებაში ათასობით ადამიანი დაექვემდებარა და კიდევ დაექვემდებარება უსამართლო მოპყრობას და დევნას ხელისუფლებების მხრიდან. ამასთან დაკავშირებით იესომ, როგორც ჩანს, არანაკლები გაოცება გამოიწვია საკუთარ მოწაფეებში, როდესაც მათ იმაზე მიუთითა, თუ რით უნდა განესხვავებინათ ისინი სხვებისაგან გამოცდებისა და დევნების დროს:

«თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდეს“, მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის» (მათე 5:43,44).

იესომ უცნაური რაღაც თქვა. არსებითად, მან უთხრა: მსოფლიოში მრავალს დევნიან, თუმცა თქვენ თუ ჩემი მოწაფეები გქვიათ, მაშინ სხვებისგან, მდევნელების მიმართ დამოკიდებულებითაც კი უნდა განსხვავდებოდეთ. სიყვარულით მოექეცით მათ, ნუ დაწყევლით და ნუ დაემუქრებით მათ, პირიქით, დალოცეთ ისინი და ილოცეთ მათთვის! 

суббота, 30 мая 2020 г.

გარიცხვა და მისი ბიბლიური საფუძველი



შინაარსი:

ღვთის კრების პასუხისმგებლობა სულიერი სისუფთავისადმი მოუნანიებელი 

ცოდვილების გარიცხვის ბიბლიური პრინციპი

«რადგან ქლოეს ოჯახისგან შევიტყვე…». დაბეზღება თუ სამართლიანობის სურვილი?

"მოიშორეთ ბოროტი ადამიანები" (1 კორინთელების მე-5 თავი)

რატომაა აუცილებელი

ურთიერთობის შეზღუდვა

ადრეული ეკლესია და რეფორმაცია

2 თესალონიკელების 3:14,15

2 იოანეს 10,11

ვინ იღებს გადაწყვეტილებას?

სასამართლოს საჯაროობა?

წმინდა სულის წინააღმდეგ შეცოდება?

გარიცხვა და აღდგენა

შეჯამება

понедельник, 18 мая 2020 г.

ვინ უნდა ქადაგებდეს?






«ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად» (მათე 24:14)



შესავალი

ბიბლია და სასიხარულო ცნობის გაცხადების მნიშვნელოვნება  

მოციქულები – ჭეშმარიტების მქადაგებლები

მხოლოდ «რჩეულები» ქადაგებენ?

სულის ჩაქრობა

იეჰოვას მოწმეების მაგალითი

ქადაგების ორგანიზებულობა

კარდაკარ

კითხვები იეჰოვას მოწმეებს




                                                 შესავალი





  იესო «ადგილობრივი მნიშვნელობის» მასწავლებელთა კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა. ის არ ელოდა, თუ როდის მივიდოდა ხალხი მასთან სახლში და როდის სთხოვდა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. პირიქით, წმინდა წერილი მას როგორც სიმართლის მოშურნე მქადაგებელს წარმოაჩენს. იესო ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ ექადაგა სინაგოგებში, და არა მხოლოდ ერთ ქალაქში, არამედ ქალაქებსა და დასახლებებში მთელი გალილეისა და იუდეის ტერიტორიაზე (მათე 4:23; 9:35; ლუკა 4:43, 44; იოანე 18:20). კიდევ უფრო ხშირად, წმინდა წერილების თანახმად, იესო ქადაგებდა ტბის პირას, მთის ფერდობზე, გზაში, დასახლებებში და ასევე მათ სახლებში, სადაც მას იღებდნენ. სადაც არ უნდა შეხვედროდა ადამიანებს, ის მათ კაცობრიობასთან მიმართებაში ღვთის ჩანაფიქრზე ელაპარაკებოდა (ლუკა 5:3; 6:17-49; 7:36-50; 9:11, 57-62; 10:38-42; იოანე 4:4-26, 39-42). აქტიური ძალისხმევის წყალობით, მისმა საქმიანობამ ძალიან მოკლე დროის განმავლობაში ისრაელის დიდი ნაწილი მოიცვა და ამან ჩვეულებრივ ადამიანებს ჭეშმარიტების გაგებისა და ღმერთთან დაახლოების შესაძლებლობა მისცა. თუ როგორი იყო ამგვარი თავგანწირული მსახურებისადმი მისი დამოკიდებულება, იესომ ნათლად აჩვენა, როდესაც თქვა: «მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა» (იოანე 18:37. შეადარეთ მარკოზი 1:38).


пятница, 8 мая 2020 г.

შაბათი და ქრისტიანი


«რადგან ამისთვის სულიერი განსჯაა საჭირო» (1 კორინთელები 2:14)

«სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით»
«შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან»
შაბათი და იესო (მათე 11:28,29)
ათ მცნებას არ ეხება?
«რჩება დასვენება შაბათს»



ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ათი მცნების მეოთხე მცნებას – მცნებას შაბათის შესახებ. დღეს ზოგიერთ გულწრფელად მორწმუნე ადამიანს ქრისტიანისათვის აუცილებლად მიაჩნია ძველიაღთქმისეული კალენდარული შაბათის დაცვის მითითების შესრულება. ამავდროულად მრავალი არანაკლებად გულწრფელი ქრისტიანისათვის აშკარაა ის ჭეშმარიტება, რომელიც ახალ აღთქმაშია არეკლილი: 


«ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი.» (კოლასელები 2:16,17).
«ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.» (რომაელები 14:5,6).
«ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ? დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებითვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის.» (გალატელები 4:9-11).

пятница, 1 мая 2020 г.

აბადონი, უფსკრული და კალიები



  ყველამ, ვინც ახლოს იცნობს იეჰოვას მოწმეებს, მშვენივრად იცის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ბიბლიის, ღმერთისა და იესო ქრისტეს მიმართ. ისინი იეჰოვა ღმერთს, და მხოლოდ და მხოლოდ მას ეთაყვანებიან. ისინი პატივს სცემენ მის წმინდა სახელს და საკუთარ თავს მის მოწმეებად მიიჩნევენ. ისინი იესო ქრისტეს პატივს სცემენ, მის მითითებებს მიჰყვებიან და მას ზუსტად იმ მესიად და მეფედ აღიარებენ, რომლის დედამიწაზე გამოგზავნაც იეჰოვა ღმერთმა დაგვპირდა. მათ სწამთ, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს მსხვერპლით იფარება ჩვენი ცოდვები. ბიბლია იეჰოვას მოწმეებისთვის – ესაა სულიერი ორიენტირების უმთავრესი წყარო, მათი «კონსტიტუცია», უმთავრესი კანონი.

თუმცაღა რისი მოსმენა არ უწევთ თავის მისამართით იეჰოვას მოწმეებს: "თქვენ – უღმერთოები ხართ! იეჰოვას მოწმეები თავადვე აღიარებთ ანტიქტისტესთან პირად კავშირს! თქვენი მეფე – ეშმაკია"… ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, თუ როგორ განვმარტავთ ზოგიერთ ბიბლიურ მუხლს, რაშიც აბსოლუტურად განვსხვავდებით ქრისტიანული სმყაროს ეკლესიების მოსაზრებებისგან. იეჰოვას მოწმეებს მიაჩნიათ, რომ გამოცხადების მე-9 თავში მოხსენიებულ "აბადონში" უშუალოდ იესო ქრისტე იგულისხმება, ხოლო "უფსკრულიდან ამოსული კალიების გუნდში" - ღვთის მსახურები. მაშინ როდესაც ეკლესიებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ: ყველაფერს, რაც უფსკრულთან და აბადონთანაა დაკავშირებული, ისინი რაღაც საშინლად, სატანურად და დემონურად მიიჩნევენ. შედეგად, "დემონი-აბადონის" ეს უარყოფითი სახე, სხვადასხვა ლიტერატურულ და მუსიკალურ ნაწარმოებებშიც შევიდა. ის თავისებურად აღბეჭდა ბულგაკოვმა "ოსტატსა და მარგარიტაში", მის შესახებ დაწერეს საკუთარი ლექსები ჟუკოვსკიმ და ფეტმა. მრავალ თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფებს უყვართ საკუთარ სიმღერებში ამ სახელის მოხსენიება. ყოველივე ზემოთ ნათქვამის შედეგად, ადამიანთა გონებაში მყარად შეიქმნა აბადონის, როგორც იმის სახე, ვინც "უფსკრულთან" და ბნელ ძალებთანაა დაკავშირებული...

вторник, 21 апреля 2020 г.

გამოთქმა EGO EIMI «მე ვარ»-ის მნიშვნელობა იოანეს 8:58-ში



«ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.». (იოანე 8:58, მცხეთური ხელნაწერი)



  წმინდა წერილის ეს ადგილი სამების სწავლების მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ტრინიტარებისთვის. უშუალოდ ეს მონაკვეთი მოჰყავთ ხშირად ორთოდოქსალურ ღვთისმეტყველებსა და ეკზეგეტებს იესო ქრისტეს ღვთაებრიობის მტკიცებულების სახით. 


  აი, რამოდენიმე კომენტარი მოცემული მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით. მაგალითად, «ლოპუხინის განმარტებით ბიბლიაში» [რუს.] ნათქვამია: «ის [იესო] საკუთარ თავზე აქ ამბობს: «მე ვარ» ანუ მარადიული არსი გამაჩნია, ცვალებადი ადამიანური თაობების საპირისპიროდ. ისეთივე ფრაზას, როგორსაც ძველ აღთქმაში საკუთარი თავის მიმართ იყენებს იეჰოვა».

  «ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში» მოცემულია შემდეგი კომენტარი: «სიტყვები "მე ვარ" - ესაა ღვთის სახელი, რომლითაც ის მოსეს გაეცნო ცეცხლმოკიდებულ მაყვლის ბუჩქთან და რომელიც პირველად დაბადების 2,4-ში გვხვდება. ეს სახელი ითარგმნება როგორც არსებული, ანუ ის, ვისაც სიცოცხლე (არსებობა) გააჩნია საკუთარ თავში. იუდეველები ღვთის ამ სახელს წმინდად თვლიდნენ და თვლიან და არ წარმოთვამენ მას, არამედ სიტყვა ადონაით (უფალი) ანაცვლებენ».