воскресенье, 19 июля 2020 г.

იესო თუ – უფალია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის – ღმერთია?


  ხშირად, იქიდან გამომდინარე, რომ ბიბლიაში იესოს მიმართებით ხშირად გამოიყენება გაგება «უფალი», კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომ ის ღმერთი და თვით იეჰოვაა.
    ასეთი დასკვნა ჩვეულებრივ იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ ყურადღების მიღმა ტოვებენ (შეგნებულად ან შეუგნებლად) შემდეგ ორ გარემოებას.
    პირველი, ძველი აღთქმის ორიგინალურ ტექსტებში, უმრავლეს შემთხვევებში, სადაც დღეს სხვადასხვა თარგმანებში სიტყვა «უფალი» წერია, წინათ ტეტრაგრამატონი, ანუ ღვთის სახელი ეწერა, რომელიც დღეს გადმოიცემა როგორც იეჰოვა ან იაჰვე (იახვე). თუმცა დღესაც არსებობს თარგმანები სხვადასხვა ენებზე, რომლებშიც ღვთის სახელი ისე გამოიყენება, როგორც უნდა გამოიყენებოდეს. მაგალითად, მართლმადიდებელი არქიმანდრიტი მაკარის (რუსულ) თარგმანში, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიცა, ღვთის სახელი იეჰოვა დაახლოებით 3500-ჯერ მოიხსენიება. ყურადღება მიაქციეთ, მაგალითად, ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემის (ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური თარგმანი) შემდეგ ადგილებს, სადაც ინტუიციის დონეზეც კი გასაგებია, რომ სიტყვა «უფლის» ნაცვლად «იეჰოვა» უნდა იდგეს: მეორე რჯული 4:35; მსაჯულები 11:24; ფსალმუნები 67:5,27; 82:19; 99:3; 117:27; 143:15; 2 მეფეები 7:26; 3მეფეები 18:21; 2 ნეშტთა 33:13; ესაია 42:847:448:251:1554:5; იერემია 10:16; 16:21; 31:35; 32:18; 33:2; 46:18; 50:34; 51:19,57; ეზეკიელი 39:7; ამოსი 4:13; 5:8,27; 9:6; საქმეები 3:20; იაკობი 5:10; 2 ტიმოთე 1:18; გამოცხადება 1:8; 4:10; 19:6; 21:22.
 ამიტომ, იესო თუ – უფალია იმ გაგებით, რომ ის იეჰოვაა, ანუ საკუთარი მამის თანაარსი და ტოლი, მაშინ 1 კორინთელების 6:14-ში ჩაწერილი სიტყვები იმის შესახებ, რომ “ღმერთმა აღადგინა თვით უფალი”, სრული აბსურდი ჩანს (“ღმერთმა აღადგინა იეჰოვა”). გარდა ამისა, გამომდინარეობს თუ არა ელისაბედის წამოძახილიდან “ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა” (ლუკა 1:43), რომ ის იეჰოვას გულისხმობდა? აშკარაა, რომ არა. ასევე სცადეთ და სიტყვა «უფლის» ნაცვლად ჩასვით «იეჰოვა»  2 კორინთელების 1:2,3; 4:14; 13:13-ში; გალატელების 1:3,19-ში; ეფესელების 1:3,17; 3:11,14; 5:20; 6:23-ში; ფილიპელების 1:2; 2:11; 3:8,20; 4:23-ში; კოლასელების 1:3; 2:6; 3:17,24-ში; 1 თესალონიკელების 1:1,3; 2:15,19; 3:11; 4:2; 5:23,28-ში; 2 თესალონიკელების 1:8,12-ში; 1 ტიმოთეს 1:1,2,12-ში; იაკობის 1:1; 2:1-ში; 2 პეტრეს 1:2-ში; 2 იოანეს 3-ში; იუდას 25-ში და ნახეთ, თუ რა გამოვა აქედან.

   მეორე, ძალიან ხშირად, როდესაც იესოზე საუბარია როგორც უფალზე, უფალი ნაგულისხმევია ბატონის ანუ მეუფის აზრით. ეს, მაგალითად, ჩანს წმინდა წერილის შემდეგი ადგილებიდან: 1 კორინთელები 8:6; საქმეები 2:36; ლუკა 9:57. ასევე, ფრაზა “უთხრა უფალმა ჩემს უფალს”, რომელიც საპატრიარქოს გამოცემაში ლუკას 20:42-ში ციტირებულია ფსალმუნების 109:1-დან, იმავე საპატრიარქოს გამოცემაში, ოღონდ ფსალმუნების წიგნში ასე ჟღერს: “უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას”. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ფსალმუნების 109:1-ში მოყვანილი სიტყვების სწორ თარგმანს წარმოადგენს იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა”, როგორც ეს ბიბლიის მრავალ თარგმანში გვხვდება, მაგალითად, იმავე არქიმანდრიტი მაკარის თარგმანში. ამიტომ, მაგალითად, ბ. უილსონის თარგმანში “The Emphatic Diaglott” (1864 წ.) ეს წინადადება ასე ჟღერს: “Jehovah said to my Lord”, რაც პირდაპირ ითარგმნება როგორც “იეჰოვამ უთხრა ჩენს უფალს”.

   ის, რომ ეს ნამდვილად ასეა, ასევე ჩანს, მაგალითად, ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში ფსალმუნების 109:1-ში მოცემული სიტყვა “უფალი”-ს კომენტარში, სადაც ნათქვამია: «შესაბამისი ძველებრაული სიტყვა წარმოადგენს ღვთის სახელს და მხოლოდ მას შეიძლება შეეხებოდეს». ამავდროულად, ფრაზა “ჩემი უფალის” კომენტარში ნათქვამია: «ძველებრაული ორიგინალის შესაბამისი სიტყვა არ წარმოადგენს ღვთის სახელს და ნიშნავს “ბატონს”». გარდა ამისა, სიტყვა “უფალო” ლუკას 9:61-დან, მაგალითად ვ.ნ. კუზნეცოვას თარგმანში (რუსული) ჟღერს როგორც “ბატონო”, ხოლო სიტყვა “უფალო” იოანეს 4:19 და 5:7-დან ჟღერს როგორც “ბატონო” ისეთ (რუსულ) თარგმანებში, როგორებიცაა ეპისკოპოსი კასიანეს, ვ.ნ. კუზნეცოვას, აღდგენილ თარგმანში და თარგმანში «Слово жизни», თანაც იოანეს 5:7-ში ეპისკოპოსი კასიანეს თარგმანში სიტყვა “ბატონი” პატარა ასო ბგერით იწყება.

   შემდეგ, წინადადება “თქვენცა გყავთ უფალი ცაში” კოლასელების 4:1-დან ვ.ნ. კუზნეცოვას და აღდგენილ თარგმანებში ჟღერს როგორც “თქვენცა გყავთ ბატონი ცაში”, ხოლო თარგმანში «Слово жизни» როგორც “თქვენც გყავთ პატრონი ცაში”. ნათქვამს ისიც უჭერს მხარს, თუ როგორი სახით მიმართავს იესო საკუთარ მამას მათეს 11:25-ში (საპატრიარქოს გამოცემა): “ცისა და მიწის უფალო”, აშკარაა, ამავდროულად იმას გულისხმობდა, რომ მისი მამა ცისა და მიწის ბატონს და მეუფეს წარმოადგენს როგორც შემოქმედი. ამიტომ, მაგალითად, ვ.ნ. კუზნეცოვას და ლ. ლუტკოვსკის თარგმანებში (რუსული) ფრაზა “ცისა და მიწის უფალო” გადმოცემულია როგორც “ცისა და მიწის მეუფე”. (ასეთივე სახით მოიხსენიებს მოციქული პავლე საქმეების 17:24-ში (საპატრიარქოს გამოცემა) ღმერთს (და არა იესოს, როგორც ეს კონტექსტიდან ჩანს აშკარად) “ცისა და მიწის უფლად”, ვ.ნ. კუზნეცოვას თარგმანში კი წმინდა წერილის მოცემულ ადგილას გამოყენებულია სიტყვა “ბატონი”.) უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთს ასევე “ცისა და მიწის მეუფე” ეწოდება დაბადების 14:19,22-ში (სბს-სტოკჰოლმი 2001) (ასევე იხილეთ დაბადება 24:3; იერემია 10:10,12). ამიტომ, აბრაამი თუ “უზენაეს ღმერთს” (დაბადება 14:22) უწოდებდა “ცისა და მიწის მეუფეს” და იესოც ასევე მოიხსენიებდა ღმერთს, საკუთარ მამას, მაშინ სრულიად აშკარაა, რომ იესო შეუძლებელია ღმერთი იყოს, თავისი მამის თანასწორი, ანუ შეუძლებელია “უზენაესი ღმერთი” იყოს. ეს კი თავის მხრივ თანხმობაშია იოანეს 14:28-ში ჩაწერილ სიტყვებთან.

   რა თქმა უნდა, ის, რომ ბიბლიაში იესოზე საუბარია როგორც უფალზე, არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მას მხოლოდ ბატონად მიიჩნევდნენ და ამ სიტყვას პატივისცემის აზრით იყენებდნენ (მაგალითად, როგორც იოანეს 12:21; 20:15-ში გამოიყენება ეს სიტყვა). იესო “მეფეთა მეფე და უფალთა უფალია” (გამოცხადება 19:16). მას აქვს მიცემული “მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე” (მათე 28:18). უნდა ავღნიშნოთ, რომ იესოს ძალაუფლება მიცემული აქვს (შდ. დანიელი 7:13,14), ანუ ის არ წარმოადგენს მის წყაროს, იმიტომ რომ გამოცხადების 2:27-ის თანახმად მან ის მიიღო. ის არის “რწმენის მეთაური და გამასრულყოფილებელი” (ებრაელები 12:2). ამიტომ “ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ…” (ფილიპელები 2:9,10). კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ ღმერთმა აღამაღლა იესო. ასეთი სახით, იესოს ყველა ქმნილებაზე აღმატებული მდგომარეობა არ ამტკიცებს მამასთან მის ღვთაებრივ თანასწორობას და არ აქცევს მას სამერთიანი ღვთაების მეორე პირად, არამედ მხოლოდ მის განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს ღვთის ჩანაფიქრის შესრულების საქმეში.

   ამ არგუმენტთან დაკავშირებით, ხშირად მოჰყავთ ისაიას 40:3 და პარალელური ადგილი იოანეს 1:23-დან. შეიძლება თუ არა იმის შესახებ დასკვნის გაკეთება, რომ იესო იეჰოვაა, იმის საფუძველზე, რომ ესაიას 40:3-ში მოცემული სიტყვები, რომლებიც იეჰოვას ეხება, იოანეს 1:23-ში იესოს მიმართ გამოიყენება? ყოველივე ზემოთთქმულის და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ იესო თავისი “მამის სახელით” მოვიდა (იოანე 5:43) და იმას აკეთებდა “რაც ეამება მას” (იოანე 8:29), ამის მტკიცება არასწორია.
  
იგორ ლისენკო (igor.v.lysenko@gmail.com)
------------------------------------------------------------------------------
ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий