четверг, 9 июля 2020 г.

ხატების თაყვანისცემა ბიბლიის შუქში



ევგენი ვლადიმიროვი

 

შინაარსი

1. რას ამბობს ბიბლია
2. მართლმადიდებლური ხატწერის წარმართული წარმომავლობა
3. წარმართული სიმბოლოები ხატებზე
4. როდის გაჩნდა პირველი "ქრისტიანული" ხატები
5. ხატების თაყვანისცემის აყვავების ისტორიული ფონი
6. ხატების თაყვანისმცემელთა არგუმენტები


მოცემულ მცირე ზომის სტატიაში მოცემულია «სამუშაო» მასალა, რომელიც ქრისტიანს იმაში დაეხმარება, რომ მართლმადიდებელი რელიგიის წარმომადგენელს არგუმენტირებულად აუხსნას, თუ რატომ გააჩნია ხატების თაყვანისცემას წარმართული წარმომავლობა და რატომაა შეუთავსებელი წმინდა წერილის სწავლებასთან. ასევე სტატიაში გარჩეულია ხატების თაყვანისცემის დამცველი მთავარი არგუმენტები, რომლებიც ქრისტიანებმა შეიძლება მოისმინონ მათი მართლმადიდებელი თანამოსაუბრეებისაგან.


1. რას ამბობს ბიბლია



არავითარი გამოსახულებები შემოქმედის თაყვანისმცემლობაში -

«არ გაიკეთო კერპები (פֶּסֶל‎ — კერპი), არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო»
გამოსვლა 20:4-5 (სგ [საპატრიარქოს გამოცემა]).

«გელაპარაკებოდათ უფალი ცეცხლიდან. ლაპარაკის ხმა კი გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა ისმოდა.
ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან, რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება»
მეორე რჯული 4:12,15,16 (სგ).

«არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკებები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.» ლევიანნი 26:1 (სგ).


ღმერთი არ აძლევს საკუთარ დიდებას ხატებსა და კერპებს -

«მე ვარ უფალი (იაჰვე), ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ და ჩემს ხოტბას - გამოკვეთილ კერპებს» ესაია 42:8 (ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015).

გამოსახულებების თაყვანისცემა სისაძაგლეს წარმოადგენს -

«გიხილავთ მათი სისაძაგლეები, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც მათ აქვთ» მეორე რჯული 29:17 (სგ).

«მითხრა: შედი და იხილე ბოროტი სისაძაგლეები, რასაც აქ სჩადიან. შევედი და, ვიხილე, აჰა, ყოველნაირ ქვეწარმავალთა და უწმიდურ ცხოველთა გამოსახულებანი და ისრაელის სახლის ყოველნაირი კერპი, გამოსახული ირგვლივ, მთელს კედელზე.
სამოცდაათი კაცი ისრაელის სახლის უხუცესთაგან დგას მათ წინ და იაზანია შაფანის ძეც დგას მათ შორის; თითოეულს სასაკმევლე უჭირავს ხელში და საკმევლის ზრქელი ღრუბელი ადის მაღლა.
მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ, რას ჩადიან ისრაელის სახლის უხუცესები ბნელში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში?!»
ეზეკიელი 8:9-12 (სგ).

«წაბილწავთ თქვენი ქანდაკებების ვერცხლის ვარაყს და თქვენი ჩამოსხმული ოქროს ქანდაკების საფარს. შენ გაფანტავ მათ. როგორც ქალი ამბობს ყოველთვიური სისხლდენის დროს, ისე იტყვი მასზე: ფუ, სიბინძურეო!»
ესაია 30:22 (აქ [ახალი ქვეყნიერების თარგმანი]).

«მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვავს და იქანცება.
გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას.
მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის.
შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.
ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: «ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო».
ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: «მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!»
არ იციან და არ გაგეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.
ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: 
«ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?» ესაია 44:12-19 (ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015).

თაყვანსაცემად შექმნილი გამოსახულება კერპს წარმოადგენს -

«მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი» ფსალმუნი 113:12 (სგ).

«ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა.» ესაია 2:8. (სგ)


გამოსახულებების თაყვანისცემა სულიერი მრუშობაა -
«აიღე შენი სამკაულები ჩემი ოქრო-ვერცხლისგან, რომლებიც მე მოგეცი, გაიკეთე მამაკაცის გამოსახულება და ბოზობდი მასთან» ეზეკიელი 16:17 (სგ).

«შენ ამბობდი: აღარ მოვემსახურებიო კერპებს, მაგრამ ყოველ მაღალ ბორცვზე და ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ მეძაობდი» იერემია 2:20 (სბს-2013).

«თავისი საქვეყნო ბოზობით წაბილწა ქვეყანა. ბილწობდა ქვასთან და ხესთან» იერემია 3:9 (სგ). 


ღვთის ნებისმიერი გამოსახულება სიცრუეს წარმოადგენს. ღვთის გამოსახულების გაკეთება შეუძლებელია 
«ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით? ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული. ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს» ესაია 40:18-20 (სგ).

«ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ რომ ვემსგავსო? ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლის სასწორზე წონიან; ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ. მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება» ესაია 46:5-7 (სგ).

«ღმერთი არავის არასოდეს უხილავს» 1იოანე 4:12 (სგ).

«რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები» აბაკუმი 2:18 (სგ).

«თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას» იერემია 10:14 (სგ).


როდესაც იესო ლოცულობდა ზეციერი მამის მიმართ, მის წინ არავითარი გამოსახულება არ იდო 
«...იესომ, ცას მიაპყრო თვალი და თქვა…» იოანე 17:1 (სბს-2013).

«აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა...» მათე 14:19 (სგ).


პირადი ლოცვისას ღმერთი უხილავი რჩება -
«შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად» მათე 6:6 (სგ).

პირველი ქრისტიანები არ ლოცულობდნენ გამოსახულებების წინ -
«ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს…» საქმეები 4:24 (სგ).

«იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიხარეთ და ვილოცეთ» საქმეები 21:5 (სგ).

«შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან» 1იოანე 5:21 (სგ).


ღვთის სიტყვა წყევლით იხსენიებს გამოსახულებების გამკეთებლებს -
«წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!» მეორე რჯული 27:15 (სგ).

«კერპების ყოველი მკეთებელი არარაობაა და თვით კერპები და მათი მოყვარულნიც უსარგებლონი არიან; მათი მოწმენი ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს ხვდებიან - ამიტომაც შერცხვენილნი იქნებიან. ვინ გამოსახავს ღმერთებს, და ვინ ჩამოასხავს კერპებს, რომელნიც სრულიად უსარგებლონი არიან? კერპების ველა თანამდგომი შერცხვება; მათი გამკეთებლები ხომ ადამიანები არიან და სხვა არაფერი; შეიკრიბოს ყველა და ერთად დადგნენ – შეშინდებიან და ყველა შერცხვება» ესაია 44:9-11 (სბს-2013).

«შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით» ფსალმუნები 96:7 (სგ).


2. მართლმადიდებლური ხატწერის წარმართული წარმომავლობა

ე. გიბონი. მსოფლიო რელიგიები. ტომი 1. გვ. 79,80 -

«ხატის ტექნიკაც ასევე ეგვიპტეში წარმოიშვა. საღებავის ფენის ქვეშ ძველთაძველ თეთრ ლევკასს ეგვიპტელებთან კირის თხელი ფენის გრუნტი შეესაბამება;
საღებავების შემადგენლობაში იგივე მინერალური საღებარები შედის; ასევე თანმიმდევრულად გამოიყენება ლოკალური (ერთგვაროვანი) ფერი..
ხატების გამოჩენას საეკლესიო არქიტექტურა ოდითგანვე აკავშირებს ახალი ერის დასაწყისის ეგვიპტურ ფაიუმის პორტრეტებთან, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს იქნა აღმოჩენილი ფაიუმის ოაზისში, ეგვიპტეში.
ეგვიპტელებმა იმ დროს გააიოლეს დაკრძალვის წეს-ჩვეულება, ძველი სარკოფაგები შეცვალეს იმ გარდაცვლილი ადამიანების - მცირედ იდეალიზებული, ფიცარზე გაკეთებული გამოსახულებებით, რომლებიც მარადიულობის თანაზიარნი გახდნენ. ეგვიპტური ტრადიციისათვის დამახასიათებელია სიბრტყე და ხატებზე გამოსახული სახეების ფერწერის გრაფიკულობა. როგორც ჩანს თავად ხატზე სივრცის აგების პრინციპიც-ხაზოვანი პერსპექტივის არარსებობა, შენობების თითქოსდა გეგმების სახით გამოსახვა და ა.შ. ასევე ეგვიპტური ტრადიციიდან მოდის.»


3. წარმართული სიმბოლოები ხატებზე

შარავანდი

ნათების პირობითი გამოსახვა თავის გარშემო. ერთერთი უძველესი წარმართული სიმბოლოა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა მზის ღმერთების გამოსახულებებში.
ძველ საბერძნეთში ოლიმპის ღმერთების ატრიბუტი. ინდუიზმსა და ბუდიზმში ფართოდ გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცვამდე და მისი ნახვა შეიძლება ბრაჰმას, შივას, ბუდას, კალისა და მრავალი სხვა ღვთაების გამოსახულებებზე.

მე-4 საუკუნის შემდეგ ჩნდება იმპერიის ეკლესიაში პირველ ხატებთან ერთად. აშკარაა, რომ შარავანდი წარმართული ღმერთების გამოსახულებებიდან იქნა დასესხებული, განსაკუთრებით მითრაიზმის იკონოგრაფიიდან, რომელიც რომის იმპერიაში ქრისტიანობას უწევდა კონკურენციას.
  

  
ხელებისა და თითების ჟესტები

მუდრი (სანსკრიტიდან - სიმბოლო, ნიშანი, ჟესტი თითებით, ანაბეჭდი).
აღმოსავლურ რელიგიებში ხელებისა და თითების განლაგება რიტუალური პრაქტიკების შესრულებისას.
ინდუიზმში მიიჩნევა, რომ მუდრი - გაცილებით მნიშვნელოვანი და მძლავრი პრაქტიკებია, ვიდრე ასანები და პრანაიამები, რადგან ის ადამიანში მიძინებული ძალის - კუნდალინი შაკტის - გამოღვიძებაში ეხმარება.
მუდრის დროს მანტრების წარმოთქმა, მათ ეფექტურობას ზრდის.
მიიჩნევა, რომ თავად "უფალმა" შივამ მოუყვა იოგასა და მუდრებზე თავის მეუღლეს და მოსწავლეს პარვატის: "ო დევი, მე შენ გიამბე მუდრებზე, რომელთა ცოდნაც ყველა სიდხის (ძალებს) გაჩუქებს შენ". (გხერანდა-სამხიტა).

როგორც რთული არაა ამის მიხვედრა, იმ მუდრების ხილვა, რომელთა შესახებაც პირველად შივამ მოყვა, ყველა მართლმადიდებლურ ხატზეა შესაძლებელი.












ყოვლისმხედველი თვალი

მართლმადიდებლობაში გამოისახება სამკუთხედში ჩასმული თვალის სახით ან ხატის სახით, რომელზეც გამოსახულია მზე ოთხი თვალით.
სინამდვილეში, «ყოვლისმხედველი თვალი» - უძველესი წარმართული სიმბოლო, რომელიც ცნობილია როგორც «ჰოროსის თვალი», მართლმადიდებლობაში ხატწერის ერთერთ სახეობად იქცა. ასევე, ოკულტიზმსა და სატანიზმში, სამკუთხედში ჩასმული თვალი – სატანის ყოვლისმხედველობის სიმბოლოს წარმოადგენს.








პენტაგრამა

პირველი პენტაგრამები ძვ. წ. 3500 წლით თარიღდება.
ეგვიპტელები პენტაგრამას ძაღლის თავიანი ანუბისის და ისიდას ვარსკვლავს ეძახდნენ.
ეს ნიშანი აქტიურად გამოიყენება წარმართულ რელიგიებში, ოკულტიზმში, სატანიზმში და ასევე მართლმადიდებლურ ხატწერაში.





4. 
როდის გაჩნდა პირველი "ქრისტიანული" ხატები


«პირველ ქრისტიანებს, როგორც ცნობილია, არც საკუთარი ტაძრები ჰქონდათ და არც ხატებს წერდნენ..
პირველი ქრისტიანები არ იცნობდნენ ხატებს ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით...
მათგან (ხატებიდან) ყველაზე ადრეული ნიმუშები ნაპოვნი იქნა წმ. ეკატერინეს მონასტერში სინას მთაზე და 5-6 საუკუნეებს განეკუთვნებიან...» (ი.კ იაზიკოვა, ხატის ღვთისმეტყველება. თავი: სიტყვა და გამოსახულება, ხატის მხატვრული და სიმბოლური ენა. რმე მე-ს გამოცემა [რმე მე - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის ეპარქია])

«ხატების თაყვანისცემა მაშინვე არ ჩამოყალიბებულა ეკლესიაში…ჩვენთვის ცნობილ უძველეს მოხატულობებში ხატები არ არის ამ სიტყვის სწორი გაგებით. ეს ძირითადად იყო სიმბოლური ნიშნები (ღუზა, მტრედი, თევზი) და ალეგორიები-ყველაზე ხშირად სახარებისეული იგავები»
(გ.ვ. ფლოროვსკი, 5-8 საუკუნეების აღმოსავლელი მამები. გვ. 247,248. მომლოცველი 1992წ. რმე მე-ს გამოცემა)

«ადრეულ (ქრისტიანულ) მოზაიკურ ციკლებში არ არის ღვთაების ადამიანის სახით გამოსახულებები...მათში კედლები და ჭერი დაფარულია ჩიტების, ცხოველების, ყვავილების, პეიზაჟებისა და ორნამენტების გამოსახულებებით...ასეთ კომპოზიციებში ადამიანური ფიგურა ნაკლებად შესამჩნევია და არასოდეს არ გამოხატავს ქრისტიანულ სიწმინდეს»
(4-7 საუკუნის ბიზანტიის კულტურა. პას. რედაქტორი ზ.ვ. უდალცოვა. გამ. მეცნიერება, მოსკოვი. 1984, გვ 553.)

«მე-4 საუკუნეში დიდი სირთულით იწყებენ გზის გაკვალვას, მაგრამ თანდათანობით მაინც შემოდის მხსნელის, ღვთისმშობლის, მოციქულებისა და წმინდანების ხატები, არა პორტრეტების ან ისტორიული სურათების გაგებით, არამედ თაყვანსაცემი საგნების სახით»
(მ.ე. პოსნოვი, ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ეკლესიის დაყოფამდე-1054წ.
გამ. ღმერთთან ცხოვრება, ბრიუსელი 1964წ, გვ. 491.)

«ეპიფანე კვიპრელმა (ცხოვრობდა მე-4 საუკუნეში) ანაბლატში (პალესტინაში) სხვა ეპარქიის ეკლესიაში დაინახა ფარდა ადამიანის გამოსახულებით. ეპიფანემ ეს ფარდა დახია და სხვებს მისცა ის, რათა ვიღაც გარდაცვლილი ღატაკის კუბოსათვის გადაეფარებინათ, ეკლესიას კი ქსოვილის ახალი ნაჭერი აჩუქა» (ა.ვ. კარტაშევი, მსოფლიო საეკლესიო კრებები. გამ. რესპუბლიკა 1994წ. გვ. 457.)

«საკუთარ ანდერძში მოცემულია ეპიფანე კვიპრელის თხოვნა, რომ გამოსახულებები არ შეიტანონ არ ეკლესიებში და არც სამარხებში» (გ.ვ. ფლოროვსკი, მე-6 საუკუნის აღმოსავლელი მამები. გან. მომლოცველი. 1992წ. გვ. 1999.)

ესპანეთის დასავლეთ ნაწილში, ელვირის საეკლესიო კრებაზე (300წ.) მიღებული იქნა დადგენილება ეკლესიებში კედლების მოხატვის წინააღმდეგ. აკრძალული იქნა ყველა სახის გამოსახულებები მათი თაყვანისცემის საფრთხიდან გამომდინარე.

ქრისტესა და მოციქულების შემდეგ შვიდასი წელი გავიდა მანამ, სანამ ხატების თაყვანისცემის შესახებ პირველი საეკლესიო გადაწყვეტილებები გამოჩნდა.
მე-7 საუკუნეში, ბიზანტიის იმპერიაში, ხატების თაყვანისცემამ უკვე ღრმა ფესვები გაიდგა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა როდი იყო იმაში დარწმუნებული, რომ ხატების თაყვანისცემა ღვთის მოწონებას იმსახურებდა. ამიტომ მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილება გახდა საჭირო, რათა ხატების თაყვანისცემა დაედგინათ. 691 წელს, ტრულის მსოფლიო კრებაზე პირველად იქნა დამტკიცებული ოფიციალურად ხატების თაყვანისცემის პრაქტიკა. (ტრულის მსოფლიო საეკლესიოკრების 82-ე წესი).
თუმცა მხოლოდ მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ ხდება (787 წ.), ხატების თაყვანისცემის საბოლოოდ დამტკიცება ბიზანტიაში.
როდესაც საფრანგეთსა და გერმანიაში მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების შესახებ შეიტყვეს, იქ არ დაეთანხმნენ მის გადაწყვეტილებას და თავისი საპასუხო კრებები შეკრიბეს. გერმანიაში ფრანკფურტის ხატმებრძოლი კრება მოწვეული იქნა 794 წელს. საფრანგეთში კი, პარიზის კრება, ასევე ხატმებრძოლი, 825 წელს.

5. ხატების თაყვანისცემის აყვავების ისტორიული ფონი

ხატების თაყვანისცემის ისტორიაში ერთერთ აშკარა პარადოქსს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ის ეპოქა, როდესაც ხატების თაყვანისცემის დაცვის ყველაზე დახვეწილი თეორიები იქმნებოდა, ის ეპოქა იყო, როდესაც ყველაზე დიდი დოზით ხდებოდა ადამიანური გარეგმობის გამასხარავება მართლმადიდებელ ბიზანტიაში. შეუძლებელია ისტორიაში სხვა ისეთი ცივილიზაციის პოვნა, რომელშიც ასე ეყვარებოდათ ადამიანთა სახეების დამახინჯება!
იმ დროს ყველაზე გავრცელებულ მოვლენას ადამიანებისთვის თვალების ამოთხრა, ყურებისა და ცხვირის მოჭრა წარმოადგენდა. მას ექვემდებარებოდნენ არა მხოლოდ დამნაშავეები ან პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, არამედ იმპერატორებიც, რომლებსაც ტახტიდან ჩამოაგდებდნენ. რამდენი მათგანი ჩავიდა საფლავში დასახიჩრებული სახეებითა და სხეულით!
ბიზანტიის ტახტზე მჯდომი 86 იმპერატორიდან, სადღაც ორი ათეული თუ მოკვდა თავისი სიკვდილით. თანაც ბიზანტიური ტრადიციის თანახმად, მხოლოდ იმპერატორებს კი არ ასახიჩრებდნენ და კლავდნენ, არამედ მის ყველა ახლო და შორეულ ნათესავებს, ჩვილების ჩათვლით.

ხატების თაყვანისცემის გამარჯვების ეპოქა ამავდროულად უბრალო ხალხის ყველაზე მეტად აბუჩად აგდების ეპოქასაც წარმოადგენდა
.   
იუსტინიანე I  532 წელს თავისი ორი მხედართმთავრის ხელით ანადგურებს კონსტანტინოპოლის იპოდრომზე დაახლოებით ოცდაათი ათას ადამიანს. ეს კი მოსახლეობის აჯანყების გამო მოხდა, რომელის სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე იყო მიყვანილი იმ მოსაკრებლებით და გამოძალვით, რომელსაც იმპერატორის ფინანსების მინისტრი, იოანე კაპადოკიელი ედგა სათავეში.
ჯერ კიდევ, როგორც იტყვიან, დახოცილთა გვამებს ვერ მოესწრო გაციება, რომ 536 წელს ისევ იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ზეიმით აღნიშნა წმ. სოფიას ცენტრალური ტაძრის მიძღვნა, სადაც შეკრებილი იყო მანამდე თვალით უნახავი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, ძვირფასი ქვები და მარმარილო. ტაძრის მშენებლობამ ბიზანტიის იმპერიის სამი წლის შემოსავალი შთანთქა! ბუნებრივია, რომ ეს სახსრები უბრალო ადამიანების ძალადობრივი ძარცვით იქნა მოპოვებული.
როდესაც აშენებულ ტაძარში შევიდა, იუსტინიანემ წამოიძახა: «ო სოლომონ! მე შენ გაჯობე!» (ქრისტიანობის ისტორია. ა.ვ. კარაევი, კ.ვ. სომოვი, ლექცია 6).
იუსტინიანეს ჯარებმა მთელი ერები მოსპო, მათ შორის ვანდალები აფრიკაში, ოსტგოტები იტალიაში და სამარიელები პალესტინაში.

იუსტინიანე II-მ, რომელიც თავის დინასტიურ ნიშნად მიიჩნევდა ხატების თაყვანისცემას, ზუსტად მას მერე დაიწყო თავისი მმართველობა, რაც ტრულის საეკლესიო კრებამ დაადგინა ხატების თაყვანისცემა და ის მხარს უჭერდა ამ კრების დადგენილებას.
სასახლეში მომხდარი გადატრიალების გამო მას ძალაუფლება წაართვეს და ყირიმში გადაასახლეს. ყირიმის მოსახლეობამ მას ისეთი პატივი არ მიაგო, როგორიც მას სურდა.
თუმცა მალევე იუსტინიანე II, რომელიც ახლომახლო მოთარეშე ბარბაროსებს მოურიგდა, კვლავ კონსტანტინოპოლისაკენ დაიძრა, რათა ტახტი დაებრუნებინა. მეომართა ჯგუფთან ერთად ქალაქში შეღწევის შემდეგ, მან ქალაქის კარიბჭეთაგან ერთერთი გახსნა და მისი თანამოაზრეების ბრბოები კონსტანტინოპოლის მძინარე კვარტლებში შეიჭრნენ. დილით დედაქალაქის მოსახლეობას ფიცი უნდა დაედო დაბრუნებული იუსტინიანეს წინაშე. ამისათვის უზარმაზარ იპოდრომზე, ათასობით ადამიანის წინაშე, თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მოყვანა ბრძანა. იქ ის მათ ფეხებით თელავდა, მათი დასახიჩრება და შემდეგ დახოცვა ბრძანა. მათი თავები თავისი ტახტის ფეხსადგამად აქცია, რომელზეც დაბრძანებული იყო. მან ასევე გადაწყვიტა ყირიმის მოსახლეობა დაესაჯა, რომელმაც მას პატივი არ მიაგო. ამისათვის მან უზარმაზარი ფლოტი გაგზავნა, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური ჟლეტა განახორციელა. თუმცა იმპერატორს ეს არასაკმარისი ეჩვენა. როდესაც მან გაიგო, რომ მისი ჯარისკაცები ბავშვებს ინდობდნენ, მოითხოვა, რომ ყველა ბავშვი კონსტანტინოპოლში ჩაეყვანათ, რათა განსაკუთრებულად გასწორებოდა მათ. გაგზავნილი ფლოტი დედაქალაქში არ დაბრუნდა. 70 000-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო ზღვაში ამოვარდნილი ქარიშხლის გამო. როდესაც ამის შესახებ შეიტყო, იუსტინიანეს ძალიან გული დასწყდა, რომ ისინი, რომელთა სასტიკად დასახიჩრებაც სურდა მართლმადიდებლური იმპერიის ტრადიციების თანახმად, ასეთი იოლი სიკვდილით დაიხოცნენ. (რ.ნ. ვოლკოსლავსკი, ხატების თაყვანისცემის არსი. ხატმებრძოლები და ხატების თაყვანისმცემლები შუა საუკუნეებში 726 — 843 წ.)

787 წელს, იმპერატორი ირინეს და პატრიარქი ტარასის ინიციატივით, რომელიც მანამდე ირინემ საპატრიარქო ტახტზე დასვა, მოწვეული იქნა მე- 7 «მსოფლიო» საეკლესიო კრება, რომელმაც ხატების თაყვანისცემა სავალდებულოდ გამოაცხადა  ბიზანტიის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე.
კრების შემდეგ სასტიკი ბრძოლა დაიწყო ძალაუფლებისათვის იმპერატორ ირინესა და მის წამოზრდილ ვაჟს, კონსტანტინეს შორის. დედის წაქეზებით, შეთქმულები ახალგაზრდა იმპერატორს თავს დაესხნენ, თუმცა მან მათი ხელიდან დასხლტომა და იმ გემზე გაქცევა მოახერხა, რომელმაც ის აზიურ მხარეს გადაიყვანა. თუმცა ირინემ თავისი აგენტები დაადევნა ვაჟს და, მათ კონსტანტინეს კვლავ კონსტანტინოპოლში დაბრუნება მოახერხეს. აქ, მიძინების დღესასწაულზე, ზუსტად იმავე ოთახში, სადაც ის დაბადებული იქნა, იმპერატორის ხელქვეითებმა, ირინეს ბრძანებით სასტიკად დააბრმავეს ახალგაზრდა იმპერატორი, რის შემდეგაც ის მოკვდა.
იმპერატორი ირინე ერთპიროვნულად 797-და 802 წლამდე მმართველობდა. მემატიანეები გვატყობინებენ, კონსტანტინეს დაბრმავებიდან მალევე, იმპერატორმა განსაკუთრებული პრივილეგიები მისცა მონასტრებს, რის გამოც "ღირსი" თეოდორე სტუდიტი (მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი და ირინეს თანამედროვე) იმპერატორს შემდეგი სიტყვებით განადიდებს: «შენ ასიამოვნებ ღმერთს და ახარებ რჩეულ ღვთის ანგელოზებსა და ადამიანებს, მცხოვრებთ სუფთად და წმინდად, ღვთივკურთხეულო ირინე»
თუმცაღა მალევე, 802 წელს, იმპერატორი ტახტიდან იქნა გადმოგდებული ფინანსთა მინისტრის, ნიკოფორეს მიერ, მას მთელი ქონება წაართვეს და კუნძულ ლესბოსზე გადაასახლეს
, სადაც მალე მოკვდა კიდეც. სიკვდილის შემდეგ ირინე კანონიზირებული და წმინდანად გამოცხადებული იქნა.
მონემვასიელმა მიტროპოლოტმა დოროფეიმ წამოიძახა: «ო სასწაული! ერთმა ბავშვიანმა ქალმა აღადგინა ღვთისმოსაობა (ანუ ხატების თაყვანისცემა), თუმცა ისვე გახდა შვილის მკვლელი» (ა.ვ. კარტაშევი, მსოფლიო საეკლესიო კრებები, გამ. რესპუბლიკა, მოსკოვი, 1994, გვ.501, 506, 507)

ხატების თაყვანისცემის ოფიციალურად დამტკიცებისა და მართლმადიდებლობის გამარჯვების შემდეგ, 843 წელს მცირე აზიაში გაგზავნილი იქნა სამი წარჩინებული მოხელე უზარმაზარი ჯარით, რათა ერეტიკოს პავლიკანელებს გასწორებოდნენ. ამ მსვლელობის შედეგად სიკვდილით იქნა დასჯილი ასი ათასი ადამიანი. ადამიანებს წყალში ახრჩობდნენ, სახრჩობელაზე ჰკიდებდნენ, თავებს ჰკვეთდნენ, აუპატიურებდნენ და ასახიჩრებდნენ. (ბიზანტიის ისტორია, მოსკოვი, 1967, გამ. მეცნიერება, ტ. 2, გვ. 79)

იმპერატორმა ბასილი მეორემ 1014 წელს დაატყვევა 15 000 მართლმადიდებელი ბულგარელი, რომლებიც იმავე რელიგიას იზიარებდნენ რომელსაც თავად ბასილი, და მათ ის გაუკეთა, რაც მანამდე არც წარმართ, არც მუსულმან და არც კათოლიკე მმართველებს არ გაუკეთებიათ. ბასილიმ ბრძანა თვალები დაეთხარათ 15 000 ტყვისათვის, მხოლოდ ყოველ ას კაცზე ერთი გამცილებელი დაეტოვებინათ, რომელსაც მხოლოდ ერთ თვალს გამოსთხრიდნენ.
ისინი ასეთი სახით წავიდნენ სამშობლოში თავის მეფე სამუელთან, ისინი ქვებზე ეცემოდნენ, მშივრები და დასახიჩრებულები. როდესაც ისინი მეფე სამუელმა დაინახა, მან ვერ გაუძლო ამ სურათს და მოკვდა. ბასილი მეორეს კი, რომელმაც ზედმეტსახელად «ბულგართმმუსვრელი» დაარქვეს, კონსტანტინოპოლში ოქროს კარიბჭიდან შესვლისას, მღვდლებისა და ეპისკოპოსების დიდებული პროცესია დახვდა, რომელსაც თან მრავალრიცხოვანი ეკლესიების ზარების რეკვა ერთო.
(ბიზანტიის ისტორია, მოსკოვი, 1967, გამ. მეცნიერება, ტ. 2, გვ. 79,223)

მოყვანილი მაგალითები, იმ სისხლიანი მხეცობების, ისტორიიდან მოყვანილი მხოლოდ რამოდენიმე ფრაგმენტია, რომლებსაც თაობიდან თაობაში ჰქონდა ადგილი მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში ეკლესიის უშუალო მონაწილეობით, ხშირად კი პირდაპირ მისი ხელმძღვანელობით. ასეთია ხატების თაყვანისცემის ჩამოყალიბების ისტორიული ფონი, ასეთები არიან ადამიანური გარეგნობის მქონე ის მხეცები, რომელთა წყალობითაც შეძლო გამარჯვება ხატების თაყვანისცემამ (იხ. მათე 7.16).
იმ საეკლესიო კრების შემდეგ, რომელმაც ხატმებრძოლები გაკიცხა და ხატების თაყვანისცემა დაამტკიცა ბიზანტიის იმპერიაში, იმპერატორმა თეოდორამ საეკლესიო ზეიმი მოაწყო, რომელიც დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დაემთხვა, ეს მოხდა 843 წელს. მას შემდეგ, ამ «დიდებული» მოვლენის გასახსენებლად, ყოველწლიურად დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს, მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიები ზეიმით აღნიშნავენ ხატების თაყვანისცემის გამარჯვებას, რომელსაც ისინი «მართლმადიდებლობის ზეიმს» უწოდებენ.



6. ხატების თაყვანისმცემელთა არგუმენტები

არგუმენტი №1 -

«მეორე მცნება მხოლოდ იმ გამოსახულებების თაყვანისცემას კრძალავს, რომლებიც წარმართულ ღვთაებებს წარმოადგენენ. ხოლო გამოსახულებები თუ ჭეშმარიტ ღმერთს, ანგელოზებს და წმინდანებს წარმოადგენენ – მაშინ მათი თაყვანისცემა შეიძლება»

პასუხი -

გამოსახულებების თაყვანისცემის აკრძალვისას, ღმერთი მათ ერთმანეთს არ ადარებს, იმის გამოსარკვევად, რომელი მოსაწონია მისთვის და რომელი არა. ის გამონაკლისის გარეშე ყველა გამოსახულებას უარყოფს, კერპი იქნება ეს, სურათი თუ ნებისმიერი სხვა სახის გამოსახულება, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ კერპთაყვანისმცემლები ღმერთთან მიახლოვებას. კანონი [მრ.რჯ.] 4:12,15-16, ლევიანები 26:1.


არგუმენტი №2 -

«კარავსა და ტაძარში ანგელოზების გამოსახულებები იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გამოსახულებებს თაყვანს სცემდნენ» გამოსვლა 25:18-22, 3მეფეები 6:23,28-29 (საპატრიარქოს გამოცემა).

პასუხი -

კარავში და ტაძარში არსებული ანგელოზების გამოსახულებები - ხატების თაყვანისცემა არ არის.
ღვთის კანონი, რომელიც გამოსახულებების გაკეთებას კრძალავდა (გამოსვლა 20:4,5), იმას არ მოიაზრებდა, რომ საერთოდ არანაირი გამოსახულებების ან ქანდაკებების გაკეთება არ შეიძლებოდა. ამაზე ის მიუთითებს, რომ მოგვიანებით ღმერთმა აღთქმის კიდობნის თავსახურზე ორი ოქროს ქერუბიმის გაკეთება  ბრძანა, ასევე ქერუბიმების ამოქარგვა ბრძანა იმ ათი ნაჭრის შიდა მხარეს, რომლითაც იყო გაკეთებული წმინდა კარავი, ასევე იმ ფარდაზეც, რომელიც წმინდას გამოჰყოფდა წმიდათა წმინდისაგან (გამოსვლა 25:18; 26:1, 31,33). ასევე სოლომონის ტაძარში, რომელიც იმ ნახაზების მიხედვით იქნა აგებული, რომელიც ღვთივშთაგონებით მიიღო დავითმა (1ნეშტთა 28:11,12), კედლები ქერუბიმების, პალებისა და ყვავილების ნაკვეთი გამოსახულებებით იყო მორთული. ამ ტაძრის წმიდათა წმინდაში ზეთისხილის ხისგან ნაკეთი, ოქროთი დაფარული ორი ქერუბიმი იდგა (3მეფეები 6:23, 28, 29). ზღვა 12 სპილენძის ხარზე იდგა, სპილენძის იმ საზიდრების გვერდებზე კი, რომლებსაც ტაძარში იყენებდნენ, ლომები, ხარები და ქერუბიმები იყო გამოსახული (3მეფეები 7:25, 28,29). საფეხურებზე, რომლებიც სოლომონის სამეფო ტახტის წინ იყო, 12 ლომი იდგა (2ნეშტთა 9:17—19). თუმცაღა ეს გამოსახულებები ხატები არ ყოფილა, მათ თაყვანისმცემლობისთვის არ იყენებდნენ.
წმინდა კარვის შიგნით, მოგვიანებით კი ტაძრის შიგნით არსებულ გამოსახულებებს, მხოლოდ მღვდლები ხედავდნენ მსახურებისას. წმიდათა წმინდაში მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა და ისიც მხოლოდ გამოსყიდვის დღეს (ებრაელები 9:7). ამიტომ არ არსებობდა იმის საშიშროება, რომ ისრაელიანები ქერუბიმების იმ გამოსახულებებს დაუწყებდნენ თაყვანისცემას, რომლებიც საწმინდარში იყო. ეს გამოსახულებები მხოლოდ იმ მსახურების სიმბოლოს წარმოადგენდა, რომელსაც ანგელოზები ასრულებენ ცაში ღვთის ტახტის წინაშე. (შდ. ესაია 6:1-3, ებრაელები 9:23, 24.) მაგრამ ვინაიდან თავად ანგელოზების თაყვანისცემა არ შეიძლებოდა, მით უმეტეს მათი გამოსახულებების თაყვანისცემა იქნებოდა მიუღებელი (კოლასელები 2:18; გამოცხადება 19:10; 22:8, 9).
ძველ აღთქმაში რომ იმ გამოსახულებებზე ყოფილიყო საუბარი, რომელთა თაყვანისცემაც შეიძლებოდა, მაშინ ჩვენ ბევრ ხატს ვნახავდით იუდაურ სინაგოგებში. თუმცაღა მათში ხატები არასოდეს ყოფილა. კარავში და ტაძარში არსებულ გამოსახულებებს, ასლები არ ჰქონია.


არგუმენტი №3 -

«დავითი თაყვანს სცემდა ტაძარს, იესო ნავეს ძე კი კიდობანს! ესე იგი ჩვენს შეგვიძლია წმინდა ნივთების თაყვანისცემა, მათ შორის გამოსახულებების» ფსალმუნები 5:7, იესო ნავეს ძე 7:6.

პასუხი -

ტაძარშიც და კიდობნის ზემოთაც ხილული სახით ხდებოდა ღვთიური დიდების გამოცხადება (ლევიანები 16:2, რიცხვები 7:89). ამიტომ ორივე შემთხვევაში საუბარია არა ნივთების, ტაძრის ან კიდობნის თაყვანისცემაზე, არამედ ღვთის თაყვანისცემაზე. ყურადღება მივაქციოთ დავითის სიტყვებს:
«ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ» ფსალმუნები 27.2 (საპატრიარქოს გამოცემა).
როგორც ვხედავთ, საწმინდარი კი არ იყო დავითის თაყვანისცემის საგანი, არამედ თვითონ ღმერთი, რომელიც მასში ხილული სახით ცხადდებოდა და რომელსაც მიმართავს კიდეც დავითი.

კიდევ ერთი რამ რასაც აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი ისაა - რომ კარავი, ისევე როგორც ტაძარი, უშუალოდ ღვთის მითითებით იქნა აგებული (გამოსვლა 25:8, 1 ნეშტთა 17:12, 3მეფეები 9:3). ღმერთმა ხილული სახით მოიწონა ორივე ნაგებობის მშენებლობა (გამოსვლა 40:34-38, 3მეფეები 8:10). ორივე მათგანი უნიკალური ობიექტი იყო და მათ ანალოგი არ გააჩნდა, ასევე ერთადერთი ადგილები იყვნენ დედამიწაზე, სადაც ღვთის გამოცხადება ხდებოდა (რიცხვები 7:89).
თუმცა ამის მიუხედავად არავინ და არასოდეს არ აკეთებდა საწმიდრის ასლებს იმ მიზნით, რომ თავისი სახლების კუთხეებში დაედგათ, რათა მათ წინაშე მუხლებზე დაცემულიყვნენ და ლოცვით მიემართათ.


არგუმენტი №4 -

«ჩვენ ხატებს კი არ ვეთაყვანებით, უბრალოდ პატივს ვცემთ»

პასუხი -

მართლმადიდებლობაში თუ თაყვანს არ სცემენ ხატებს, მაშინ გაუგებარია რატომ აქვთ დადგენილი სხვადასხვა ხატების სახელობის უამრავი დღესასწაულები? რატომ მიმართავენ ხატებისკენ თავის განსაკუთრებულ ლოცვებსა და გალობებს?
მაგალითად, «ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატს» მიმართავენ თვალის სნეულებების დროს, მასვე სთხოვენ ახლადდაქორწინებულთა ოჯახის ლოცვა-კურთხევას. «ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატს» მიმართავენ არეულობებისა და დახლეჩვების დროს, კარდიოლოგიური დაავადებებისას. ხოლო ხატს «დაულევნებელი ბარძიმი» მიმართავენ ლოთობისაგან, ნარკომანიისაგან და თამბაქოს მოწევისაგან განკურნების სათხოვნელად და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას.

მართლმადიდებლობაში თუ თავად ხატებს არ სცემენ თაყვანს, მაშინ რატომ ასრულებენ მომლოცველობას ასობით კილომეტრ მანძილებზე რომელიმე ხატთან მისასვლელად, როდესაც სახლთან ახლოს ზუსტად ასეთივე ხატი აქვთ?

გარდა ამისა, რატომ ახლავს უსულო საგნების თაყვანისცემას ლოცვები, რომლებიც უშუალოდ ამ საგნებისკენაა მიმართული? მაგალითად, «ცხოველმყოფელი ჯვრის» მიმართ -

«ჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან»?

«ღვთისმშობლის» ჩუსტების ან სარტყელის მიმართ -

http://hram-kupina.ru/cerkovnyj-kalendar/polozhenie-chestnogo-poyasa-bogorodicy/molitvy-i-akafist-svyatomu-i-prechestnomu-poyasu-presvyatoj-bogorodicy/#молитвы


იმაში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად, რომ მართლმადიდებლობაში უშუალოდ ხატებს სცემენ თაყვანს, შეგვიძლია გავხსნათ ნებისმიერი მართლმადიდებლური მომლოცველობის საიტი, მაგალითად 
http://kovceg.ru/node/2930, მოგზაურობა ათონში.

პროგრამაშია:

1 დღე - რეგისტრაცია.


2 დღე - .. ხატის «ძუძუსმაწოვებელი» თაყვანისცემა.. მოციქული ანდრია პირველწოდებულის თავის თაყვანისცემა.


3 დღე - ივერიის ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემა («კარის მცველი»)..ღვთისმშობლის უსახელო ხატის, პეტრესა და პავლეს სასწაულმომქმედი ხატის თაყვანისცემა, ასევე წმინდამოწამე გედეონის ხატის თაყვანისცემა, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს კურნავს..ათანასე ათონელის წმინდა ნაწილების თაყვანისცემა, სასწაულმოქმედი ხატების «იკონომისის» და «კუკუზელისის» თაყვანისცემა.


4 დღე - ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატის თაყვანისცემა..ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემა..ყაზანის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემა...ღვთისმშობლის სარტყელის, იოანე ოქროპირის თავის და შვიდი სასწაულოქმედი ხატის თაყვანისცემა.


5 დღე - პირველმოწამე და არქიდიაკვანი სტეფანეს სასწაულმოქმედი ხატის თაყვანისცემა, ღვთისმშობლის ხატების «ოდიგიტრია» და «ანდიფონიტრია» თაყვანისცემა..მარიამ მაგდალელის უხრწნელი წმინდა ნაწილების თაყვანისცემ, რომლებიც დღემდე (თითქმის 2000 წლის განმავლობაში) ცოცხალი სხეულის ტემპერატურას ინარჩუნებენ..დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონის ხატისა და თავის თაყვანისცემა.


6 დღე - წმინდა გიორგის სამი სასწაულმოქმედი ხატის თაყვანისცემა. (მხოლოდ ერთის რატომ არა :)? )..სასწაულმოქმედი ხატი «სამხელიანი»-ს თაყვანისცემა, საბა სერბელის წმინდა ნაწილების..სასწაულმოქმედი ხატი «მსწრაფლშემსმენელი»-ს თაყვანისცემა..ღვთისმშობლის ხატის «ოდიგიტრია» (გზის მაჩვენებელი) და წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანისცემა..

როგორც ვხედავთ, სიტყვა "თაყვანისცემა" არაერთხელ გვხვდება რომელიმე ხატის ან ვინმეს გვამურ ნარჩენებთან მიმართებით. 


ასევე, საძიებო სისტემაში თუ ავკრეფთ "სასწაულმოქმედი ხატის თაყვანისცემა", შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ მოცემულ მომსახურებას მართლმადიდებლური ტაძრებისა და მონასტრების უზარმაზარი რაოდენობა გვთავაზობს.

ასე რომ, მართლმადიდებლობაში ზუსტადაც რომ გამოსახულებებს სცემენ თაყვანს -





 
იოანე შანხაელის სავარძლის თაყვანისცემა -




მართლმადიდებელი აპოლოგეტების მტკიცება, იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობაში «ხატებს თაყვანს კი არ სცემენ, არამედ უბრალოდ პატივს მიაგებენ» – მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერ თავის დაძვრენას წარმოადგენს.
ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანში სიტყვები «თაყვანისცემა» და «პატივისცემა», ერთი და იგივე სიტყვის თარგმანს წარმოადგენს. ძველ აღთქმაში - ესაა სიტყვა SHAW-KAW, რაც ნიშნავს «მუხლებზე დაცემა, თაყვანისცემა, პატივისცემა».
ახალ აღთქმაში ბერძნული სიტყვა პროსკინეო, რაც ნიშნავს «მუხლებზე დაცემას (ტანსაცმლის ბოლოზე კოცნა), მისალმება, მიწამდე თავდახრა; ღვთისმოსავად თაყვანისცემა, თაყვანისცემა, პატივის მიგება, პატივისცემა». (ი.ხ. დვორეცკი, ძველბერძნულ-რუსული ლექსიკონი. М., 1958. ტ 2. გვ. 1414)

ძველ აღთქმაში სიტყვა SHAW-KAW 170 ჯერ გვხვდება, შემთხვევათა ნახევარში ის ადამიანებთან მიმართებით გამოიყენება. მაგალითად: «ადგა აბრაამი, მდაბლად თაყვანი სცა (SHAW-KAW) იქაურებს» დაბადება 23:7,12. ანუ იგულისხმება პატივისცემა, რომელსაც ის მისი დროის ჩვეულებისამებრ ავლენდა.

თუ მეორე მცნებას მივმართავთ, დავინახავთ, რომ ღვთის სურვილია რათა გამოსახულებებს არა მხოლოდ თაყვანი არ სცენ, არამედ მათ მიმართ არ ავლენდნენ პატივისცემის რაიმე სახის ნიშნებსაც კი -
"არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი (SHAW-KAW) მათ, არც ემსახურო". გამოსვლა 20.4-5.


არგუმენტი №5 -

«ჩვენ თვითონ ხატს კი არ ვცემთ თაყვანს, არამედ მხოლოდ მას, ვინც მასზეა გამოსახული. ის თაყვანისცემა, რომელიც გამოსახულების წინაშე სრულდება, გამოსახულების პირველწყაროს ეკუთვნის.»

პასუხი -

და რა განსხვავებაა ამ შემთხვევაში წარმართებისგან?

ბიბლიური და ანტიკური დროის წარმართებიც უშუალოდ გამოსახულებებს კი არ სცემდნენ თაყვანს, არამედ იმ ღმერთებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ. ღმერთების გამოსახულებები მათი სურვილისდამიხედვით იცვლებოდა, მაშინ როდესაც თავად ღმერთები უცვლელები რჩებოდნენ. გარდა ამისა, თითოეულ მათ ღმერთს მრავალი გამოსახულება ჰქონდა, თუმცა ამავდროულად იმას არასოდეს ამტკიცებდნენ, რომ იმდენივე ღმერთი არსებობდა, რამდენი გამოსახულებაც ჰქონდათ. წარმართები ყოველდღიურად ახალ კერპებს აღმართავდნენ, თუმცა ამ ყველაფრით ახალი ღმერთების შექმნას როდი ცდილობდნენ.
მაგალითად, მსაჯულების 3:7-ში და 1მეფეების 12:10-ში, ღმერთს ჩამოცილებული ებრაელები ბაალსა და ასტარტას სცემდნენ თაყვანს მათი მრავალრიცხოვანი გამოსახულებების საშუალებით, ზუსტად ისევე როგორც მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმში სცემენ თაყვანს მარიამს, ანგელოზებსა და «წმინდანებს» მრავალრიცხოვანი კერპებისა და ხატების მეშვეობით.

ანტიკური წარმართობის აპოლოგეტებს, პირველ ქრისტიანებთან პოლემიკისას, კერპების თაყვანისცემის დასაცავად ზუსტად ისეთივე არგუმენტი მოჰყავთ, როგორსაც დღეს მართლმადიდებელი აპოლოგეტები იყენებენ ხატების თაყვანისცემის დასაცავად.
მაგალითად, ანტიქრისტიანული ლიტერატურის ერთერთ ცნობილ ძეგლში, ცელსუსის «მართალ სიტყვაში», წარმართი ფილოსოფოსი ამბობს -

«ისინი (ქრისტიანები) ვერ იტანენ ტაძრებს, სამსხვერპლოებსა და გამოსახულებებს…ისინი თავგამოდებით აძაგებენ სტატუეტებს...ისინი თუ ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ ქვა, ხე, ბრინჯაო ან ოქრო, რომელიც რომელიმე ხელოსანმა დაამუშავა, ღმერთი არ არის, მაშინ ეს სასაცილო სიბრძნეა. რადგან ნამდვილი სულელის გარდა ვინ მიიჩნევდა მათ ღმერთებად და არა მათდამი მიტანილ მსხვერპლად და მათ გამოსახულებებად»

ნეოპლატონისტი პორფირი (III-IV ს.) წერს:

«მათ, ვინც ამგვარად მიაგებს პატივს ღმერთებს, სულაც არ მიაჩნიათ, რომ ღმერთი ის ხე, ქვა ან ბრინჯაოა, რომლისგანაც სტატუეტია დამზადებული, და არც იმას ფიქრობენ, რომ თუ გამოსახულებას ნაწილი მოტყდა, ამის გამო ღვთის ძალა მცირდება. იმიტომ რომ ძველებმა სტატუეტები და ტაძრები ხსოვნისათვის აღმართეს, იმისათვის, რათა გამვლელებმა, როდესაც იქ მივლენ, საკუთარი აზრები ღვთისაკენ მიმართონ, ან რათა დღესასწაულებზე, ყოველივე ზედმეტისაგან განწმენდის შემდეგ, აღთქმები და ლოცვები აღავლინონ და ღმერთს ის სთხოვონ, ვისაც რა უნდა. რადგან ვინმე თუ მეგობრის გამოსახულებას აკეთებს, ის ხომ არანაირად არ ფიქრობს, რომ ეს მეგობარი ამ გამოსახულებაშია ან რომ მისი სხეულის ცალკეული ნაწილებია მოქცეული პორტრეტის (შესაბამის) ნაწილებში, არამედ ის გამოსახულების მეშვეობით უბრალოდ მეგობრისადმი საკუთარ პატივისცემას ააშკარავებს».

ნეტარი ავგუსტინეს თანახმად, მისი დროის წარმართების ჩვეული თავის მართლება იმაში მდგომარეობდა, რომ მატერიალური გამოსახულება, იმის ნიშანს წარმოადგენს, ვისი თაყვანისცემაცაა საჭირო. (ავგუსტინე. ფსალმუნების განმარტება, ფს113(
), 3-4) .

კალვინი, ავგუსტინეზე დაყრდნობით, წერდა:

"წმ. ავგუსტინეს მიერ მოყვანილ, მისი დროის კერპთაყვანისმცემლების თავის მართლებებს მივმართოთ, რომლებიც იმაში მდგომარეობდა, რომ, ვითომდა, ყველაზე უკანასკნელი უმეცრებიც კი ეთაყვანებიან არა ამ ფორმებს, არამედ მათში უხილავად არსებულ ღვთაებას. კერპთაყვანისმცემლობაში მეტნაკლებად ჩაძირულნი იტყოდნენ, რომ თაყვანს სცემენ არა კერპს და იმ სულს რომელსაც ის გამოსახავს, რადგან ამ მატერიალურ გამოსახულებას იმის ნიშნად მიიჩნევენ, რისი თაყვანისცემაცაა საჭირო."

როგორც ჩანს, არც პირველი საუკუნის ქრისტიანობის დროინდელი წარმართები სცემდნენ თაყვანს თავად გამოსახულებებს. მათი თაყვანისცემა, რომელიც «გამოსახულებისაკენ იყო მიმართული, პირველწყაროზე გადადიოდა».
ჩვენი დროისთვის არაფერი შეცვლილა. მართლმადიდებლობამ უბრალოდ დაისესხა წარმართების მეთოდიკა და, მიიღო როგორც კერპთაყვანისმცემლობის პრაქტიკული მხარე, ასევე მისი გამართლების საშუალებები.


არგუმენტი №6 -

«ხატების თაყვანისცემა შესაძლებელია ღმერთი-სიტყვის გარდასახვის მიზეზით, რომელმაც ხორცი შეისხა. დედამიწაზე ღმერთის ადამიანური იერით მოსვლასთან ერთად, მისი გამოსახვა შესაძლებელი გახდა, და შესაბამისად მისი თაყვანისცემაც გამოსახულებების მეშვეობით.»

პასუხი-

რადგანაც უფალი იესო ადამიანად იქცა, მხატვრებს მართლაც შეუძლიათ მისი, როგორც ადამიანის გამოსახვა, მისი მიწიერი ცხოვრების წარმოდგენით, შეეცადონ მაქსიმალურად მიამსგავსონ მსგავსი გამოსახულებები ქრისტეს სახარებისეულ სახეს.
თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იესომ თავისი გარდასახვით მეორე მცნება გააუქმა და გამოსახულებების თაყვანისცემის უფლება მოგვცა. იესოს არ გაუუქმებია მეორე მცნება და არც თავად გამოუყენებია როდისმე გამოსახულება ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში. შეადარეთ: მათე 5:17-18, იოანე 17:1, მათე 14:19.

პირველ ქრისტიანებს არ ჰქონდათ ხატები, ისინი იცავდნენ გამოსახულებების თაყვანისცემის აკრძალვას (საქმეები 17:29, 1იოანე 5:21, რომაელები 1:22-23). ისინი ისევე როგორც იესო, არ იყენებდნენ გამოსახულებებს ლოცვისას (საქმეები 4:24, საქმეები 21:5).
პირველ ქრისტიანებს იესო ქრისტეს გამოსახულებაც კი არ ჰქონდათ.
მოციქულებმა მხსნელის მხოლოდ სულიერი სახე გადმოგვცეს სახარების ფურცლებზე, თუმცა არცერთი სიტყვა არ დაუტოვებიათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყურებოდა ის მიწიერი ცხოვრების დროს. მოციქული პავლე წერდა:

«ქრისტეს თუ ვიცნობდით კიდეც ხორციელად, ახლა აღარ ვიცნობთ» 2კორინთელები 5:16.

იესო ზეცად ახალი, განდიდებული სულიერი სხეულით ამაღლდა, ამიტომ პირველი ქრისტიანებისთვის მხსნელის მიწიერ იერს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
ქრისტეს პირველი პორტრეტული გამოსახულებები მხოლოდ მე-4 საუკუნის შემდეგ ჩნდება.

ხატების თაყვანისცემა თანმიმდევრულად იკიცხება ბიბლიაში, როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში -
«რადგან ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა გვეგონოს, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს, ვერცხლს ან ქვას, ადამიანის ხელოვნებითა და წარმოსახვით გამოქანდაკებულს» საქმეები 17:29.

«უხრწნელი ღვთის დიდება ხრწნადი ადამიანის... გამოსახულებად აქციეს»  რომაელები 1:23.


ქვემოთ მოყვანილია ერთერთი ყველაზე პოპულარული ხატები მართლმადიდებლობაში - ესაა მამა ღმერთის გამოსახულება, წვეროსანი ადამიანის სახით, რომელიც მას ძველი რომისა და საბერძნეთის წარმართულ ღვთაებებს ამსგავსებს.



არგუმენტი №7 -

«გამოსვლის 30:29-ში ღმერთი წმინდა გამოსახულებებისა და ნივთების თაყვანისცემას გვავალებს: "განწმინდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი; წმინდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება". როგორც ჩანს, მათთან შეხება ადამიანს განწმენდს!»

პასუხი -

გამოსვლის 30:29-ში, ღმერთი ბრძანებას აძლევს, რომ პატივისცემით მოეპყრონ ყველა იმ ნივთს გამონაკლისის გარეშე, რომლებიც კარავში იმყოფება - საბანელს, კოვზებს, სამსხვერპლოს… ყველაფერი, რაც კარავში იმყოფებოდა, წმინდა იყო, რადგან ღვთის რეალური თანდასწრებით განიწმინდებოდა.

ღვთის კანონის თანახმად, ადამიანების განწმენდა მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდებოდა, როდესაც ისინი ღვთისადმი მსახურებას უძღვნიდნენ თავს (შეადარე ლევიანები 8:12). და არა იმ კოვზთან ან ჩანგალთან რაიმე შემთხვევითი ან განზრახ შეხების გამო, რომლებიც კარავს ეკუთვნოდა. უწმინდური ადამიანი თუ ტაძრის ნივთებს შეეხებოდა, ამით ის წმინდა ვერ გახდებოდა.
ამიტომ გამოსვლის 30:29-ის გაცილებით სწორი თარგმანი ასეთი იქნება: წმინდა უნდა იყოს ის, ვინც მათ შეეხება" (სიტყვა קדשׂ-ის თარგმნის ერთერთი ვარიანტი არის - "წმინდად მოქცევა"). და არა: «წმინდა გახდება ყველა, ვინც მათ შეეხება
»


არგუმენტი №8 -

«ხატი – ეს უბრალოდ ნახატია»

პასუხი -

ეს ასე არ არის. ხატი, ჩვეულებრივი სურათებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს სპეციალურ გამოსახულებას, რომელიც უშუალოდ თაყვანისმცემლობისთვისაა განკუთვნილი, და ამიტომ ის ხატწერის მკაცრი კანონების დაცვით იქმნება
 (იხილეთ ი.პ. სერგეევი, ხატწერის ხელოვნების საიდუმლოებები).


არგუმენტი №9 -

«როდესაც მლოცველი გამოსახულებას უყურებს, მას ლოცვა უფრო უადვილდება»

პასუხი -

ეს მცდარი მოსაზრებაა, რომელიც შეიძლება იმ ადამიანებმა გამოთქვან, რომლებიც არც წმინდა წერილს იცნობენ და არც ქრისტეს სწავლებას. ის, ვინც მთლიანად აძლევს საკუთარ გულს ღმერთს და სულითა და ჭეშმარიტებით ლოცულობს (იოანე 4:24), არ საჭიროებს ხელქმნილ კერპებს და თავის შემოქმედთან საკუთარ დამოკიდებულებაში «რწმენით [ხელმძღვანელობს] და არა ხილვით» (2კორინთელები 5:7, შეადარეთ ებრაელები 11:6). ბიბლიური დროის ან ქრისტეს მოციქულების პერიოდის არცერთი ღვთის მსახური – არასოდეს ემსახურებოდა ღმერთს გამოსახულებების მეშვეობით. ხატების თაყვანისცემა უცხოა ბიბლიური რელიგიისათვის.

«არაფერი იციან მათ, ვინც ხისგან გამოთლილ გამოსახულებას ატარებს» (ესაია 45.20)



-----------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий