понедельник, 27 июля 2020 г.

ესაიას 44:24, ებრაელების 1:10 და ტიპოლოგია


ესაიას 44:24-ში ნათქვამია: "...მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა". როგორ ავხსნათ წმინდა წერილის ეს ადგილი, თუ ცნობილია რომ ყველაფრის შექმნაში ღმერთს ქრისტე ეხმარებოდა, ანუ გამოდის, რომ ღმერთი მარტო არ ქმნიდა?

ღმერთი თავის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით ამბობს: 

«… მე ვარ იეჰოვა, რომელმაც ყველაფერი შევქმენი, მე გადავჭიმე ცა და თვითონ განვავრცე დედამიწა» (ესაია 44:24).

სხვა ადგილას იგივეა ნათქვამი იეჰოვას ძეზე, იესოზე: 

«თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი» (ებრაელები 1:10). 

ასეთმა «წინააღმდეგობამ» შეიძლება რიგი კითხვები გამოიწვიოს. მაგალითად, წარმოადგენენ თუ არა იეჰოვა და იესო ერთ პიროვნებას? შეიძლება თუ არა ორი შემოქმედი არსებობდეს?

განვიხილოთ მტკიცებულების საფუძვლიანობა: «რადგან ძველ აღთქმაში იეჰოვას ეწოდება შემოქმედი, ახალ აღთქმაში კი იესოს, ესე იგი იეჰოვა - იესოა». ეს მოსაზრება რომ სწორი აღმოჩნდეს, ამისათვის საჭიროა სრული იგივეობა გვქონდეს იეჰოვასა და იესოს შორის. თუმცა იგივე ესაიას წიგნში ჩვენ აშკარა განსხვავებებს ვხედავთ იეჰოვასა და იესოს შორის. ესაიას 42:1-ში (იხილე ასევე 52:13) მოცემულია წინასწარმეტყველება იესოს შესახებ. 

«აჰა ჩემი (იეჰოვას) მორჩილი (იესო), რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა; მასზე გარდამოვავლინე ჩემი (იეჰოვას) სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს» 
ეს მუხლი იეჰოვასა და მის ძეს, იესოს შორის არსებულ სხვაობას გვიჩვენებს. ღმერთი იესოს მორჩილს-რჩეულს უწოდებს, რომელსაც თავის წარმომადგენლად იყენებს.

ეს გარემოება, პირველ რიგში, ორი პიროვნების, 
იეჰოვას და მისი ძის, იესოს არსებობას გვიჩვენებს. და მეორე, გვიჩვენებს თუ როგორი ურთიერთ-დამოკიდებულება არსებობს ამ ორ პიროვნებას შორის. იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია (ესაია 13:6). იესო კი - იეჰოვას მსახური - მისი ძე (ლუკა 1:32).

ჩვენს «შემოქმედებს» დავუბრუნდეთ. რატომ ეწოდება იესოს, იეჰოვას მსგავსად, შემოქმედი? (ებრაელები 1:10) შეიძლება ორი შემოქმედი არსებობდეს? როგორ ავხსნათ ის, რომ ებრაელების მიმართ მიწერილი წერილის ავტორმა იესოს მიმართ იგივე სიტყვები გამოიყენა, რომლებიც თავდაპირველად იეჰოვას შეეხებოდა?

«ახალ აღთქმაში ვხვდებით რიგ შეპირისპირებებს, ძველ აღთქმაში აღწერილ განსხვავებულ მოვლენებთან, პიროვნებებსა და ინსტიტუტებთან. ეს შეპირისპირებები ჩვეულებრივ გამოიხატება…ტიპოლოგიების საშუალებით».2. 

განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი, რომლებიც დაგვანახებს, თუ რა არის ტიპოლოგია.

მალაქიას 4:5-ში ჩვენ ვკითხულობთ: «აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე».

ვინ აღმოჩნდა ეს დიდი ხნის წინ გარდაცვლილი წინასწარმეტყველი ახალ აღთქმაში? იესო ამ შეკითხვაზე მათეს 17:12,13-ში სცემს პასუხს: 

«…მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ». 
აქ ჩვენ გვაქვს საწყისი ისტორიული მოვლენა (ტიპი)3, რომელიც ელია წინასწარმეტყველის საქმიანობითაა გამოხატული, რომელმაც წინასწარმეტყველური მსახურებისთვის, სხვა დიდი წინასწარმეტყველისთვის, ელისესთვის მოამზადა გზა. ვინაიდან იოანე ნათლისმცემელი ამის მსგავს ფუნქციას ასრულებდა იესოსთან მიმართებაში (ლუკა 1:13—17, 76), ის ელიას ანტიტიპი გახდა.


ტიპოლოგიის შემდეგი მაგალითი ღვთის ჩანაფიქრის და მისი განხორციელების საშუალების მსგავსებას გვიჩვენებს. საუბარია ადამზე როგორც ტიპზე და მის ანტიტიპზე, იესოზე. ადამი მთავარი ფიგურა გახდა ღვთის ჩანაფიქრში სიცოცხლე მიეცა მთელი კაცობრიობისათვის (დაბადება 1:28, ლუკა 3:23:38). იესო, ადამის ანტიტიპია, იმიტომ რომ ის წარმოადგენს მას, ვისი მეშვეობითაც აპირებს ღმერთი ადამის შეცოდების შემდეგ იმის მიცემას, რისი მიცემაც «პირველმა» ადამმა ვერ შეძლო-მარადიული სიცოცხლის. წმინდა წერილი ამბობს: 

«დაწერილია კიდეც: პირველი კაცი ადამი ცოცხალ სულად იქცა; უკანასკნელი ადამი (იესო) კი - მაცოცხლებელ სულად» (1 კორინთელები 15:45) 

ეს მაგალითები გვიჩვენებენ (შეზღუდულად გვიჩვენებენ, რადგან ტიპოლოგია წარმოადგენს წმინდა წერილში წარმოდგენილ ცალკეულ და საკმაოდ მოცულობით თემას. ამ ორ მაგალითს არ ძალუძს ტიპოლოგიის ტერმინთან დაკავშირებული საგნის მთელი სისავსის სრულად წარმოჩენა), რომ ისინი, ვინც «წმინდა სიტყვას» წერდნენ და წარმოთქვავდნენ, ტიპოლოგიას ნაწილობრივ იყენებდნენ როგორც ორი აღთქმის გაერთიანების საშუალებას, ტიპისგან საერთო ნაკვთების დასესხებით და მისი ანტიტიპზე გადატანის მეთოდით.

ებრაელების 1:10-თან დაკავშირებით როგორ დგას საქმე? პავლე იესოს მისამართით ცვლის ფსალმუნის 101:25-27-ის ციტატას: 

"აგრეთვე: "დიდი ხნის წინ, უფალო, შენ ჩაუყარე საძირკველი დედამიწას, ზეცა შენი ნახელავია. ცა და მიწა მოისპობა, შენ კი სამუდამოდ დარჩები; ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი, მოსასხამივით დაგრაგნი მათ და ტანსაცმელივით გამოცვლი; შენ კი არ იცვლები, შენს წლებს არ ექნება ბოლო" (ებრაელები 1:10-12). 

როგორი დასკვნების გაკეთება შეგვიძლია იმის სასარგებლოდ, რომ აქ ისეთივე ტიპოლოგიაა როგორც წინა მაგალითებში?

• პირველი, ზემოთ ესაიას და შემოქმედისადმი მისი მიმართვის გამოკვლევისას, ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ შემოქმედს იეჰოვა ღმერთი წარმოადგენს. ესაიას შემოქმედს ასევე თავისი «მორჩილიც» ჰყავს - იესო-რომელიც მის ნებას ასრულებს. ქრისტეს იეჰოვასადმი მორჩილების შესახებ აზრს ასევე ებრაელების მიმართ მიწერილ წერილშიც ვპოულობთ. 

«მაშ, წმინდა ძმებო, ვისაც ზეციური მოწოდება გაქვთ, დაფიქრდით იესოზე, მოციქულსა და მღვდელმთავარზე, რომლისაც გვწამს. მოსეს მსგავსად, რომელსაც ღვთის სახლი ებარა, ისიც მისი ერთგული იყო, ვინც მოციქულად და მღვდელმთავრად დანიშნა. თანაც ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსად ჩაითვალა, რადგან სახლის ამშენებელი თავის აშენებულ სახლზე მეტი პატივის ღირსია. ყველა სახლი ვიღაცის აშენებულია, ყველაფრის ამშენებელი კი ღმერთია. მოსე ერთგული მსახური იყო ღვთის სახლში და მისი მსახურება იმაზე მოწმობდა, რაც მოგვიანებით უნდა გაცხადებულიყო, ქრისტე კი, ღვთის ძე, ერთგულად პატრონობდა მამის სახლს. ჩვენ ღვთის სახლი ვართ, ოღონდ ბოლომდე გაბედულად უნდა ვილაპარაკოთ და არ დავკარგით იმედი, რომლითაც ვამაყობთ» (ებრაელები 3:1–6) 
პავლე ქრისტეზე ისე საუბრობს როგორც მოციქულზე. ბერძნულ ენაში სიტყვა ?postellw, რომლიდანაც ნაწარმოებია სიტყვა ?p?stoloj, ის აზრი გააჩნია, რომ ვიღაც იქნება გაგზავნილი რაიმე დავალებით. იესო იეჰოვას მიერ გაგზავნილი მსახურია, რათა მისი ნება შეასრულოს (იოანე 3:16).

• მეორე, ებრაელების წერილის ავტორის ადრესატები აშკარად იუდეველი ქრისტიანები არიან. ავტორი წყვეტს ქრისტიანობის იუდაიზმზე უპირატესობის თემას.4 ამიტომ ძველი აღთქმისადმი მიმართული ტიპოლოგია, ეს ის მეთოდია რომელიც მის არგუმენტაციაში უპირატესობს.5

მერვე მუხლში პავლე ფსალმუნის 44:7-ს ციტირებს, რომელიც თავდაპირველად ისრაელის ერთერთი მეფისადმი იყო მიმართული, სავარაუდოდ სოლომონისადმი. ნიშნავს ეს იმას რომ იესო სოლომონია? რა თქმა უნდა არა! თუმცა პავლემ შეამჩნია, რომ იესო რიგ საკითხებში ჰგავდა ისრაელის მეფეს (იხილეთ ფსალმუნები 44:5-8, 11), ამიტომაც გამოიყენა ის სოლომონის ანტიტიპად.

• მესამე, იესო ამ წერილში ასევე იეჰოვას ანტიტიპსაც წარმოადგენს 10-12 მუხლებში. როგორი სახით? ამ მონაკვეთის კონტექსტში განხილვა საშუალებას გვაძლევს დარწმუნებულად ვილაპარაკოთ იესოზე როგორც პიროვნებაზე, რომელიც იეჰოვასთან ერთად იღებდა მონაწილეობას შემოქმედების აქტში. ყველაზე პირველ ხსენებას ამის შესახებ დაბადების 1:26-ში ვპოულობთ: 

«ღმერთმა თქვა: "შევქმნათ ადამიანი ჩვენ ანარეკლად, ჩვენ მსგავსებად"». 
ვის მიმართა იეჰოვას მოწოდებით «შევქმნათ»? ვინაიდან პავლე იესოს მიმართ იყენებს იმას, რასაც წმინდა წერილი შემოქმედ იეჰოვაზე ამბობს, აშკარაა, რომ «შევქმნათ» იესოსაც უნდა მივაკუთვნოთ. შემდგომ წვრილმანებს ჩვენ იგავების წიგნში ვნახულობთ. იგავების 8:22,30-ში იესო წარმოადგენს სიბრძნეს და იეჰოვას დამხმარეს შემოქმედების აქტში: 
«იეჰოვამ თავდაპირველად მე (იესო) შემქმნა, მის უძველეს საქმეთა შორის პირველი მე ვარ…მაშინ მე მის გვერდით ვიყავი როგორც ოსტატი»

იოანეს 1:1-3-ში ნათქვამია, რომ ყველაფერი «მისი (იესოს) მონაწილეობით» შეიქმნა. კოლოსელი ქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში კი პავლე იესოს შესახებ ამბობს: 

«მისი (იესოს) მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ცაში და დედამიწაზე, ხილულიც და უხილავიც - ტახტები თუ მმართველობები, მთავრობები თუ ხელისუფლებები. ყველაფერი მისი მეშვეობით და მისთვის (იეჰოვასთვის) შეიქმნა» (კოლასელები 1:16). 

და ბოლოს. იეჰოვა ისეთი ტიტულების მფლობელია, რომლებიც შედარების უმაღლეს საფეხურს ნიშნავენ. ამ ტიტულთაგან ერთერთი გამოყენებულია გამოცხადების წიგნში შემოქმედებასთან დაკავშირებით. 

«ამ ოთხ ცოცხალ არსებას ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა, რომლებიც ზემოდანაც და ქვემოდანაც თვალებით იყო დაფარული. ისინი დღედაღამ განუწყვეტლივ ამბობდნენ: "წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა ღმერთი, ყოვლისშემძლე, რომელიც იყო, არის და მოდის". როცა ცოცხალი არსებები დიდებასა და პატივს მიაგებდნენ და მადლობას უძღვბიდნენ ტახტზე მჯდომს, მარად ცოცხალს, 24 უხუცესი ტახტზე მჯდომის წინ ემხობოდა, თაყვანს სცემდნენ მას, მარად ცოცხალს, თავიანთ გვირგვინებს ტახტის წინ ყრიდნენ და ამბობდნენ: "იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, [ყველაფერი] შენი ნებით არსებობს და შეიქმნა"» (გამოცხადება 4:8-11). 

აღსანიშნავია, რომ იესოს მიმართ არსად და არასოდეს იყენებდნენ მსგავს უმაღლეს ტიტულებს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იეჰოვა წარმოადგენს შემოქმედს როგორც ჩანაფიქრის აზრით, ისე კრეატიული საქმიანობის აზრით. იესოც ასევე წარმოადგენს შემოქმედს, იმ გაგებით, რომ ის იეჰოვას დამხმარეა, ისაა, ვისი მეშვეობითაც ახორციელებდა იეჰოვა შემოქმედების აქტს.


შენიშვნები:
1 ბიბლიის არქიმანდრიტი მაკარის თარგმანი (რუს.)

2 ლექსიკონი «იესო და სახარებები», ტიპოლოგია.

3 «…ძირითადი ისტორიული მოვლენები წარმოადგენენ ტიპს, ხოლო შემდგომი მათი მსგავსი მოვლენები – ეს ასე ვთქვათ ანტიტიპია» «ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის ახალი ლინგვისტური და ეგზეგეტური გასაღები»

4 ბრიუს მ. მეცგერი. «ახალი აღთქმა. კონტექსტი, ფორმირება, შინაარსი»

5 ებრაელების 3:1-6-დან მოყვანილი მონაკვეთი ტიპოლოგიის მაგალითია, სადაც ტიპის სახით მოსე გამოდის - ანტიტიპის სახით კი იესო.

6 ის რომ იესო შემოქმედებაში დამხმარეს წარმოადგენს ასევე ებრაელების 1:2-დანაც ჩანს «ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი [სგ]». ნაშრომში «ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის ახალი ლინგვისტური და ეგზეგეტური გასაღები» სიტყვა საუკუნენის შესახებ ნათქვამია: «რაბინული ნაშრომების თანახმად, ეს სიტყვა შეეხება არა მხოლოდ დროის პერიოდს, არამედ სამყაროს შემადგენლობასაც».



(ჯოშუა ლუგანსკი)
-------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий